 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 2 ივნისი, 2009 |
იყო და არა იყო რა ,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქვეყანა.იმ ქვეყანაში ბარ-მდელო, ხომ სამყოფი და სამშვენი ჰქონდათ და ვერც მთა გორით გააკვირვებდი ვინმეს.იმ ბარ-მდელოიან-მთა-გორიან ქვეყანაში ხალხი ცხოვრობდა სხვისა რომ არაფერი უნდოდათ და არც თავისი ემეტებოდათ სხვისთვის. ჰოდა , ეგრე საკმარად ბოროტები და კეთილები, ავები და კარგები, იმ თავის ქვეყანაში ავად თუ კარგად ცხოვრობდნენ, მეფედაც ისეთი ჰყავდათ თვითონ რომ უნდოდათ და უხაროდათ, სამართლიან- უსამართლო არც რისხვას აკლებდადა არც დაყვავებას თავის ხალხს. აი , იმ მეფეს ქალი ჰყავდა....მართლა რომ პირმშვენიერსა და მზის სხივით სახატავს, თავს ათასი გადია და აღმზრდელ-მასწავლებელი ევლებოდა, სურვილი ჯერ ნასურვი არ ჰქონდა უკვე უსრულებდნენ, კითხვა დასმული ,პასუხს სცემდნენ.ჯერ გაბრაზებული არ იყო უკვე აწყნარებდნენ.ჰოდა ,აბა რაღას იზამდა, ისიც ადგებოდა და მოწყენას დააპირებდა , მაგრამ შენც არ მომიკვდე ვინ აცლიდა , იმ წამსვე გართობას დაუწყებდენენ. ეგრე გატანჯული, ღამისპირს,თავის ოთახში დასაძინებლად მარტო რომ დარჩებოდა, ყველას ჯინაზე ერთს კარგად მოიწყენდა , მერე გაბრაზებული ტირილს მორთავდა , ოღონდ ვინმეს რომ არ გაეგო თავზე საბანს წაიფარებდა და თან იმისთანა რამეებს ინატრებდა , იმისთანებს რომ ასი ბეჯითი და და თავის საქმეში კარგად გაწაფული ჯადოქარიც კი ვერ აუსრულებდა. აი ასე იყო ჩვენი პირმშვენიერი , თვალხატულა მეფის ასული, იმ თავის გადია -მასწავლებლებით გარსემორტყმული, იმ ვერ ასაღებ ციხე დარბაზში და იმ ბედს სწყევლიდა მამამისი მეფედ რომ გაამწესა , თვითონ კი მეფის ასულად. ასჯადოქარნატვრავერასასრულებელ სურვილებს რომ გაიფიქრ -გამოიფიქრებდა, მერე იმას ინატრებდა, ერთი ამ ოხერ სასახლეს მომაშორა და ჩემ ტოლა გოგო-ბიჭებთან ფეხშიშველა მარბენინაო, სარკმელიდან რომ მწვანედ ბიბინა მდელო მოსჩანს აი იქაო.აბა ,ემაგ ნატვრას რაღა ბევრი ჯადოქრობა უნდოდა , მაგრამ საცოდავს ეგაც კი სანატრელი ჰქონდა. კინაღამ დამავიწყდა იმ საზიზმროს და სანატრელს სახელსაც შესაფერის ნეტანაიას ეძახდნენ , ჰოდა როგორც კი დამარტოხელდებოდა , ეგეთი კი იშვიატად ხდებოდა იმ თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და პატარა სარკმელიდან , სევდიანი გაჰყურებდა მდელოზე მოთამაშე ბალღებს, დრო კი მიდიოდა , ციხე -კოშკი ისევ აუღებელი იყო, მეფე ზეობდა , ხალხი მრავლდებოდა , ჩვენი პატარა მეფის ასული იზრდებოდა და სარკმლიდან თავის ტოლა ვაჟს რომ დაინახავდა , არ იცოდა რატომ და წითლდებოდა. აბა, ეგრე იცის დრომა. გარეთ კი ხან მზე იყო , ხანაც წვიმა და რადგანაც წელიწადის დროები ერთმანეთს კეთილსინდისიერად ენაცვლებოდნენ , ხანდისხან თოვლიც მოდიოდა. ერთხელაც თოვლი და წვიმა , მზიანმა დარმა კარგად რომ შეცვალა , მწვანედბიბინა მდელოზე, არიშვიათად შეყრილ ქალ-ვაჟებს ერთი არცთუ მთლად ახალგაზრდა , მაგრამ არც რომ მოხუცი კაცი წაადგათ თავზე, ის ჩვენი გოგო- ბიჭები ზრდილები იყვნენ, უცნობი მოიკითხეს გვერდზე მოისვეს, ცოტა თვითონ თქვეს და ბევრი იმას ათხრობინეს, როგორც რომ დრომნახველი კაცის წესია. უცნობი კი ყვებოდა ამ მთისას, იმ ბარისას, ბევრს საინტერესოს და უფრო ცოტას ზრდილობასა გამო გამო სასმენს. ბოლოს დამავიწყდა და თავისი ჭრელი ხურჯინიდან რამე -რუმეები ამოალაგა და იმათ გასაკვირად: მეო ,ერთი უბრალო და ხშირადკეთილი ჯადოქარი ვარო, ეს ნივთები კიდევ ჩემი საჯადოქრო იარაღებიაო. იმეებმა , თვალები კი დააჭყიტეს და პირიც დააღეს, მაგრამ გონსაც უცებ მოეგნენ, თუ ეგრეა აბა რამე იჯადოქრეთო, თქენნაირ ხშირადკეთილ ჯადოქარს ყოველდღე ხომ არ შევხვდებითო. იმანაც კარგითო, რადგან ეგრე გულით გინდათ, თქვენი ხათრით ერთს მცირედით წავიჯადოქრებო, რადგან მეჩქარება და დრო ცოტა მაქვსო. მერე იმ თავის ხურჯინიდან, სულ ბოლოში შენახული , ჩვეულებრივი საზღვაო დურბინდი ამოიღო, ამეებს კი ეგეთი რამეების არაფერი გაეგებოდათ და ეგ რა არისო? ესაო,ეხლა მე რომ შევულოცავ და გავიხედავ აქედან, რაც კი რამ შორსაა ახლო დამანახვებსო.ქალ-ვაჟებმა ერთი კი იჭვნეულად ჩაიფრუტუნეს და თუ ეგრეა , რაღას უცდი შეულოცე და გაგვახედეო. ჯადოქარმა თავის ჯადოქრულ ენაზე რაღაცა სიტყვები თქვა და ხელიც, განსაკუთრებულად საიდუმლოდ გადაუსვა და დურბინდი ყველაზე ახლო მდგომ, შავტუხა ეშხიან გოგოს გადააწოდა, თან ასწავლა რომელი მხრით გაეხედა. გოგომ გაიხედა და შეშინებულმა შეყვირა; იმე დედავ მართლა ეგრე შვება ბალღებო, აგე სულ ჩემ ცხვირწინ მოიტანა ყველაფერიო. ბალღებსაც მეტი რა უნდოდათ ჟივილ ხივილით ხელში ეცნენ და ტაციაობა გამართეს, აი,მანდ ჯადოქარმა ბალღები დააწყნარა; "მე ცელქი ბავშვები მიყვარს, უზრდელებს კიდევ ძალიან ხშირად ვირი ჩოჩრებად ვაქცევ ხოლმე "და აუხსნა; " თუ ერთმანეთს არ დაუთმობთ და ხელის კვრების გარეშე არ გაიხედავთ ჯადოქრული მილიდან, მაშინ იძულებული ვიქნები , რამდენიმეს ყროყინი დაგაწყებინოთ სხვები რომ დაწყნარდეთო". ამ სიტყვებმა, მართლაც ჯადოქრულად იმოქმედა და დააწყნარა ბავშვები,მის შემდეგ , ყველამ სათითაოდ გაიჭვრი-გამოიჭვრიტინა იმ ახლომომტან მილში, სულ ბოლოს ერთ ჯმუხმა და ახლად ულვაშამოწვერილმა ვაჟმა გაიხედა , იმ ვაჟს კი სახელად გოთუკა ერქვა , ჰოდა ამ ჩვენმა გოთუკამ სრულიად შემთხვევით ციხე- კოშკისკენ გაიხედა. იმ ჩვენი ციხე დარბაზის , იმ პატარა სარკმელში , ის ჩვენი სულზე ნანატრი