ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


ჩემი სიკვდილის მოკლე ქრონიკა

მე მოვკვდები:
ჩემი სარკმლის მყუდრო კუპეს
შემოსავენ მეგობრები
შავი სუდრით.
იგონებენ ჩემთან ყოფნის
ლამაზ წუთებს,
მლაშობს თვალი,
მთვარე ჩემი სულის ქურდი
იჟეჟება შავი ღრუბლით,
მეგობრები
ჟოლოსფერი მიხაკებით
მრთავენ, მრთავენ,
ნაცნობები, უცნობები, მეზობლები
ამივლიან, ჩამივლიან,
მოვლენ, წავლენ...
ზღვა ცრემლების, --
თითქოს განგებ
მნამავს წვიმაც,
ჩემს განგებას
ჟარგონებით სწყევლის ქარი,
ვხედავ ვისაც
ცარიელი ცრემლი სცვივა
და ღიაა ჩემს გარშემო
ყველა კარი...
დედა - ჩემი მოქანდაკე
ტირის, ტირის...
“გამოცდილნი” რიტუალებს
ხშირად ცვლიან,
გადიდებულ სურათებზე
ვტოვებ ღიმილს
და ხის ყუთით ჩემი ტანი
სადღაც მიაქვთ.

1990 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები