ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯახუ გიორგიანი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2009


შემოდგომის მოლოდინში

(ძველი  მინიპოემა)

გრძელი  სტიხების  წაკითხვა  ბევრს  არ  უყვარს,  მაგრამ…

ერთ  პოეტს  მაინც  გულზე  მოხვდება 
და  ეს  ეყოფა  გამოსარჩლებად…

                                                    ტიტე  ტაბიძე


მე  ყველაფერს  ვკითხულობ,  მაგრამ  პასუხად  ვიღებ  თითქმის  სრულ  ინდიფერნტიზმს…  გამონაკლისებს  არ  ვგულისხმობ  -  ვგულისხმობ  მხოლოდ  უმრავლესობას,  რომელთა  ,,ლექსმცოდნეობის  დოხტურობაში”  კაი  ხანია,  სავსებით  საფუძვლიანი  ეჭვი  მეპარება… 28-ში-  თითო  ლექსი  დავდე  იმო  ჯახუანისა  და  ჯახუ  გიორგიანის  ნიკებზე…  რაკი  ამ  უკანასკნელს  არ  იცნობენ,  ორ  დღეში  10-ზე  ნაკლები  კომენტარი  გაკეთდა…  იმო  ჯახუანზე  20-მდე  კომენტარი  დაიწერა,  იმაზე  გაცილებით  მაღალი  დონის  ლექსი  კი  ამ  20-დან  ნახევარმაც  არ  წაიკითხა  საერთოდ…  ეს  რბილად  რომ  ვთქვათ,  არალიტერატურული  საქციელი  იმათგან, ვისაც  ჰგონია,  რომ  მე  რჩეულ  ავტორობაზე  ვიკლავ  თავს…პროფესიონალი  თავისი  კოლეგისა  და  თანასაიტელის  ნაწერით  ელემენტარულად  უნდა  დაინტერესდეს,  მაგრამ  ასეთი  აქ  ზუსტად  იმდენია,  რამდენი  კომენტარიც  ჩემს  ლექსებზე  იწერება  საშუალოდ…  არადა  ეს  მათი  გადაუჭრელი  პრობლემაა  მხოლოდ  და  არა  ჩემი…  ყველამ  თავის  გულში  ჩაიხედოს  და  იქნებ  მიხვდეს  ერთ  მშვენიერ  დღეს,  რომ  ჩემთან  მოსალმების  მორალური  უფლებაც  დაუკარგავს…

მე  მინდა  თქვენთვის,
მე  მინდა  თქვენთვის,
ეს  მდელოემი  მალე  აყვავდეს!...

                                მურმან  ლებანიძე

(ჩემი  უფროსი  მეგობარი  გახლდათ,  როგორც  მატონი  მუხრანია  დღემდე  ჩემი  საამაყო  უფროსი  მეგობარი…  იქნებ  ერთ  მშვენიერ  დღეს  ურაკელებმა  ერთი  საიუბილეო  შეხვედრით  გავახაროთ?!.  ჩემი ერთი  თხოვნაც  საკმარისია  ამისათვის…  რაკი  ტვინნაჭყლეტ  ვერლიბრს  არ  წერს,  იქნებ  ჩამოსაწერი  გოიმია?!.  პირადად  ბატონ  ნიკის  ვთხოვ  ამ  შეხვედრის  ორგანიზებას,  თუ  ბატონი  მუხრანი  ამჟამად  ქალაქში  ბრძანდება, 
********************************************



მოდის  შემოდგომა
და  შეთრთვილულს  სევდით
გულს 
იმედის  კვირტი  ეკვრის  თოთო…
მოდის  შემოდგომა…
ნამის  ცივი  წვეთიც
ეთხოვება 
გაყვითლებულ
ფოთოლს…

მოდის  შემოდგომა…
ვიცი  ისევ  ისე
აღივსება  გულიც  შთაგონებით…
ისევ  არ  დაინდობს 
ქარიც  კიპარისებს
ჩარიგებულს
ქუჩის
ჩაყოლებით…

მოდის  შემოდგომა…
თავაწყვეტილ  ქარში
ფოთლებივით  შემომაყრის  ლექსებს…
ეს  ნატკენი  გულიც
მოგინატრებს  მაშინ,
შენი  გულის  შორით  მოალერსე…

ჩემი  შემოდგომა…
ხედავ?  -  აგერ  მოდის!..
გულს  შევატყვე 
მღელვარება  მძევლის…
და  თუ  შენთან  მოვალ,
არ  თქვა  -  არ  მელოდი
და  ამიტომ  მოგერია  ცრემლი!..

ჩემი  მოლოდინი
ჯერაც  იმედიანს
მიანათებს  სივრცეს  ნათელ  მზერას…
ჩემი  ოცნებებიც
კვლავ  ცას  მიელტვიან…
გულიც  ისევ  ცის  უფსკრულებს  ზვერავს…

მახსოვს  შემოდგომის
ძველი  მელოდია
და  პირველი  ლექსის  დაბადება…
30  წელი! 
შენც  ხომ  არ  ელოდი
ამდენი  წლის  ლექსით  განათებას?!

ოცდამეთერთმეტეც
მოდის!..
მიხარია!
ერთხელ  კიდევ  ამოვიღებ  ამ  გულს!..
იქით  -  გაზაფხულის
ტურფა  ტიხარია
და  ზაფხულმაც 
უნდა  სიცხით  მთანგოს…

ხოლო  იქამომდის
ერთი  ნახტომია -
ირმის  ნახტომს
ვარსკვლავთცვენას  უქებს…
ვარსკვლავიან  ღამის
სიზმრის  ფანტომია
ლექსიც  -
ახლა  რომ  გიბრწყინებს  გუგებს…

ოღონდ  შენ  იყავი
ჩემთან,  სიხარულო!..
ჩემთან,  სიყვარულო,
იყავ  ჩემთან!..
გულმაც  -  იგიჟოს  და
შენთვის  იხმაუროს
სიყვარულის  მოვარდისფრო  ჩხებთან!..

მოდის  ჟამი  -  ჩემი
გულის  ალმოდების…
და  ხელახლა  გადარევის  შენით!...
როგორ  მშორდები  და
როგორ  ახლოვდები?!.
ნამის  მძივიც  ფოთოლს  როგორ  შვენის?!.

მოდის…
და  კვლავ  გიჟ  და 
თავაწყვეწყვეტილ  ქარში
ფოთლებივით  შემომაყრის  ლექსებს!..
გულიც  მერამდენედ
მოგინატრებს  მაშინ,
რომ  სანატრელ  შენს  გულს  უალერსოს!..

ზამთრის  გაფითრებაც
რადგან  აგერ  მოდის,
გულსაც  სევდა  ეუფლება  მძევლის…
მაინც  შენთან,,
არ  თქვა  -  ,,არ  გელოდი 
და  ამიტომ  მომერია  ცრემლი!.."

ერთი  შემოდგომაც
ერთი  ნახტომია
სიმშვიდეს  რომ
დახშულ  კარებს  უნგრევს!..
ვარსკვლავთცვენის  ღამის
ერთი  ფანტომია
ეს  სიგიჟეც  -  რომ  გიბრწყინებს  გუგებს!..

მხოლოდ  ერთადერთი  -
შენზე  ფიქრი  ალხობს
ზამთრის  ყინულს  -
გულს  გარსშემოალყულს…
ისევ  ,,ისე  შორს"  ხარ,
როგორც  ,,ისე  ახლოს”…
და  მზით  სავსეს  ჰგავხარ  ისევ  ზაფხულს…

ვერც  მე  დავიურვებ,
ვერც  მე  შევაჩერებ
ჯერ,  დანაღმულს 
თმენითა  და  შფოთვით,
ამ  გულს, საგულეში
რომ  ვერ  ჩადგა  ჯერაც,
რადგან 
ჩემი  შემოდგომა  მოდის!!!


აგვისტო.  1986  წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები