ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


ალუზიები,რემინისცენციები..(განწყობა-2)

ქარი ჰქრის, ძახილი შორიდან.
წვიმად ცრის, ლოდინი მტანჯველი.
ვიღაცას აგვირჩევს ორიდან,
არავის  არველი, არველი.

ქარი ჰქრის, შორიდან მოდენის
ფოთლებს და წაიღებს  ქარდაქარ.
მე ვიცი სადაც ხარ მოგელი.
ხანდახან,ხანდახან, ხანდახან.

ქარი ჰქრის.  უფროა სიმკრთალე,
ნანინა ნანატრი დღეების.
რა ვქნა რომ ვერაფრით გიკმარე,
რა ვქნა რომ ვერაფრით გელევი.

ქარი ჰქრის. პასუხად, ნუ ელი,
ავდრდება,კვლავ წვიმა წამოვა,
არასდროს შედგება დუელი.
არასდროს არავინ არ მოვა.

ქარი ჰქრის...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები