ქალია, მაგრამ ზოგჯერ ქალიც სიბრძნეს ღაღადებს, მარტო კაცები როდი ქმნიან ჭკვიან ქაღალდებს, ერთ ქალს ვიცნობდი, თქვა: მზის ქულა,ახლა რომ უმზერ, შეხედავ ხვალ და ნახავ, რომ ის აქვე აღარ დევს!..
ესეც მანვე თქვა, ესეც ნაღდი ნათქვამი არის: ქალს ეალერსე, თორემ უცებ წაგართმევს ქარი!.. თორემ თუ დახვდა დაკეტილი ერთგან კარები, მაშინვე სხვაგან გაეღება მეორე კარი!..
და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!..
ეგეთი არის, - წერს ჰაფეზი, - ქალის ბუნება, დღეს შენთანაა, გეფერება, გებულბულება, ხვალ თუ დაჭირდა, მიგატოვებს დაუნანებლად, ნახავს უკეთესს, ვინმე ახალს ეერთგულება!..
ამიტომ არ ღირს თქმა: ცხოვრება საამურია! არის სითეთრეც, მაგრამ უფრო მეტი მურია, ნექტარს იმგვარად არ შეგასმევს წუთისოფელი, ბოლო წვეთებად შხამი თუ არ გამოურია!..
ჰოდა, ხაფერო, ბაგით ქალის მი-მოიბაგე, ეფერე ლამაზს, ალერსები ალერსზე აგე, თუ, რა თქმა უნდა, არ გინდა, რომ შენც მიგატოვონ, და დარჩე კენტად და გორავდე, როგორც იაქე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ქალია, მაგრამ ზოგჯერ ქალიც სიბრძნეს ღაღადებს, მარტო კაცები როდი ქმნიან ჭკვიან ქაღალდებს, metamorofzi momandome ucbat :) ქალია, მაგრამ ზოგჯერ ქალიც სიბრძნეს ღაღადებს, მარტო კაცები როდი ქმნიან ჭკვიან ქაღალდებს, metamorofzi momandome ucbat :)
14. არაჩვეულებრივი!!! დღეს მივხვდი შენს ვინაობას!!! ეჭვი მქონდა, მაგრამ... გაიხარე ძამია!!! არაჩვეულებრივი!!! დღეს მივხვდი შენს ვინაობას!!! ეჭვი მქონდა, მაგრამ... გაიხარე ძამია!!!
13. ამიტომ არ ღირს თქმა: ცხოვრება საამურია! არის სითეთრეც, მაგრამ უფრო მეტი მურია, ნექტარს იმგვარად არ შეგასმევს წუთისოფელი, ბოლო წვეთებად შხამი თუ არ გამოურია!..
ამიტომ არ ღირს თქმა: ცხოვრება საამურია! არის სითეთრეც, მაგრამ უფრო მეტი მურია, ნექტარს იმგვარად არ შეგასმევს წუთისოფელი, ბოლო წვეთებად შხამი თუ არ გამოურია!..
12. 5!
ომარა ძიამ მოგიკითხა! 5!
ომარა ძიამ მოგიკითხა!
11. და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!.. ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია... და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!.. ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია...
9. გენიალურია :) გენიალურია :)
7. მინაწერები ხაფერ ელ-დამასტ ელდინის მულტირობაიებზე
1. შეხუმრებასავით
რობაი ესე - ხაფერ ელ-დამასტს: ვიხსენებ, თუ ვით ეცა ელდა მასტს, რომ მოვუჯოკრე ანაზდეულად, როცა ვაბამდით ლექსით ერთ დამას!..
2.
ჯოჯოხეთისას მიგვათვლიდნენ ვიდრემდის მდგმურებს და სული ჩვენი ქვესკნელს მორჭმით დაისადგურებს, ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც, მოსამკელად კი ვუანდერძოთ დარდიან გულებს...
3.
მომსხმელი ხილის - ჩინებულის - თუ რომ ხმება ხე, მის გადარჩენას ეშურება ნაღდი მებაღე... მაგრამ სნეული რას დაარქმევ აქიმს, რომელიც კურნების ნაცვლად სუდარაში ცოცხლად შეგახვევს?!.
4.
,, - ჯერ იმქვეყნიდან მოქცეული არვინ მსმენია...’’ უჩურჩულებდა, ყური ვკიდე, ალვის ხე ნიავს... გაკვირვებისგან ყრუ ყურები რომ ჩამოვყარე, სხვა რა იუბნეს, ამის გამო არ მისმენია...
5.
წამლად წამი რომ არ მაღირსა ამო იღბალმა, ამაზე გულმა მწარედ ბევრჯერ ამოიბღავლა.. სვედაწყევლილმა მიწისკენ რომ პირი ვიბრუნე, ეს მწუხარე ცა ცრემლის წვიმად ჩამოიღვარა...
მინაწერები ხაფერ ელ-დამასტ ელდინის მულტირობაიებზე

6. ხაფერ! ეს ხომ ქალოლოგიის დაწყებითი კლასების უჩებნიკიდანაა!..
ბოლო სტროფის ერთ სტრიქონს ასე თუ შეცვლი, აჯობებს:
,, ეფერე ლამაზს და ალერსზე ალერსი აგე,''
ბოლო სტრიქონიც შეიძლება ცოტა უკეთ, მაგრამ მაგარ პახმელიაზე ვარ ახალა და შენც გაანძრიე ეგ ჭკვიანი თავი... ზატო, აქ ერთ მაგარ პადბორკას გთავაზობ... ( იხ. ჩემი შემდეგი კომ.) ხაფერ! ეს ხომ ქალოლოგიის დაწყებითი კლასების უჩებნიკიდანაა!..
ბოლო სტროფის ერთ სტრიქონს ასე თუ შეცვლი, აჯობებს:
,, ეფერე ლამაზს და ალერსზე ალერსი აგე,``
ბოლო სტრიქონიც შეიძლება ცოტა უკეთ, მაგრამ მაგარ პახმელიაზე ვარ ახალა და შენც გაანძრიე ეგ ჭკვიანი თავი... ზატო, აქ ერთ მაგარ პადბორკას გთავაზობ... ( იხ. ჩემი შემდეგი კომ.)
5. ხაფერ, ტყუილად არ გიბულბულებია ღაზალები, საბოლოოდ ცხონდებიან პოეტი და აბდალები. გასწი უმაღლესი ჰაკიკათისკენ.... ხაფერ, ტყუილად არ გიბულბულებია ღაზალები, საბოლოოდ ცხონდებიან პოეტი და აბდალები. გასწი უმაღლესი ჰაკიკათისკენ....
4. და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!..
უალერსეთ კაცებო ქალებს ... კარი ხომ უამრავია... : ))) და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!..
უალერსეთ კაცებო ქალებს ... კარი ხომ უამრავია... : )))
3. ქალს ეალერსე, თორემ უცებ წაგართმევს ქარი!.. თორემ თუ დახვდა დაკეტილი ერთგან კარები, მაშინვე სხვაგან გაეღება მეორე კარი!..
და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!..
რა ჭკვიანი ქალი ყოფილაა...;) ბრძენი ! ბრძენიიი :)) :P ქალს ეალერსე, თორემ უცებ წაგართმევს ქარი!.. თორემ თუ დახვდა დაკეტილი ერთგან კარები, მაშინვე სხვაგან გაეღება მეორე კარი!..
და ის იქ შევა, სადაც კარი ღია დახვდება, აუცილებლად სხვა სითბოში გადასახლდება... და რომ გეგონა, ეს ქალი ხომ ჩემი არისო, დაგტოვებს, წავა, ახლა უკვე სხვისა გახდება!..
რა ჭკვიანი ქალი ყოფილაა...;) ბრძენი ! ბრძენიიი :)) :P
2. ეგეთი არის, - წერს ჰაფეზი, - ქალის ბუნება, დღეს შენთანაა, გეფერება, გებულბულება, ხვალ თუ დაჭირდა, მიგატოვებს დაუნანებლად, ნახავს უკეთესს, ვინმე ახალს ეერთგულება!..
протестую....
ლექსი მომეწონა.... ეგეთი არის, - წერს ჰაფეზი, - ქალის ბუნება, დღეს შენთანაა, გეფერება, გებულბულება, ხვალ თუ დაჭირდა, მიგატოვებს დაუნანებლად, ნახავს უკეთესს, ვინმე ახალს ეერთგულება!..
протестую....
ლექსი მომეწონა....
1. მიყვარს რობაიები :) იაქე არის თუ იაქი? (მე იაქი მახსოვს :( ) +2 მიყვარს რობაიები :) იაქე არის თუ იაქი? (მე იაქი მახსოვს :( ) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|