ახალი წელი ახლოვდებოდა. ნათიამ თეონას დაურეკა და უთხრა, რომ ფილარმონიის ბილეთები აქვს ნაყიდი. - ვისი კონცერტია, ნათი? - “ივერიის”... “ჩხიკვთა ქორწილი” დადგეს... ხომ წამოხვალ? - უი, რა კარგია... აბა რას ვიზამ?! - თეეე, ჩემი მეზობელიც რომ წამოვიყვანო? წინააღმდეგი ხომ არ იქნები? - ნათი, აუცილებლად ვიქნები!... იცოდე, ფილარმონიიდან დავბრუნდები უკან!... - კარგი, ხოოოო, არავის წამოვიყვან!... აბა, ხვალამდე. ხვალ “მუზასთან” ვიდგები რვის ნახევარზე. მეორე დღეს საგულდაგულად გამოპრანჭული თეონა ფილარმონიაში წავიდა. - ვახ, რა ლამაზია დღეს ჩემი შვილი? – აღფრთოვანებული მზერა ესროლა მამამ. - მხოლოდ დღეს, მამა? – გაეცინა თეონას, - რა ვიცი, სხვებმა შემჭამეს, “ლამაზი ხარო”... - არა, ყოველთვის ხარ, მაგრამ დღეს – განსაკუთრებით! - ესე იგი, დღეს რაღაც უნდა მოხდეს... კარგი და საინტერესო!
ფილარმონიამდე მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეცილებინა აბეზარი “შეყვარებული”, თუკი ნათია მაინც წამოიყვანდა იმ თავის მეზობელს. შემდეგ საკუთარ თავზე გაბრაზდა, - “შენ ვინ გკითხავს, ვინ ვის სად წამოიყვანსო”? ფილარმონიასთან ნათია მარტო დახვდა. მათ გვერდით ორივე მხრიდან ადგილები შევსებული იყო... მათ წინაც... უკანაც... დამშვიდდა თეონა, მიხვდა, რომ ნათიას არ მოუტყუებია და არავინ წამოუყვანია თან! შემდეგ გაერთო მიუზიკლის ყურებით და საერთოდ გადაავიწყდა კიდეც ის მეზობელი. სპექტაკლი დამთავრდა. ხალხი დარბაზიდან გამოიშალა. კიბეზე დაეშვნენ. და უცებ თეონა მაჯაში ჩააფრინდა ნათიას. - რა მოხდა, თეეე? - არაფერი... - მაშინ გამიშვი ხელი, მეტკინა!... – თეონამ ხელი გაუშვა და ნათიას მაჯაზე გამოესახა თეონას ხუთივე თითი. – ვინ დაინახე ამისთანა, ჩემი ცოდვით სავსე, ასე რომ მომიჭირე ხელი?! - ჯაბა, ნათი... - გიჟი ხარ! – სწრაფად დაუსვა დიაგნოზი ნათიამ. - ალბათ... – უპასუხა თეონამ და გარდერობისკენ წავიდა, საითაც სულ ახლახანს წავიდა ჯაბაც.
აღმოჩნდა, რომ გარდერობში თითქმის მეზობლად ჩაუბარებიათ პალტოები. ჯაბამ ჟეტონები გადააწოდა და 2 პალტო აიღო, - ქალის და მამაკაცის. თეონამაც გადააწოდა ჟეტონები. პალტოები აიღო, ერთი ნათიას გადააწოდა, მეორე თავად ჩაიცვა და, ყურადღების მისაქცევად, ხმამაღლა დაილაპარაკა.
ჯაბას ყურს ნაცნობი ხმა და ინტონაცია მოხვდა და ნელა შემობრუნდა: მის წინ თეონა იდგა ვიღაც გოგონასთან ერთად. მართალია, ზურგით იდგა, მაგრამ... განა შეიძლებოდა თეონას თმის არევა სხვის თმაში? მისი ოქრისფერი კულულების წელზე დაყრილი ჩანჩქერი ვერაფრით აგერეოდა სხვაში, - სხვა თეონა არ არსებობდა! ყოველ შემთხვევაში, - ჯაბასთვის არ არსებობდა არავინ, თეონასმაგვარი!.
- თეონა!... თეეე!... – დაიძახა ჯაბამ და მისკენ წამოვიდა, მხარში ხელი ჩაავლო და მისკენ მიაბრუნა, - როგორ გამიხარდა შენი ნახვა! - ჯაბა?!... შენ აქ საიდან “გაჩნდი”?! – “გაიკვირვა” თეონამ და ჯაბა გადაკოცნა. - სპექტაკლზე ვიყავით... მარტო ხარ? - არა, მეგობართან ერთად... ნათი, გაიცანი, ეს ჯაბაა... - სასიამოვნოა... – ნათიამ ხელი ჩამოართვა და თან თვალი ვეღარ მოაშორა ჯაბას დახვეწილ სახეს. “ვაა, ამის გამო ნაღდად ღირდა გაგიჟება! რა ბიჭი ყოფილა?! ახალგაზრდა გრეგორი პეკია... “რომაული არდადაგებიდან” ფილარმონიაში გადმომხტარი...” - ჯაბა, შენ ვისთან ერთად ხარ? - მეუღლე მახლავს... და მეზობელი გოგნები. - მერე? გამაცანი შენი მეუღლე... - ახლავე... მარიკაა, მოდი აქ, - გასძახა ჯაბამ და ისევ თეონას შეხედა. - ვააა, ამას ვის ვხედავ?! თეეე, შენც აქ იყავი? საუკუნეა აღარ მინახიხარ! – ავტომატის ჯერივით წააყარა სიტყვები მარიკამ და თეონას მონატრებული სიყვარულით გადაეხვია. - თქვენ, რა, იცნობთ ერთმანეთს? – რაღაც უცნაურმა ნაცრისფერმა გადაუარა სახეზე ჯაბას. თან ხან მარიკას უყურებდა და ხან თეონას. - რას ამბობ, ჯაბა?! რაც დაიბადა თეონა, იმ დღიდან ვიცნობ. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ერთად გვაქვს გატარებული... ქორწილში რატომ არ მოხვედით, თეეე? - ბაბუაჩემის ძმის ცოლი გარდაიცვალა და... იქ ვიყავით წასულები...
ნელ-ნელა გარეთ გამოვიდნენ. დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილოდა. ფეხით გადაწყვიტეს გასეირნება. მარიკას აშკარად ემჩნეოდა მუცელი. - როდისთვის ელოდები, მარიკა? - მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისში... 6-ის ვარ უკვე... - კარგია. სიარული არ გიჭირს? - არა... და თუ დავიღლები, მერე წავალთ რამით. თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? - უნივერსიტეტიდან... ან, უფრო ზუსტად, - გუდაუთიდან... - კაი, არ შეგიშლით ხელს, რამდენი რამ გაქვთ, ალბათ, გასახსენებელი... - გასახსენებელი – იცოცხლე...
ნათია სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო, ამიტომ ქუჩაზე გადავიდა და თავის ტრანსპორტში ჩაჯდა. ჯაბა და თეონა დაწინაურდნენ, - 8-10 ნაბიჯით წინ მიდიოდნენ და სტუდენტობას და სტუდენტობის მეგობრებს იხსენებდნენ. - გახსოვს, როგორ გამიცანი? – მოულოდნელად ჰკითხა თეონამ. - მახსოვს, თეონა... ყველაფერი მახსოვს... - ყველაფერი? - ჰო... ყველაფერი, რაც შენთან მაკავშირებს... - აღარაფერი გხსომებია, ჯაბა... ჩემთან აღარაფერი გაკავშირებს... - ნუ ამბობ ამას! მე ისევ ძველებურად.... - ჩუუუ... სისულელეს ამბობ ახლა! უხერხულია... მარიკამ არაფერი გაიგოს. მართალი ეგონება! - რაც უნდა, ის გაიგოს... – ჯაბამ სიგარეტს მოუკიდა. - შენ რომ არ ეწეოდი? - ახლა ვეწევი... რაც ცოლი მოვიყვანე!... – გაღიზიანებული ტონით თქვა ჯაბამ. - კარგი, ნუ ბრაზდები ყველაფერზე... - ჯაბააა, დავიღალე, რაა... მოდი, მანქანა გავაჩეროთ?! - მარიკა, ჩვენ ხუთივე რომ ჩავეტიოთ კიდეც მანქანაში, თეონას მარტოს ხომ არ დავტოვებთ? - უი, ხო, მანქანაში ვერ ჩავეტევით... მაშინ ჩვენ წავალთ და შენ თეონა მიიყვანე, კარგი? ფეხები დამისივდა... ამდენი კი აღარ შემიძლია?!