მეფის ასული დაინახა, დაინახა და კინაღამ ის ნელად დასაბრძენებელი ჭკუაც დაკარგა , უყურებს უყურებს , მაგრამ რად გინდა , თითქოს ერთ ხელის გაწვდენაზეა , ხელს კი ვერ კიდებს, ეგრე იდგა გაშტერებულ- გახევებული და იმ ჯადოქრული მილიდან იყურებოდა , სანამ ვიღაცამ ხელიდან არ წაგლიჯა , "გეყოფა შე ვირი ჩოჩორო , ჩვენც გაგვახედეო",, ის დურბინდი კი გამოართვეს, მაგრამ ეს ჩვენი საწყალი და უბედური გოთუკა, უკვე შეყვარებული იყო და სხეულზე ადგილი არა ჰქონდა იმ ტკივილსიყვარულისგან ჭიანურივით რომ არ უკვნესოდა . ამასობაში ჯადოქარმა დურბინდი ხურჯინში ცადო, ზემოდან სხვა საჯადოქროები დააყარა, გოგო-ბიჭებს დაემშვიდობა , მეორედ რომ გამოგივლით ჯადოქრობა მერე ნახეთო და თავის გასავლელ ,მტვრიან გზას გაუყვა. გოთუკა კი იდგა გაშტერებული, შემოსალაწუნებლად გამზადებული , მერე უცებ მიხვდა რომ ჯადოქართან ერთად მეფის ასული თვალის შევლების შესასძლებლობასაც რომ კარგავდა და სულ თავქუდმოგლეჯილი დაედევნა, უკვე კარგა გვარიანად შორს წასულ, არცთუ მთლად მოხუცს.სოფლის,თუ ქვეყნის ბოლოში დაეწია და დარცხვენილ, გულამოვარდნილმა ძლივს წაიბლუყუნა " ღა იქნება ბიძია ჯადოქარო, ეგ შენი ახლომომტანი რო მომცე ჰა? სულ კი არ მინდა ,ცოტახნით მომეც მეორედ რომ ჩამოივლი ჩვენს ქვეყანაში , მთელს, დაუზიანებელს დაგახვედრებ და მაგ სიკეთეს თუ იზამ მთელი სიცოცხლე შენი სახელი მექნება საფიცარი და რა იცი, იქნებ რამეში მეც გამოგადგეო. ახედა ჯადოქარმა და გაეცინა; "შენი ბედი ხშირადკეთილი ჯადოქარი რომ ვარ, მაგრამ რაცა სთქვი არა ხარ მაგის გამკეთებელი" , მაგრამ მაინც გაჩუქებ რადგან კარგად ვიცი რა მუცლის გვრემაცა გჭირსო , ( აბა , კაცი ჯადოქარი იყო და გოთუკას სიყვარულის სენი რომ ეტაკა მაგას ვეღარ მიხვდებოდა?) ამოიღო ხურჯინიდან დურბინდი და მისცა გოთუკას . გადაირია გოთუკა , ხელებზე საკოცნელად გაიწია , მერე ეგ არა კმარაო, ფეხები უნდა დაგიკოცნოო, ჯადოქამა კიდევ , "ეხლა თავი გამანებე , თორემ წაგათრვი და დაგტოვე ხელცარიელიო. ჰოო გაჩერდა გოთუკა და მაშინო "მე რო მეფე გავხდები, შენ კარის პირველ ჯადოქრად დაგნიშნავო" გაეცინა ჯადოქარს კარგი ეგრე იყოსო, მხარზე ხელი მოუთათუნა და თავის ძნელად თუ იოლად სავალ გზას დაადგა. გოთუკა, გახარებული და აცუნდრუკებული სულ სიმღერითა და ხტუნვა -ხტუნვით გაუყვა შარას.ის დღე იყო და და ჩვენი გოთუკა დამარტოვდებოდა , თუ არა მდელოზე გაიქცეოდა , იქ ერთ დიდ მუხის ხეზე აძვრებოდა და და ჯადოქრული მილთვალმიტყეპებული, დაღამებამდე იმსარკმელში იყურებოდა , ეგებ ის ჩემი გულისმთუთქავი დავინახოო, თუ დაინახავდა და ისეთ ოხვრას ამოუშვებდა , გულს ყელში ამოიყვანდა და მერე იმის უკან ჩაბრუნება არ გინდოდა?იტანჯებოდა ჩვენი გოთუკა , მაგრამ საშველსაც ვერა ხედავდა. აბა მეფეს , ხომ არ მიადგებოდა ;" მაიტა ეგ შენი ყველა მზეზე უფრო მანათობელი ქალი, მე გოთუკას გამატანე ცოლადო. არა, გოთუკას მაგის გამბედაობა სადა ჰქონდა , რომც ქონოდა რაში გამოადგებოდა , უკეთეს შემთხვევაში გაჯოხვა არ აცდებოდა . დრო კი მიდიოდა და რადგან სულ წინ მიდიოდა , მოაწია იმ დრომაც , მეფის ასული ღირსეულ და მისთვის შესაფერ ვაჟკაცს გაჰყოლოდა ცოლად. თუ კი მისი შესაფერი სადმე იყო. ეს ჩვენო მეფე კიდევ , ხანდახან კარგა მაგრად მოისულელებდა და ეგეთი პირობა გამოაქვეყნა , კაცისყურს რომ არ გაეგო, აი , ისიცა. (პირველი სერიის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მოვპრინცესდი =)) მოვპრინცესდი =))
13. დასაწყისი კარგია, მეორე ნაწილი მოისუსტებს. დასაწყისი კარგია, მეორე ნაწილი მოისუსტებს.
12. კარგი ჩემგან ძმა!!! კარგი ჩემგან ძმა!!!
11. რა პირობაოოოოო? 8-| მალე დადე ჯადოქარო გაგრძელებააააა
რა აკრგი ზღაპარია, ყოველსაღამოს წერე და ძIლის წინ წავიკითხავ ხოლმე :) რა პირობაოოოოო? 8-| მალე დადე ჯადოქარო გაგრძელებააააა
რა აკრგი ზღაპარია, ყოველსაღამოს წერე და ძIლის წინ წავიკითხავ ხოლმე :)
10. რაც შეეხება ჩემს ლექსს, დამოუკიდებლობის პირველი დროშა, სამუზეუმოდაა გამზადებული და რატომ არის უადგილო ვერ გავიგე. რაც შეეხება ჩემს ლექსს, დამოუკიდებლობის პირველი დროშა, სამუზეუმოდაა გამზადებული და რატომ არის უადგილო ვერ გავიგე.
9. მომეწონა. ზღაპრები მიყვარს. მომეწონა. ზღაპრები მიყვარს.
8. ზღაპრები არ მიყვარს :( ზღაპრები არ მიყვარს :(
7. კარგია და საინტერესოდ საკითხავი. კარგია და საინტერესოდ საკითხავი.
6. აუუუ როგორ მინდა წაკითხვაა, მაგრამ ბავშმა სპაიდერმენი თუ რაღაც უნდა ითამაშოს და არ მაცლის :(
ჯადოქარო ბრძანე მალე გაკეთდეს ჩემი კომპიუტერი რომ მალე წავიკითხო :h აუუუ როგორ მინდა წაკითხვაა, მაგრამ ბავშმა სპაიდერმენი თუ რაღაც უნდა ითამაშოს და არ მაცლის :(
ჯადოქარო ბრძანე მალე გაკეთდეს ჩემი კომპიუტერი რომ მალე წავიკითხო :h
5. ერთი ნახვით შეყვარება მარტო ზღაპრებში ხდება... რა ცუდია... მომეწონა ძალიან...5 ერთი ნახვით შეყვარება მარტო ზღაპრებში ხდება... რა ცუდია... მომეწონა ძალიან...5
3. უF,რა მიამიტი ბავშვები იყვნენ ადრე... ახლა ჩემი ექვსი წლის ბავშვი კლონებზე,გალაქტიკებზე და მასეთ რამეებზე მელაპარაკება... უF,რა მიამიტი ბავშვები იყვნენ ადრე... ახლა ჩემი ექვსი წლის ბავშვი კლონებზე,გალაქტიკებზე და მასეთ რამეებზე მელაპარაკება...
2. ყოჩაღ, ბიჭო-ჰარიო..... შენ კი გაიხარეო!
5 ყოჩაღ, ბიჭო-ჰარიო..... შენ კი გაიხარეო!
5
1. მოგიკითხე ჰარი;;) მოგიკითხე ჰარი;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|