ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


ელის... წერილი მესამე

რა ადვილია არა ელის,
საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი,
მით უფრო მაშინ,
როცა გამბედაობა არ გყოფნის
თქვა: მე შენ მიყვარხარ
და ვამბობ
ელის - იცი, იოჰანს უყვარხარ.
ხო, ადვილია,
ადვილია თქვა,
რომ იოჰანი ნერვიულობს,
თქვა რომ იოჰანი ოცნებობს
და თითქოს ეს
სულაც არ მეხება მე,
თითქოს იოჰანი მე კი არა
ჩემი ძმაკაცია
ან სხვა
ნებისმიერი.
აი ახლაც ელის,
იოჰანს მელანქოლია აქვს,
ხო, ზოგი ვერც მიხვდება,
ჩვენ კი ვიცით
რაც სჭირს იოჰანს.

იცი, ზოგჯერ მინდა "მე"-ზე გესაუბრო,
მაგრამ საუბრისას ვამჩნევ,
რომ მასზე გეუბნები -
გეუბნები რომ მას არ სურს
შენში მორიგ სასიყვარულო
გრავიურად დარჩენა
(თუკი ესეთი რამ საერთოდ არსებობს).

ელის, გინდა ვისაუბროთ
ჭეშმარიტ ღმერთზე?
იცი, იოჰანი თვლის
(აი, ისევ)
რომ ღმერთი არაა ეკლესია
(ან მარტო ეკლესია)
და არც სამოთხისთვისაა
საკმარისი სანთელი,
იოჰანი თვლის რომ
ღმერთი ისედაც მასთანაა
(და არამარტო მასთან)
და ამიტომაც შუამავლები
არაა საჭირო.
იოჰანს ღმერთის უფრო სჯერა
ვიდრე ადამიანების...
ხო ადამიანებზე გამახსენდა,
იცი ელის ვერ ვიტან ამ მოდას აყოლილ "მორწმუნეებს"
ეკლესიაში რომ ღამისთევაზე მიდიან
მხოლოდ იმის გამო რომ მთელი უბანი იქაა
ან იმის გამო რომ
კარგ ბიჭს თუ გოგოს შეიძლება გამოკრა ხელი.
არამგონია ეს იყოს ღმერთი...
ან რამე რელიგიური.

ხედავ ელის?
იოჰანი მგონი მკრეხელია,
მაგრამ ეს ხომ მე არ მითქვამს -
იოჰანმა თქვა
და არა მე,
ხოდა მე არ ვარ მკრეხელი ელის,
არა...

ადვილია არა სხვაზე საუბარი
ელის,
მოდი მოიწიე
და მოგიყვები
როგორ გეყვარებოდი
რომ გიყვარდე
                        ელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები