მოგენატრები, გული მიგრძნობს, ერთ დიდ და უკუნ ზაფხულის ღამეს, ვარსკვლავებით და მთვარის შუქით ცის მოჩახჩახე თაღის ძირში დაიწყებ სლუკუნს და დარწმუნდები, არ ყოფილხარ იმაზე უკეთ: ვიდრე ვიყავით ერთმანეთთან , ხომ გახსოვს , ბოლო სიტყვები, როცა მივახალეთ ერთმანეთს ზიზღით. მე ისევ ლექსის გაულეწავ კალოზე ვცხოვრობ. მოდი, იტირე, აქ იტირე, ერთ სკამზე ვისხდეთ. მოგისმენ,ლანძღე საკაცეთი , სავეფხვე, სამგლე! აი, თუ გინდა მეგაფონი , იყვირე მიდი: აი, ფურცელი , ხომ ეყოფა ბოლომდე ნაკლებს, რომლებსაც ჩემში ,სამწუხაროდ,ეძებდი , თვლიდი. გაზაფხულია, რა მახინჯი თოვლია მარტის, კომპოზიცია - მორიკონე ან თუნდაც ,როტა. ძნელია ,ხშირად შენ კლასიკურ იმიჯს რომ გავდე, ამიტომ , აი, ვიგინები , ჰო , დედაც მოვ@ან, ყველაფრის სადაც უჩემობა სახლობს და ყვავის , სადაც მე არ ვარ, სადაც ვიღაც უბერავს კანკანს. კარგად იყავი, სამახსოვროდ გიტოვებ ყვავილს , adios, ჩემო მეგობარო , ნახვამდის , კარგად !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "მე ისევ ლექსის გაულეწავ კალოზე ვცხოვრობ..."- რა თავმდაბლობაა ახლა ეს :)
"მე ისევ ლექსის გაულეწავ კალოზე ვცხოვრობ..."- რა თავმდაბლობაა ახლა ეს :)
1. კინაღამ მეეც დავიწყე გინება :) ნამდვილი ემოცია მოიტანა,ნაღდი. ერთადერთი აი,ეს კანკანი რა ჩამიჯდა კარგად. მერე კიდევ წავიკითხავ და იქნებ ვცდები, არ ვიცი
კინაღამ მეეც დავიწყე გინება :) ნამდვილი ემოცია მოიტანა,ნაღდი. ერთადერთი აი,ეს კანკანი რა ჩამიჯდა კარგად. მერე კიდევ წავიკითხავ და იქნებ ვცდები, არ ვიცი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|