ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხაფერ ელ-დამასტ ელდინი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2009


ჩემი სახელის რობაი

ჩემი სახელი ხაფერ ელ-და-მასტ ელ-დინია,
ჩემი ლექსები სასწაულის მოლოდინია,
ჩემი პოტრეტი თვალებია ცისკენ მზირალი,
ხოლო თმა-წვერი სპარსული და მხოლოდ ინია.

მე ღმერთით ვიწყებ ჩემს რობაის, როგორც წესია,
წინაპარს ჩემსას ასე უხნავს და უთესია,
მე ელ-დამასტის კაცურ შრომის ნაყოფად მოვედ,
ხოლო სამყაროს შემოქმედი არის მესია.

მე ისიც კარგად და მშვენივრად ვიცი სრულებით,
რომ სიყვარული არის საზრდო ჩვენი სულების,
ამიტომ მშანთავს ტრფიალება  სამარადისოდ
ამ მშვენიერი ქალწულების და ასულების.

პოეზიაა ჩემთვის ყოვლის აზრი და არსი,
სიტყვით მწადია შემოვფიფქო სამყაროს გარსი,
რობაიაზე უკეთესი არ არის ფორმა,
რომ დაიტიოს სილამაზე და შინაარსი.

ნუ იუცხოებთ ჩემს შემოსვლას თქვენს ბაღის კიდეს,
ჩათვალეთ, თითქოს ხეზე ძველი კავი დაკიდეს,
მანამ სიკეთე არ მოგაკლოთ ღმერთმა მაღალმა,
სანამდე სადმე თქვენს მოსამკელს ვინმე დამკიდეს!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები