 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 7 მაისი, 2009 |
ჩემია. აი, ნახე, - თქვა ზაზამ, კოსტუმის ჯიბიდან რაღაც საბუთი ამოიღო, გაშალა და გარკვევით დავინახე მისი სახელი და გვარი, ზაზა ხომერიკი. - აა... ხომერიკი ყოფილხარ, ესეც აღმოჩენა!... ისე, კი არ მაინტერესებს სრულებით, - ვთქვი და მივხვდი ვცრუობდი. - კარგი, მოდი, სადმე წავიდეთ, გთხოვ!... - მუდარის ტონით თქვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ორი თითი ჩამოეკიდა ყელს. - არა, ფეხით მივდივარ სახლამდე, აქვე ვცხოვრობ, - გამახსენდა, რომ მან ეს ისედაც მშვენივრად იცოდა. - მაშინ მეც ფეხით წამოვალ, - გამომყვა უკან- მიგაცილებ და წავალ კარგი? - კარგი, - დავეთანხმე. აღარ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით გზაში. მახსოვს მხოლოდ შემხვედრი ადამიანების რეაქცია, ყველა რაღაც უცნაური მზერით გვიყურებდა ორივეს და შემემშინდა. შემეშინდა არა იმის, რომ ზაზას დავკარგავდი, არამედ იმის, რომ ის არასოდეს იქნებოდა ჩემი. ვარდები ერთი კვირის მერე დაჭკნა და ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა იმას, რომ ყურებამდე შეყვარებული შტერი გოგო, მზად ვიყავი, ყველაფერი შემეწირა ჩემი სიყვარულისთვის. ზაზამ რესტორანში დამპატიჟა. სულელივით ხან რა ჩავიცვი, ხან რა.,,. ბოლოს, როდესაც მივხვდი, რომ ვაგვიანებდი, ლამაზი ყვავილებით მოჩითული, ცისფერი აბრეშუმის კაბა ამოვარჩიე. ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე და როგორც ყოველთვის, მაშინაც, საშინლად არ მომეწონა. უცებ, ჩემს ყურთასმენას ზაზას მანქანის საყვირის ხმა მოსწვდა. თაროდან ცისფერი ყელსაბამი ავიღე, ყელზე გაკეთება გადავწყვიტე, სიჩქარეში კი კაბას კისერზე ღილი ავაწყვიტე, დაკერების დრო, რა თქმა უნდა, არ იყო, ამიტომ ნემსით და ძაფით მივამაგრე, კარი დავკეტე და ვერც კი გავიგე, კიბეები როგორ ჩავიარე და როგორ აღმოვჩნდი ზაზას მანქანაში. სასიამოვნო საღამო გავატარეთ. ბევრი ვიცეკვეთ. ცეკვის დროს ზაზამ ნაზად მომხვია წელზე ხელი, თავისკენ მიმიზიდა, თვალებში ჩამხედა. მე გავითიშე. სულ არ იყო საჭირო კოცნა, მე ის უკვე მიყვარდა. მიყვარდა მთელი არსებით, მაგრამ მაინც მაკოცა. მაგიდამდე ძლივს მივედი. ფეხი აშკარად მერეოდა. ახლაც ვერ ვიტყვი, ეს ღვინის ბრალი იყო თუ კოცნის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. აი, ზაზა კი ნამდვილად ზეიმობდა, სახლში დაბრუნებულს ის ზემოთ ამომყვა. ნასვამი ვიყავი და არ მიმატოვა სადარბაზოში. ყავა თვითონ მოადუღა. ისე ტრიალებდა ჩემს სამზარეულოში, თითქოს წლების მანძილზე აქ ცხოვრობდა. ვუყურებდი და იმ წუთას ნამდვილად მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მუდამ ასე იქნებოდა. დივანზე ფეხები მოვიკეცე, თვალები დავხუჭე. ზაზა მოვიდა, პლედი ფეხებზე მომაფარა, გვერდით ჩამომიჯდა და ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა სიტყვები, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდი. - იცი? მგონი მიყვარხარ, ნუკი! შენ რა, დაგეძინა? - ხელი ნაზად შემახო ლოყაზე. მინდოდა მეყვირა, მინდოდა მომკვდარიყავი, მინდოდა სამუდამოდ გაჩერებულიყო დრო. არასოდეს, არასოდეს გათენებულიყო, ჩაკეტილიყო ყველა კარი, რათა მას არ შეძლებოდა ჩემგან წასვლა, მინდოდა მეთქვა, რომ მე, უფრო მიყვარს! ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებდი, მისთვის მოვკვდებოდი, მაგრამ რატომღაც ვთქვი სულ სხვა რამ: - არა, არ მძინავს! - გაიგე, რა გითხარი? ამას ხომ აღარ გავიმეორებ! გაიგე? - თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა იგი. - გავიგე, - ვთქვი და გავჩუმდი. ზაზა დაიხარა, მკლავზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა. მოვკვდი. არა, არ ვაჭარბებ, მართლა მოვკვდი, გონება გამეთიშა. მე რომ გონება მქონოდა, მაშინ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მან ხელში ამიყვანა, ჩემი საძინებლისკენ ფრთხილად წამიყვანა, ლოგინზე ფრთხილადვე დამაწვინა და შეეცადა, კაბა გაეხადა. აი, აქ კი ჩემი დაკერებული ძაფის გაწყვეტა გაჭირდა. ნეტავ, არ გაწყვეტილიყო ძაფი, ნეტავ მაშინ მოვსულიყავი გონზე, მეფიქრა მომავალზე, რა მელოდა. მაგრამ არ მიფიქრია და ჩემი უმანკოება ჩავაბარე კაცს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი. დილით რომ გავიღვიძე, თავი საშინლად მტკიოდა. მას ისევ ეძინა. ვიცოდი, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. ეს იყო ერთხელ, მხოლოდ ერთხელ. ავდექი, აბაზანაში შევედი. თითქოს მინდოდა სირცხვილი ჩამომერეცხა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ის უკვე ძვალ-რბილში გამჯდარიყო და ვერასოდეს მოვიშორებდი. - ნუკი, - მომესმა ზაზას ხმა. არ ვუპასუხე. კიდევ დამიძახა და რამდენიმე წუთში აბაზანაში ტრუსის ამარა შემოვიდა. არ ვიცოდი, სად დამემალა ჩემი სხეული, საშინლად მრცხვენოდა. - გადი! - განწირული ხმით ვიკივლე. - კარგი, სიხარულო, რატომ სულელობ, დაწყნარდი, გავდივარ. არ ვიცოდი, რა მექნა. მთლად ვკანკალებდი. საშინლად მრცხვენოდა, პირსახოცის ხალათი შემოვიხვიე და იქვე სარეცხის ყუთზე ჩამოვჯექი, არც ვაპირებდი გასვლას. ის ისევ შემოვიდა. - რა გჭირს? მე შენს მიტოვებას არ ვაპირებ, გესმის, გესმის თუ არა? - თითქმის ბრაზმორეული ხმით თქვა. - მესმის, მაგრამ არ მჯერა! - ვთქვი ჩურჩულით. ვგრძნობდი, ძალა საერთოდ არ მქონდა სხეულში. - მინდა შენთან! - თქვა მან. - არა, არა. ვერ იქნები ჩემთან, შენ სხვა ხარ, მე - სხვა. შენ არასოდეს, არასოდეს იქნები ჩემი, უცხო ხარ ჩემთვის. მან ისევ გაიცინა. ისევ ისე ლამაზად, როგორც ყოველთვის. მაგრამ ამ ღიმილს აკლდა რაღაც, მის თვალებშიც აღარ იყო ის ნაპერწკალი, როგორც მანამდე. მივხვდი, რომ მე უნდა წავსულიყავი შორს ძალიან შორს, სანამ თვითონ მიმატოვებდა. ყველაფერზე ილაპარაკა, რაც კი შეეძლო ეთქვა მამაკაცს ქალისთვის, იმის გარდა, რაც უნდა ეთქვა. მან მართლა აღარ გაიმეორა სიტყვა “მიყვარხარ”. ჩემი გონება ბურუსში გაეხვა, მთელი ძალები დავკარგე, გავფანტე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდოდა რაღაც მეთქვა უკანასკნელად. - იცი, ასე მგონია, ეს ყველაფერი სხვის თავს ხდება. არა, არ შეიძლება ეს მე ვიყო. მგონი ერთი სასაცილო მარიონეტი ვარ, შენს მიერ დადგმულ ლამაზ სპექტაკლში. იცი, როგორ მეზიზღება ჩემი თავი. ღმერთო ჩემო, ნეტავ მოვკვდე. წადი, წადი და აღარასოდეს დაბრუნდე. წადი, წადი, გაიგე? მორჩა ყველაფერი. მორჩა, თუმცა, ალბათ ხვდები კიდეც. “კომედია დამთავრდა”, წადი, განწირული ხმით ვიკივლე და ტირილი დავიწყე. ის ადგა და ჩუმად გავიდა აბაზანიდან. რამდენიმე წუთი კიდევ მესმოდა მისი არსებობის ხმა ჩემს ბინაში, შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა. იმ სიჩუმემ, რომელსაც მიჩვეული ვიყავი და ასე მჭირდებოდა ახლა. დროის რაღაც მონაკვეთში ვიფიქრე, რა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს? იქვე კედელში დატანებულ კარადიდან "ბრიტვა" ამოვიღე, მარცხენა ხელის მაჯაზე დავიდე და... აღმოვაჩინე, რომ ტკივილის მეშინოდა. სიცოცხლე მინდოდა,თავი სასიკვდილოდ არ მემეტებოდა. - არა! რა სისულელეა! - ხმამაღლა ვთქვი და “ბრიტვა” აბაზანის კიდეზე დავდე. არ მოვკვდები, უნდა ვიცოცხლო. მე შევძლებ ამას. წავალ ამ სახლიდან, რომ შენ ვერ მიპოვო. წავალ სამსახურიდან, თუ საჭირო გახდა, ქალაქიდანაც კი. ეს აზრი ისე მყარად გაჯდა ჩემს გონებაში, რომ ასეც მოვიქეცი. მართლაც გავყიდე ბინა, სამსახურიც შევიცვალე და დიდხანს დავიტანჯე იმაზე ფიქრით, მეძებდა თუ არა ის. იყო დრო, როდესაც საშინლად მინდოდა კარზე ზარი ყოფილიყო, გამეღო და იქ ზაზა მდგარიყო. ხან პირიქით, მინდოდა აღარასოდეს მენახა. - შენ რა, გაითიშე? სად წახვედი ფიქრებით? მე მგონი ძალიან შორს. ეი, გოგო, დამიბრუნდი, რა გჭირს? - მხარზე შემეხო მაგდამ და ფრთხილად შემარხია. - ხო, ხო, ძალიან შორს. ზაზა გამახსენდა! - ჩურჩულით ვთქვი. - კარგი, რა!... გეყოფა, რა დროს ზაზაა. რამდენი კარგი ბიჭია ირგვლივ. გაახილე თვალები, სულელო. - ხო, ალბათ! მაგრამ, შენ როდესმე მოგისმენია სიჩუმის უმოწყალო ხმაური? მაშინ, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანის ხმის გაგონებას ნატრობ? გიგრძვნია მარტოობა, იმ მოგონებების გამო, რომლებიც მის სახეს ინახავენ? მოუყენებიათ ტკივილი მის ოცნებებს, სადაც შენი ადგილი არ არის? ვიცი, რომ არასდროს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს გრძნობა შენთვის უცნობია. აი, მე კი ყოველთვის სიჩუმის საზარელ ხმაურში მისი ხმის გაგონებას ვნატრობ! - გავჩუმდი და მაგდას შევხედე. გაშტერებული მომჩერებოდა და აშკარად უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი. - იცი, მე მგონი, შენ კარგად მოიფიქრე. მე გოგას წამოვიყვან, წესიერად გავიცნობ. დრო საკმარისი გვექნება ამისთვის. ნან, წამოდი, მართლა წავიდეთ!... აუ, რა კარგია!... - სიხარულით შემოკრა ტაში მეგობარმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან ცხოვრებისეულიააააააააა...მარტლაც ,რომ სიყვარული ზოგისტვის ტკივილიააა,მაგრამ მაინც კარგია -ტუ მარტლა გიიიიიიყვარს მტელი არსებიტა და გულით...მომეწონაააააააა...წარმატებები და წარმატებებიიიი!მიყვარხარ! ძალიან ცხოვრებისეულიააააააააა...მარტლაც ,რომ სიყვარული ზოგისტვის ტკივილიააა,მაგრამ მაინც კარგია -ტუ მარტლა გიიიიიიყვარს მტელი არსებიტა და გულით...მომეწონაააააააა...წარმატებები და წარმატებებიიიი!მიყვარხარ!
17. კარგია.. ძალიან კარგი... კარგია.. ძალიან კარგი...
16. თამუ, უკვე მომწონხარ...ეს ბუნებრივი რეაქცია მგონია, რაც ზაზას მიმართ დაემართა...555555 თამუ, უკვე მომწონხარ...ეს ბუნებრივი რეაქცია მგონია, რაც ზაზას მიმართ დაემართა...555555
15. თბილი ადამიანი ხარ თამუ ... თბილი ადამიანი ხარ თამუ ...
14. ჩემი საყვარელი მამიდუუუ... იციი რააა? ;;) 33 საფეხური მგონი ზუსტად ისაა რასაც ვფიქრობ.. და მოუთმენლად ველოდები ფინალს რომ გავიგო ისაა თუ არააა :D უყვარხარ გვანციოლას გვანციოლასებრი სიყვარულით, რომელსაც საზღვრები არ აქვს და გაკოცე ბევრი, ბევრი....... ჩემი საყვარელი მამიდუუუ... იციი რააა? ;;) 33 საფეხური მგონი ზუსტად ისაა რასაც ვფიქრობ.. და მოუთმენლად ველოდები ფინალს რომ გავიგო ისაა თუ არააა :D უყვარხარ გვანციოლას გვანციოლასებრი სიყვარულით, რომელსაც საზღვრები არ აქვს და გაკოცე ბევრი, ბევრი.......
13. გმადლობთ, საყვარელო. მე მწერლობას არ ვიბრალებ და შეიძლება ბევრი რამ შემეშალოს. პროფესიით მხატვარი ვარ მაგრამ დიდიხანია მოლბერტი, ფურცლით შევცვალე. მიყვარს ოცნება ფურცელზე. კარგები ხართ, და მიყვარხართ ყველა. გაიხარე, თბილი გულისთვის. გმადლობთ, საყვარელო. მე მწერლობას არ ვიბრალებ და შეიძლება ბევრი რამ შემეშალოს. პროფესიით მხატვარი ვარ მაგრამ დიდიხანია მოლბერტი, ფურცლით შევცვალე. მიყვარს ოცნება ფურცელზე. კარგები ხართ, და მიყვარხართ ყველა. გაიხარე, თბილი გულისთვის.
12. თამუ, ძვირფასო! იმთავითვე უნდა შევნიშნო: ამბავი ანბანურ ჭეშმარიტებას ეხება, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თან რომ სდევს. მიუხედავად ამისა, შენი, როგორც ავტორის, დამსახურება ისაა, რომ ე. წ. ანბანური ჭეშმარიტება, შენივე თხრობის სისადავით, უტყუარი მსჯელობით, წერის მაღალი კულტურითა და შენივე ლამაზი სულის მოძრაობით, არ ხუნდება, არ ძველდება, ფერს არ იცვლის. აქ არაფერია ხელოვნური, განგებ და გამიზნულად გაიდეალებული, არ არის სქემატურობა, რაციონალური სიმშრალე და სტილიზებული თამაშობები. გულისყურით დაველოდები, მაინტერესებს ფინალი საით წამიყვანს. კეთილი სურვილებით-ფლე-ში. თამუ, ძვირფასო! იმთავითვე უნდა შევნიშნო: ამბავი ანბანურ ჭეშმარიტებას ეხება, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თან რომ სდევს. მიუხედავად ამისა, შენი, როგორც ავტორის, დამსახურება ისაა, რომ ე. წ. ანბანური ჭეშმარიტება, შენივე თხრობის სისადავით, უტყუარი მსჯელობით, წერის მაღალი კულტურითა და შენივე ლამაზი სულის მოძრაობით, არ ხუნდება, არ ძველდება, ფერს არ იცვლის. აქ არაფერია ხელოვნური, განგებ და გამიზნულად გაიდეალებული, არ არის სქემატურობა, რაციონალური სიმშრალე და სტილიზებული თამაშობები. გულისყურით დაველოდები, მაინტერესებს ფინალი საით წამიყვანს. კეთილი სურვილებით-ფლე-ში.
11. კარგად წერ თამ.. იოლად იკითხება შენი პროზა..განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ჩემზე ,,იები სიკვდილის ფერია"-მ დატოვა.... აქ სულ რამოდენიმე ადამიანი წერს კარგ პროზას ,მიხარია რომ მათ რიცხვს შენც შეემატე... ყველა ნაწარმოები წავიკითხე შენი ,დაკომენტარებით კი მხლოდ აქ დავაკომენტარე... დაველოდები გაგრძელებას,დიდხანს არ გვალოდინო :) კარგად წერ თამ.. იოლად იკითხება შენი პროზა..განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ჩემზე ,,იები სიკვდილის ფერია"-მ დატოვა.... აქ სულ რამოდენიმე ადამიანი წერს კარგ პროზას ,მიხარია რომ მათ რიცხვს შენც შეემატე... ყველა ნაწარმოები წავიკითხე შენი ,დაკომენტარებით კი მხლოდ აქ დავაკომენტარე... დაველოდები გაგრძელებას,დიდხანს არ გვალოდინო :)
10. თამუ, მეც მომენატრეეეე! მაგრამ, ძალიან მიჭირს ტრანსპორტით სიარული და ფეხით - კიდევ უფრო მეტად!
ეს უკვე წაკითხული მაქვს და მაინც სიამოვნებით ვკითხულობ! 5 თამუ, მეც მომენატრეეეე! მაგრამ, ძალიან მიჭირს ტრანსპორტით სიარული და ფეხით - კიდევ უფრო მეტად!
ეს უკვე წაკითხული მაქვს და მაინც სიამოვნებით ვკითხულობ! 5
9. თამრიკომ წამაკითხა წიგნში. მე მისი და ვარ... ძალიან მომეწონა! 5 თამრიკომ წამაკითხა წიგნში. მე მისი და ვარ... ძალიან მომეწონა! 5
8. მიყვარხართ!! ყველა ძალიან კარგები ხართ. :) მიყვარხართ!! ყველა ძალიან კარგები ხართ. :)
7. :-* კარგი გოგო ხარ თამ! ;;) :-* კარგი გოგო ხარ თამ! ;;)
5. მომეწონააააოოოოოოო, <img src="http://www.pic4ever.com/images/loveshower.gif" border="0" > თუმცა ნუკი მეცოდება <img src="http://www.pic4ever.com/images/6asmnhy.gif" border="0" > მომეწონააააოოოოოოო, <img src="http://www.pic4ever.com/images/loveshower.gif" border="0" > თუმცა ნუკი მეცოდება <img src="http://www.pic4ever.com/images/6asmnhy.gif" border="0" >
4.
დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. მომეწონა!!! მომეწონა!!!
2. ერთხელ კიდევ წავიკითხავ სამივეს ერთად და მერე დავდებ ჩემს მოსაზრებას. ერთხელ კიდევ წავიკითხავ სამივეს ერთად და მერე დავდებ ჩემს მოსაზრებას.
1. შენ როდესმე მოგისმენია სიჩუმის უმოწყალო ხმაური? მაშინ, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანის ხმის გაგონებას ნატრობ? გიგრძვნია მარტოობა, იმ მოგონებების გამო, რომლებიც მის სახეს ინახავენ? მოუყენებიათ ტკივილი მის ოცნებებს, სადაც შენი ადგილი არ არის? ვიცი, რომ არასდროს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს გრძნობა შენთვის უცნობია. აი, მე კი ყოველთვის სიჩუმის საზარელ ხმაურში მისი ხმის გაგონებას ვნატრობ! - გავჩუმდი და მაგდას შევხედე.
მსუბუქად იკითხება... ველი გაგრძელებას:) შენ როდესმე მოგისმენია სიჩუმის უმოწყალო ხმაური? მაშინ, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანის ხმის გაგონებას ნატრობ? გიგრძვნია მარტოობა, იმ მოგონებების გამო, რომლებიც მის სახეს ინახავენ? მოუყენებიათ ტკივილი მის ოცნებებს, სადაც შენი ადგილი არ არის? ვიცი, რომ არასდროს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს გრძნობა შენთვის უცნობია. აი, მე კი ყოველთვის სიჩუმის საზარელ ხმაურში მისი ხმის გაგონებას ვნატრობ! - გავჩუმდი და მაგდას შევხედე.
მსუბუქად იკითხება... ველი გაგრძელებას:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|