წიგნისათვის ,, ჭყონდიდური გვირგვინი ’’
ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!.. გულს უგულობით არ ეწამლება!.. უგულოს ვინ რა უნდა შესჩივლოს?!.
ღმერთი დაუდებს ზღვარს შენ წვალებას, მიწავ - ღალატით მკერდგაგლეჯილო!!!
ძმა პოეტებს
ლხინი ლხინის და ჭირი ჭირის წილ!.. საწუთრო განა დიდხანს დაგვიცდის!.. სიკვდილი მგლურად მოვა პირისპირ და გულს სისხლისგან წამში დაგვიცლის...
გული - თუ დასტურ ძგერს მამულისთვის!.. – მასვე შევწიროთ უნდა ხალისით!..
ორი მცირე ექსპრომტი რამაზ პატარიძეს
1.
ძეხორციელი ფეხს ვერ გადგამს იქამდის ვერსად, ვიდრემდის საქმეს თავის წილხვედრს, ღვთით, არ მოილევს!. ვერ ეღირსება მანამ ვეღარც ედემში შესვლას, ვერც მკერდზე დაყრილ მინდვრის ყოილებს!!!
2.
მზაკვართა ზურგზე ბდღვირის ამდენო, წელთა სიმრავლე ღმერთმა გარგუნოს, ჯგრო მეცრუვეთა რათა განდევნო და ასომთავრულს კვლავ უსალბუნო!!!
მირან ფალიანს
ღვთისმშობლის გარდა ქრისტეს ვინ გვიშობს?!. - ჟამი მინდობის მორჩა ბალღური!.. სენს - ორთავეს რომ ოდით სისხლს გვიშრობს - ერთად ამოვკრათ უნდა პანღური!!!
წიგნისათვის ,, ფიქრთაცვენა ’’
ცოცხალ ძმებს
უკანასკნელი არ წავალ, თავს მოვიკლავ და მაინც... გახეთქ-გაგლეჯდა ქვას თავად, ჯავრი, გულს მიგლეჯს რაიც...
***
ბედი ჯიუტად ნირს რომ არ იცვლის, კვლავ ვხედავ და გულს კვლავ სძრავს გოდება... რას ველოდები - ჯერაც არ ვიცი... აღარც ის ვიცი - რა მელოდება...
ღვიღვა ანუ პოეტი მონატრების ჟამს
უცებ შეამცივნა ნატვრამ... ღამეც მოეუცაბედა... და ისევ იმ თრობით დათვრა, სიცოცხლეს რომ უსწრაფებდა...
იოსებ ნონეშვილის გახსენებისას
,, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, თურმე ესეც გმირობაა დიდი...’’
როს გულს ჯარი უტევს ჭირთა და სვებედი მკაცრზე მკაცრი, გმირი უნდა იყო გმირთა, კაცადვე რომ დარჩე კაცი!..
იმ დღემდის...
ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
***
... როცა ის სხივიც ჩაქრა ობოლი - თვალი მილულა ბოლო სანთელმაც, მწარე ყოფილა, ვიგრძენ, როგორი, წყვდიადისაგან ნათლის გათელვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მიყვარს თქვენი ნაწერები. მიყვარს თქვენი ნაწერები.
17. კარგია!!!!! კარგია!!!!!
16. გაიხარე იმედიანო, ბატონო, იმო. გაიხარე იმედიანო, ბატონო, იმო.
15. გულს უგულობით არ ეწამლება!.. საუცხოო გულს უგულობით არ ეწამლება!.. საუცხოო
14. მინდვრის ყვავილების "დესერტი" მომეწონა... :) მინდვრის ყვავილების "დესერტი" მომეწონა... :)
12. იმ დღემდის...
ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
ეს გამორჩეულად მომეწონა! იმ დღემდის...
ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
ეს გამორჩეულად მომეწონა!
11. თქვენ ყველა ლექსში, უზარმაზარი მუხტია, გაიხარეთ!!! :) თქვენ ყველა ლექსში, უზარმაზარი მუხტია, გაიხარეთ!!! :)
10. ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!... ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!...
9. ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!.. გულს უგულობით არ ეწამლება!.. უგულოს ვინ რა უნდა შესჩივლოს?!.
ღმერთი დაუდებს ზღვარს შენ წვალებას, მიწავ - ღალატით მკერდგაგლეჯილო!!!
გაიხარე, იმედა! 5 ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!.. გულს უგულობით არ ეწამლება!.. უგულოს ვინ რა უნდა შესჩივლოს?!.
ღმერთი დაუდებს ზღვარს შენ წვალებას, მიწავ - ღალატით მკერდგაგლეჯილო!!!
გაიხარე, იმედა! 5
7. სიყვარულით მოკითხვა. ლექსები შენებური მუხტიანი!!! სიყვარულით მოკითხვა. ლექსები შენებური მუხტიანი!!!
6. ზოგიერთები უფრო მეტად მომეწონა... ზოგიერთები უფრო მეტად მომეწონა...
5. ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!..
რას ველოდები - ჯერაც არ ვიცი... აღარც ის ვიცი - რა მელოდება...
მწარე ყოფილა, ვიგრძენ, როგორი, წყვდიადისაგან ნათლის გათელვა...
პოეტის ძლიერი სულია ამ ლექსებში:) ჭირს ქეჩოშივე უნდა წავლება, ნებაზე რომ ვერ გაიჯეჯილოს!..
რას ველოდები - ჯერაც არ ვიცი... აღარც ის ვიცი - რა მელოდება...
მწარე ყოფილა, ვიგრძენ, როგორი, წყვდიადისაგან ნათლის გათელვა...
პოეტის ძლიერი სულია ამ ლექსებში:)
4. უჯიგრესი და უმაგრესები!!!! გაიხარეთ თქვენა კალმოსანო!!! უჯიგრესი და უმაგრესები!!!! გაიხარეთ თქვენა კალმოსანო!!!
3. უკანასკნელი არ წავალ, თავს მოვიკლავ და მაინც... გახეთქ-გაგლეჯდა ქვას თავად, ჯავრი, გულს მიგლეჯს რაიც...
რა კარგია.... უკანასკნელი არ წავალ, თავს მოვიკლავ და მაინც... გახეთქ-გაგლეჯდა ქვას თავად, ჯავრი, გულს მიგლეჯს რაიც...
რა კარგია....
2. ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
კარგებია სულ, კარგებიიიი!
ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
კარგებია სულ, კარგებიიიი!
1. უცებ შეამცივნა ნატვრამ... ღამეც მოეუცაბედა... და ისევ იმ თრობით დათვრა, სიცოცხლეს რომ უსწრაფებდა...
აი ზუსტად ეგრე ვარ ეხლაააააა :))) უცებ შეამცივნა ნატვრამ... ღამეც მოეუცაბედა... და ისევ იმ თრობით დათვრა, სიცოცხლეს რომ უსწრაფებდა...
აი ზუსტად ეგრე ვარ ეხლაააააა :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|