წყვდიადი აღვწერო? - ამას ფხიზელი ადამიანი სჭირდება. ნათელი აღვწერო? - ამას მთვრალი ადამიანი სჭირდება. სამყარო აღვწერო? - ამას ადამიანი საერთოდ არ სჭირდება. ღმერთი აღვწერო? - ამას ნათელ-წყვდიადი სამყარო სჭირდება. ღირს არს ჭეშმარიტად!!! ჭეშმარიტება არს ღირსი სიმართლისთვის...
ფერთა გამა. არჩავანში თავისუფლება. მოძრაობაში მყისიერება და სხარტი აზროვნება. თვალის ცეცება... ჰაერი ითხოვს დამოუკიდებლობას. ზეციური საყვირის ხმა მიმოიფანტა არე-მარეში. მთვარე ვიღაცას დასარტყამი ინსტრუმენტი ჰგონია. მუსიკოსი ხელში ორი ხით მომარჯვებული ეტიუდს აწყობს საყვირთან ერთად. მხოლოდ ორი ინსტრუმენტია. უშრეტი ენერგია. იუპიტერის ოვალურ სიმს კოსმოსურმა ხომალდმა ჩამოჰკრა. აჟღერებული მელოდია, ტალღებად გარდაიქმნა გალაქტიკაში. ღმერთი ისმენს. მისი ნებაა ყოველივე...
* * * ჰალსტუხის შეკვრა დაავიწყდა დილა-ადრიან. (არც იცოდა) მარიონეტი იხმო: - შემიკარი. - ახლავე! წინდების ამოცმა დაეზარა. ისევ მარიონეტი იხმო. - ჩამაცვი. - ახლავე! ესევ მარიონეტი... - თქვენი ესკორტი მზად არის ბატონო! მოქაჩა მარყუჟიანი თოკი. მარიონეტიც შეფართხალდა... - დავაშავე ბატონო, რამე? - არაფერი. - მოჰყვა პათოლოგიურ ხარხარს. კისერ-მოღრეცილი უმზერდა ბატონს. - კიდევ კარგი უსულო ვარო. - გაიფიქრა მისთვის. - სამომავლოდ, რომ არ დააშავო, იმისთვის. იცოდე დაგანაწევრებ, თუმცა რაღა დარჩა შენგან საცოდაო?! თითებიც კი მტკივა შენი მართვით. ტვინზე აღარაფერს ვამბობ. - გასაგებია ბატონო! - იუპიტერზე მივდივართ. - რატომ ბატონო? - ყურთასმენა წამართვა ვიღაცამ. - კუბიკ-რუბიკის წახნაგებზე მოგიწევთ ბატონო სიარული. შეძლებთ? ისევ მოგაჩა მარყუჟიანი თოკი პატრონმა. - წინ შენ წახვალ! ფერებსაც შენ აარჩევ. - არასოდეს მითამაშია ბატონო! - მოთამაშე გვყავს. ის დააწყობს ფერებს. შემდეგ გავივლით. - კარგით ბატონო! - ჭკუა სუსტი და უემოციო რამე ხარ! - მტკივა ბატონო. ჩემი ჩამონათალი გვერდები მტკივა. ასე დანაწევრებული ვერ გავივლი. აღსადგენი ვარ. იქნებ ოსტატთან მიმიყვანოთ? - ვისთან? - მარსზე აღმოაჩინეს. ყოფილა ერთი ღვთისნიერი ოსტატი. მარიონეტებს ჯანსაღ სისხლს უსხამსო. - იდიოტო... ვერ ეღირსები გადასხმას მარსზე! შენისთანები დედამიწის წყვდიადში დაიდებენ ბინას. - გმადლობთ ბატონო! მე გითხარით უბრალოდ, რათა უკეთ გემსახუროთ. - ვერ მომატყუებ, არსად არ წავალთ ვრჩებით აქ. - კარგით ბატონო!
* * *
გასართობი გონებისთვის... სამსახური გალაქტიკაში. უმუშევრობა დედამიწაზე. მასხარაობა და ჯამბაზი.
ნაყიდი ვარსკვლავი. კიბე აღმართული უსასრულობაში... ანათებს და კაშკაშებს. ბედნიერია... სამომავლო საცხოვრებელი აქვს. იქვე მეზობლად სხვა სახელმწიფოების დროშები ფრიალებენ. წყდიადში ბინა?! – „საუცხოოა“. იქნებ მოაწყოს კიდეც ასტრალური საგნებით, მაგრამ ჯერ კუბიკ-რუბიკი უნდა ააწყოს და თან წაიყოლოს უსასრულობის კიბეზე მიმავალმა, რათა კამათელივით გააგოროს და გზა განაგრძოს შეძენილი ვარსკვლავისაკენ. არეული ფერები... დაულაგებელი განწყობა, შეუცნობადი სამყარო, რომელშიც გაფითრებული დაეხეტება. მისი პათოლოგიური განწყობილება სიყვარულისადმი აძლევს ძალას ირგვლივ ყველა და ყველაფერი სძულდეს. მას უყვარს, მაგრამ აზრი თავისუფალი მისთვის კანონგარეშეა! ყური გალაქტიკაში დატოვა. - დედამიწაზე არ მჭირდებაო. ხელის შემშლელიაო. - ზოგადი ადამიანი, ფაქტობრივი წუთიერება, წამებში შერცხვენილი გონიერება; დაუსაბუთებელი ინტრონიზაცია; ფიქრი განდიდებაზე ყველას შეუძლია. მეფეთ-მეფე მკვდარია! სკიპტრა მუზეუმში დევს.
- გამოცდილი ქურდი მჭირდება. - რა თქვით ბატონო? - შენ ნუ ისმენ. - დიახ ბატონო, მაგრამ ქურდი რისთვის გჭირდებათ? - ჯადოსნური სკიპტრა მჭირდება. - რისთვის ბატონო? - რუბიკონს უნდა მოვუქნიო. მცნება უნდა შევაცვლევინო. - რატომ ბატონო? - მეშინია მართებული ნაბიჯების. - ნაბიჯებს ფეხები სჭირდება ბატონო და არა რუბიკონის განმარტება. - მართალი ხარ, ხო იცი შენ?! - გმადლობთ ბატონო.
ფეხი საფეხურზე... მაგრამ სიმაღლის ეშინია. გადახურვითი სამუშაოები წამოიწყეს მსოფლიოს წამყვანმა არქიტექტორებმა.
- ვერავინ ჩამომაგდებს! დამშვიდებულმა დადგა პირველი ნაბიჯი უსასრულობის კიბეზე.
დღეს ზეიმია დედამიწაზე!
- რას ავღნიშნავთ, ხომ არ იცით? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს თვალახვეულები. - წყვდიადის დღეს ავღნიშვნავთ. - უპასუხეს უხელოებმა. - მართლა? - გაიფიქრეს ენა ამოჭრილებმა. - ....... - თითები აათამაშეს მუნჯებმა. - ცისფერ ეკრანებზე გადასცემენ? - იკითხა მაყურებელმა. - წყვდიადის ზეიმს? აუცილებლად! პირდაპირი ეთერით.
* * * თამაშის წესები. დადგენილი კვადრატები... ფერთა ცვლილებები! თანწყობილი გაურკვევლობა... მარიონეტები - თავისუფლება?! თავისუფლება - საქონელი, ფულის ერთეულად და მარიონეტად ქცეული?
- საქონელი შეფუთული გნებავთ თუ ჰაერში გავუშვათ როგორც მტვერი? - არ გაბედოთ გაშვება ჰაერში, დავიღუპებით!
მოთამაშე გამოჩნდა. ეახლა თვით ბატონს.
- ვერ შევძელი ბატონო აწყობა. - რატომ უტვინო? - უტვინო არ ვარ ბატონო, უხელო ვარ და აბა, როგორ? - გალაქტიკის მბრძანებელმა გშთანთქოს პრიმიტივო! - რატომ ბატონო? განა თვითონ არ მოჰკვეთეთ ხელები, ამოაჭერით ენები?... - სად არიან იეზუიტიზმის მსახურნი? - ერთ შენობაში ბატონო. - უპასუხა მარიონეტმა.
პირნათელობა, პირაკრულობამ შეცვალა. მსმენელი დაყრუვდა. ციურ ეკრანზე შავი ღრუბელი... მშენებლები ხელების გარეშე... ღვთის იერნი მაინც შემორჩნენ... კუბიკ-რუბიკი ოსტატს ელოდება! რუბიკონი - ღირს არს ჭეშმარიტად!!!
გიგო, სამყაროს მთლიანობაში დანახვა გენიოსებისთვის არის შესაძლებელი. "- ვერ შევძელი ბატონო აწყობა. - რატომ უტვინო? - უტვინო არ ვარ ბატონო, უხელო ვარ და აბა, როგორ? - გალაქტიკის მბრძანებელმა გშთანთქოს პრიმიტივო! - რატომ ბატონო? განა თვითონ არ მოჰკვეთეთ ხელები, ამოაჭერით ენები?... - სად არიან იეზუიტიზმის მსახურნი? - ერთ შენობაში ბატონო. - უპასუხა მარიონეტმა." ძალიან კარგია.
პატივისცემით:ტენდი

წყვდიადი აღვწერო? - ამას ფხიზელი ადამიანი სჭირდება. ნათელი აღვწერო? - ამას მთვრალი ადამიანი სჭირდება. სამყარო აღვწერო? - ამას ადამიანი საერთოდ არ სჭირდება. ................ ჭეშმარიტება არს ღირსი სიმართლისთვის...
გენიალური სვლა ყველა დროსა და სივრცეში ;) 555555555

მარსზე აღმოაჩინეს. ყოფილა ერთი ღვთისნიერი ოსტატი. მარიონეტებს ჯანსაღ სისხლს უსხამსო. - იდიოტო... ვერ ეღირსები გადასხმას მარსზე! შენისთანები დედამიწის წყვდიადში დაიდებენ ბინას. (არის ამაში ლოგიკა მაგრამ ღმერთს გარეთ რატომ განიხილკავ მაინც ვერ ვხვდები რა. რატომ გადაწყვიტე ისედაც დაბრმავებული ხალხის დაბრმავება? მწარე შეკითხვაა თუმცა არა უსაფუძვლო) ეს უფრო მომეწონა

ვერ შევძელი ბატონო აწყობა? - რატომ უტვინო? - უტვინო არ ვარ ბატონო, უხელო ვარ და აბა, როგორ? - გალაქტიკის მბრძანებელმა გშთანთქოს პრიმიტივო! - რატომ ბატონო? განა თვითონ არ მოჰკვეთეთ ხელები, ამოაჭერით ენები?... - სად არიან იეზუიტიზმის მსახურნი? - ერთ შენობაში ბატონო. - უპასუხა მარიონეტმა. მარიონეტები გამრავლდნენ სამწუხარიოდ, გაიხარე ძმაო!

მე აქ პირველად ვარ და რა ვიცი, არ ვიცი ყველაფერი ჩემს განწყობილებას დავბრალო, რომელიც აქ მოვლამდე შემრჩა, არ ვიცი იმას დავაბრალო რომ ძალიან ბევრ რამმეზე სერიოძულად დავფიქრდი ამ დღეებში, მაგრამ ამნან რაც წავიკითხე, ძალიან ღრმად იმოქმედა.. :)
აშკარად, გიგო, აშკარად ძალიან დიდ რამეს მალავ, ისევე როგორც ეს პროზა... ამის გამოთქმა მიჭირს...
კარგია, რომ არსებობ... :)

გიგო რომ საკუთარი ხელწერისა და საინტერესო, ორიგინალური მხატვრული აზროვნების მქონეშემოქმედია, იმთავითვე იგრძნობოდა და ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე უფრო თვალში საცემი ხდება მისი მხატვრული სტილის თვითმყოფადობა და თავისებურებანი. მათ მე არ ვეხებიამჯერად. ამ ნაწარმოებზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას მისივე მანერით (ვერ გავექეცი!..) მრავალქვეტექსტიანი ფრაზები. ასოციაციათა მრავალვარიანტულობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე - ინტერპრეტაციის თავისუფალი არჩევანის უფლებაც... ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შანსის არსებობაც კი - აპრიორი გამორიცხული...
გალაკტიონის ეს სტრიქონები მახსენდება უნებლიედ გიგოს პროზის კითხვისას:
,,მთლიან ნათელში, ამბობს ჰეგელი, დიდი სინათლის დიად ბადეში, ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ მთლიან სიწყვდიადეში!..’’
შიშველი და სწორხაზოვანი ნატურალიზმი არასდროს ითვლებოდა მაღალი ხელოვნების თვისებად. მაგრამ არც ,,მთლიან სიწყვდიადეში’’ დაფარული აზრი თუ იდეა ითვლება ასეთად... გიგოს ნაწერების ერთ უმთავრეს ღირსებად სწორედ ის მიმაჩნია, რომ მიუხედავად პოლიკონტექსტურობისა, მკითხველისთვის ყოველთვის საცნაური ხდება მისი ნაწარმოების აზრობრივი და სიმბოლურ-იდეური ლაიტმოტივი. აქაც ასეა: უფალმა ადამისშვილნი თავის მსგავსად და ხატად შექმნა და არ ეგების ნებსით თუ უნებლიედ ერთი ძეხორციელი მეორის მარიონეტი და მის უკეთურ ზრახვათა ბრმა აღმსრულებელი იყოს... ჩვენს დღევანდელობასაც სრულად ეხმიანება ნაწარმოებში გაჟღერებული აზრი მხატვრული განზოგადების მაღალი ხარისხით. ეს კი საერთოდ მაღალი ხელოვნების აუცილებელი ნიშანია, რაც გიგოს მწერლურ ნიჭზე და მისი მომავალი განვითარების ფართო პერსპექტივაზე მხოლოდ სასიამოვნო ოპტიმიზმით განგვაწყობს... ყოვლისშემოქმედმაც გზა დაულოცოს ახალგაზრდა შემოქმედს ხელოვნების უმაღლესი მწვერვალებისაკენ! ამინ!..

როცა დედაჩემი ძალიან ცუდად იყო, ქრისტე ეცხადებოდა და ჩვენ გვიყვებოდა მერე, უამრავ კუბიკს მიყრიდა წინ და მავალებდა სწორედ დამელაგებინაო, რომ მეგონა უკვე დავასრულე განლაგება იშლებოდაო და უფალი მეუბნებოდა დამწუხრებულიო, ეჰ ეს ადამიანისთვის შეუძლებელიაო!, ამ ხილვების მერე დედაჩემმა მალე დატოვა წუთისოფელი, ეს ხილვაც, ბუნებრივია, ამოუცნობი დარჩა ჩვენთვის, დროთამდინარებაში,თითქოს დამავიწყდა კიდეც დედის ეს მონათხრობი, მაგრამ შენმა კუბიკრუბიკმა კვლავ გამახსენა,,,,,,, დიდი მადლობა ამისათვის!

მშვენიერია, ჩავიკარგე კოსმიურ უსასრულობაში... წერის მანერაზე აღარაფერს ვამბობ, უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ძალიან მომწონს. ჩვენ რომ ნახატებზე ვსაუბრობდით მემგონი ზუსტად შეეფერება ფონად ამ ნაწერს.

...ისე, ჩემო ძმაო და მეგობარო, ამ გასართობს ყველა გონება გასართობად ვერ მიიღებს... აი, საფილოსოფოსოდ კი, ფანტასტიური ლუდის თანხლებით არც თუ ურიგო რამაა... :)

:) საოცრად ფაქიზია და თანაც უცნაურად უცხო აქ ყველაფერი.... ფანტასტიკა კი არაა... რეალობაა უცნაური ფილოსოფოსის თვალით ნახული და დიდი მწერლური ნიჭით აკინძული..... გილოცავ, მეგობარო....:) :) :)

საინტერესოდ წერ...5 მართალია, ცოცხალი სული უნდა გედგას ხორცში და ისე ცხოვრობდე...და არა როგორც რობოტი... იცი, მე მგონია, რომ ეს დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის წყვდიადის დრო...პირიქით, ყველაფერი კარგიც და ცუდიც ისე ნათლად ჩანს, როგორც არასდროს...

უფლის უდიდესი მადლია გიგო შენზე...ყველას კი არ შეუძლია შენსავით წერა:)ადრე "ლიტერატურული პალიტრიდან" მახსოვს გიგო.შენ ხომ არ იყავი??? ;)გაიხარე და წარმატებები ;;)

ფანტასტიკურია - შინაარსითაც და ჩემი შეფასებითაც! გიგო - ორიგინალური ხელწერის ძალიან ნიჭიერი მწერალი! გისურვებ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებებს და გამარჯვებებს, რომლის პოტენციასაც შენს ფანტაზიაში თვალსაჩინოდ ვხედავ!