ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2009


  ჩამოტვირთვა

ჩემი პოეტი

ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი,
დარდებთან ერთად ჩემსავით,
ან სულაც - სულ მარტო...
ფიქრითფანჯარასმიყრდნობილი,
მზერის ზმორებით,
ზეცის სარკმელთან მიახლებას უგონოდ ნატრობს.

ხორხში მიბჯენილ ბგერის ღმუილს
სიმივით ჭიმავს,
ნაოჭებს ტვიფრავს ხელისგულზე და მელანს ადნობს,
ცხადს აღარ ჰქვია მისთვის ცხადი,
სიზმარი - სიზმარს,
ბედნიერებაც მოპოვების ჟინია მარტო.

ამაოების მობეზრებულ მიეთმოეთში
მე უგზოობის წამებს ვითვლი,
პეშვში ნაგროვებს...
ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი,
და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები