ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


ლალეჰ

უზომოდ ცივა,
ფანჯრებს ფიფქები მიეყინა,
ლალეჰ,
აკეცე ფრთები,
რა თეთრი ყელი გაქვს ქალო.
სურვილები
ფრჩხილების კვნეტაში გადამეზარდა და
ლალეჰ,
რა ცივი ყოფილხარ ქალო.

წამოდი,
არსებობენ ადამიანები რომლებსაც უყვართ
და სიყვარული არ შეუძლიათ
ლალეჰ,
მოიგონე მარტივად არარსებული ჭეშმარიტება
სიყვარულზე,
დაარქვი გმირებს სახელები
და ნაცრისფერი შეუხამე სურვილებს
ფონად.

უზომოდ ცივა,
აკეცე ფრთები და
ლალეჰ,
პირდაპირ მიწაზე,
ლალეჰ,
პირდაპირ გრძნობებზე,
ლალეჰ,
პირდაპირ ცაზე,
ჩაამსხვრიე და მერე დაისვენე...

რა თეთრი ყელი გაქვს, ქალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები