ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2009


.... (ნუ გრცხვენია უკვე დიდი ბიჭი ხარ )

...რას იზავ მიმღერებ?
მერე მე გილექსებ.
ოცნებებს გათხოვებ.
ძველს დავდებ თაროზე.

სითბო მომინდა.
მოდი რა,ჩამოვჯდეთ.
ხელს ხელზე დაგადებ,
(სიჩუმით ფერება)
მხარს მხარზე შეგახებ,
და წუთით შეგრცხვება.
მუხლს მუხლთან მოგაკრობ,
გულს გულთან მოვიტან.
თავს თუ კი მომანდობ
ტუჩს ტუჩთან მოვზიდავ.

თვალები თვალებთან,
(ფიქრები გამებნა)
შენს ყელთან ვისუნთქებ,
სიმორცხვეც გაქრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები