წარსული წარმავალ დღის უარმყოფელი, წავიდა ცარგვალი ბინდებით დაბურა, მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა. სად არის ის წამი _ ცასთან სიახლოვე, მდელოს რომ ასწყვიტე ის სილბო სამყურა, ახლა იმ მთის ძირზე ნისლები სახლობენ თხელ შურთხებს აფრთხობენ ჯიხვები, შაბურა. ეჰ! რისი პოეტი, ან რისი ლექსები... პატივი ეკრანთან მეფის ცრუ მასხარებს, ხანდახან ხატის წინ ბერივით ვეცემი, მგონია მცხეთის ჯვარს ზარები აჰყარეს. შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი, /დრო არის ქარები ავობენ გმობილი/, მწერალთა სასახლეს ღამეებს უთევდი. ვით დაჭრილ მეომარს მესანგრე ძმობილი, ლოჟაში ჩამომსხდარ გენერალ პოეტებს, ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი. რას იზამ, თუ ჟამი გედავა მდევარი, არავინ შემწედ და არავინ საშველად, ვინ იყო პირველი ის დამაწყევარი პოეტის ჯვარი რომ დაგადო სასჯელად. სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი, /დრო არის ქარები ავობენ გმობილი/, მწერალთა სასახლეს ღამეებს უთევდი. ვით დაჭრილ მეომარს მესანგრე ძმობილი, ლოჟაში ჩამომსხდარ გენერალ პოეტებს, ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
სუსტია...
სიცოცხლე - იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! - ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? - ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
ესეც...
რითმის ტექნიკა ... შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი, /დრო არის ქარები ავობენ გმობილი/, მწერალთა სასახლეს ღამეებს უთევდი. ვით დაჭრილ მეომარს მესანგრე ძმობილი, ლოჟაში ჩამომსხდარ გენერალ პოეტებს, ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
სუსტია...
სიცოცხლე - იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! - ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? - ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
ესეც...
რითმის ტექნიკა ...
28. როგორც ყოველთვის, ძარღვიანი ლექსია :)5 როგორც ყოველთვის, ძარღვიანი ლექსია :)5
27. მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა. სად არის ის წამი _ ცასთან სიახლოვე, მდელოს რომ ასწყვიტე ის სილბო სამყურა, ახლა იმ მთის ძირზე ნისლები სახლობენ
შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი... მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა. სად არის ის წამი _ ცასთან სიახლოვე, მდელოს რომ ასწყვიტე ის სილბო სამყურა, ახლა იმ მთის ძირზე ნისლები სახლობენ
შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი...
26. ეჰ! რისი პოეტი, ან რისი ლექსები... პატივი ეკრანთან მეფის ცრუ მასხარებს...
ეჰ... ეჰ! რისი პოეტი, ან რისი ლექსები... პატივი ეკრანთან მეფის ცრუ მასხარებს...
ეჰ...
25. ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერია.
24. ავტორიც და ადრესატიც ძალიან კარგი.. ავტორიც და ადრესატიც ძალიან კარგი..
22. ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს,
გალაკტიონი გამახსენდა:
მიჰყვეს პოეტი მიჰყვეს სასახლესა და ქუჩას თუ ტაშისცემა ბრიყვის დიდ დაფასებად უჩანს..
:) 555 ზოგს დაფნა ერგო და ზოგს კიდევ ტალახი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს,
გალაკტიონი გამახსენდა:
მიჰყვეს პოეტი მიჰყვეს სასახლესა და ქუჩას თუ ტაშისცემა ბრიყვის დიდ დაფასებად უჩანს..
:) 555
21. აქაც ოსტატის ალღომ ამარჯვა... აქაც ოსტატის ალღომ ამარჯვა...
20. არ გარბის, დემეტრიუს, ოდნავ იცვლება ფინალთან რიტმი, როგორც გულისცემა ბოლო წუთებში... არ გარბის, დემეტრიუს, ოდნავ იცვლება ფინალთან რიტმი, როგორც გულისცემა ბოლო წუთებში...
19. მაგრად იკითხება, უბრალოდ
ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი
აი აქ ცოტა გარბის რიტმი :) მთლიანობაში 5 მაგრად იკითხება, უბრალოდ
ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი
აი აქ ცოტა გარბის რიტმი :) მთლიანობაში 5
18. მოგესალმები, ძმაო დავით და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შაბურას ყველა მეგობარს და მთელ ქართულ პოეზიას შაბურას დაკარგვას... რა თქმა უნდა ნც და საკუთარ თავსაც... პირველივე კურსიდან ვიცნოდი უახლოესი მეგობრობა გვქონდა იქიდან მოყოლებული... მასზე ბევრი ლამაზი და თკივილიანი მოგონება მაქვს დასაწერი, მაგრამ რამდენჯეაც ვცადე, იმდენჯერ გადავდე... დიდებული და შაბურას ლამაზი და სპეტაკი ხსოვნის ღირსი ლექსია ეს და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა შენი დიდი და ტკივილებით ჩემზე არანაკლებ დახანჯლული გულის ნათელი... ღმერთიმც დაგლოცავს ამისთვის, ძმაო!.. ეს პატარა ლექსიც აქვე იყოს ბარემ...
შაბურას წიგნზე გვიან მინაწერი
დიდხანს დამირჩა ძმობილის წიგნი წაუკითხავად, წიგნებისგან დაღლილ თაროზე... სად ჩანდა ლანდიც სიკვდილზე ფიქრის... ან რას ვაქნევდით ფიქრს - ბეხრეწ და მიხრწნილ ქარონზე?!.
და დიდხანს დუმდა ლექსიც ამდენი... - აწია წიგნში ჩაწურული ამდენი განცდა... ნაყოფი ნიჭის , ტკივილების და ჭირთათმენის, რომ ძალუძთ ოდენ გულიან კაცთა...
გვიანღა მითხრეს დაკარგვა მისი... მისგან ნაჩუქარს კი ვკითხულობ წიგნს უფრო გვიან... და თითეული სიტყვაც მისი - ვითარც ვარ ღირსი!.. - შიგ გულისგულში მეხლება ტყვიად... მას კი, ამ ტყვიებს ახლა გულში მიჯრით რომ ისვრის, - დაუტირალი ძმობილი ჰქვია...
ნათელში, შაბურ, შენი კეთილი და ნატანჯი სული!.. მოგესალმები, ძმაო დავით და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შაბურას ყველა მეგობარს და მთელ ქართულ პოეზიას შაბურას დაკარგვას... რა თქმა უნდა ნც და საკუთარ თავსაც... პირველივე კურსიდან ვიცნოდი უახლოესი მეგობრობა გვქონდა იქიდან მოყოლებული... მასზე ბევრი ლამაზი და თკივილიანი მოგონება მაქვს დასაწერი, მაგრამ რამდენჯეაც ვცადე, იმდენჯერ გადავდე... დიდებული და შაბურას ლამაზი და სპეტაკი ხსოვნის ღირსი ლექსია ეს და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა შენი დიდი და ტკივილებით ჩემზე არანაკლებ დახანჯლული გულის ნათელი... ღმერთიმც დაგლოცავს ამისთვის, ძმაო!.. ეს პატარა ლექსიც აქვე იყოს ბარემ...
შაბურას წიგნზე გვიან მინაწერი
დიდხანს დამირჩა ძმობილის წიგნი წაუკითხავად, წიგნებისგან დაღლილ თაროზე... სად ჩანდა ლანდიც სიკვდილზე ფიქრის... ან რას ვაქნევდით ფიქრს - ბეხრეწ და მიხრწნილ ქარონზე?!.
და დიდხანს დუმდა ლექსიც ამდენი... - აწია წიგნში ჩაწურული ამდენი განცდა... ნაყოფი ნიჭის , ტკივილების და ჭირთათმენის, რომ ძალუძთ ოდენ გულიან კაცთა...
გვიანღა მითხრეს დაკარგვა მისი... მისგან ნაჩუქარს კი ვკითხულობ წიგნს უფრო გვიან... და თითეული სიტყვაც მისი - ვითარც ვარ ღირსი!.. - შიგ გულისგულში მეხლება ტყვიად... მას კი, ამ ტყვიებს ახლა გულში მიჯრით რომ ისვრის, - დაუტირალი ძმობილი ჰქვია...
ნათელში, შაბურ, შენი კეთილი და ნატანჯი სული!..
17. სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
ძალიან ლამაზია, დათო! 5 სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
ძალიან ლამაზია, დათო! 5
16. სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი... რა კარგად სთქვით... ძალიან... 55555555 სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება? _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი, ყრუ საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი... რა კარგად სთქვით... ძალიან... 55555555
13. შაბურა არაბულებშიც საუკეთესო იყო და განაბულებშიც! უნიჭიერესი პოეტი და მცხოვრებელი ძალიან უბრალოდ, სადად, ნამდვილ-პოეტურად! დასანანია, რომ ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდან, ღმერთმა ულხინოს მის სულს! შენ კი, დიდი მადლობა, დავით, ასეთი ლამაზი ლექსით რომ შეამკე მისი ხსოვნა! 5555555555555 შაბურა არაბულებშიც საუკეთესო იყო და განაბულებშიც! უნიჭიერესი პოეტი და მცხოვრებელი ძალიან უბრალოდ, სადად, ნამდვილ-პოეტურად! დასანანია, რომ ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდან, ღმერთმა ულხინოს მის სულს! შენ კი, დიდი მადლობა, დავით, ასეთი ლამაზი ლექსით რომ შეამკე მისი ხსოვნა! 5555555555555
12. მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა....
:) მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ აბურდულ ბილიკზე, შაბურა....
:)
11. ვინ იყო პირველი ის დამაწყევარი პოეტის ჯვარი რომ დაგადო სასჯელად. 5555555555 ვინ იყო პირველი ის დამაწყევარი პოეტის ჯვარი რომ დაგადო სასჯელად. 5555555555
10. ყოჩაღ პოეტო!!! გაიხარე შენააა!!! კარგი ჩემგან!!! ყოჩაღ პოეტო!!! გაიხარე შენააა!!! კარგი ჩემგან!!!
9. უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი...
ლამაზი ლექსია ძალიან... უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი...
ლამაზი ლექსია ძალიან...
8. სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, .......რა კარგია! სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, .......რა კარგია!
7. შაბურა....
დიდი პოეტი....
შაბურა....
დიდი პოეტი....
6. ძალიან კარგია! :) ძალიან კარგია! :)
2. უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
... ჰო... :) უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი.
... ჰო... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|