ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2009


მ ი მ ი ს აქცია!!!

თითქოს გათოვდა იასამანი,
ხვალ ალბათ თქეში წვიმა იქნება,
სულით არც ისე რომანტიკოსი,
დღეს უმიზეზოდ გიწერ რითმებად,
რომ მონატრებამ შემოხსნა კარი,
გულის და აი, შენთან მოვდივარ,
თუ დამასველა წვეთებმა გზაში,
შენი სხეულის სითბო მომწყურდა...
ნუ შემომიშვებ ასე იოლად,
სულაც არ მინდა სხვებს დავემსგავსო,
თავდაპირველად, გაგიკვირდება,
შენთვის აქცია მინდა მოვაწყო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები