წიგნიდან ,, უხმოდ ნატირლები ’’
იმ ბოლო დღისა
ვიდრე დაისი ცად კიდევ სამხრობს და ჟამი ბოლო თასსაც დაგილევს... მკერდს დაგაყრიან ვიდრემდის ქვაღორღს, ზედაც ( დესერტად !..) - მინდვრის ყვავილებს...
მრავალჯერ სიმწრით გახედავ ნამყოს და გულშიც ამ დროს რას არ გაივლებ...
ძველი შიშისა
როს ცრემლი ყელთან შეფსკვნილი ჯავრის უფსკრულში ჩამითრევს, ვშიშობ - ანაზდად ეს გული საბედისწეროდ დამითვრეს...
ბოლოჟამისა
როცა უწყავი ურვა ხროვდება, გულს სძრავს გოდება ყოვლის ამკლები... - მზე დასალიერს უახლოვდება, თუ ახლოვდება დრო აბარგების?!.
თეთრი მტვრისა
მიწა იყავ და მიწად იქცევი... იცი, და ვითომც არაფერია... - ქვეყანა ამით არ დაიქცევა და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
მივიწყებული საფლავებისა
ზედ ნუ შედგებით, ნუ გადუვლით ასე უგულოდ!.. ამ ჩაჟამებულ დამსკდარ ლოდებქვეშ წვანან ცხოვრების რიგითი და აწ სულ უცნობი, უსახელო ჯარისკაცები, რომელთა ბედით ტყუპისცალებიც ვართ იქნებ ჩვენც და ჩვენს გვერდით, თვალწინ, თუ ჩვენს გარშემოც - ჯერხნობით მხნედ და არხეინად რომ დააბიჯებენ, ყველა ასაკის ის ჯანმრთელი ,,წვევამდელებიც...’’
**********
დაობლებული ბავშვის გულისა
ნუ დაგყავთ ბავშვი ასე ხშირად საფლავზე მამის... მის ფერმკრთალ სახეს გაფითრება ძნელად ემჩნევა... მაგრამ უმანკო გულისათვის - სევდას რომ მალავს, ნაადრევია ჯერ სიკვდილზე ფიქრთან შეჩვევა...
ღვიღვას გახსენებისას ჩაწერილი ნაუცბათევი სტრიქონები
1. ბოლო ქველმოქმედებისა
უცებ გაგიშინაურდი - თითქოს ძმა ვიყავი შემი... განა მხოლოდ ლუკმაპური - გულიც გამიყავი შენი... შენ იკლებდი, მე მაჭმევდი - სამართალი ჰყავი შენი... ისღა დაგრჩა - მე დამითმო დაბოლოს - საფლავი შენი...
2. თანამდევი ლანდისა
/ისევ ღვიღვაზე ფიქრისას/
,, - იმო და ათონ!..’’ დღემდე ჩამესმის ... ისევ ელდა ხევს გულსაც - სამიწეს... გავცქერ ღამიდან ღამეს გალეწილს... ერდოზე უფრო მთვრალი ღამე წევს...
დღე ვერ გაეძლო ერთიც უჩვენოდ... დღეს კი საიდან თმენა ამდენი?!. სიკვდილის ლანდი - ბრმა და უშვერი - უერთგულესი ჩანს თანამდევი...
ღვიღვას - გაუგზავნელი დეპეშასავით
თბილისში წვიმამ კვლავ მოუხშირა... დარი მაისმაც ვეღარ გაქაჩა... გრძელდება ყოფა ესე დუხჭირი... საშველიც, ჩანს რომ არცსით აღარ ჩანს...
ოთხი ვარიაცია ეპიტაფიისათვის
1.
ყვავილივით მარად მერგო მიწა - გულთან, ზეცა - სულთან... ნაცვლად თუ ეს ორმო მერგო - დასტურ გამჩენს ასე სურდა...
2.
იმდენი ვიკავე თავი... იმდენი გარიდე მზერა... იმდენჯერ დაგიდე ზავი... და მაინც... ვერა და ვერა!..
3. უცებ შეამცივნა ნატვრამ... ღამეც მოეუცაბედა... და ისევ იმ თრობით დათვრა, სიცოცხლეს რომ უსწრაფებდა...
4. ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ფინალი მართლაც ფანტასტიურია. ფინალი მართლაც ფანტასტიურია.
28. და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !... 555 ბრავო
და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !... 555 ბრავო
27. რა ვთქვა ძია იმო? ღმერთმა ჯანი მოგცემს!!! იდეალი ხარ ჩემი ძია იმო!!! შენს სტროფებში ვცოცხობ!!! შენს ლექსებში დავეხეტები!!! ვთვრები სამხმოვანებაში: მამული, ენა სარწმუნოება!!!
იდიადე დიდო პოეტო!!! რა ვთქვა ძია იმო? ღმერთმა ჯანი მოგცემს!!! იდეალი ხარ ჩემი ძია იმო!!! შენს სტროფებში ვცოცხობ!!! შენს ლექსებში დავეხეტები!!! ვთვრები სამხმოვანებაში: მამული, ენა სარწმუნოება!!!
იდიადე დიდო პოეტო!!!
26. უუუფ, გაიხარე! ბოლოს ძლივს ანმოვისუნთქე! აგულის სასაფლაოს არაჩვეულებრივ გამოფენაზე მეგონა დავდიოდი... 5 უუუფ, გაიხარე! ბოლოს ძლივს ანმოვისუნთქე! აგულის სასაფლაოს არაჩვეულებრივ გამოფენაზე მეგონა დავდიოდი... 5
25.
ჰო :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ჰო :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
23. კომენტარი მინდოდა გამეკეთებინა,ლექსი გამომივიდა....
თქვენი ლექსები სულის სარკეა, იქედან მოჩანს თქვენი სამყარო, დაე,ბუნებამ მოგმადლოთ ძალა და მზის სინათლეს ჯერ არ გაგყაროთ. დღეგრძელი იყოს თქვენი სიცოცხლე, უკვდავი იყოს თქვენი სახელი, რომ ლექსით შეძლოდ ცრემლი შეუშროთ მამულს,ჯერ კიდევ თვალებ გახელილს... თუმც,მუხლჩახრილს და ფერდებ მონგრეულს, თუმც განგმირულს და გათითოებულს, რომ შეუცვალოთ ყოფას მიზანი (ასე უგულოდ გაიოლებულს...) დაე,ქართული გენის საუნჯეს დაერთოს თქვენი გულის ძახილიც, რომ მომავლშიც მხრებით გასწიოთ თქვენი საუნჯით სავსე მარხილი! 1 07.2009 წ.
კომენტარი მინდოდა გამეკეთებინა,ლექსი გამომივიდა....
თქვენი ლექსები სულის სარკეა, იქედან მოჩანს თქვენი სამყარო, დაე,ბუნებამ მოგმადლოთ ძალა და მზის სინათლეს ჯერ არ გაგყაროთ. დღეგრძელი იყოს თქვენი სიცოცხლე, უკვდავი იყოს თქვენი სახელი, რომ ლექსით შეძლოდ ცრემლი შეუშროთ მამულს,ჯერ კიდევ თვალებ გახელილს... თუმც,მუხლჩახრილს და ფერდებ მონგრეულს, თუმც განგმირულს და გათითოებულს, რომ შეუცვალოთ ყოფას მიზანი (ასე უგულოდ გაიოლებულს...) დაე,ქართული გენის საუნჯეს დაერთოს თქვენი გულის ძახილიც, რომ მომავლშიც მხრებით გასწიოთ თქვენი საუნჯით სავსე მარხილი! 1 07.2009 წ.
22. სიტყვები არ მყოფნის !!!
დიდი ქართველი პოეტი ... სიტყვები არ მყოფნის !!!
დიდი ქართველი პოეტი ...
21. გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი ! გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !
20. შენი ცოლი შენს საფლავზე შავი მანდილივით ეგდო... მხოლოდ ორი ბწკარი?
არადა სათქმელი უკვე ნათქვამია ,სხვა რაღა უნდა დაამატოს ადამიანმა.. ?ამ ბწკარებს ვიცი რომ ძალიან დიდხანს ჩავიხვევ და არა მარტო მე.... დავსევდიანდი :( შენი ცოლი შენს საფლავზე შავი მანდილივით ეგდო... მხოლოდ ორი ბწკარი?
არადა სათქმელი უკვე ნათქვამია ,სხვა რაღა უნდა დაამატოს ადამიანმა.. ?ამ ბწკარებს ვიცი რომ ძალიან დიდხანს ჩავიხვევ და არა მარტო მე.... დავსევდიანდი :(
19. ჩემს გამზრდელ ბებოს 4 წლიდან ხშირად დავყავდი მამის საფლავზე... მძიმე მოგონებად დამრჩა... ჩემი უფროსი მეგობრის - ნომადი ბართაიას ერთი საოცარი ლექსი მაგონდება იმ სურათის გახსენებისას, თავის უდროოდ გარდაცვლილ მეგობარს რომ მიუძღვნა დიდი ხნის წინათ...
შენი ცოლი შენს საფლავზე შავი მანდილივით ეგდო...
სულ ეს არის მთელი ლექსი... ასე ვხედავ დღესაც ბებოს თავისი შეძენილი შვილის საფლავზე... ძალიან უმწეოს და საყვარელს, ჩემს გამო რომ ხმამაღალი ქვითინისგან თავს ძლივას იკავებდა... ჩემს გამზრდელ ბებოს 4 წლიდან ხშირად დავყავდი მამის საფლავზე... მძიმე მოგონებად დამრჩა... ჩემი უფროსი მეგობრის - ნომადი ბართაიას ერთი საოცარი ლექსი მაგონდება იმ სურათის გახსენებისას, თავის უდროოდ გარდაცვლილ მეგობარს რომ მიუძღვნა დიდი ხნის წინათ...
შენი ცოლი შენს საფლავზე შავი მანდილივით ეგდო...
სულ ეს არის მთელი ლექსი... ასე ვხედავ დღესაც ბებოს თავისი შეძენილი შვილის საფლავზე... ძალიან უმწეოს და საყვარელს, ჩემს გამო რომ ხმამაღალი ქვითინისგან თავს ძლივას იკავებდა...
18. ,,დაობლებული ბავშვის გულისა" ამ ლექსის წაკითხვისას ძალიან მეტკინა :( მოგიკითხეთ ,,დაობლებული ბავშვის გულისა" ამ ლექსის წაკითხვისას ძალიან მეტკინა :( მოგიკითხეთ
17. როცა უწყავი ურვა ხროვდება, გულს სძრავს გოდება ყოვლის ამკლები... - მზე დასალიერს უახლოვდება, თუ ახლოვდება დრო აბარგების?!.
მაგარია ! :) 555 როცა უწყავი ურვა ხროვდება, გულს სძრავს გოდება ყოვლის ამკლები... - მზე დასალიერს უახლოვდება, თუ ახლოვდება დრო აბარგების?!.
მაგარია ! :) 555
16. ძია იმო, ძალიან კარგი ლექსები გაქვთ, სულ ვცდილობ ხვამაღლა წავიკითხო მარტო ჩემს გასაგონად, არასოდეს მემეტება. სახლში თუ სამსახურში, ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ. მიყვარხართ, ძია იმო, და მინდა რომ ბედნიერს გხედავდეთ. იმ ნატვრის ახდენას გისურვებთ! თქვენს გულში, სამშობლოს სიყვარულით, ცევხლად რომ ანთია, ძალიან კარგი ადამიანი ხართ! ძია იმო, ძალიან კარგი ლექსები გაქვთ, სულ ვცდილობ ხვამაღლა წავიკითხო მარტო ჩემს გასაგონად, არასოდეს მემეტება. სახლში თუ სამსახურში, ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ. მიყვარხართ, ძია იმო, და მინდა რომ ბედნიერს გხედავდეთ. იმ ნატვრის ახდენას გისურვებთ! თქვენს გულში, სამშობლოს სიყვარულით, ცევხლად რომ ანთია, ძალიან კარგი ადამიანი ხართ!
15. საუკეთესო ლექსებია! საუკეთესო ლექსებია!
14. გავიხარე! 5555555555555! გავიხარე! 5555555555555!
13. - გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
...გაიხარეთ ბატონო იმო... სულ არ გაგჭირვებიათ ჩემი დაყოლიება ამ ჩანაფიქრის გაზიარებაში :) - გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
...გაიხარეთ ბატონო იმო... სულ არ გაგჭირვებიათ ჩემი დაყოლიება ამ ჩანაფიქრის გაზიარებაში :)
12. ყველაფერზე და ყველაზე როგორ ახერხებთ ზრუნვას...? და ეს სამყაროც ამხელა თქვენს გარშემო, რომ ბრუნავს...?! ყველასგან განსხვავებული ლექსები გაქთ...უმეტესობა კი მზრუნველი ლექსები...555555555555 ყველაფერზე და ყველაზე როგორ ახერხებთ ზრუნვას...? და ეს სამყაროც ამხელა თქვენს გარშემო, რომ ბრუნავს...?! ყველასგან განსხვავებული ლექსები გაქთ...უმეტესობა კი მზრუნველი ლექსები...555555555555
11. ჩემს სეხნიას ვუძღვნი ამ პრეზენტაციას! იმედის!
დღეს ბიჭებმა ერთი სასიმღერო ლექსის დაწერა მთხოვეს...
სონეტი ძმა-ლოთების სამღერელად
,,და ეს ლექსიც ასე დარჩეს ამხანაგთა სათრეველად!...
( ჩემი ლექსიდან...)
დღიდან დღემდე ვიღებ ვალებს... ჩემს ლოთ ძმებში ვცხოვრობ წყნარად... გულო, შენ ნუ იმღელვარებ... - ამ სოფლიდან ჯერ არ წავალთ...
რაღა დღეს და რაღა ხვალე... რახანია, მყევხარ ავად... თუმც ეს ყოფა ტკბილს, არც მწარეს ვერ იმეტებს ჩვენთვის წამალს...
ვსვათ ამსოფლის მწარე წყარო, ხან კეთილად, ხანაც ავად... ცად ლექსები დავიფაროთ წყლულთა, მწველთა საკურნავად...
ოღონდ - შენ რომ დამეღალო, იმ სოფელშიც ვეღარ წავალთ!..
30. 6. 2009 წ...
ავამღერებთ და აქვე დავდებთ აუდიო ვერსიასთან ერთად...
ჩემს სეხნიას ვუძღვნი ამ პრეზენტაციას! იმედის!
დღეს ბიჭებმა ერთი სასიმღერო ლექსის დაწერა მთხოვეს...
სონეტი ძმა-ლოთების სამღერელად
,,და ეს ლექსიც ასე დარჩეს ამხანაგთა სათრეველად!...
( ჩემი ლექსიდან...)
დღიდან დღემდე ვიღებ ვალებს... ჩემს ლოთ ძმებში ვცხოვრობ წყნარად... გულო, შენ ნუ იმღელვარებ... - ამ სოფლიდან ჯერ არ წავალთ...
რაღა დღეს და რაღა ხვალე... რახანია, მყევხარ ავად... თუმც ეს ყოფა ტკბილს, არც მწარეს ვერ იმეტებს ჩვენთვის წამალს...
ვსვათ ამსოფლის მწარე წყარო, ხან კეთილად, ხანაც ავად... ცად ლექსები დავიფაროთ წყლულთა, მწველთა საკურნავად...
ოღონდ - შენ რომ დამეღალო, იმ სოფელშიც ვეღარ წავალთ!..
30. 6. 2009 წ...
ავამღერებთ და აქვე დავდებთ აუდიო ვერსიასთან ერთად...
10. ბრწყინვალეა! ბრწყინვალეა!
9. ''ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...''
ეს უკომენტაროდ!.. ``ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...``
ეს უკომენტაროდ!..
8. მიწა იყავ და მიწად იქცევი... იცი, და ვითომც არაფერია... - ქვეყანა ამით არ დაიქცევა და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
დაუტოვეთ რა სხვასაც დასაწერი ! თორე მერე იტყვიან ყველა ბატონ იმოს ახევს ლექსებსო :)))))
კარგებიააააააა 55555 მიწა იყავ და მიწად იქცევი... იცი, და ვითომც არაფერია... - ქვეყანა ამით არ დაიქცევა და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
დაუტოვეთ რა სხვასაც დასაწერი ! თორე მერე იტყვიან ყველა ბატონ იმოს ახევს ლექსებსო :)))))
კარგებიააააააა 55555
7. რაღა ცოტაი თუმცა კარგი :) რაღა ცოტაი თუმცა კარგი :)
6. მშვენიერი გადაწყვეტილება კი მიგიღიათ :)
სამაგიეროდ ულამაზესი ცოტაი ლექსებით ვისიამოვნეთ :)
მშვენიერი გადაწყვეტილება კი მიგიღიათ :)
სამაგიეროდ ულამაზესი ცოტაი ლექსებით ვისიამოვნეთ :)
5. ძალიან კარგია ;;) ძალიან კარგია ;;)
4. მიწა იყავ და მიწად იქცევი... იცი, და ვითომც არაფერია... - ქვეყანა ამით არ დაიქცევა და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
მაგარია :) მიწა იყავ და მიწად იქცევი... იცი, და ვითომც არაფერია... - ქვეყანა ამით არ დაიქცევა და არც მიწის გშურს: - მიწაც მტვერია...
ცოცხალი პოეტის ეპიტაფია
- გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
მაგარია :)
3. საინტერესოა და საკმაოდ დამაფიქრებელი. საცოტაო რა ვთქვა, ბევრი კი ნაღდად ეწერა ლექსში :) საინტერესოა და საკმაოდ დამაფიქრებელი. საცოტაო რა ვთქვა, ბევრი კი ნაღდად ეწერა ლექსში :)
2. ვაააააჰ, აი ამან შემძრა:
"დაობლებული ბავშვის გულისა
ნუ დაგყავთ ბავშვი ასე ხშირად საფლავზე მამის... მის ფერმკრთალ სახეს გაფითრება ძნელად ემჩნევა... მაგრამ უმანკო გულისათვის - სევდას რომ მალავს, ნაადრევია ჯერ სიკვდილზე ფიქრთან შეჩვევა..."
ამ ლექსს კიდევ და კიდევ დავუბრუნდები... გადასარევია!!!
ვაააააჰ, აი ამან შემძრა:
"დაობლებული ბავშვის გულისა
ნუ დაგყავთ ბავშვი ასე ხშირად საფლავზე მამის... მის ფერმკრთალ სახეს გაფითრება ძნელად ემჩნევა... მაგრამ უმანკო გულისათვის - სევდას რომ მალავს, ნაადრევია ჯერ სიკვდილზე ფიქრთან შეჩვევა..."
ამ ლექსს კიდევ და კიდევ დავუბრუნდები... გადასარევია!!!
1. - გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
მოგიკითხეთ გულით... - გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე ს ი კ ვ დ ი ლ ი !...
მოგიკითხეთ გულით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|