დიდშაბათდილის არმაღანი მეუფე თადეოზს
ერს გამჩენად და გადამრჩენად ეგულვის ვინ ცად, - უშრეტელ ძალსაც ის უკურთხებს ჟამს მტერთან შებმის !.. ის გაუბრწყინებს კვლავ აღდგომის ცისკარსაც ცინცხალს, როს ზეაღმოსვლას წინაპართა ლამობენ ძვლებიც!..
ერს - გაჩენითგან დიდსანატრელს რომ ელის იმ წამს, მკვდრეთით აღმდგარი მზე იბერთა - სამების ნებით!.. – ღვთისმშობლის წილხვედრს გადმოხედავს როს მადლით მიწას და წმინდა კვართიც შეირხევა სამარხში შვებით!.. -
არცროს მოაკლდეს ლოცვა შენი, მას, ძილშიც მღვიძარს, ერს - დიდმოწამეს, მშფოთვარე რომ ემრავლა წლები!.. და მაინც კვლავ რომ რწმენით ასცქერს ცას - ნათელმიმცხრალს, კვლავაც ერთგული მაცხოვრის ჯვრის და უფლის მცნების!..
აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!! დიდი შაბათი, 2009 ქ.შ.
ბრწყინვალე ორშაბათის რექვიემი გიორგი იორამაშვილს
შენ ღიმილის დავიწყებას ამაოდ ვცდილობ - თვალები ისევ მწარე ცრემლით მიხურს და მეწვის... აწ შემწედ დიდი სეხნია გყავს, გიორგი, შვილო, რომ მეტად არცროს ჩამოგვარდეს თმის ერთი ბეწვიც!..
ავსა და ბოროტს ვით აღირსებს ღმერთი შენდობას!.. შენ კი ნათელი მარადისი, ღვთით, არ დაგტოვებს... აღდგომის მადლი აგვარიდებს უიმედობას, ოდეს სიკვდილი ძეხორციელთ დაგვიმარტოვებს...
მაგრამ ცრემლები განშორების თვალთ მაინც გვიწვავს, გულშიც უკურნელ სატკივართა ზვირთი დგაფუნობს... მსუბუქი იყოს შენთვის შენი მშობელი მიწა და ჭრილობებზეც დედასავით მოგესალბუნოს!..
არ დაამადლებს დედა-ღვთისა კალთას სანატრელს, ვინც უასაკოდ შეახიზნა სული ცა-ნათელს...
ბრწყინვალე ორშაბათი, 2009 ქ. შ.
სიკვდილზე მოფიქრალისა
... მიახლოვდება უსიტყვოდ, უბრად, უჩამიჩუმოდ და ფეხაკრეფით... და გზაც განვლილი გრძელდება უფრო... გზა გასავლელი რჩება ნაკლები...
თალხს - მიმწუხრისას ვუზივარ სუფრას, შესანდობარი სულ რომ ემატვის... თავს ზეცაც თალხი დამცქერის ქუფრად და ჩემს ბედს ახლა არც-ვინ შეჰნატრის...
ბინდს ეფარება დასავლის ზღურბლი... - რა შორი გზა დევს, ღვთის ძევ, შენამდის?!.
ბრწყინვალე ორშაბათი, 2009 ქ.შ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ... მიახლოვდება უსიტყვოდ, უბრად, უჩამიჩუმოდ და ფეხაკრეფით... და გზაც განვლილი გრძელდება უფრო... გზა გასავლელი რჩება ნაკლები... მომეწონა. ... მიახლოვდება უსიტყვოდ, უბრად, უჩამიჩუმოდ და ფეხაკრეფით... და გზაც განვლილი გრძელდება უფრო... გზა გასავლელი რჩება ნაკლები... მომეწონა.
16. მომწონს აქ5 მომწონს აქ5
15. ერს - გაჩენითგან დიდსანატრელს რომ ელის იმ წამს, მკვდრეთით აღმდგარი მზე იბერთა - სამების ნებით!.. – ღვთისმშობლის წილხვედრს გადმოხედავს როს მადლით მიწას და წმინდა კვართიც შეირხევა სამარხში შვებით!.. დიდებული პოეზიაა ძმაო, შენი წაკითხულიც მახსოვს ეს ლექსი! ერს - გაჩენითგან დიდსანატრელს რომ ელის იმ წამს, მკვდრეთით აღმდგარი მზე იბერთა - სამების ნებით!.. – ღვთისმშობლის წილხვედრს გადმოხედავს როს მადლით მიწას და წმინდა კვართიც შეირხევა სამარხში შვებით!.. დიდებული პოეზიაა ძმაო, შენი წაკითხულიც მახსოვს ეს ლექსი!
14. აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
უფალმა გისმინოთ! აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
უფალმა გისმინოთ!
13. აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
მშვენიერია ძია იმო!!! მიყვარხართ, გულით ქართველებო!!! აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
მშვენიერია ძია იმო!!! მიყვარხართ, გულით ქართველებო!!!
12. გაიხარე! თქვენი ალალი სიტყვა ნუ მოუშალოს საქართველოს ღმერთმა! გაიხარე! თქვენი ალალი სიტყვა ნუ მოუშალოს საქართველოს ღმერთმა!
11. აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
გაიხარე, იმედა! 5 აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა, ღვთივ - კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
გაიხარე, იმედა! 5
10. ღმერთამდე შორი გზაა სავალი... ო, რა ცოტაა იქით მავალი.... საოცარი განცდებია.... გაიხარე, პოეტი... :):):) ღმერთამდე შორი გზაა სავალი... ო, რა ცოტაა იქით მავალი.... საოცარი განცდებია.... გაიხარე, პოეტი... :):):)
8. მონატრებული სალამი და სააღდგომო მოლოცვა პოეტსა და ძმას იმედი ჯახუას! მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს მზის სხივებივით ხალასსა და ნათელმოსილ ლექსებს. გაიხარე და იცოცხლე დიდხანს! მონატრებული სალამი და სააღდგომო მოლოცვა პოეტსა და ძმას იმედი ჯახუას! მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს მზის სხივებივით ხალასსა და ნათელმოსილ ლექსებს. გაიხარე და იცოცხლე დიდხანს!
6. რა შორი გზა დევს, ღვთის ძევ, შენამდის?!.
ლამაზი და სევდიანები... რა შორი გზა დევს, ღვთის ძევ, შენამდის?!.
ლამაზი და სევდიანები...
5. შორია.. შორი.. ღმერთამდე.. მომეწონა ლექსები..
5 შორია.. შორი.. ღმერთამდე.. მომეწონა ლექსები..
5
4. ბინდს ეფარება დასავლის ზღურბლი... - რა შორი გზა დევს, ღვთის ძევ, შენამდის?!. ...მშვიდობით გატაროთ ღმერთმა... ბინდს ეფარება დასავლის ზღურბლი... - რა შორი გზა დევს, ღვთის ძევ, შენამდის?!. ...მშვიდობით გატაროთ ღმერთმა...
3. ჩვენს ტკბილ მეუფეს და მის უმძიმეს ტრაგედიას საღვთისო ლექსები. გაიხარე, ძმაო! ჩვენს ტკბილ მეუფეს და მის უმძიმეს ტრაგედიას საღვთისო ლექსები. გაიხარე, ძმაო!
2. მიყვარს ამ თემაზე... მიყვარს ამ თემაზე...
1. უფალმა გაგაძლიეროს! :) ლამაზი ლექსებია :) უფალმა გაგაძლიეროს! :) ლამაზი ლექსებია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|