ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: pape
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


მელისა

ერთხელ ძილისას ვიღაც მესიზმრა
ვკითხე რა გქვია ჩემო ფერია,
მან მიპასუხა-მქვია მელისა
სახლში მივდივარ ვიღაც მეწვია.
ასე მითხრა და თვალი ჩამიკრა
გამიღიმა და მართლა წავიდა,
წავიდა, ის კი აღარ მანიშნა
რატომ ჩამიკრა თვალი წასვლისას.
მარტო ვიდექი გაოგნებული
აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა,
მისი წასვლისგან დაღონებული
სიკვდილს ვნატრობდი და არა ლხენას.
გამოღვიძებულს თვალთ ელდა მეცა
ცხოვრება ნამდვილ ვაებად მექცა,
სხვა რა გზა მქონდა გარდა ერთისა
რომ მასზე მეტი აღარ მეფიქრა.
ამას ვცდილობდი მე მთელის არსით
ჩემს თავს ვებრძოდი ზიზღით და ჯავრით,
მაგრამ ახლაც კი სულ თვალწინ მიდგას
მგონი რომ სიზმრის ფერია მიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები