ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


სამი სტროფი ბაჩის

ახლა ძვლებამდე ატანს დაირა,
შენ წევხარ ხესთან და კაბა ჭრელი,
შეგხსნია ქალო, რაღაცნაირად,
სულაც არ იმჩნევ, თამამად მღერი:

"რომ ჩვენ გვაშორებს დროც და მანძილიც,
რომ უჩემობა გუშინ დაკეცე,
რომ ცამ ღრუბლები ამოიჩემა
და დააქვს ღამე, როგორც საკინძე..."

ახლა ძვლებამდე ატანს დაირა,
და ჭრელი კაბით შენ წევხარ ხესთან...
ვფრიალებ ცაზე რაღაცნაირად
და უბოროტო მივდივარ ღმერთთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები