ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


ნალექი

ანთებულ შუქურებს მიყვება გრიგალი,
გულში კი წვიმისგან დაგროვდა ნალექი;
თუ გუშინ მე შენთან უბრალოდ ვიყავი,
დღეს ისევ შეშლილა პოეტთა ქალაქი.

ეს გრძნობა იქნება ათასი შეფუთვა,
თეატრში გიწვევენ შეგხვდება სხვა როლი,
და უპასუხოა ყოველი შეკითხვა,
შენ გულს კი დაედო ექვსნიშნა პაროლი...

ხეებმა მომწიეს,მიწაა საფერფლე,
წვიმიან ღამეში ზეცა,რომ დაიყეფს,
შევცვალე რვეული და გადავათეთრე;
თუმც გულს ვერ გამოვცვლი ცვეთას რომ დაიწყებს.

მარტვილის ტყეები ბურუსში ეხვევა,
შენ ღაწვებს დაეტყო ოდნავი სისველე,
ხშირია უბრალოდ ასეთი შემთხვევა,
გეძახი ძვირფასო მოდი და მიშველე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები