ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივნისი, 2009


მე გავედი :) (არ დამიწყოთ ეხლა, ეს სმაილიკი აუცილებელია)

დავწერო?
და რა უნდა დავწერო?
ბარნო საჰაერო შეტყობინებას მტყორცნის და მეც ვენთები, როგორც ადრე.
არც არაფერი, პირად გვერდს ვხსნი და სისულელეებს ვბეჭდავ,
ისე უბრალოდ, როგორც ადრე.
მერე კლავიატურას ავაჩხაკუნებ და მოწყენილობისგან გავერთობი,
ესეც  როგორც ადრე.

ხო, ვიცი, აღარ გამომდის, ისე როგორც ადრე, მაგრამ მაინც ვითვლით:
ესა მესა გადის ესა. გავიდა.

მე დავრჩი.
ხო წვიმს. სულ წვიმს. როგორც ადრე, სულ სულ რომ წვიმდა და ტალღებს ადიდებდა, ბარნო კიდე მატყუებდა, სულ მატყუებდა - არ წვიმს, ციდან ზღვის ტალღები მოდისო. ხო მჯეროდა, რა თქვენი საქმეა? მინდოდა და მჯეროდა, მაშინ სისულელეების წერაც კარაგდ გამომდიოდა, ეს ეხლა გავხდი მოსაბეზრებელი.

მაშინ ბაყაყებს დავდევდით დამშრალ გუბეებში და ცარიელ ბასეინებში, ისინი მაინც სულ გარბოდნენ.  მერე ზღვაში მოვისროლეთ ჯაგარივითთმიანიმელოტი სათამოშოები - ღირსები იყვნენ და იმიტომ.
მაშინ მოწყენილობისგან გართობა ვიცოდით - როცა "ერთნაირად მხიარული მოწყენილობა გვახრჩობდა ხოლმე".
მაშინ სულ არ ვიცოდი უბედურებას ეტაპები თუ ქონდა.

ეხლა?
ეხლა -  ესა მესა, გადის ესა,
მე გავედი.
ისე უბრალოდ, უაზრობის წერა მომენატრა, ბევრი შეცდომებით და სმაილიკებით :).






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს