ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: makuna
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


...

ვზივარ რაფაზე ვუყურებ სააქაოს,
ველოდები სასწაულს,
იქნებ მოხვიდე ჩემთან...
იქნებ გაათბო ჩემი სული ობოლი.
იცი რა მინდა?შენი თვალების ხილვა მინდა,
შენი სიტყვები ლექსად მესმოდეს.
რომ ისევ მოხვიდე და გითხრა "მააა,მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ"
მიყვარხარ ისე როგორც არასდროს...
მინდა შევხედო შენს ლამაზ სახეს,
ვიცნო როგორ ხარ დღეს.
იქნებ ამ წუთას სულაც გინდივარ,
და გინდა გესმოდეს ჩემი წიკვინი.
მაგრამ მჯერა რომ შენ ჩემთან ხარ,
ზიხარ ჩემს წინ და მიყურებ.
მე კი ვფიქრობ შენს არსებობაზე...
ვალაგებ სიტყვებს,
სიტყვებს რომელიც გეძღვნება შენ!
ეს არაფერია,უბრალოდ გითხარი
რომ მე შენ ძლიერ მიყვარხარ და მენატრები..:(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები