რკალიდან ,, ფიქრთაცვენა ’’
პირველი დღისა და პირველი კითხვისა
უსწორფეროა დღე პირველი ამ ცისქვეშეთში სტუმრობის ჩვენის - შემოქმედის იდუმალ ნებით... რომელი ციდან რისთვის, ანდა რა გზით ვეშვებით იქ - სადაც ღვთის ძეც ვერ აშორდა საშინელ ვნებას?!..
ჩემივე ორეულთან გულახდილი საუბრის ამაო მცდელობისა
,, მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო...
ორი ვარიაცია დუმილის თემაზე
1.
ამ სიჩუმეში უნდა ვიფიქროთ - დუმილითვე ვისაუბროთ თავად დუმილზე, რომელსაც სიტყვის ულმობელ ტყვიას იდუმალებით მოსილ შუბლში ვერ დავუმიზნებ...
2.
იმდენხანს ვდუმდი - დაგავიწყდი კიდეც მეგონა... მოურჩენელის ჰქონდა დუმილს ფერი ჭრილობის... რამდენიც ვცადე ეჭვის ხვრელი ამომექოლა, იმდენჯერ გავხდი მსხვერპლი ხსოვნის ხელგაშლილობის...
ბექა რამიშვილს საკაიფო ექსპრომტი ცისკრის...
თუ სიგარეტს არ ვაბოლებ, რითმას ვერ ვაყოლებ უხმარს... მგონი მუზას ჩემზე მეტად ჩები დაბოლება უყვარს... თუ სპირტიანს არ ვაყოლებ, ყელში არ გადამდის ლუკმა.. ეს ღამეც ქე მივაბრიდე - ცისკრისამ მომისწრო შუქმა... მალე ჩემს ლოთ ძმებს გავუვლი, დროს რო არ კარგავენ უქმად!
29. 6. 2009. 4.50 სთ...
ალიტერაციული იუმორესკა- ფანტაზია
ცა როცა მიწას მიეცისფერა ( - მიწა ხომ ფერებს ციურს იფერებს!.. ), ეშმა ისმენდა, როგორც სიმღერას, ცბიერულ სიცილს ლიუციფერის...
ერთფეროვნებისგან გაბეზრებულისა
დამღალა ხმაურმა, უაზროდ მარტივმა... უნდა გავერიდო ქალაქს, ერთფეროვანს!.. წუხელაც ზღვა ურვამ ლამის ამატირა... დღეს ამის გამოა ასეთ ფერზე რო ვარ...
იდუმალის მოლოდინისა
ბედი ჯიუტად ნირს რომ არ იცვლის, კვლავ ვხედავ და გულს კვლავ სძრავს გოდება... რას ველოდები - ჯერაც არ ვიცი... აღარც ის ვიცი - რა მელოდება...
ღრუბელთ მოაბნევს ცა ნაპრალებზე გულში რომ ჭრიან უფსკრულს კუნაპეტს, რომლიდანაც დღეს - ეს ბარჩხალა მზე მიბჟუტული ჩანს - ფერად უნაბის...
იმ ბრწყინვალე ორშაბათის გახსენებისა…
მაცხოვრის სისხლის - ოქროსფრისა და წითლის - ღვარით ჟამს მიმწუხრისა გავაცილეთ მთვრალი აპრილი… და ვბრუნდებოდით სევდიანი ღიღინით წყნარით დაქანცულები, ფიქრით - ,, მაისს შევხვდეთ რა პირით?!.’’
გატირებოდა გულიც ლამის აპრილს ბავშვივით და სინანული ამძიმებდა ნაბიჯებს დაღლილს… წამოგვეწია ნამალევად მთვარე გზაშივე და გზააბნეულთ გაგვინათა ბილიკი სახლის…
ავი სიზმრის ნაკლული სონეტი
მივფიცხებივარ დასიცხულ ამინდს… ასეთ დროს კაცი რას არ იღონებ… ვიცი - დღე-დღეზე მოდგება ჟამი და ამ გვალვასაც გადაიყოლებს…
ვემდურებოდი წვიმიან მაისს, ვიდრე ქარებმა მასაც უყელეს… ივნისის ქარიც დაჰბერავს და ის მასაც მაისის გზას გაუყენებს…
,,უის’’ შევხვდები, გაყრილი ,,ვაის’’, ისეთს ვხედავდი სიზმარს წუხელის…
ობოლი სხივისა
...როცა ის სხივიც ჩაქრა ობოლი - თვალი მილულა ბოლო სანთელმაც... - მწარე ყოფილა, ვიგრძენ, როგორი, წყვდიადისაგან ნათლის გათელვა...
სიყრმის მეგობრებს
გვარგუნა ბედმა გლეჯა გულების ამ წლემით - მგლურებრ შეჯაგრულებით!.. ჯერ ვერ დავწურე ჩემი ძველშავის მტევნები - შავად შეჯაგნულები... ვეღარც დავლაშქრე ის მწვერვალები - ბროლ-მყინვარებით შეჩაჩქნულები... და უკვე - ჩემი სამარის კარის ურდულს ბეჩავად ვეჯაჯგურები...
სიკვდილზე ფიქრში დაცდენილი ნაკლული სონეტი
მიახლოვდება უსიტყვოდ, უბრად, უჩამიჩუმოდ და ფეხაკრეფით... გზა - გამოვლილი გრძელდება უფრო.. გზა გასავლელი - რჩება ნაკლები ...
თალხს, მიმწუხრისას, ვუზივარ სუფრას, შესანდობარი სულ რომ ემატვის... თავზეც თალხი ცა დამცქერის ქუფრი და ჩემს ბედს ახლა არც ვინ შეჰნატრის...
ბინდს ეფარება დასავლის ზღურბლი... რა შორი გზაა, ღვთის ძევ, შენამდის!..
მათეს ლექსზე ,,თევზი”
ეჰ,....გვიდგას ახლა გრძელი ავდარი.... სიტყვაც ისეთია, სადარი..... გული გასასკდომად მზად არის....
მათე. კომენტარი ჩემს ლექსზე ,,მწარედ ირონიული” მათე თაკარა მზეზე მოცარული ბადე მიშრება... ვწუხ წამხდაერ აწმყოს... მემწვავება წყლულიც წამსად... როგორ აკლია საქართველოს მათე-ბიჭები... მეც როგორ მინდა ცოტნესავით თაფლი წავისვა... გაწყალებულ გულს დაწყევლილი წლები ყირჭდება.. დასაშრეტ თვალებს მალე შავი ნისლიც წანისლავს... და მეც უტიფრად ისევ უფალს წავეღრიჯები: მოგვხედე დროზე, სანამ ეშმა იზამს თავისას!!!
29. 6. 2009
პატარა თამარის დაბადების სიხარულისა
ღმერთმა ამ დღესაც რაკი მომასწრო, ეს ღვთისწყალობაც რაკი მეღირსა, აწ სული ტანჯვით რომც ამომაძროს, დასტურ - გამღებიც არ ვარ მე ხმისა!..
********************************************************
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მოგიკითხეთ ბატონო იმო! :) მაგარია... :) მოგიკითხეთ ბატონო იმო! :) მაგარია... :)
17. მათე- ბიჭობა... ეჰ, მე ვით შევძლებ დავედარო, შეუდრეკს გულით, მშვენიერ ქალწულს, მამულისთვის თავი რომ დადო, მე მხოლოდ ერთი მხევალი ვარ ყოვლადმწე უფლის, და შემწევს ერთი, ვაჩხაკუნო ფანდური და ლოცვა მივართო... :) :) :) გმადლობთ, ბატონო იმო. :) მათე- ბიჭობა... ეჰ, მე ვით შევძლებ დავედარო, შეუდრეკს გულით, მშვენიერ ქალწულს, მამულისთვის თავი რომ დადო, მე მხოლოდ ერთი მხევალი ვარ ყოვლადმწე უფლის, და შემწევს ერთი, ვაჩხაკუნო ფანდური და ლოცვა მივართო... :) :) :) გმადლობთ, ბატონო იმო. :)
16. ამ სიჩუმეში უნდა ვიფიქროთ - დუმილითვე ვისაუბროთ თავად დუმილზე, რომელსაც სიტყვის ულმობელ ტყვიას იდუმალებით მოსილ შუბლში ვერ დავუმიზნებ... 5555 ამ სიჩუმეში უნდა ვიფიქროთ - დუმილითვე ვისაუბროთ თავად დუმილზე, რომელსაც სიტყვის ულმობელ ტყვიას იდუმალებით მოსილ შუბლში ვერ დავუმიზნებ... 5555
15. უმაგრესი!!! გაიხარე ძია იმო!!! კარგი ჩემგან!!! უმაგრესი!!! გაიხარე ძია იმო!!! კარგი ჩემგან!!!
14. თუ სიგარეტს არ ვაბოლებ, რითმას ვერ ვაყოლებ უხმარს... მგონი მუზას ჩემზე მეტად ჩები დაბოლება უყვარს... თუ სპირტიანს არ ვაყოლებ, ყელში არ გადამდის ლუკმა.. ეს ღამეც ქე მივაბრიდე - ცისკრისამ მომისწრო შუქმა... მალე ჩემს ლოთ ძმებს გავუვლი, დროს რო არ კარგავენ უქმად!
:D მაგარია თუ სიგარეტს არ ვაბოლებ, რითმას ვერ ვაყოლებ უხმარს... მგონი მუზას ჩემზე მეტად ჩები დაბოლება უყვარს... თუ სპირტიანს არ ვაყოლებ, ყელში არ გადამდის ლუკმა.. ეს ღამეც ქე მივაბრიდე - ცისკრისამ მომისწრო შუქმა... მალე ჩემს ლოთ ძმებს გავუვლი, დროს რო არ კარგავენ უქმად!
:D მაგარია
13. რა კარგებია...55555555
,, მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო... რა კარგებია...55555555
,, მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო...
12. მომეწონა!... მომეწონა!...
11. გავდივარ ახლა და ერთს თქვენს სადღეგრძელოს დავურტყამ ღდინზე!.. ამ ღამესაც ისე ვათევ, ვით აქამდე ღამეს ყველას!..
ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს!.. ძილისგუდები ნუ გამოგვეხმაურებიან... ისე ყველანი მიყვარხართ!.. პროსტა ღამურები მევასება...
,,ვბერდები და ჭკუა არ მემატება, სიჭაბუკეც აღარ მემშვიდობება...” (ელდარ კერძევაძე - ჩმი გიჟი ძმა...)
გავდივარ ახლა და ერთს თქვენს სადღეგრძელოს დავურტყამ ღდინზე!.. ამ ღამესაც ისე ვათევ, ვით აქამდე ღამეს ყველას!..
ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს!.. ძილისგუდები ნუ გამოგვეხმაურებიან... ისე ყველანი მიყვარხართ!.. პროსტა ღამურები მევასება...
,,ვბერდები და ჭკუა არ მემატება, სიჭაბუკეც აღარ მემშვიდობება...” (ელდარ კერძევაძე - ჩმი გიჟი ძმა...)
10. ,, მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო...
კარგია, იმედა! 5 ,, მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო...
კარგია, იმედა! 5
9. დამღალა ხმაურმა, უაზროდ მარტივმა... უნდა გავერიდო ქალაქს, ერთფეროვანს!.. წუხელაც ზღვა ურვამ ლამის ამატირა... დღეს ამის გამოა ასეთ ფერზე რო ვარ...
მოგიკითხეთ ძია იმო... დამღალა ხმაურმა, უაზროდ მარტივმა... უნდა გავერიდო ქალაქს, ერთფეროვანს!.. წუხელაც ზღვა ურვამ ლამის ამატირა... დღეს ამის გამოა ასეთ ფერზე რო ვარ...
მოგიკითხეთ ძია იმო...
8. თქვენს ლექსებზე მომავალი თაობები აღიზრდებიან თქვენს ლექსებზე მომავალი თაობები აღიზრდებიან
7. მიყვარხართ ძია იმო თქვენი ლექსებიანათ! :) მიყვარხართ ძია იმო თქვენი ლექსებიანათ! :)
6.
პატარა თამარის დაბადების სიხარულისა
ღმერთმა ამ დღესაც რაკი მომასწრო, ეს ღვთისწყალობაც რაკი მეღირსა, აწ სული ტანჯვით რომც ამომაძროს, დასტურ - გამღებიც არ ვარ მე ხმისა!..
... საქართველოს მომავალს გაუმარჯოს. 555555555555555555555!
პატარა თამარის დაბადების სიხარულისა
ღმერთმა ამ დღესაც რაკი მომასწრო, ეს ღვთისწყალობაც რაკი მეღირსა, აწ სული ტანჯვით რომც ამომაძროს, დასტურ - გამღებიც არ ვარ მე ხმისა!..
... საქართველოს მომავალს გაუმარჯოს. 555555555555555555555!
5. გვარგუნა ბედმა გლეჯა გულების ამ წლემით - მგლურებრ შეჯაგრულებით!.. კი, ასეა!
ლომს, ჩემი სალამი!
გვარგუნა ბედმა გლეჯა გულების ამ წლემით - მგლურებრ შეჯაგრულებით!.. კი, ასეა!
ლომს, ჩემი სალამი!
4. მაგარი ძმა ხარ!
მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო... მაგარი ძმა ხარ!
მე ჩემი მიჭირს, მას - მისი და ყველას - თავისი... ერთურთის ჭირი რად გვიჭირს, რომ გავითავისოთ?!. - ამის სათქმელად ორეული გვერდზე დავისვი... არც მომისმინა... და თვალები ცრემლმა ამივსო...
3. ღმერთმა სიხარული არ მოგიშალოთ ღმერთმა სიხარული არ მოგიშალოთ
2. გვარიანი ნაყლაპი ვარ იმედო ბატონო, რომ მომეწონა მაგდენს კი მივხვდი. ახლა მხოლოდ ნიშანს დავწერ და რაც მომეწონა იმაზე ხვალ მოგახსენებთ, ასე სჯობს. გვარიანი ნაყლაპი ვარ იმედო ბატონო, რომ მომეწონა მაგდენს კი მივხვდი. ახლა მხოლოდ ნიშანს დავწერ და რაც მომეწონა იმაზე ხვალ მოგახსენებთ, ასე სჯობს.
1. კარგია. ჩემი მოკრძალებული 2 ქულა თქვენს ლექსებს. :) კარგია. ჩემი მოკრძალებული 2 ქულა თქვენს ლექსებს. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|