ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


ერთი ცხოვრება

    ერთი ცხოვრება

მინდა მივატოვო ეს რეალობა,
როგორმე იქნებ გავიქცე შორს,
არაფრისმთქმელი მდუმარებისგან,
როგორმე იქნებ გავუსწრო დროს...
სევდა დამიპყრობს დროის ჩრდილებთან,
დავრჩები ისევ მდუმარე ფიქრებთან,
უსიტყვოდ გონებას რომ იმორჩილებს და
ფერთა გამაში განწყობას შევცვლი.
აღარ მწამს ფიქრის, თავად ეს ფიქრიც
ყოველდღე თითქოს ნისლისფერია,
სევდიან ფიქრთან მარტოს დამტოვებ
როცა ცხოვრება მხოლოდ ერთია?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები