23. მაგარია.... :) მაგარია.... :)
22. ეჰ, როგორ მინდა ამ კომენტარების წაკიტხვა... ჩავუჯდები ალბათ... :) ეჰ, როგორ მინდა ამ კომენტარების წაკიტხვა... ჩავუჯდები ალბათ... :)
21. დრო
გათხრილ სამარხში ძველი ძვლებია,ძაღლო, გეყოფა ყეფა!
აი ეს.... :) დრო
გათხრილ სამარხში ძველი ძვლებია,ძაღლო, გეყოფა ყეფა!
აი ეს.... :)
20. ჰაიკუ და მარტივი არ გამოვა არანაირად.. მიშა.. არ გამოვა ნაღდად.. ჰაიკუს მთავარი მუღამია მასში ჩადებული აზრი.. რომელიც სასურველია და საჭიროც - არ იყოს მარტივი.. უნდა ბადებდეს ფიქრს და კვებავდეს აზროვნებას..
"შენიშვნები" ცოტა ისეთი ნათქვამია.. მითუმეტეს.. როცა საქმე გვაქვს ნინო დარბაისელთან და ისეთ ჟანრთან.. რომელშიც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური.. ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი ძალიან უბრალოდ და ჩვეულებრივად.. მე ჩემს ქერქში ვარ - როცა კონვენციურ პოეზიაზე ვამბობ რამეს..
დანარჩენი - გული სულ ცხელი მაქვს მე.. ჰაიკუ და მარტივი არ გამოვა არანაირად.. მიშა.. არ გამოვა ნაღდად.. ჰაიკუს მთავარი მუღამია მასში ჩადებული აზრი.. რომელიც სასურველია და საჭიროც - არ იყოს მარტივი.. უნდა ბადებდეს ფიქრს და კვებავდეს აზროვნებას..
"შენიშვნები" ცოტა ისეთი ნათქვამია.. მითუმეტეს.. როცა საქმე გვაქვს ნინო დარბაისელთან და ისეთ ჟანრთან.. რომელშიც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური.. ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი ძალიან უბრალოდ და ჩვეულებრივად.. მე ჩემს ქერქში ვარ - როცა კონვენციურ პოეზიაზე ვამბობ რამეს..
დანარჩენი - გული სულ ცხელი მაქვს მე..
19. მე მაინც მგონია , რომ ეგ კანონიკა შეიწირავს ხოლმე უფრო მთავარს , რაც მაგ ხოკუებში უნდა იყოს , მე რაც წამიკითხავს 5-7-5 გამოდევნებას , არა მგონია მაინცდამაინც , კარგი შედეგი მოჰქონდეს, უმჯობესი იქნება , ჩვენთვისი შესაფერი "კანონიკა" მოიძებნოს, მე არ ვიცი , ეგ რანაირი უნდა იყოს მე მაინც მგონია , რომ ეგ კანონიკა შეიწირავს ხოლმე უფრო მთავარს , რაც მაგ ხოკუებში უნდა იყოს , მე რაც წამიკითხავს 5-7-5 გამოდევნებას , არა მგონია მაინცდამაინც , კარგი შედეგი მოჰქონდეს, უმჯობესი იქნება , ჩვენთვისი შესაფერი "კანონიკა" მოიძებნოს, მე არ ვიცი , ეგ რანაირი უნდა იყოს
18. საინტერესოა ისინი ფორმით და შინაარსით!!! არანაკლებ საინტერესო კომენტარები!!! გმადლობთ პოლემიკისთვის!!! საინტერესოა ისინი ფორმით და შინაარსით!!! არანაკლებ საინტერესო კომენტარები!!! გმადლობთ პოლემიკისთვის!!!
17. ილტოსპირელო ძვირფასო! როცა მოიცალოთ,იქნებ დაგვიწეროთ,კონკრეტულად რომელს! ილტოსპირელო ძვირფასო! როცა მოიცალოთ,იქნებ დაგვიწეროთ,კონკრეტულად რომელს!
16. თავად ზოგიერთი ჰაიკუ მომეწონა. ნიკა ჩერქეზიშვილის შენიშვნებისა და ავტორის პასუხების ნაწილს არ ვეთანხმები. თავად ზოგიერთი ჰაიკუ მომეწონა. ნიკა ჩერქეზიშვილის შენიშვნებისა და ავტორის პასუხების ნაწილს არ ვეთანხმები.
15. ეჰ, ილტოსპირელი ნაღვლიანობს, თითქოსდა ეყრებოდეს თავზე სეტყვა, ამბობს: მომკალით და მე არ მიყვარს ავად ნაწვალები ლექსი და სიტყვა!
არც საკუთარ აზრის "გასახსნელად" ამდენი კომენტარი, შენიშვნები, ლექსით მკითხველს უმალ ან ვალაღებ, ანდა თვალზე ცრემლად შევაშრები!
დიახ, არა მხიბლავს წინასწარით ლექსი აწყობილი კლიშეებით, ასეთი პოეზია გავს როიალს უშნოდ არეული კლავიშებით.
მკითხველს მე კი არა, განმარტებით - აქ დაბლობია, აქ მთები არი!.. - ძაან მარტივმა და გასაგებმა ლექსმა უნდა სდიოს ფრთებიანმა...
იქ ის ვიგულისხმე, აქ კი - ესო, ამა და ამ კანონის თანახმადო... რა საჭიროა, რომ ამგვარ თქმებით მკითხველს სული უღვთოდ ამოვხადოთ?..
მგონი მისაღები აზრებია, უცებ ცხელ გულზე ნუ გამიწყრებით, პატივისცემასაც კვლავ გიგზავნით, ან რა უფლება მაქვს დავიწყების?!. ეჰ, ილტოსპირელი ნაღვლიანობს, თითქოსდა ეყრებოდეს თავზე სეტყვა, ამბობს: მომკალით და მე არ მიყვარს ავად ნაწვალები ლექსი და სიტყვა!
არც საკუთარ აზრის "გასახსნელად" ამდენი კომენტარი, შენიშვნები, ლექსით მკითხველს უმალ ან ვალაღებ, ანდა თვალზე ცრემლად შევაშრები!
დიახ, არა მხიბლავს წინასწარით ლექსი აწყობილი კლიშეებით, ასეთი პოეზია გავს როიალს უშნოდ არეული კლავიშებით.
მკითხველს მე კი არა, განმარტებით - აქ დაბლობია, აქ მთები არი!.. - ძაან მარტივმა და გასაგებმა ლექსმა უნდა სდიოს ფრთებიანმა...
იქ ის ვიგულისხმე, აქ კი - ესო, ამა და ამ კანონის თანახმადო... რა საჭიროა, რომ ამგვარ თქმებით მკითხველს სული უღვთოდ ამოვხადოთ?..
მგონი მისაღები აზრებია, უცებ ცხელ გულზე ნუ გამიწყრებით, პატივისცემასაც კვლავ გიგზავნით, ან რა უფლება მაქვს დავიწყების?!.
14. იმედი მაქვს,დაგაინტერესებთ.
გადმომაქვს თენგიზ ვერულავას ინტერნეტ- ჟურნალიდან ''ბურუსი''
ჰაიკუ
აყვავილდნენ ბაღები, თეთრმა წაშალა რუხი. მსუბუქი სული.
ჰაიკუ ტრადიციული იაპონური ლირიული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე ჟანრია. ჰაიკუ უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა.
ჰაიკუს სტრუქტურა და ჟანრობრივი მახასიათებლები ტრადიციული იაპონური ჰაიკუ იაპონურად ერთ ვერტიკალურ სვეტზე იწერება და 17 მარცვლისაგან შედგება (თუმცა, ზოგჯერ, ჰაიკუს პოეტები წესებს მკაცრად არ იცავენ). განსაკუთრებული გამყოფი სიტყვებით – კირეძი (იაპონურად კირეძი „გამჭრელი სიტყვა“) – ჰაიკუს ტექსტი იყოფა 2:1 შეფარდებით – ან მე-5 მარცვალზე, ან მე-12-ზე. იაპონურისგან განსხვავებით, დასავლეთ ენებზე თარგმნისას ჰაიკუ 3 ხაზზე იწერება, კირეძის ადგილს შეესაბამება სტრიქონის წყვეტა, ასე რომ ჰაიკუ 3 ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან შედგება, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი – 7 მარცვლიანი.
ესე არს ქვები (5 მარცვალი) გასროლილი ძაღლთათვის, (7 მარცვალი) მთვარის სიცივე. (5 მარცვალი)
რადგან ჟანრი წარმოადგენს ფორმალურ-შინაარსობრივ ერთიანობას, ჰაიკუსათვის მნიშვნელოვანია არსობრივი თავისებურებანი. კლასიკური ჰაიკუ გამოხატავს ადამიანის (ავტორის), მისი შინაგანი სამყაროს ურთიერთობას ბუნებასთან, ამასთან ბუნება უნდა იყოს განსაზღვრული წელიწადის დროის მიხედვით. ამისათვის ტექსტის აუცილებელ ელემენტად გამოიყენება კიგო (წელიწადის დროის აღმნიშვნელი სახელი). ანუ, აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს. მაგალითად ”ალუბლის ყვავილობა”, ან “ატმის ყვავილობა” გაზაფხულს აღნიშნავს, ”თოვლი”-ზამთარს, ”კოღოები” -ზაფხულს. წელიწადის დროის აღმნიშვნელ სიტყვას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იაპონიაში, რომ არსებობს სპეციალური ლექსიკონები, რომლებიც ორი სახისაა ”კიიოსე”, რომელშიც თითქმის ყველა ის სიტყვაა ჩამოთვლილი, რომელიც ამათუიმ სეზონის აღმნიშვნელად შეიძლება ვიხმაროთ და ”საიჯიკი” სადაც ყველა ტერმინს ჰაიკუს ცნობილი ავტორების მიერ ლექსში გამოყენებული მაგალითიც ახლავს. რაც შეეხება თარგმანს, აქ მთავარია გადმოცემული იყოს ჰაიკუს აზრი და შეგრძნება. წელიწადის დროის ნაცვლად კიგოს წარმოქმნის ასევე “სავსე მთვარის” ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის “მე”. თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუსთვის არაა დამახასიათებელი რითმა, როგორც ევროპული გაგება, რადგან აქ გამოიყენება ლექსის შექმნის სხვა პრინციპები. მთავარია რამდენ ხაზადაა დახატული გვერდი-გვერდ მდგომი იეროგლიფები. თუ ხაზების რაოდენობა თანაბარია, იაპონელები ფიქრობენ, რომ – კარგი ჰაიკუა. რაც უფრო ბევრია ერთმანეთის გვერდით მდგომი იეროგლიფებს შორის ხაზი, მით ცუდია ჰაიკუ.
ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. “ჰაიკუს სულის” შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ…
ჰაიკუს ისტორია ჰაიკუს თავდაპირველად ერქვა ჰოკკუ. სიტყვა „ჰოკკუ“ (იაპონურად „საწყისი სტროფი“) აღნიშნავდა სხვა იაპონური პოეტური ფორმის – რენგას (იაპონურად „სტრიქონების აცმა“) საწყის სტრიქონს, ან ტანკას პირველ სტრიქონს. რენგა მეთხუთმეტე საუკუნის იაპონიაში პოეზიის ყველაზე პოპულარულ ფორმას წარმოადგენდა. რენგა ლექსის ისეთი ფორმაა, რომელზეც რამდენიმე პოეტი ერთად მუშაობს. ავტორები 17 მარცვლიან სამსტრიქონიან (5-7-5) და 14 მარცვლიან (7-7) ლექსებს წერდნენ მანამ, სანამ 100 ლექსისგან შემდგარ პოემას არ დაწერდნენ. მეთექვსმეტე საუკუნეში რენგა ჰაიკაიმ შეცვალა, რომელიც უფრო მსუბუქი შინაარსით გამოირჩეოდა. ჰაიკაი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. ავტორები ლექსში თანამედროვე ფრაზებს იყენებდნენ და იმ ყოველდღიური თემების შესახებ წერდნენ, რომელიც რენგას ავტორებისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. სწორედ ჰოკკუთი იწყებოდა მრავალი სტროფისგან შემდგარი იაპონური ლექსი – ჰაიკაი. ჰოკკუს წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდებოდა რის შესახებ იყო ლექსში საუბარი, იგი განსაზღვრავდა ლექსის თემატიკასა და შინაარსს. შემდგომ პერიოდში რიგი პოეტებისა მხოლოდ ჰოკკუს წერდა, რომელსაც გაგრძელება აღარ მოჰყვებოდა. ედოს პერიოდიდან (XVII ს.) ჰოკუ განიხილებოდა როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები. ტერმინი „ჰაიკუ“ პოეტმა და კრიტიკოსმა მასაოკა შიკიმ შემოიღო XIX ს-ის ბოლოს ამ ფორმების განსასხვავებლად. გენეტიკურად იგი უკავშირდება ტანკას ნახევარსტრიქონს (ჰოკუ სიტყვასიტყვით – საწყისი ლექსები), რომლისგანაც განსხვავდება პოეტური ენის სისადავით, უბრალოებით, ძველი კანონიკური წესების უარყოფით.
ჰაიკუმ თავისი განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. პოეტები არაკიდა მორიტაკე (1465-1549) და იამაძაკი სოკანი (1465-1553) ჰოკუს წარმოგვიდგენდნენ როგორც კომიკური ჟანრის მინიატურებს. ჰაიკუს მამამთავრად ითვლება XVII საუკუნის იაპონელი პოეტი მაცუო ბაშო (1644-1694), რომელმაც ჰოკკუ წამყვან ლიტერატურულ ჟანრად გადააქცია. მის ლექსებში ჰოკკუს ძირითად შინაარსს შეადგენდა პეიზაჟური ლირიკა. ბაშოს მამა იგას პროვინციის სამურაი იყო. მასაც დიდი სურვილი ჰქონდა სამურაი გამხდარიყო და ადგილობრივ დიდგვაროვანთან, ტოდო იოშიტადასთან დაიწყო მსახურობა. იოშოტადას ძალიან უყვარდა ჰაიკაი. ბაშომაც, სობოს სახელით, ლექსების წერა დაიწყო. პოეტმა თითქმის მთელს იაპონიაში იმოგზაურა და ბოლოს, ოსაკაში გარდაიცვალა. ბაშოს უკანასკნელი ჰაიკუს მიხედვით, იგი კვლავ მოგზაურობაზე ფიქრობდა. პოეტს თითქმის 2000 მოსწავლე ჰყავდა. ბაშო ლექსის უბრალოებასა და მის სიღრმეს უსვამდა ხაზს: ”ლექსი მდინარეს უნდა გავდეს, რომელიც ლაღად მიედინება ქვიშიან კალაპოტში”. ჰაიკუს განვითარებაში დიდი როლი შეიტანა პოეტმა იოსა ბუსონმა (1716—1783). ბუსონის პოეზია იმით არის აღსანიშნავი, რომ მან შეძლო მკითხველისათვის პეიზაჟის იქით უსასრულობა და უკვდავება დაენახვებინა. ბუსონის პოეზიამ დიდი გავლენა იქონია ჰაიკუს მომავალ პოეტებზე. XVIII საუკუნის ბოლოს – XIX საუკუნის დასაწყისში კობაიასი ისამ ჰაიკუში შეიტანა სამოქალაქო მოტივები, მოახდინა ჟანრის თემატკის დემოკრატიზირება. XIX ს-ის ბოლოს – XX საუკუნის დასაწყისში მასაოკა შიკიმ (სიტყვა ”შიკი” სიტყვასიტყვით ”ოთხ სეზონს” აღნიშნავს) ჰოკუში შემოიტანა ფერწერის მეთოდი „შასეი“ („შასეი“ – ნატურიდან ჩანახატები), რომელმაც ჰაიკუს ჟანრში განავითარა რეალიზმის მოტივები. გარდა ამისა, მისი ძალისხმევის შედეგად ჰოკუ პოეზიის ცალკე ფორმად ჩამოყალიბდა და ახალ ფორმას “ჰაიკუ” დაერქვა. მასაოკა შიკი მოითხოვდა, რომ ჰაიკუ ისე აღექვათ როგორც დამოუკიდებელი ლექსი და არა დიდი ლექსის შესავალი. შიკი აკრიტიკებდა ბაშოს ზოგიერთ ნაწარმოებს და უპირატესობას ანიჭებდა იოსა ბუსონს. მასაოკა შიკი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლაკონიურობას და მოცემულ სამ ხაზში მთელი სათქმელის გადმოცემას, იგივე “შასეის”, ანუ ჩანახატის პრინციპს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰაიკუს ცალკე ფორმად ჩამოყალიბება მე-19 საუკუნის უკანასკნელ წლებში მოხდა და 1600-1868 წლებში მოღვაწე ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიცაა: ბაშო, იოსა ბუსონი და კობაიაში ისა ჰაიკაის ავტორებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა მათ ლექსსაც ჰაიკუდ მიიჩნევენ. შესაბამისად ჰაიკუს განვითარების ორი პერიოდი შეგვიძლია გამოვყოთ: კლასიკური ჰაიკუ (ის რაც მე-19 საუკუნის ბოლო წლებამდე იქმნებოდა) და თანამედროვე, უკვე დამოუკიდებელ ფორმად ჩამოყალიბებული ჰაიკუ. მეოცე საუკუნეში მოღვაწე პოეტებისგან უნდა გამოვყოთ კიოში ტაკაჰამა. ტაკაჰამას დიდი წვლილი მიუძღვის ჰაიკუს ჟურნალის ”ჰოტოტოგისუს” (”გუგული”) დაარსებაში. კიოში თვლიდა, რომ ჰაიკუს ავტორის უპირველესი მოვალეობა იყო, თავის ბედს გაჰყოლოდა და სწორედ ეს ბედი ეძებნა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
აღსანიშნავია არაიაპონელი მწერალი ლაფსადიო ჰერნი. ჰერნმა დიდი როლი ითამაშა ჰაიკუს არამარტო ლიტერატურულად, არამედ მის ღრმა შინაარსობრივად გაგებაში. ჰერნი წერდა: ”ტერმინი ”იტტაკირი” ნიშნავს ”ყველაფერ გარდასულს”, ანუ ”ყველაფერ გამქრალს”, რაც ასევე ნიშნავს ”ყველაფერს, რაც თქმულა”. პოეზიაში, სადაც პოეტი ერთი ფრაზით ამბობს ყველაფერს, სწორედ ეს პრინციპია გამოყენებული, მაგრამ ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ იგი აზროვნებაში დიდ გამოძახილს ჰპოვებს. რაღაცა მაინც უთქმელი დარჩა. ჰერნი თვლიდა, რომ იაპონური პოეზია, ეს იყო, ლექსი-სურათი, რომელიც აუცილებლად გაგახსენებდათ რაღაცას ადრე ნანახს ან შეგრძნებულს. ასე რომ, ჰერნის მიხედვით ჰაიკუს მკითხველში უფრო მეტად უნდა გამოეწვია გრძნობა ვიდრე აეხსნა იგი, ბევრი უნდა დაეტოვებინა უთქმელი. 1901 წელს ბრინკი თვლიდა, რომ ჰაიკუს იაპონურის გარდა სხვა ენაზე დაწერა არ შეიძლება. “ეს ის მელოდიაა, რომელსაც ვერაფრით გადავიტანთ სხვა ენაზე, უცხო ინსტრუმენტზე ვერ დავუკრავთ. ეს სულის ჩურჩულია, რომელიც ამ მელოდიას წარმოშობს. იაპონური პოეზიის გასაგებად, ადამიანმა ის აუცილებლად ორიგინალში უნდა წაიკითხოს”.
ბრინკისგან განსხვავებით, რომელიც იაპონურ პოეზიას ამაღლებულად მიიჩნევდა, სერ ჩარლზ ელიოტი თვლიდა, რომ იაპონური პოეზია არ არის სრულყოფილი: ”სამსტრიქონიანი ლექსი, ანუ ჰაიკუ, იმდენად იმპრესიონისტული, ელიფსური და გამოუცნობია, რომ ძალიან ძნელად მისახვედრია უცხოელისთვის. თუმცა, როდესაც იაპონელი წერს: ”ეს ერთი ნოტი მთვარემ იმღერა? კუკუუ,” - ის ფიქრობს რომ მან ლექსი დაწერა” სერ ჩარლზი ელიოტი თვლიდა, რომ ლექსების სამსტრიქონამდე დაყვანამ, იაპონიაში ჰომეროსების წარმოშობას შეუშალა ხელი, თუმცაღა ამით შენარჩუნდა ეროვნული სული. სამოციანი წლებიდან დასავლეთში ძალიან აქტიურად დაიწყეს ჰაიკუს წერა. ევროპასა და ამერიკაში გაჩნდნენ პოეტები: ჰენდერსონი, ჰიგინსონი, ვლადიმერ დევიდე და სხვები…
ჰაიკუს ცნობილი პოეტები:
მაცუო ბაშო (1644—1694) კაგა-ნო თიო (1701 — 1775) იოსა ბუსონი (1716—1783) კობაიასი ისა (1763—1827) მაკაოკა შიკი (1867—1902) ტაკახამა კიოსი (1874—1959) საიტო მოკიტი (1882—1953) ტანედა სანტოკა (1882—1940) ნაკამურა კუსატაო (1901—1983)
Posted in მწერლობა | Tags: თენგიზ ვერულავა, ჰაიკუ
იმედი მაქვს,დაგაინტერესებთ.
გადმომაქვს თენგიზ ვერულავას ინტერნეტ- ჟურნალიდან ``ბურუსი``

13. საინტერესოა ! საინტერესოა !
12. ნიკა ძვირფასო! ძველი-სთან დაკავშირებით ერთი ხუმრობა მაგონდება: -რატომ უყვარს ძაღლს ძვალი? -ძვალი კი არა,ხორცი უყვარს,მაგრამ ვინ მისცემს. ძველ ძვლებზე საძაღლო ანუ ცოცხალი არაფერია დარჩენილი - /ადამიანის ხედვით/. ახლა რატომ გაშლილ. მე ,როგორც ავტორს,მინდა მკითხველში იმაგინაცია, წარმოსახვა გამოვიწვიო ჩემი სიტყვიერი სურათით. არის მომენტები,როდესაც ამისთვის საჭირო და აუცილებელია ''ზედმეტი'' სიტყვა.მაგალითად აქ არის ერთი ჰაიკუ სადაც ძალზე კომპაქტური სიტყვის ''კენწეროს'' ნაცვლად გამოვიყენე მისი პარალელური სინტაგმა - ხის წვერი. რატომ? ამით მოვახდინე ვიზუალური აქცენტირება , დავაკონკრეტე სურათი. მკითხველს წარმოუდგა ჯერ ხე,მერე მისი კენწერო. თუმცა დიდი მქონდა საცდური,ევფონიის გულისათვის ასეთ ვერსიაზე შევჩერებულიყავი:
ზამთარი . თოვლი. კარალიოკი კვლავ კენწეროზე შერჩა.
სახე თითქოს ცუდი არ არის,მაგრამ ყველაფერთან ერთად მეტისმეტად მოქართულდა და უცხოობის ნიუანსი გაუქრა. განზოგადების შესაძლებლობამაც იკლო.აქ ხომ ერთი ინტერპრეტაციით საუბარია ლამაზ,სათვალიო ქალზე,რომელიც თავისი ''მიუწვდომლობის '' გამო, საბოლოოდ მარტო დარჩა ცივ დროში. ნიკა ძვირფასო! ძველი-სთან დაკავშირებით ერთი ხუმრობა მაგონდება: -რატომ უყვარს ძაღლს ძვალი? -ძვალი კი არა,ხორცი უყვარს,მაგრამ ვინ მისცემს. ძველ ძვლებზე საძაღლო ანუ ცოცხალი არაფერია დარჩენილი - /ადამიანის ხედვით/. ახლა რატომ გაშლილ. მე ,როგორც ავტორს,მინდა მკითხველში იმაგინაცია, წარმოსახვა გამოვიწვიო ჩემი სიტყვიერი სურათით. არის მომენტები,როდესაც ამისთვის საჭირო და აუცილებელია ``ზედმეტი`` სიტყვა.მაგალითად აქ არის ერთი ჰაიკუ სადაც ძალზე კომპაქტური სიტყვის ``კენწეროს`` ნაცვლად გამოვიყენე მისი პარალელური სინტაგმა - ხის წვერი. რატომ? ამით მოვახდინე ვიზუალური აქცენტირება , დავაკონკრეტე სურათი. მკითხველს წარმოუდგა ჯერ ხე,მერე მისი კენწერო. თუმცა დიდი მქონდა საცდური,ევფონიის გულისათვის ასეთ ვერსიაზე შევჩერებულიყავი:
ზამთარი . თოვლი. კარალიოკი კვლავ კენწეროზე შერჩა.
სახე თითქოს ცუდი არ არის,მაგრამ ყველაფერთან ერთად მეტისმეტად მოქართულდა და უცხოობის ნიუანსი გაუქრა. განზოგადების შესაძლებლობამაც იკლო.აქ ხომ ერთი ინტერპრეტაციით საუბარია ლამაზ,სათვალიო ქალზე,რომელიც თავისი ``მიუწვდომლობის `` გამო, საბოლოოდ მარტო დარჩა ცივ დროში.
11. საინტერესო იყო თქვენი განმარტებები.. მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ თვითონ სიტყვა "მდელო" თავის თავში გულისხმობს უკვე "გაშლილს".. და რადგან ჩვენ ასეთ ნაწერებში ვესწრაფვით იმას, რომ არც ერთი სიტყვა თავის თავში აღარ გულისხმობდეს სხვა უკვე გამოყენებულ სიტყვას, ვიფიქრე შეიძლებოდა და საჭირო იყო მისი ჩანაცვლება სხვა სიტყვით.. ევფონიური კავშირი გასაგებია.. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ჰაიკუს ათასი ახსნა შეიძლება მოუძებნოს ადამიანმა.. შეიძლება ამაში იყოს მისი ხიბლიც.. მე უფრო "ჭიაზე" გავაკეთე აქცენტი.. "ჭია" ჩავთვალე ნაწერის მთავარ გმირად.. ანუ.. გავიგე ისე, რომ ვაშლი იყო ჭიანი და ამიტომაც მოწყდა ხეს და ჩამოვარდა.. და შესაბამისად ვაშლში მყოფ ჭიას დაეხვა თავბრუ.. ამიტომ უფრო მისაღები სათაური ამ ნაწერისთვის ჩემთვის არის - წუთისოფელი.. მითუმეტეს, რომ ადამიანები ბოლო დროს სულ უფრ და უფრო ნაკლებად იკვებებიან "სიყვარულის წვენით".. პირიქით.. ისე.. ჩემი აზრით ასეთ ნაწერებში უფრო ძლიერად შეიძლება ცაითვალოს ის, რომელიც უფრო მეტად დაგაფირებს, რომელიც უფრო მეტად შინაარსიანია.. ამიტომ გამოვყავი ეს ნაწერი..
ჰო.. სამარხი.. და არა საფლავი.. გასაგებია.. მე "საფლავზე" ავეწყვე თავიდან რატომღაც და მთავარი გეზიც დავკარგე.. ეს ნაწერიც ბევრი ფიქრის საშუალებას იძლევა.. გამოვტყდები - მე უფრო მარტივად მეგონა საქმე.. :) მაინც ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელია ჩაიცვალოს თუ არა სიტყვა "ძველი".. თითქოს სხვა უფრო უკეთესი და ზუსტი სიტყვა არსებობდეს, რომელიც უფრო უკეთესად გამოხატავს სათქმელს... საინტერესო იყო თქვენი განმარტებები.. მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ თვითონ სიტყვა "მდელო" თავის თავში გულისხმობს უკვე "გაშლილს".. და რადგან ჩვენ ასეთ ნაწერებში ვესწრაფვით იმას, რომ არც ერთი სიტყვა თავის თავში აღარ გულისხმობდეს სხვა უკვე გამოყენებულ სიტყვას, ვიფიქრე შეიძლებოდა და საჭირო იყო მისი ჩანაცვლება სხვა სიტყვით.. ევფონიური კავშირი გასაგებია.. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ჰაიკუს ათასი ახსნა შეიძლება მოუძებნოს ადამიანმა.. შეიძლება ამაში იყოს მისი ხიბლიც.. მე უფრო "ჭიაზე" გავაკეთე აქცენტი.. "ჭია" ჩავთვალე ნაწერის მთავარ გმირად.. ანუ.. გავიგე ისე, რომ ვაშლი იყო ჭიანი და ამიტომაც მოწყდა ხეს და ჩამოვარდა.. და შესაბამისად ვაშლში მყოფ ჭიას დაეხვა თავბრუ.. ამიტომ უფრო მისაღები სათაური ამ ნაწერისთვის ჩემთვის არის - წუთისოფელი.. მითუმეტეს, რომ ადამიანები ბოლო დროს სულ უფრ და უფრო ნაკლებად იკვებებიან "სიყვარულის წვენით".. პირიქით.. ისე.. ჩემი აზრით ასეთ ნაწერებში უფრო ძლიერად შეიძლება ცაითვალოს ის, რომელიც უფრო მეტად დაგაფირებს, რომელიც უფრო მეტად შინაარსიანია.. ამიტომ გამოვყავი ეს ნაწერი..
ჰო.. სამარხი.. და არა საფლავი.. გასაგებია.. მე "საფლავზე" ავეწყვე თავიდან რატომღაც და მთავარი გეზიც დავკარგე.. ეს ნაწერიც ბევრი ფიქრის საშუალებას იძლევა.. გამოვტყდები - მე უფრო მარტივად მეგონა საქმე.. :) მაინც ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელია ჩაიცვალოს თუ არა სიტყვა "ძველი".. თითქოს სხვა უფრო უკეთესი და ზუსტი სიტყვა არსებობდეს, რომელიც უფრო უკეთესად გამოხატავს სათქმელს...
10. ნიკა ძვირფასო! აქ გათხრილი სამარხია. საფლავი - არა. სამარხებად ჩვეულებრივ ძველი ''საფლავები'' იწოდება.ის გათხრილია,ანუ მისი შიგთავსი , რაღაც საიდუმლო აღმოჩენილია ადამიანის თვალისთვის. ამბობენ რომ ძაღლი ხედავს აურას. ამავე დროს უყვარს ძვალი.ჰოდა ეს ძაღლი აყეფდა გათხრილ სამარხთან.რას უნდა ნიშნავდეს? აურა დაინახა და მას უყეფს,თუ ძვლისკენ გაიწია. ადამიანური და ძაღლური ხედვა,შეგრძნება დროს და რეალობას სხვადასხვანაირად ეხმიანება... ცხოველმა ადამიანზე მეტი იცის?რა? ნიკა ძვირფასო! აქ გათხრილი სამარხია. საფლავი - არა. სამარხებად ჩვეულებრივ ძველი ``საფლავები`` იწოდება.ის გათხრილია,ანუ მისი შიგთავსი , რაღაც საიდუმლო აღმოჩენილია ადამიანის თვალისთვის. ამბობენ რომ ძაღლი ხედავს აურას. ამავე დროს უყვარს ძვალი.ჰოდა ეს ძაღლი აყეფდა გათხრილ სამარხთან.რას უნდა ნიშნავდეს? აურა დაინახა და მას უყეფს,თუ ძვლისკენ გაიწია. ადამიანური და ძაღლური ხედვა,შეგრძნება დროს და რეალობას სხვადასხვანაირად ეხმიანება... ცხოველმა ადამიანზე მეტი იცის?რა?
9. სათაური აუცილებელი არ არის,ნიკა ძვირფასო,მაგრამ მე სათქმელის აბსტრაგირებაში მეხმარება. ანუ აღებული მაქვს აბსტრაქტული ცნება,ჰაიკუს ტექსტით ვიძლევი კონკრეტულ სურათს და ამით პირობითად შემოვწერ სივრცეს,რომლის ფარგლებშიც ვქმნი მკითხველისათვის სააზროვნო სიტუაციას. გაშლილ - აქ ,ჩემი ჩანაფიქრით, გაშლილობა სივრცის შეუზღუდაობას უკავშირდება,ამავე დროს სიტყვა გაშლილ - ევფონიურად უკავშირდება სიტყვას - ვაშლი. არსობრივად ,ჰაიკუ ინტერპრეტაციათა დაუსრულებლობისკენ უბიძგებს მკითხველს. ერთ ერთ ინტერპრეტაცია ასეთიცაა.ამ უკიდეგანო სამყაროში შეყვრებული ადამიანი დასაზღვრულ წრეშია მოქცეული.ამ წრეში ისახება, იკვებება და იზრდება სიყვარულის წვენით, ეიფორია,რომელიც მას ეუფლება იმის გამოა,რომ სიყვარულის ''ვაშლი'' ხეს,საწყისს მოსწყდა და თავქვე მიექანება. ოდესმე ვაშლი ,ალბათ ,გორიალს შეწყვეტს'', შეერთვება თავისნაირთა გარემოს. გაამრავლებს თავისნაირებს და მათთან ერთად ახალ ვაშლს დაელოდება... სევდიანი ისტორია გამომდის,კიდევ კარგი,ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა.შეიძლება ამ ჰაიკუს ირონიული, ან თვითირონიული მოაზრებაც სათაური აუცილებელი არ არის,ნიკა ძვირფასო,მაგრამ მე სათქმელის აბსტრაგირებაში მეხმარება. ანუ აღებული მაქვს აბსტრაქტული ცნება,ჰაიკუს ტექსტით ვიძლევი კონკრეტულ სურათს და ამით პირობითად შემოვწერ სივრცეს,რომლის ფარგლებშიც ვქმნი მკითხველისათვის სააზროვნო სიტუაციას. გაშლილ - აქ ,ჩემი ჩანაფიქრით, გაშლილობა სივრცის შეუზღუდაობას უკავშირდება,ამავე დროს სიტყვა გაშლილ - ევფონიურად უკავშირდება სიტყვას - ვაშლი. არსობრივად ,ჰაიკუ ინტერპრეტაციათა დაუსრულებლობისკენ უბიძგებს მკითხველს. ერთ ერთ ინტერპრეტაცია ასეთიცაა.ამ უკიდეგანო სამყაროში შეყვრებული ადამიანი დასაზღვრულ წრეშია მოქცეული.ამ წრეში ისახება, იკვებება და იზრდება სიყვარულის წვენით, ეიფორია,რომელიც მას ეუფლება იმის გამოა,რომ სიყვარულის ``ვაშლი`` ხეს,საწყისს მოსწყდა და თავქვე მიექანება. ოდესმე ვაშლი ,ალბათ ,გორიალს შეწყვეტს``, შეერთვება თავისნაირთა გარემოს. გაამრავლებს თავისნაირებს და მათთან ერთად ახალ ვაშლს დაელოდება... სევდიანი ისტორია გამომდის,კიდევ კარგი,ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა.შეიძლება ამ ჰაიკუს ირონიული, ან თვითირონიული მოაზრებაც
8. და "დრომ" დაბადა კიდევ შეკითხვები.. "გათხრილ" საფლავში რატომ?.. თუ ძველ ძვლებზე ვწერთ.. შეიძლება ცოტა ზედაპირულად შევხედე და ჩემი ბრალია.. შეიძლება სათაურმა წამიყვანა სხვაგან.. და "დრომ" დაბადა კიდევ შეკითხვები.. "გათხრილ" საფლავში რატომ?.. თუ ძველ ძვლებზე ვწერთ.. შეიძლება ცოტა ზედაპირულად შევხედე და ჩემი ბრალია.. შეიძლება სათაურმა წამიყვანა სხვაგან..
7. მგონი ყველაზე დახვეწილი ამათგან "მიუწვდომლობაა".. სათაურიც ზუსტი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ წავიკითხე მარიტა რატიანის კომენტარიც ამ ლექსზე მაინც ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს.. ყველა სიტყვა თავის ადგილზე მგონია.. მგონი ყველაზე დახვეწილი ამათგან "მიუწვდომლობაა".. სათაურიც ზუსტი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ წავიკითხე მარიტა რატიანის კომენტარიც ამ ლექსზე მაინც ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს.. ყველა სიტყვა თავის ადგილზე მგონია..
6. აუცილებელია თუ არა, ქალბატონო ნინო, სათაურები ჰქონდეთ ამ ნაწერებს?.. ვფიქრობ, თითოეული ნაწერი სულ სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგოს სხვადასხვა ადამიანმა.. მე მაგალითად "სიყვარულზე" ვფიქრობ ახლა და სულ სხვა სახელს დავარქმევდი მაგ ნაწერს.. და თავიდან სიტყვა "გაშლილ"-ის ნაცვლად ხომ არ სჯობს დაწეროთ "მოწყდა"?.. აუცილებელია თუ არა, ქალბატონო ნინო, სათაურები ჰქონდეთ ამ ნაწერებს?.. ვფიქრობ, თითოეული ნაწერი სულ სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგოს სხვადასხვა ადამიანმა.. მე მაგალითად "სიყვარულზე" ვფიქრობ ახლა და სულ სხვა სახელს დავარქმევდი მაგ ნაწერს.. და თავიდან სიტყვა "გაშლილ"-ის ნაცვლად ხომ არ სჯობს დაწეროთ "მოწყდა"?..
5. შევეცდები გიპასუხოთ,ნიკა ძვირფასო! შევეცდები გიპასუხოთ,ნიკა ძვირფასო!
4. სიცოცხლე
მზემ დასცა კაცი. ძველი სახლი კი დგას, ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.
ეს ყველაზე ძაან მომეწონა...:)
"მზემ დასცა კაცი" -ჰეჰ,დასცემდა მარა რას იზამდა...:) სიცოცხლე
მზემ დასცა კაცი. ძველი სახლი კი დგას, ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.
ეს ყველაზე ძაან მომეწონა...:)
"მზემ დასცა კაცი" -ჰეჰ,დასცემდა მარა რას იზამდა...:)
3. რამდენიმე შეკითხვა მაქვს.. :) რამდენიმე შეკითხვა მაქვს.. :)
2. მომწონს ეს სტილი, ლაკონურია და აზრიანი...არის ასეტი პოეტი_ისიკავა ტაკუბოკუ, რომელსაც წერის ეს სტილი აქვს შერჩეული, ე.წ. ტანკები, დღესაც მახსოვს მისი ,,შიმშილი მკლავდა, კუდის ქიცინით მომიახლოვდა მშიერი ძაღლი, თავი ასწია და შემომხედა...მე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შვება"... კარგია, ძვირფასო ადამიანო... მომწონს ეს სტილი, ლაკონურია და აზრიანი...არის ასეტი პოეტი_ისიკავა ტაკუბოკუ, რომელსაც წერის ეს სტილი აქვს შერჩეული, ე.წ. ტანკები, დღესაც მახსოვს მისი ,,შიმშილი მკლავდა, კუდის ქიცინით მომიახლოვდა მშიერი ძაღლი, თავი ასწია და შემომხედა...მე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შვება"... კარგია, ძვირფასო ადამიანო...
1. სიყვარული
გაშლილ მდელოზე დაგორდა ვაშლი,თავბრუ დაეხვა ჭიას.
- - - - - - -- - -
მიუწვდომლობა
ზამთარი . თოვლი. კარალიოკი ისევ ხის წვერზე დარჩა.
მშვენიერია...:) სიყვარული
გაშლილ მდელოზე დაგორდა ვაშლი,თავბრუ დაეხვა ჭიას.
- - - - - - -- - -
მიუწვდომლობა
ზამთარი . თოვლი. კარალიოკი ისევ ხის წვერზე დარჩა.
მშვენიერია...:)
|