ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2009


  ჩამოტვირთვა

ჩემი ლაზი

მომავლამდე გადაიდო რეისები,
მერამდენედ ათენდება აწმყოს სადგურს
და ღრუბლები როგორც ზეცის გეიშები,
ამინდისთვის დედამიწას სთხოვენ საბუთს.

დღე დაღლილი სიცხისაგან მდინარეში,
როგორც ზანტი ბეგემოტი, გაიბოტა,
გზას შენამდე უსაზღვრებოდ ვინატრებდი,
დრო ჩვენს შორის ქვაფენილად გაიზმორა.

წარსულს თავი მოუკლია ლიანდაგზე,
(მელოდია ძველებურად ლაზურია),
ხასიათი როგორც გაშლილ იალაღზე,
ჩემებურად ლაღია და ქალურია.

როცა თქვენთან დილა მოლას ხმაზე კრთება,
და მზეც მაქეთ ბევრად აღმოსავლურია,
ჩვენთან მამლის ყივილს ასწრებს გათენება,
თუ წვიმებმა აქეთ აღარ აურია...

...მომავლამდე გადაიდო რეისები,
სოფელს სიცხით ჩამოემტვრა ხმელი ვაზი,
ჩანს ღრუბლები, როგორც ზეცის გეიშები...
სადღაც საზღვრებს მიღმა მელის ჩემი ლაზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს