მტკივა და მტკივა ეს დეკემბერი, ყულფივით მახრჩობს ჯვარცმული სივრცე, და ისე მსახვრავს უსახო ფერი, ლამის გათელილ გალავნად ვიქცე.
თითქოს ვიღაცა მიძენს და მყიდის ზამთარი უხმოდ მიიცვალება, მე რომ მიყვარდა, ის ქალიც მიდის, შვლისფეხება და ნუკრისთვალება.
დამტოვეთ გრძნეულ მითებთან მარტო, ანგელოსების ფასკუნჯ თვალებთან, რატომ მათრია ცხოვრებამ, რატომ? ჭოგრიტით რისთვის მითვალთვალებდა?
ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ახლოა ზეცა, სველდება სახე, ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში, ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ეს ლექსი იმ ლამაზი საღამოდანაც მახსოვს, სოსომ რომ გვაჩუქა... ეს სტრიქონები კი შენმა სხვა ლექსმა დამაწერინა, სადაც ,, მეტაფორების ზვავია'' ნახსენები...
ბნელ ხაროს ვნატრობ გადასაჩეხად, ვინმე ლექსში რომ პროზად ამთქნარებს... მეტაფორების ზვავი გაჯეგავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს... 2. 6. 2009 წ.
იყოს აქ, ვის რას უშლის..
მოგესალმე და მოგიკითხე!
კარგი იქნებოდა ჩვენს ბებერ ლომთან ერთად სტუმრობა, ხშირად გახსენებს... იყოს აქ ბებერ ლომზე ლექსიც! ვიცი გაგიხარდება! ეს ლექსი იმ ლამაზი საღამოდანაც მახსოვს, სოსომ რომ გვაჩუქა... ეს სტრიქონები კი შენმა სხვა ლექსმა დამაწერინა, სადაც ,, მეტაფორების ზვავია`` ნახსენები...
ბნელ ხაროს ვნატრობ გადასაჩეხად, ვინმე ლექსში რომ პროზად ამთქნარებს... მეტაფორების ზვავი გაჯეგავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს... 2. 6. 2009 წ.
იყოს აქ, ვის რას უშლის..
მოგესალმე და მოგიკითხე!
კარგი იქნებოდა ჩვენს ბებერ ლომთან ერთად სტუმრობა, ხშირად გახსენებს... იყოს აქ ბებერ ლომზე ლექსიც! ვიცი გაგიხარდება!
25. მოგიკითხეთ ბატონო დავით :) მოგიკითხეთ ბატონო დავით :)
24. +2-ამას ხაზგსმით ვწერ - არც 2 და არც 200 ქულა ვერაფერს მოგცემთ დავით, თქვენ ხალხის რჩეულმა "გალაქტიონ ტაბიძის"-პრემია დაიმსახურეთ-გილოცავთ კიდევ ერთხელ...ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია ,რაც უდაოდ დაიმსახურეთ.... ულამაზესი -ლექსი.....წარმატებას გისურვებ!!!!! +2-ამას ხაზგსმით ვწერ - არც 2 და არც 200 ქულა ვერაფერს მოგცემთ დავით, თქვენ ხალხის რჩეულმა "გალაქტიონ ტაბიძის"-პრემია დაიმსახურეთ-გილოცავთ კიდევ ერთხელ...ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია ,რაც უდაოდ დაიმსახურეთ.... ულამაზესი -ლექსი.....წარმატებას გისურვებ!!!!!
21. სევდით გაჯერებული ლამაზი ლექსი... სევდით გაჯერებული ლამაზი ლექსი...
20. 555555555555555555 555555555555555555
19. ახლოა ზეცა, სველდება სახე, ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში, ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
რა ლამაზია, საყვარელი. მოგიკითხეთ, პოეტო! :) ახლოა ზეცა, სველდება სახე, ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში, ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
რა ლამაზია, საყვარელი. მოგიკითხეთ, პოეტო! :)
17. ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
:)
ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
:)
16. თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
მომწონს :) თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
მომწონს :)
15. თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
მომწონს :) თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
მომწონს :)
14. გამარჯობა, ჩემო ძმაო მიშა! მადლობა რომ მეთერთმეტე კომენტარში ჩემი ლექსი მოგეწონა. ახლა შენს კითხვებს ვუპასუხებ. რამ გამახსენა ზაფხულის პირას დეკემბერი? ნაწარმოებების განთავსების დროს რომ არ დავღალო ფიქრი რომელი ლექსი დავდო, არჩეული მაქვს პრინციპი ძველი წიგნების ან ძველი გამოუქვეყნებელ ლექსების რვეულს რომელ გვერდზე შემთხვევით გადავშლი იმ ლექს ვდებ. თითქმის ყველა აქ განთავსებული ლექსი დაახლოებით ორი-სამი ათეული წლის წინ არის დაწერილი. მაინტერესებს დროს როგორ გაუძლო და არ ვაყვეყნებ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, გარკვეული თარიღებისა თუ მეტეოროლოგიური პირობებთან დაკავშირებით. წვიმიან დღეს წვიმაზე, დარში მზეზე და ა.შ. მადლობა რომ დაკვირვებით წაგიკითხავს ჩემი ლექსი, მონიტორის პირობებში ეს რთულია. ამ დალოცვილ საქართველოში იანვარშიც მზე იცის და აუცილებელი არ არის/ამ თემაზე ლექსებიც დაწერილა/ დეკემბერში თოვლი იდოს. ჯერ არ თარგმნილა, ხოლო თუ ითარგმნა მითუმეტეს უმრავლეს ქვეყანაში მგონი არც უნახავთ თოვლი. რეზო ინანიშვილისაგან გაგვიგონია ჩვენს თაობას, რომ საქართველოში ფოთოლცვენა შემოდგომაზეც არ მთავრდება გარკვეული ჯიშის ხეებზე ფოთლები შემორჩებიან ადრეულ ზამთარს და დეკემბრის ქარს კი ვეღარ უძლებს. მიმაჩნია ფოთლებიცა და წიწილებიც უწესრიგოდ არიან არეული და მსგავსების დანახვა შეიძლება. დაახლოებით ათი წლის წინ დაწერილი ამ ლექსის ავტოგრაფი თავის არქივში აქვს ჩვენს საერთო ახლო ნაცნობს რამაზ ბერაძეს, სადაც ლექსის სათაური არის ნოემბერი.მაგრამ წიგნში შეტანის წინ შევცვალე სათაური რადგან სიცოხლესთან დამშვიდობება და ზამთართან პარალელი ჩემი აზრით მეტ სიმძაფრეს სძენს ლექსს. თუ უხერხული არ იქნება დიდი წინაპრების ამ კონტექსტში მოხსენიება გავიხსენებ: ერთ-ერთ შედევრში ლადო ასათიანი წერს :თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ მარაბდა. მისი მეგობარი პოეტი ალექსანდრე საჯაია აკრიტიკებდა და ეუბნებოდა ამოიღე ლადო ეს სიტყვა სისულელეა მარაბდა ხომ წაგებული ომიაო. ლადომ არ დაუჯერა. დღეს ასე იკითხება რომ ცხრა ძმა ხერხეულიძით შეწირულ ომში ქვეყნისთვის სიკვდილი _ გამარჯვებაა და მტრისთვის შემაშინებელი. ისტორიული ეს შეუსაბამობა დღევანდელი მკითხველისვთის არ იგრძნობა, პირიქით აძლიერებს ლექსს. არსებოს ლიტერატურაში იშვიათი გამონაკლისები, როცა უფრო დიდი სათქმელი ახალი მხატვრული სინამდვილე უგულელყოფს, ცხოვრებისეულ თუ ზუსტ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს. მე ბედნირი ვიქნები თუ ასი წლის შემდეგ ჩემი ფერმკრთალი ეს ლექსი ოდნავ მაინც გაიმეორებს ლადოს ლექსის ხვედრს. მიშა მადლობა, ლიტერატურული კომენტარისთვის. ბოდიში ყველას ვრცელი პასუხის გამო, ისედაც დაგღალეთ, ლექსის ამ ერთ დეტალზე პოლემიკის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავ.
გამარჯობა, ჩემო ძმაო მიშა! მადლობა რომ მეთერთმეტე კომენტარში ჩემი ლექსი მოგეწონა. ახლა შენს კითხვებს ვუპასუხებ. რამ გამახსენა ზაფხულის პირას დეკემბერი? ნაწარმოებების განთავსების დროს რომ არ დავღალო ფიქრი რომელი ლექსი დავდო, არჩეული მაქვს პრინციპი ძველი წიგნების ან ძველი გამოუქვეყნებელ ლექსების რვეულს რომელ გვერდზე შემთხვევით გადავშლი იმ ლექს ვდებ. თითქმის ყველა აქ განთავსებული ლექსი დაახლოებით ორი-სამი ათეული წლის წინ არის დაწერილი. მაინტერესებს დროს როგორ გაუძლო და არ ვაყვეყნებ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, გარკვეული თარიღებისა თუ მეტეოროლოგიური პირობებთან დაკავშირებით. წვიმიან დღეს წვიმაზე, დარში მზეზე და ა.შ. მადლობა რომ დაკვირვებით წაგიკითხავს ჩემი ლექსი, მონიტორის პირობებში ეს რთულია. ამ დალოცვილ საქართველოში იანვარშიც მზე იცის და აუცილებელი არ არის/ამ თემაზე ლექსებიც დაწერილა/ დეკემბერში თოვლი იდოს. ჯერ არ თარგმნილა, ხოლო თუ ითარგმნა მითუმეტეს უმრავლეს ქვეყანაში მგონი არც უნახავთ თოვლი. რეზო ინანიშვილისაგან გაგვიგონია ჩვენს თაობას, რომ საქართველოში ფოთოლცვენა შემოდგომაზეც არ მთავრდება გარკვეული ჯიშის ხეებზე ფოთლები შემორჩებიან ადრეულ ზამთარს და დეკემბრის ქარს კი ვეღარ უძლებს. მიმაჩნია ფოთლებიცა და წიწილებიც უწესრიგოდ არიან არეული და მსგავსების დანახვა შეიძლება. დაახლოებით ათი წლის წინ დაწერილი ამ ლექსის ავტოგრაფი თავის არქივში აქვს ჩვენს საერთო ახლო ნაცნობს რამაზ ბერაძეს, სადაც ლექსის სათაური არის ნოემბერი.მაგრამ წიგნში შეტანის წინ შევცვალე სათაური რადგან სიცოხლესთან დამშვიდობება და ზამთართან პარალელი ჩემი აზრით მეტ სიმძაფრეს სძენს ლექსს. თუ უხერხული არ იქნება დიდი წინაპრების ამ კონტექსტში მოხსენიება გავიხსენებ: ერთ-ერთ შედევრში ლადო ასათიანი წერს :თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ მარაბდა. მისი მეგობარი პოეტი ალექსანდრე საჯაია აკრიტიკებდა და ეუბნებოდა ამოიღე ლადო ეს სიტყვა სისულელეა მარაბდა ხომ წაგებული ომიაო. ლადომ არ დაუჯერა. დღეს ასე იკითხება რომ ცხრა ძმა ხერხეულიძით შეწირულ ომში ქვეყნისთვის სიკვდილი _ გამარჯვებაა და მტრისთვის შემაშინებელი. ისტორიული ეს შეუსაბამობა დღევანდელი მკითხველისვთის არ იგრძნობა, პირიქით აძლიერებს ლექსს. არსებოს ლიტერატურაში იშვიათი გამონაკლისები, როცა უფრო დიდი სათქმელი ახალი მხატვრული სინამდვილე უგულელყოფს, ცხოვრებისეულ თუ ზუსტ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს. მე ბედნირი ვიქნები თუ ასი წლის შემდეგ ჩემი ფერმკრთალი ეს ლექსი ოდნავ მაინც გაიმეორებს ლადოს ლექსის ხვედრს. მიშა მადლობა, ლიტერატურული კომენტარისთვის. ბოდიში ყველას ვრცელი პასუხის გამო, ისედაც დაგღალეთ, ლექსის ამ ერთ დეტალზე პოლემიკის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავ.
13. 4. და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ულამაზესია! 5 თამარ ბუკია. 2009-06-04 23:12:45
გავედი, მაგრამ ამ სტრიქონებმა და კომენტარმა ისევ უკან შემომაბრუნა.
ვფიქრობ, რომ აქ აზრობრივი შეუსაბამობაა. როგორ შეიძლება დეკემბერის ქარი ფოთლებს ფანტავდეს? ამას რომ შემოდგომის ქარი აკეთებდეს, კიდევ ჰოო, მაგრამ დეკემბრის? დეკემბერში ხომ უკვე თოვლი დევს ყველგან და ფოთლებიც ქარებს კაი ხნის მიფანტულ-მოფანტული აქვთ?
და თანაც: ქარის მიერ უგულოდ დაფანტული ფოთლების შედარება დამფრთხალ წიწილებთან რამდენად ლოგიკურია?!. ან სტატიკაში, ან დინამიკაში როგორ ეთანხმება, როგორ ეთანადება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს?!.
მხოლოდ საქმის არსში უფრო მეტად გარკვევის მიზნით გამიჩნდა ეს უადგილო შეკითხვები და გთხოვთ მაპატიოთ, არ შემრისხოთ! 4. და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ულამაზესია! 5 თამარ ბუკია. 2009-06-04 23:12:45
გავედი, მაგრამ ამ სტრიქონებმა და კომენტარმა ისევ უკან შემომაბრუნა.
ვფიქრობ, რომ აქ აზრობრივი შეუსაბამობაა. როგორ შეიძლება დეკემბერის ქარი ფოთლებს ფანტავდეს? ამას რომ შემოდგომის ქარი აკეთებდეს, კიდევ ჰოო, მაგრამ დეკემბრის? დეკემბერში ხომ უკვე თოვლი დევს ყველგან და ფოთლებიც ქარებს კაი ხნის მიფანტულ-მოფანტული აქვთ?
და თანაც: ქარის მიერ უგულოდ დაფანტული ფოთლების შედარება დამფრთხალ წიწილებთან რამდენად ლოგიკურია?!. ან სტატიკაში, ან დინამიკაში როგორ ეთანხმება, როგორ ეთანადება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს?!.
მხოლოდ საქმის არსში უფრო მეტად გარკვევის მიზნით გამიჩნდა ეს უადგილო შეკითხვები და გთხოვთ მაპატიოთ, არ შემრისხოთ!
11. კარგია, ლამაზია, დავით, მაგრამ ამ გაგანია ზაფხულის პირას, საიდან ეს დეკემბერი? კარგია, ლამაზია, დავით, მაგრამ ამ გაგანია ზაფხულის პირას, საიდან ეს დეკემბერი?
10. ღირსეული "დეკემბერი " :) ღირსეული "დეკემბერი " :)
9. მოვიხიბლე! გულწრფელად! ++ :) მოვიხიბლე! გულწრფელად! ++ :)
8. მშვენიერი იყო დავით ბატონო!!! ჯიგრიანო ადამიანო!!! გაიხარე შენა!!! დაგილოცოს კალამი და მარჯვენა ღმერთმა!!! მშვენიერი იყო დავით ბატონო!!! ჯიგრიანო ადამიანო!!! გაიხარე შენა!!! დაგილოცოს კალამი და მარჯვენა ღმერთმა!!!
7. ძალიან კარგი ლექსია.
დავითობას გილოცავთ, ბატონო დავით! ძალიან კარგი ლექსია.
დავითობას გილოცავთ, ბატონო დავით!
5. მშვენიერი სურათი :) მშვენიერი სურათი :)
4. და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ულამაზესია! 5 და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ულამაზესია! 5
3. მივესალმები ნ ძმის ლამაზ ლწქქსს! რა გითხრა მეტი...
ამას წინათ შენმა ლექსმა ეს ,, კუპლეტები'' დამაწერინა, ძამა!..
მხარდაჭერის სამადლობელი ექსპრომტი
გიგოს
ბნელ ხაროს ვნატრობ გადასაჩეხად, ვინმე ლექსში რომ პროზად ამთქნარებს... მეტაფორების ზვავი გაჯეგავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს... 3. 6. 2009 წ.
მინაწერი მცნებასა ზედა -
,,არა ცილი სწამო!''
მირან ფალიანს
ვინც ჩემზე იტყვის - ლოთიაო! - შეცდება მწარედ! ლოთი რო ვიყო, თავს სირცხვილით გავყოფდი გარეთ?!. ერთხელ დავთვერი და მას მერე პახმელიაზე გამოვდივარ და ამ დიდ საქმეს ვერ მოვრჩი, მარე...
4. 6. 2009 წ. ქ. შ..
მივესალმები ნ ძმის ლამაზ ლწქქსს! რა გითხრა მეტი...
ამას წინათ შენმა ლექსმა ეს ,, კუპლეტები`` დამაწერინა, ძამა!..
მხარდაჭერის სამადლობელი ექსპრომტი
გიგოს
ბნელ ხაროს ვნატრობ გადასაჩეხად, ვინმე ლექსში რომ პროზად ამთქნარებს... მეტაფორების ზვავი გაჯეგავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს... 3. 6. 2009 წ.
მინაწერი მცნებასა ზედა -
,,არა ცილი სწამო!``
მირან ფალიანს
ვინც ჩემზე იტყვის - ლოთიაო! - შეცდება მწარედ! ლოთი რო ვიყო, თავს სირცხვილით გავყოფდი გარეთ?!. ერთხელ დავთვერი და მას მერე პახმელიაზე გამოვდივარ და ამ დიდ საქმეს ვერ მოვრჩი, მარე...
4. 6. 2009 წ. ქ. შ..
2. ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე. მაგარი ლექსია...5 დავითობას გილოცავთ! დაესწარით მრავალს...! ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე. მაგარი ლექსია...5 დავითობას გილოცავთ! დაესწარით მრავალს...!
1. ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ძალიან,ძალიან ლამაზია ბატონო დავით... ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ძალიან,ძალიან ლამაზია ბატონო დავით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|