მ ი ნ ი პ ო ე მ ა - ს ი მ ფ ო ნ ი ა დო-მაჟორი
,,დოვინ, დოვენ, დოვლი…”
გალაკტიონი
დიდის ამბით, დიდის ამბით, მოშრიალე ფიფქის კაბით თოვლი მოდის… თოვლის კაბას ქარი ამკობს დითირამბით…
რა კარგია - გარეთ რომ ვარ გვერდით მთვარის და ფიჭვების!.. ხმაც შეერთვის მალე თოვას განთიადის ნაბიჯების,
რათა ცისკარს ქვაშუეთი შეხვდეს ზართა აჟღერებით… ჯერ კი ვივლი ქარში ერთი, თოვის ლექსად ამმღერები…
გველშავი რომ ერჩის მთოვარს, გაბმით შეჰყეფს ცარგვალს ძაღლი… და კვლავ ათოვს ცის ორხოვას შუქიც ვერცხლის დიდი ჭაღის…
რა კარგია ასე თოვა, წინ თეთრი გზა რო დევს შორი!.. მთვარეც - მწყაზრად რო გამოვა ღრუბლებსა და ტოტებს შორის!..
ონავარი ქარიც - რო სტვენს… ძაღლიც - ცას რო შეჰყეფს გაბმით… შენზე ფიქრიც - მალვით რო სდევს შრიალს თოვლის თეთრი კაბის…
სიყვარულის ალიც - რო წვავს… ეს სიმღერაც - უსამანო… თოვაც - როგორც წყნარი ლოცვა, გზას რომ მოსდევს უსავალოს…
ფიფქის ფატაც - უდარდელად რომ შრიალებს უთეთრესი… რომ კვლავ მძლავრობს თუთარჩელაც, ქარმა რომ ჰკრა ღრუბელს დეზი…
რა კარგია - როდის-როდის შორით-შორს რომ გასწვდა ნაპირს თეთრი სცენაც - ჰორიზონტის გაქათქათებული რამპით!..
თოვლი ღრუბლის, შორეულის, ქარსღა მოაქვს ახლა ცერად… დავალ, როგორც მთვარეული და ვარსკვლავთა მნაღმავს მზერა…
სივრცე, მთებით დასაზღვრული, მტკვარმა მკერდით გაარღვია, რომ წაეღო თან წარსული, რამაც ბევრჯერ აამღვრია…
და მეც - როცა საოცარი ქროლვის ჟინი არ მაძინებს და სიმღერაც წყაროსავით რო მირწყულებს ათას იმედს…
როცა შენ ხარ სალოცავი ამ რიჟრაჟის სიქათქათის… როცა სევდათამომსხლავი დამქათქათებს ციდან მნათიც,
დავიწყება მინდა ყველა ჯავრისა და საწუხარის და ცად იწევს ცისარტყელად, გულს შენს გამო რაც უხარის…
ჯერ კი მშვიდად სძინავს თბილისს, მონატრებულს თოვლს და მთვარეს… და მეც ველი, ზარი დილის რაღაც ახალს რო მახარებს…
რაღაც გაგიჟებისნაირ ხასიათზე მომართული, როგორც წყალს და როგორც ჰაერს გნატრობ - მარად მონატრული!..
არა მიწით, არა ცით და არც სხვა რამით გაქეზებულს, სულ სხვა თავაწყვეტა მინდა უშენობით გაბეზრებულს!..
და მეც მიწას ვტოვებ… მივალ, რომ გავენთო ქარებს ცაში!.. გული, როგორც ხმელი თივა, იწვის ცეცხლზე გარიჟრაჟის!..
და მკრთალდება მთვარეც ბადრი და შრიალიც წყდება წყნარი… მნათობთ ნანატრ თვალებს ვადრი, ცხრება ნაზი ვნებაც მთვარის…
თოვლზე ჩრდილი დნება ჭადრის და ცარგვალზეც ქრება ხომლი… ხიდს გადმოდის განთიადი და სიმღერით ,,დოვენ, დოვლი”
მთაწმინდაზე დგება ლანდი… დათოვლილი წვერით მოდის… მკერდზე შვების ცრემლი დასდის და ცახცახებს ჭადრის ტოტიც…
თუ გაუძლო ამდენს გულმა, მეც ხომ შეყრას ვლამობ შენთან?!. ღამე დაღლილ თვალებს ლულავს… ცა - მტრედისფრად ამომშვენდა…
და ჰა… მიხმობს: - მალე, მალე!.. რაღაც იდუმალი გვრინი… და ზღაპარი - არემარე - მხვევს ქათქათა მკლავებს ჟინით…
ტოტებიდან თოვლის ფანტვით და ნამქერა ქარის რაშით, თეთრ ხეივნებს თეთრი ფატით მოამშვენებს გარიჟრაჟი!!!
საუკუნის - მირიადის ემატება თოვლებს თოვლი… და მარადი გვრინი ადის ცაშიც: - ,, - დოვინ, დოვენ, დოვლი!..”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ,, - დოვინ, დოვენ, დოვლი!..” ბავშვობაში წაკითხული ლექსი გამახსენა ;) ,, - დოვინ, დოვენ, დოვლი!..” ბავშვობაში წაკითხული ლექსი გამახსენა ;)
16. ძალიან ლამაზი და ჰაეროვანიაა... ძალიან ლამაზი და ჰაეროვანიაა...
15. ონავარი ქარიც - რო სტვენს...
იმო ძიაა, აქ შეიძლება მოგწერონ ,,რო" არაოო, ,,რომ " არის სწორიო და არ გაგიკვირდეს...იციან და ჰეე.. მე ეგრე დამიწერეს ადრე:)
გესალმები. ონავარი ქარიც - რო სტვენს...
იმო ძიაა, აქ შეიძლება მოგწერონ ,,რო" არაოო, ,,რომ " არის სწორიო და არ გაგიკვირდეს...იციან და ჰეე.. მე ეგრე დამიწერეს ადრე:)
გესალმები.
14. თოვლზე ჩრდილი დნება ჭადრის და ცარგვალზეც ქრება ხომლი… ხიდს გადმოდის განთიადი და სიმღერით ,,დოვენ, დოვლი”
მომეწონა თოვლზე ჩრდილი დნება ჭადრის და ცარგვალზეც ქრება ხომლი… ხიდს გადმოდის განთიადი და სიმღერით ,,დოვენ, დოვლი”
მომეწონა
13. ეე. მორცხვი გაპრანჭული გოგო მინდოდა. დიდი ბოდიში ამდენი შეწუხებისთვის. ეე. მორცხვი გაპრანჭული გოგო მინდოდა. დიდი ბოდიში ამდენი შეწუხებისთვის.
12. ეს მინდოდა ;);) და რა გამოვიდა. დ. ეს მინდოდა ;);) და რა გამოვიდა. დ.
11. უნათლესი ლექსი! ზეპირადაა სასწავლი! ცოდვაა, რო არ ისწავლო ;) უნათლესი ლექსი! ზეპირადაა სასწავლი! ცოდვაა, რო არ ისწავლო ;)
10. თუ გაუძლო ამდენს გულმა, მეც ხომ შეყრას ვლამობ შენთან?!. ღამე დაღლილ თვალებს ლულავს… ცა - მტრედისფრად ამომშვენდა…
გული ბევრს უძლებს ძია იმო! ბევრს! :) 5 მოგიკითხეთ! თუ გაუძლო ამდენს გულმა, მეც ხომ შეყრას ვლამობ შენთან?!. ღამე დაღლილ თვალებს ლულავს… ცა - მტრედისფრად ამომშვენდა…
გული ბევრს უძლებს ძია იმო! ბევრს! :) 5 მოგიკითხეთ!
9. ამ გაგანია ზაფხულში, თოვლი მომანატრეთ :) მოგიკითხეთ :) ამ გაგანია ზაფხულში, თოვლი მომანატრეთ :) მოგიკითხეთ :)
8. კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს აქ და კიდევ ერთხელ ვიტყვი კარგს და ძალიან კარგს ამ ადამიანზე.. კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს აქ და კიდევ ერთხელ ვიტყვი კარგს და ძალიან კარგს ამ ადამიანზე..
7. თუ გაუძლო ამდენს გულმა..
5! თუ გაუძლო ამდენს გულმა..
5!
6. ტოტებიდან თოვლის ფანტვით და ნამქერა ქარის რაშით თეთრ ხეივნებს თეთრი რაშით მოამშვენებს გარიჟრაჟი!!!
რა შესანაიშნავადაა აღწერილი ბუნების მოვლენები. ძალიან კარგი მინი პოემები გაქვთ, რასაც გავეცანი ყველამ მომხიბლა. ტოტებიდან თოვლის ფანტვით და ნამქერა ქარის რაშით თეთრ ხეივნებს თეთრი რაშით მოამშვენებს გარიჟრაჟი!!!
რა შესანაიშნავადაა აღწერილი ბუნების მოვლენები. ძალიან კარგი მინი პოემები გაქვთ, რასაც გავეცანი ყველამ მომხიბლა.
5. ონავარი ქარიც - რო სტვენს… ძაღლიც - ცას რო შეჰყეფს გაბმით… შენზე ფიქრიც - მალვით რო სდევს შრიალს თოვლის თეთრი კაბის…
როგორც წყალს და როგორც ჰაერს გნატრობ - მარად მონატრული!..
არა მიწით, არა ცით და არც სხვა რამით გაქეზებულს, სულ სხვა თავაწყვეტა მინდა უშენობით გაბეზრებულს!..
ზამთარი არ მიყვარს,მაგრამ უცებ ისე მომინდა თოვლი,ახალი წელი...როცა ყველას ერთმანეთი უყვარს და თითქოს რაღაც სასწაულს ელიან... არა და,რა საჭიროა ახალი წლის და სასწაულის ცდა... ღამე მშვიდობის და მოგიკითხეთ იმო ძია.... ონავარი ქარიც - რო სტვენს… ძაღლიც - ცას რო შეჰყეფს გაბმით… შენზე ფიქრიც - მალვით რო სდევს შრიალს თოვლის თეთრი კაბის…
როგორც წყალს და როგორც ჰაერს გნატრობ - მარად მონატრული!..
არა მიწით, არა ცით და არც სხვა რამით გაქეზებულს, სულ სხვა თავაწყვეტა მინდა უშენობით გაბეზრებულს!..
ზამთარი არ მიყვარს,მაგრამ უცებ ისე მომინდა თოვლი,ახალი წელი...როცა ყველას ერთმანეთი უყვარს და თითქოს რაღაც სასწაულს ელიან... არა და,რა საჭიროა ახალი წლის და სასწაულის ცდა... ღამე მშვიდობის და მოგიკითხეთ იმო ძია....
4. იმედაააა! მაოცებ ყოველი ახალი ლექსით! მაგარი ხარ, მეგობარო, თუ - ძმაო... დიიიიიიიიიიიიდი 5 შენ! იმედაააა! მაოცებ ყოველი ახალი ლექსით! მაგარი ხარ, მეგობარო, თუ - ძმაო... დიიიიიიიიიიიიდი 5 შენ!
2. ვეთანხმები პირველ კომენტარს. სიგრილე და სითბო ერთიანად შევიგძენი, თითქოს...
გმადლობთ!..
რა კარგია ასე თოვა, წინ თეთრი გზა რო დევს შორი!.. მთვარეც - მწყაზრად რო გამოვა ღრუბლებსა და ტოტებს შორის!..
ონავარი ქარიც - რო სტვენს… ძაღლიც - ცას რო შეჰყეფს გაბმით… შენზე ფიქრიც - მალვით რო სდევს შრიალს თოვლის თეთრი კაბის…
ულამაზესია მთლიანად... ვეთანხმები პირველ კომენტარს. სიგრილე და სითბო ერთიანად შევიგძენი, თითქოს...
გმადლობთ!..
რა კარგია ასე თოვა, წინ თეთრი გზა რო დევს შორი!.. მთვარეც - მწყაზრად რო გამოვა ღრუბლებსა და ტოტებს შორის!..
ონავარი ქარიც - რო სტვენს… ძაღლიც - ცას რო შეჰყეფს გაბმით… შენზე ფიქრიც - მალვით რო სდევს შრიალს თოვლის თეთრი კაბის…
ულამაზესია მთლიანად...
1. ზამთრის დიდებული სუნთქვა ვიგრძენი..სიტყვები არ მყოფნის... ზამთრის დიდებული სუნთქვა ვიგრძენი..სიტყვები არ მყოფნის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|