 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2009 |
ბინდდებოდა. დიდი წითელი მზე ნელ-ნელა ეშვებოდა მღელვარე ზღვაში. თოლიები მჭექარე ჭყივილით დასტრიალებდნენ ღრუბლებს და ეძებდნენ ნადავლს. ზღვის ნაპირზე მოხუცი მათხოვარი იჯდა. ტკივილიანი სული თვალებში აღბეჭდოდა, ჭუჭყიანი პერანგი მიწისფერი ლაქებით ტანზე მჭიდროდ შემოჭდობოდა, ზღვას რატომღაც სინანულით გაჰყურება და ელოდა მზის ჩასვლას.ელოდა მას, ვინც მის ტანჯვას დაუსვამდა წერტილს, მაგრამ ის არ ჩანდა. მზე ჩაყლაპა ზღვამ. მთლად ჩამობნელდა. რომელიღაც ღამის ფრინველმა თავზე დასჭყივლა და ფიჭვნარში გაუჩინარდა. უსაშველო მოეჩვენა მოხუცს ლოდინი. -იქნებ მე უნდა გადავდგა ნაბიჯი მისკენ?.._ გაიფიქრა და ზღვას გახედა. -ხო, ასეა- ხმამაღლა თქვა ზღვის გასაგონად. ზღვამ ტალღა დაარტყა ნაპირს, მოხუცს გაეთამაშა და დაწყნარდა. -ხო, ეს უნდა დამთავრდეს, დავიღალე.ტკივილი აუტანელი გახდა- მოჭრილ ფეხს დახედა , გულზე დაიდო ხელი. -მხოლოდ შენ მყავხარ, შენთან წამოვალ, დავრჩები. წამიყვან?- ზღვას გასძახა მოხუცმა. -თვითონ მოვალ შენთან, დამღალა ლოდინმა.- გაძახა უსასრულობას და შესცურა ზღვაში მოხუცმა. ზღვამ გულში ჩაიკრა საყვარელი სხეული. შორს გასცურა და გაჩერდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, ახალი მთვარე ლამაზი დიადემასავით მორგებოდა ცის თავს.სინანულით მოამლო თვალი ირგვლივ ყველაფერს და შეწყვიტა ხელ-ფეხის მოძრაობა. სხეული მთელი სიმძიმით წავიდა სიღრმისკენ, მაგრამ როგორც კი სუნთქვა შეეკრა გამწარებით მოუსვა ხელები და ზედაპირზე ამოვიდა. -სურვილი სიცოცხლის შენარჩუნების! - ყურში ჩასძახა ინსტიქტმა. -ვის უნდა ასეთი სიცოცხლე?...- უპასუხა მოხუცმა. ფილტვებიდან სულ გამოუშვა ჰაერი და გაშეშდა, უმოძრაოდ ჩაცურდა ხარბად შეიწოვა წყალი, სუნთქვის შეკვრა და გაბრძოლება ერთი იყო, ებრძოდა ინსტიქტი მოხუცს, მოხუცი კი არ ნებდებოდა, გაშეშებული სხეული ნელ-ნელა ეშვებოდა ზღვის ფსკერზე. უცებ მოხუცმა იგრძნო როგორ დაეძინა ზღვას, მოეშვა თვითონაც, ყურის აფკზე წნევის მიწოლა იგრძნო და მიხვდა ახლოს იყო სიკვდილი, ლამის გამძლეობამ უმტყუნა, მაგრამ განვლილი სიცოცხლე გაახსენდა და მთლად მოეშვა. ამას მოყვა ტანჯვა, ტკივილი მთელს სხეულში, მაგრამ ეს არ იყო სიკვდილი. სიკვდილმა ტკივილი არ იცის. ეს იყო სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება, უკანასკნელი ტანჯვა რაც მას სიცოცხლემ აგემა. მოხუცის წინ კაშკაშა შუქი გამოჩნდა. -ის არის- გაიფიქრა მოხუცმა. წყლის ფსკერზე ქალის სილუეტი მოიწევდა მისკენ, მივიდა ხელი ჩაშჭიდა და წაიყვანა თავისკენ. - მიყვარხარ!მთელი ცხოვრება შენ გელოდი. -მე უფრო-თქვა ქალმა და ლამაზად გაიღიმა.
გათენდა. ჰორიზონტზე კიდევ ერთხელ დაიბადა მზე, ზღვას გადახედა და სითბოთი გააღვიძა, მშვიდმა გაიღვიძა ზღვამ. ლამაზად მოირგო სხივების ლამაზი მოსასხამი, მზეს მადლობა გადაუხადა და მას დაუწყო ძებნა უკიდეგანო თვალებით. იპოვა კიდეც. გაუკვირდა, ჩვეულ ადგილას რომ არ დახვდა. ის სულ ახლოს იწვა, მასთან ახლოს, ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ მას. ძლიერად დაარტყა ტალღამ, სცადა მისი გაღვიძება, შემდეგ ჩუმად ჩახედა თვალებში. ის თვალები, რომელშიც ზღვა თავის სილამაზეს ხედავდა, სადღაც გამქრალიყო. ზღვამ ახედა მზეს, მზემ თვალი დახუჭა და ღრუბელი აიფარა სახეზე. მიხვდა ზღვა, მიხვდა, რომ ის არასოდეს, არასოდეს აღარ დაელოდებოდა მის გაღვიძებას, აღარ იჯდებოდა მის ნაპირას მშიერი, მაგრამ მაინც კმაყოფილი თავისი არსებობით, დატანჯული, მაგრამ ღმერთის მადლიერი. მიხვდა, რომ ის აღარასოდეს მოეფერებოდა მის ტალღებს. ის წავიდა სხვასთან, მასთან, ვისზეც სულ ეჭვიანობდა ზღვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ლამაზი ნაწერია :(( ლამაზი ნაწერია :((
29. სუიციდს,ასე ლამაზად დახატულსაც კი, ვერ ვამართლებ.... სუიციდს,ასე ლამაზად დახატულსაც კი, ვერ ვამართლებ....
28. ძალიან ლამაზად წერ, ზღვისჩასვლა ლამაზი იყო ძალიან ლამაზად წერ, ზღვისჩასვლა ლამაზი იყო
27. ხმამაღლა თქვა ზღვის გასაგონად,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,იწვიმოს. ხმამაღლა თქვა ზღვის გასაგონად,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,იწვიმოს.
26. ამას ეხლა ვერ წავიკითხავ, მაგრამ მიყვარხარ :-* ამას ეხლა ვერ წავიკითხავ, მაგრამ მიყვარხარ :-*
25. მამიდუნაა სუიციდი მაინც შეგეხო :D ახლა მე ვეღარაფერს მეტყვი - ნუ წერ ეგეთებსო :D :D მამიდუნაა სუიციდი მაინც შეგეხო :D ახლა მე ვეღარაფერს მეტყვი - ნუ წერ ეგეთებსო :D :D
24. რა უნდა თქვა მე ჩვეულებრივი წევრი ვარ და მოკვირს მხოლოდ ის რომ მართლა მაგრად ვინც წერს იმას ათას საზიზღრობებს წერენ და ვინც რაღაც ბანალურად იღლება იმას .სულ ესაა რა ხალხო .თამრიკო კი მაპატიებს რა,თვითონ განა არ იცის რა უნდა თქვა მე ჩვეულებრივი წევრი ვარ და მოკვირს მხოლოდ ის რომ მართლა მაგრად ვინც წერს იმას ათას საზიზღრობებს წერენ და ვინც რაღაც ბანალურად იღლება იმას .სულ ესაა რა ხალხო .თამრიკო კი მაპატიებს რა,თვითონ განა არ იცის
23. ასეთი მშვენიერი და ასე განწირული?!..... :) ეჭვიანი ზღვა ძალიან მომეწონა...... :) ასეთი მშვენიერი და ასე განწირული?!..... :) ეჭვიანი ზღვა ძალიან მომეწონა...... :)
22. ულამაზესი ფერებით მოხაული ბუნება - მშვენიერია ...... წარმატებას გისურვრბ!!! ულამაზესი ფერებით მოხაული ბუნება - მშვენიერია ...... წარმატებას გისურვრბ!!!
21. ერთობ მომეწონა! ნაამბობიც და შესრულებაც. ერთობ მომეწონა! ნაამბობიც და შესრულებაც.
20. kargia, kargi:) kargia, kargi:)
19. ფლე-ში გაიხარე :) ფლე-ში გაიხარე :)
18. ვივიენი! შენს ლექსებს გადავხედე მე ახლა, რა ვთქვა, აბა, გამეცინა....
თამუ! წერე ეგრე, ეფერე და ელოლიავე ამ ყველაფრის წამლეკავ სლენგის ქარიშხალში ობლად მოარულ ქართულ სიტყვას. გაიხარე. ვივიენი! შენს ლექსებს გადავხედე მე ახლა, რა ვთქვა, აბა, გამეცინა....
თამუ! წერე ეგრე, ეფერე და ელოლიავე ამ ყველაფრის წამლეკავ სლენგის ქარიშხალში ობლად მოარულ ქართულ სიტყვას. გაიხარე.
17. ასეთ პროვინციულ ნაწერებში ამდენი ლიტონი სიტყვები სასაცილოა ლიტერატორებოოო. ასეთ პროვინციულ ნაწერებში ამდენი ლიტონი სიტყვები სასაცილოა ლიტერატორებოოო.
16. ძალიან ლამზად წერთ... ძალიან სევდიანია :( ძალიან ლამზად წერთ... ძალიან სევდიანია :(
15. გაიხარე თამუ... :) 555 გაიხარე თამუ... :) 555
14. , სიკვდილმა ტკივილი არ იცის.ეს იყო სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება, უკანასკნელი ტანჯვა რაც მას სიცოცხლემ აგემა.
თამუ გენაცვალე... გულში...სუბიექტური ვარ თუ ობიექტური აღარ ვიცი...55555555 , სიკვდილმა ტკივილი არ იცის.ეს იყო სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება, უკანასკნელი ტანჯვა რაც მას სიცოცხლემ აგემა.
თამუ გენაცვალე... გულში...სუბიექტური ვარ თუ ობიექტური აღარ ვიცი...55555555
13. ''ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი _ მე უფრო!'' _ ეს ჩემგან თამუ, საყვარელო:-*
სასიამოვნოდ წერ სულ და ასეთივე ხარ პიროვნულად! ``ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი _ მე უფრო!`` _ ეს ჩემგან თამუ, საყვარელო:-*
სასიამოვნოდ წერ სულ და ასეთივე ხარ პიროვნულად!
11. ლამაზია და სევდიანი ლამაზია და სევდიანი
10. ჰემინგუეის "მოხუცი და ზღავა" გამახსენა ამ ჩანახატმა, თავიდან თარგმანი მეგონა :) კარგად წერ, მოგიკითხე... ჰემინგუეის "მოხუცი და ზღავა" გამახსენა ამ ჩანახატმა, თავიდან თარგმანი მეგონა :) კარგად წერ, მოგიკითხე...
9. ლამაზი კადრია:)
საყვარელი:-* ლამაზი კადრია:)
საყვარელი:-*
8. უკეთილშობილესი ადამიანი! ღმერთმა დაგლოცოთ! უკეთილშობილესი ადამიანი! ღმერთმა დაგლოცოთ!
7. ბაბუმაც მოგიკითხა! ბაბუმაც მოგიკითხა!
6. თამუ! მე უფრო! კარგია და იმიტომ! თამუ! მე უფრო! კარგია და იმიტომ!
4. და მე მეუბნები, არავინ გეცოდებაოოოო? 5 და მე მეუბნები, არავინ გეცოდებაოოოო? 5
3. მიყვარს ეს თბილი ადამიანი :-* მიყვარს ეს თბილი ადამიანი :-*
2. უსაყვარლესი მამიდულა ხარ. 5:) გაკოცე. უსაყვარლესი მამიდულა ხარ. 5:) გაკოცე.
1. მოგესალმებით:) საინტერესოა;) მოგესალმებით:) საინტერესოა;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|