ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2009


იგივეობისგან

ვშლი...
სიტყვებს აეხლართათ ერთმანეთში მარცვლები
და ვეღარ გწერ იმას რაც მინდოდა მეთქვა...
ისე გღლი როგორც კლავიშებს
ერთი და იგივე ბგერის გამეორებისგნ...
მოდი გავკეროთ გარღვეული სიტყვების ბოლოები
რომ აღარ ჩამოცვივდეს ის სინამდვილე
რასაც ვერ ხედავ...
ხელებს შეურიოთ ხელები,
ტუჩებს შეურიოთ ტუჩები,
მკლავებს და მკლავებს შორის
ავხლართოთ ჩვენი გარღვეული სივრცეები,
მოდი რა ერთხელ ,სულ მარტო ერთხელ,
ერთად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქოთ,
და ერთმანეთში შეზრდილი მკერდებით
ჩვენმა გულებმა
ოთხჯერ რიტმულად გააწრევოს მოლოდინი...
თქვენს თვალებში ჩარჩენილი ჩემი თვალებით
დაინახავთ თქვენს მნიშვნელობას,
შენს ხელში ჩარჩენილი ჩემი ხელით
აურევთ ფერებს და ფერად სიგიჟეს
მივახატავ ყველა შენს კიდურს,
შენს სიტყვებში ჩარჩენილი
ჩემი ბგერებით ისევ აბსურდული დასკვენების ჭეშმარიტებაზე
ვიკამათებთ დაუსრულებლად,
შენს ბგერებში ჩარჩენილ ჩემს სუნთქვის სიხშირეებს
ისევ გავუყოფთ სხვებს და მერე დავივიწყებთ,
და როცა შენამდე მოვალ ანუ
გავერთშრევდები...
ვერფერს ვიტყვი და დაგიტოვებ
ჩემს ფერად სიგიჟეებს,სიტყვებთან ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები