მე მოვიგონებ ამბავს როგორ ვუვლიდით ამ ბაღს, ერთად რომ ვრგავდით ზამბახს, ჩიტებს ვუწყობდით ხმებს, წითელს, თეთრსა და ყვითელს მწკრივებს ვურჩევდით ტიტებს, დილით ვუთვლიდით კვირტებს ატმის ბატარა ხეს.
ნეტავ თუ ისევ ყვავის, ვარდები გაუსხლავი, დაბერებული მსხალი, გაუკრეჭელი ბზა, ლიმონს ვუხვევდით კისერს ვცლიდით თესლიან ქისებს. ნეტავ თუ რეკავს ისევ ვინმე მთის წვერზე ზარს?
ნეტავ თუ ისევ გაშლის თურაშაულის ვაშლი ყვავილს და ნაყოფს ბაღში თუ შეუნახავს თოვლს. მახსოვს ველოდით მერცხლებს, ჩვენთან რომ დებდნენ კვერცხებს, ბარტყებს რომ ზრდიდნენ მკვირცხლებს, და მიფრინავდნენ შორს…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბატარა = )
მდინარესავით ბატარა = )
მდინარესავით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|