ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2025


????????

გუშინ დაგინახე, როგორ შევერცხლილხარ,
როგორ დაგტყობია დაღლა...
ერთ წამს გავიფიქრე, გზას მოვუჭრი-მეთქი,
მაგრამ ვერ გავბედე, რა ვქნა...
მერე შორი-ახლოს მაინც აგედევნე
თავადაც არ ვიცი რატომ...
უცებ ნაბიჯებმა ჩემდა უნებურად
გვერდზე გადაწიეს აწმყო
და გდიე...  რამდენ ხანს
ან რისთვის გგონია,
გგონია პასუხი თან მაქვს?
რომ მკითხონ მიყვარდი?-ძალიან,
მიყვარხარ?
- დღეს არა, არა და არა.
მე სულ სხვა ვიპოვე ცხოვრების მეგზურად
(ცოტათი შენ მოგგავს, იცი?..)
მე ის შემიყვარდა, მე იმას ვეკუთვნი, მე იმას მივეცი ფიცი!
გუშინ კი უბრალოდ ბავშვობის სილაღემ
სძლია მხრებზე მოსხმულ ყოფას-
ეს იყო მიზეზი, ამიტომ ავღელდი,
ამიტომ მოგდიე, ჰოდა
ცუდად ნუ გამიგებ, რა ვქნა თუ თვალებმა
შეგნიშნეს დაღლილად მდგარი
და თუ უნებართვოდ ნაბიჯიც აცეტდა
აბა, რა ჩემია ბრალი?..
...
როგორ შევერცხლილხარ, როგორ შევერცხლილხარ,
როგორ დაგფენია წლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები