ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერდია არაბული
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2009


* * *

მეგონა ჩემგან არ წავიდოდა
-ბავშვობა, ტყემლის ტოტს რომ ეკიდა,
არ გავუფრთხილდი, არ მოვეფერე,
გავექეც როცა გამომეკიდა.

მერე წამგლიჯა სადავე ხელით,
მთა გადიარა ურა ცხენივით,
ვერ ვუპატრონე, ვერ მოვეფერე
და ბავშვობასთან ვარ შერცხვენილი.

ახლა შემიძვრა სულში სიბერე
და დავხანხალებ ჯოხის ყუდებით,
ამგვარად ვივლი სადამდეც შევძლებ,
მემრ სულეთის კართ მივეყუდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები