ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2009


ნაწყვეტი ლექსპოემიდან _ ''გადამირჩინეთ სიყვარული".

არ შეიძლება უთხრა უარი
შენში ალეწილ ქალის ბუნებას,
მე თუ მკითხავენ, არც არის ქალი,
ვინც ზეცისაკენ არ იყურება.
ვინც ვერ გაიგო მამრის ვნებიან
გულზე ხანძრების დიდი იარა,
ვინც გვირილებით მორთულ მდელოზე
ერთხელ კისკისით ვერ გაიარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები