ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


უხილავი ხელი

უხილავი ხელი,
ხატავს ფუნჯით სველით..
ფერები ხომ ბევრია:
შური, ბოღმა, ცინიზმი...…
ყველა სახეს ღებავს,
ყველა სახეს ყოფნის,
უტყვი მეტაფიზიკის
მიწიერი პალიტრა...
ასე ფერებ-ფერებით
ვცდილობ მზერა გაგითბო,
მაგრამ რა ვქნა, ცინიზმის
უფერულ ქმნა
არ იქნა...
ეს რა გულის თუნგია,
მრისხანების დამტევი,
სკდებიან სისხლძარღვები,
ცოდვით, მიუტევებით...
მერე სენი მძლავრობს და
ცივ კლავიშებს
გბალიშებს,
მერე ეძებ თითებით
გაფითრებულ გვირილებს...
მიზეზების ძებნაში
გრძნობ სამარის სიგრილეს...
მე კი ფერებ-ფერებით,
ვცდილობ, მზერა გაგითბო..
გადავტეხო ფუნჯები,
დაგიქციო თუნგები...
         
აპრილი, 2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები