ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


გადავრჩებით

აღარ ჩანხარ და
მესმის,
როგორ ბორგავს ამინდი,
წვიმის წვეთები
ხელისგზებზე როგორ დადიან,
არცერთი ჩემი
ლექსადთქმული
ბოდვა არ ღირდა-
მზე რომ ეხილა.
მაინც,
მწარე შოკოლადივით
მრჩება შეგრძნება,
რომ ეს გემოც იყო საჭირო.
რა სულელურად თამაშობდა,
იტყვიან ჩემზე.
არის სულერთი.
მე სიცოცხლეს განდობ მაჯებით,
და სულ ბოლოსაც
შენთვის კუთვნილ
ფიქრს გიანდერძებ,
იმ სურვილივით,
დავიწყებას რომ ერთვის გზებზე,
განშორებას ხომ
ჩვენებურად
ჰქვია სასჯელი…

ზეცა
ლოცვანზე მიმოფანტულ
პოეტის ცრემლებს
ჩაიკრავს ღრუბლის ნაპრალებში
და გადავრჩებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები