ცივი ზამთარია. თოვლითაა დაფარული ირგვლივ ყველაფერი. ადამიანის ჭაჭანებაც კი არსადაა. მხოლოდ ერთი ბავშვი მიიჩქარის სადღაც. საწყალი, გახუნებულ და გაცრეცილ მოსაცმელში გახვეულა, დროდადრო გაყინულ ხელებს იორთქლავს, გათოშილ სახეს კი თბილი ცრემლები უთბობს. "ცხოვრება უსამართლოაო", - გაუგონია. ხანდახანო - ამბობს, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არასდროსაა. ბევრი ტკივილი ნახა, მაგრამ საყვედური არასდროს უთქვამს. გრძნობებს მხოლოდ ცრემლებით გამოხატავს, იმ ცრემლებით, რომლებიც პატარა, ცისფერი თვალებიდან მოსდის ხოლმე. ხანდახან უოცნებია თავისი თანატოლების ადგილას ყოფილიყო. მათ ხომ ყველაფერი ჰქონდათ. პირველ რიგში კი - ოჯახი. ეხლა ალბათ სახლში, თბილ ბუხართან სხედან. მათ არ უნახავთ არც შიმშილით, არც სიცივით და არც ობლობით გამოწვეული ტკივილი. "ბავშვობა უდარდელიაო" -ყველაზე ნაკლებად ამ ბიჭუნაზე ითქმოდა. თუმცა ის მაინც არ წუწუნებდა, მაინც ჰქონდა იმედი, მაინც ოცნებობდა. ის ხომ ბავშვი იყო, პატარა, უსუსური, მშობლიურ ალერსს მოკლებული ბავშვი. ეხლა დედასთან მიდის. უნდა რომ ესაუბროს, იმ მიწას მოეალერსოს, რომელიც ამ ზამთარში საბნად გადაფარებია და ათბობს დედას. საფლავი ძლივს იპოვა. თოვლს თითქმის დაუფარავს. თეთრ თოვლს, ისეთივე თეთრს, როგორიც დედა იყო... აი, მისი სურათიც. გაყინული ხელებით თოვლი მოაშორა და ცივ ქვაზე დახატულ დედის სურათს აკოცა. "ალბათ გცივა არა? მე გაგათბობ, მართალია გაყინული ხელები მაქვს, მაგრამ მაინც გაგათბობ. ჯერ თოვლს მოგაშორებ. დედიკო, როგორ მომენატრე. ნეტა ჩემთან იყო, მაშინ ხომ ასე არ ვიქნებოდი. მაგრამ ჩემს ოცნებებში მაინც ყოველდღე გხედავ. რატომ წახვედი უჩემოდ? ხომ იცოდი რომ მომენატრებოდი... ყოველდღე გელოდები, ფეხის ხმას რომ გავიგებ, მგონია რომ შენ ხარ. გახსოვს რომ მიმღეროდი? რა იქნება ისეც მიმღერო, თუნდაც ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად, მაგრამ მიმღერო. ძალიან მიყვარხარ დედა..." ისევ თოვს, ყველაფერი თეთრადაა დაფარული. მშვიდად სძინავს სასაფლაოს. სიჩუმეს მხოლოდ ცხოვრებისგან განწირული პატარა ბავშვის ქვითინი არღვევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მე შენი პოეზია ძალიან მომწონს, ეს კი ვერ მოგიწონე... მართალია საოცრად მტკივნეული ფაქტზე, მაგრამ მაინც ხელოვნური თხრობაა... გაცილებით ლამაზად შეიძლებოდა... თან ამის საბავშვოში დადებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. ეს არაა ბავშვური საკითხავი... იმედია არ მიწყენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე... :) წარმატებებს გისურვებ! პოეზიაში ხარ ძლიერი და გააგრძელე... მე შენი პოეზია ძალიან მომწონს, ეს კი ვერ მოგიწონე... მართალია საოცრად მტკივნეული ფაქტზე, მაგრამ მაინც ხელოვნური თხრობაა... გაცილებით ლამაზად შეიძლებოდა... თან ამის საბავშვოში დადებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. ეს არაა ბავშვური საკითხავი... იმედია არ მიწყენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე... :) წარმატებებს გისურვებ! პოეზიაში ხარ ძლიერი და გააგრძელე...
20. მე შენი პოეზია ძალიან მომწონს, ეს კი ვერ მოგიწონე... მართალია საოცრად მტკივნეული ფაქტზე, მაგრამ მაინც ხელოვნური თხრობაა... გაცილებით ლამაზად შეიძლებოდა... თან ამის საბავშვოში დადებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. ეს არაა ბავშვური საკითხავი... იმედია არ მიწყენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე... :) წარმატებებს გისურვებ! პოეზიაში ხარ ძლიერი და გააგრძელე... მე შენი პოეზია ძალიან მომწონს, ეს კი ვერ მოგიწონე... მართალია საოცრად მტკივნეული ფაქტზე, მაგრამ მაინც ხელოვნური თხრობაა... გაცილებით ლამაზად შეიძლებოდა... თან ამის საბავშვოში დადებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. ეს არაა ბავშვური საკითხავი... იმედია არ მიწყენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე... :) წარმატებებს გისურვებ! პოეზიაში ხარ ძლიერი და გააგრძელე...
19. ა დამადგა საშველი და ეს ავტორიც ჩავიკითხე რავარც იქნა:) ამას ერთი სევდიანი ამბავი კი არ უნდა ერქვას (ჩემს აზრს ვაფიქსირებ) ერთი ზედმეტად ქართული სენტიმენტალიზმის ქართული გამოვლინება. ეს მანიპულირებაა თემით და თან ძალიან ცუდი გადმოცებაა დარდის, მაგალითად: "ეხლა დედასთან მიდის. უნდა რომ ესაუბროს, იმ მიწას მოეალერსოს, რომელიც ამ ზამთარში საბნად გადაფარებია და ათბობს დედას." -ეს ორი დედა ერთთან რომ მიდის და მეორეს რომ თოვლის საბანი ათბობს? მოკლედ, ბევრიც რომ არ გავატ.... სუსტი ნაწერია...
ა დამადგა საშველი და ეს ავტორიც ჩავიკითხე რავარც იქნა:) ამას ერთი სევდიანი ამბავი კი არ უნდა ერქვას (ჩემს აზრს ვაფიქსირებ) ერთი ზედმეტად ქართული სენტიმენტალიზმის ქართული გამოვლინება. ეს მანიპულირებაა თემით და თან ძალიან ცუდი გადმოცებაა დარდის, მაგალითად: "ეხლა დედასთან მიდის. უნდა რომ ესაუბროს, იმ მიწას მოეალერსოს, რომელიც ამ ზამთარში საბნად გადაფარებია და ათბობს დედას." -ეს ორი დედა ერთთან რომ მიდის და მეორეს რომ თოვლის საბანი ათბობს? მოკლედ, ბევრიც რომ არ გავატ.... სუსტი ნაწერია...
18. საოცრად ემოციურია... შემეცოდა შენი პაწია ობოლი.... კარგად წერ..... საოცრად ემოციურია... შემეცოდა შენი პაწია ობოლი.... კარგად წერ.....
17. მე გაგათბობ, მართალია გაყინული ხელები მაქვს, მაგრამ მაინც გაგათბობ:(
მართალია გაყინული ტუჩები მაქვს მაგრამ მაინც გაკოცებ:-* მე გაგათბობ, მართალია გაყინული ხელები მაქვს, მაგრამ მაინც გაგათბობ:(
მართალია გაყინული ტუჩები მაქვს მაგრამ მაინც გაკოცებ:-*
16. :)) უბრალოდ გეხუმრე და ასეთი ახსნა განმარტება არ იყო ნამდვილად საჭირო :)) მითუმეტეს პმ-ის დაპოსტვა გიპასუხე და ნახეო :)) წარმატებები ;) :)) უბრალოდ გეხუმრე და ასეთი ახსნა განმარტება არ იყო ნამდვილად საჭირო :)) მითუმეტეს პმ-ის დაპოსტვა გიპასუხე და ნახეო :)) წარმატებები ;)
15. გვანციოლა! :) რჩეულ ავტორობას ვერ ველევი, მაგრამ ლიტერატორობას რაც შეეხება, რაც მე ამ საიტზე ვარ მას მერე ლიტერატორი გახლავარ და ვერ დავკარგავ რომც მინდოდეს, ეგ რა შუაშია? ეს საბავშვოა და ამიტომ ჟანრი სწორადაა შერჩეული, ეს დღეები სულ პოეზიას ვდებდი, მანამდე პროზა და კრიტიკა-პუბლიცისტიკა, თარგმანებიც მაქვს და იუმორისტულიც. რა მოხდა მერე? ყველა ჟანრში ვწერ და მგონი ეს მხოლოდ კარგია. რჩეულობა და ლიტერატორობა არაფერ შუაშია, დამიჯერე :) გვანციოლა! :) რჩეულ ავტორობას ვერ ველევი, მაგრამ ლიტერატორობას რაც შეეხება, რაც მე ამ საიტზე ვარ მას მერე ლიტერატორი გახლავარ და ვერ დავკარგავ რომც მინდოდეს, ეგ რა შუაშია? ეს საბავშვოა და ამიტომ ჟანრი სწორადაა შერჩეული, ეს დღეები სულ პოეზიას ვდებდი, მანამდე პროზა და კრიტიკა-პუბლიცისტიკა, თარგმანებიც მაქვს და იუმორისტულიც. რა მოხდა მერე? ყველა ჟანრში ვწერ და მგონი ეს მხოლოდ კარგია. რჩეულობა და ლიტერატორობა არაფერ შუაშია, დამიჯერე :)
14. ვიტირებ ახლაააააააააა! :( დახვეწილი თხრობის სტილი გაქვს! კარგი ნაწარმოებია! გაიხარე! :) ;) ვიტირებ ახლაააააააააა! :( დახვეწილი თხრობის სტილი გაქვს! კარგი ნაწარმოებია! გაიხარე! :) ;)
13. ლიკ, ისეთ ჟანრებში დებ ხოლმე ნაწერებს რომ ასე მგონია ლიტერატორობას და რჩეულ ავტორობას ვერ ელევეი ;) ;) ;) ლიკ, ისეთ ჟანრებში დებ ხოლმე ნაწერებს რომ ასე მგონია ლიტერატორობას და რჩეულ ავტორობას ვერ ელევეი ;) ;) ;)
10. 55555555555 55555555555
9. ეს ვიცი.იგივე აზრზე ვარ ახლაც:) ეს ვიცი.იგივე აზრზე ვარ ახლაც:)
8. ...ეეჰ, წუთისოფელი ასეა, დღე ღამეს უთენებია... ...ეეჰ, წუთისოფელი ასეა, დღე ღამეს უთენებია...
6. ძალიან სევდიანია. გული დამეთუთქა. ძალიან სევდიანია. გული დამეთუთქა.
5. მშობლიურ ალერსს მოკლებული ბავშვი...
საშინელებაა უდედო პაწაწუნები თავისი შეშინებული თვალებით... მშობლიურ ალერსს მოკლებული ბავშვი...
საშინელებაა უდედო პაწაწუნები თავისი შეშინებული თვალებით...
4. მაგარ. ძაან. მაგარ. ძაან.
3. გაყინული ხელებით თოვლი მოაშორა და ცივ ქვაზე დახატულ დედის სურათს აკოცა. -ეს იყო ყველაზე მძაფრი... გაყინული ხელებით თოვლი მოაშორა და ცივ ქვაზე დახატულ დედის სურათს აკოცა. -ეს იყო ყველაზე მძაფრი...
2.
ხოო,, დედასთან განშორება განსაკუთრებით ბავშვისთვის, წარმოუდგენლად დიდი ტკივლია,, მოუშუშებელი იარა,,
ნაწერი მომეწონა, ყოჩაღ :)
წარმატებები შენ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ხოო,, დედასთან განშორება განსაკუთრებით ბავშვისთვის, წარმოუდგენლად დიდი ტკივლია,, მოუშუშებელი იარა,,
ნაწერი მომეწონა, ყოჩაღ :)
წარმატებები შენ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
1. ძველია, მაგრამ ძალიან მომინდა თავიდან დამედო :) ძველია, მაგრამ ძალიან მომინდა თავიდან დამედო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|