ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მინდა რომ ვწერდე შენსავით,
გბაძავ და გბაძავ,
უფრო და უფრო შენსავით,
უფრო ლამაზად!
მქონდეს ბუნება კლდესავით
შეურყეველი
და ყველა ლექსი შენსავით
-შეუდრეკელი...
მინდა რომ მსურდეს შენსავით
-ცხოვრება სწრაფი,
არ ვიყო ჩემებრ სულელი,
ცეტი,სულსწრაფი..
მინდა უფალთან მივიდე
შენსავით,ახლოს,
და უცოდველი,უბიწი
მსურს მივეახლო.
მინდა ვმღეროდე ხმამაღლა,
ვცეკვავდე "დაისს"
და საკადრისი ლექსები
მივუძღვნა მაისს...
მინდა ვარდისას ვაფრქვევდე
შენსავით სურნელს,
ვგავდე აპრილს და მაისებს,
ზოგჯერ მარტს-სულელს..
და საკადრისსაც ვერ გიძღვნი,
ამ ლექსს ხომ ხედავ?
მაგრამ ჩემსავით ვერავინ
ვერ დაგიძახებს"დედაა"... 2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. : ) + + + + + : ) + + + + +
1. გამიხარდა შენი მოსვლა!
გაკოცე ხელზე! გამიხარდა შენი მოსვლა!
გაკოცე ხელზე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|