ჯაბამ მანქანა გააჩერა, მარიკა და სამივე მეზობელი ჩასვა, ფული გადაუხადა და გაუშვა, თავად კი ისევ თეონას გაჰყვა გვერდით. - შენც ხომ არ დაიღალე?! - არა, ჯაბა, არ დავღლილვარ, მაგრამ... უკვე 12 ხდება, სახლში ინერვიულებენ. მოდი, ჩვენც გავაჩეროთ მანქანა. (ეეჰ, ჯაბა, ჯაბა... დავიღალე? რა ჯანდაბა დამღლის?!... მაგრამ მარიკას რა პასუხი გავცე, რატომ დავიგვიანეთ ასე-მეთქი?) - ბატონი ბრძანდები!... (ნეტა აღარსად ვიყო წასასვლელი!)
ჯაბამ მეორე მანქანაც გააჩერა და თეონას მისამართი დაუსახელა. ჯაბა გვერდით მიუჯდა თეონას და, ვითომ შემთხვევით, მის ხელს ხელით შეეხო. თეონამ ხელი გაწია. მაშინ ჯაბამ ძალით დაუჭირა ხელი... ბეჭედი მოხვდა თითებში. ხელი სახესთან მიიტანა და ბეჭედი დაათვალიერა. - ეს დათოს საჩუქარია? კარგი გემოვნება ჰქონია, ვერაფერს იტყვი! - არა, გივიმ მაჩუქა... - გივიმ? – ჯაბამ ხელზე ნერვიულად მოუჭირა ხელი, - გივი ვინღაა?! - ჩემი თაყვანისმცემელია... ექიმი... მაღალი, სიმპატიური მამაკაცი... - დროს არ კარგავ, არა? - რა გინდა, ჯაბა? ან შენ რა გინდა და ან დათოს? თქვენი ცოლები – ექვს-ექვსი თვის ორსულები არიან... მე – ჯერ ისევ მარტო დავდივარ... და კიდევ მე “არ ვკარგავ დროს”? პირიქით ხომ არ არის, ჯაბა?! – გაბრაზდა თეონა და ხელი გამოსტაცა.
სახლამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღია არცერთს. მათი მანქანის გაჩერება და მთელი უბნის ჩაბნელება ერთი იყო... - რა ხდება? რატომ ჩააქრეს?! – გაუკვირდა თეონას. - რა ვიცი, აბა? თუ ძმა ხარ, დამელოდე, ავიყვან ამას სახლში და ახლავე ჩამოვალ. – მძღოლმა თავი დაუქნია და ჯაბამ თეონას ხელკავი გამოსდო. - ვაი, რა სიბნელეა... თვალთან მიტანილი თითი არ ჩანს! – თეონა ხელისცეცებით იკვლევდა გზას. ჯაბა – ხელჩაკიდებული მიუძღოდა წინ. ბოლოს წინა სართულზე თეონა უეცრად ვიღაცას დაეჯახა. - ნუ გეშინია, მე ვარ... - რატომ გაჩერდი? - რატომ? აი, ამისთვის, - ჯაბამ მთელი ძალით მიიხუტა თეონა გულზე, ცალი ხელით თავი გადაუწია და მის ბაგეებს დაეწაფა.
კიდევ კარგი, ჯაბას ხელით ეჭირა თეონა, თორემ გულწასული დაეცემოდა იატაკზე. მიხვდა ჯაბა, ხელში რომ ჩაეკეცა თეონა. - თეონა, რა გჭირს, თეეეე?! ხმა გამეცი!... – ჯაბამ ცალი ხელი წელზე მჭიდროდ შემოხვია და მეორე ხელით სახეზე მოუტყაპუნა. ყურები დაუზილა... გულზე მიიხუტა და ასე იდგა მასთან ერთად. - ჯაბა, - ამოიკნავლასავით თეონამ... - აქ ვარ, თეეე... - რატომ, ჯაბა?!... რატომ მომექეცი ასე?!... რას მერჩოდი, რა გინდოდა ჩემგან?! ან რატომ გაგიცანი?... ან რატომ დაგკარგე?!... ან ახლა რატომ დგახარ ასე?! რატომ მიყვარხარ ასე სიგიჟემდე, რატომ?!... - მაპატიე, თეეე, მაპატიე თუ შეგიძლია! ასეთი სისულელე, რაც მე გავაკეთე, ცხოვრებაში არავის გაუკეთებია! სიგიჟემდე მიყვარდი და... სხვა მოვიყვანე! ახლაც ისევე მიყვარხარ, როგორც ადრე!... მეც შემიცოდე... როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, თეეე?... მმმმმმმმმმ..... – ამოიგმინა ჯაბამ და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა თეონა.
თეონამ იგრძნო, როგორ ცახცახებდა ჯაბა... თავი ასწია და, დანახვით კი ვერაფერი დაინახა, მაგრამ მისმა ხელმა შეიგრძნო ჯაბას თვალებიდან დაგორებული ცრემლები. თეონამ თავადაც მოხვია ხელები და ტკიპასავით აეკრა ჯაბას. შემდეგ თავი ასწია, ჯაბას ლოყაზე აკოცა და ლოყით მიეხუტა... და უცებ, თითქოს დენმა დაარტყაო, შეხტა თეონა! მის გონებაში თითქოს მილიონვატიანი პროჟექტორი ჩაირთო. ამ პროჟექტორის სხივი საიდანღაც, ძალიან შორიდან მოდიოდა და ერთდროულად სულ ახლოს იყო!
“თეონაააააა!... თაიაააააა!... თაიაააააა! არ გაბედოოოოო! არ გაბედო მამის სიტყვიდან გადახვევააააააააა! გიყვარდეს სულით და არა სხეულიიიიიიიით!....”
მის თავში ყვიროდა ამას ვიღაცის ხმა... ძალიან ნაცნობი და, იმავდროულად, ძალიან შორეული!
გაშეშდა... ხმა ვეღარ ამოიღო თეონამ! თ ა ი ა!... საიდან იცის ეს სახელი? ან რატომ დაუძახეს ჯერ “თ ე ო ნ ა” და შემდეგ “თ ა ი ა”? ვინაა თაია? თაია.... თაია.... თაია.... ვერ გაიხსენა... ვეღარ გაიხსენა!
“მიშველე, ღმერთოოოოოოოოოო!”- ჩურჩულით დაიყვირა და... მომენტალურად აინთო სინათლე...
თეონამ ხელი ჰკრა ჯაბას და მისი ხელებიდან გათავისუფლდა. - რა მოხდა, თეე? - არასოდეს, გესმის? აღარასოდეს გაბედო ჩემთან მოახლოვება! ან მხოლოდ გამარჯობით! - რატომ, თეეე? მიყვარხარ!... - ახლა გაგახსენდა ჩემი სიყვარული? ახლა მიხვდი, რა შეცდომაც დაუშვი? კარგია, თუ მიხვდი!... მეც მივხვდი, ჯაბა! მივხვდი, რომ ეს დღე აღარასოდეს განმეორდება! - მერე და მე? - რა, შენ? შენ გყავს შესანიშნავი მეუღლე... მარიკა ჩემი ბავშვობის მეგობარია...შენგან ბავშვს ელოდება და... მე მარიკას ვერ ვუღალატებ, ჯაბა! - შენ ჩვენს სიყვარულს უღალატე, თეონა... მაშინ, როცა დათოს გაჰყევი ცოლად! - მე ვუღალატე? როდის, ჯაბა, როცა დათომ მომიტაცა, მაშინ? თუ როცა დაგირეკე, “ჯაბა, მიშველე-მეთქი”? გაიხსენე, რა მიპასუხე?... თუ მაშინ, როცა მეგონა, ჯაბას ვუყვარვარ და იმ ერთ ავადსახსენებელ ღამეს ყურადღებას არ მიაქცევს-მეთქი? ან იქნებ მაშინ, როცა დათოს სახლიდან წამოვედი?... როდის ჯაბა, როდის ვუღალატე ჩვენს სიყვარულს?!... წადი, ჯაბა... მე სათქმელი აღარაფერი მაქვს!... მაპატიე... მე სულ სხვა პიროვნება მყვარებია!... წადი!... – თეონა მობრუნდა და ნელა აუყვა სადარბაზოს კიბეებს.
ჯაბა ცოტა ხანს კიდევ იდგა სადარბაზოში, შემდეგ კიბეზე ჩაირბინა, მომლოდინე მანქანაში ჩაჯდა და სახლში დაბრუნდა.
* * *
მეორე დილას გივიმ დაურეკა. გასეირნება შესთავაზა თეონას. თეონა საშინელ ხასიათზე იყო გუშინდელს მერე და გივის უარი უთხრა შეხვედრაზე. - თეონა, ვხვდები შენი უარის მიზეზს... ეს ნინიკოა, ხო? - რა შუაშია ნინიკო? - აბა რა მოხდა? შენ თითქმის თანახმა იყავი და... მას შემდეგ შეიცვალე, რაც ბავშვი ნახე! - არა, გივი, ბავშვი ნამდვილად არაფერ შუაშია! პრობლემა ჩემშია, რომელსაც ვერ გეტყვი... მაპატიე! და ერთი-ორ დღეს აღარ დარეკო აქ... - ვეღარც კი წარმოედგინა თეონას, როგორ უნდა შეხვედროდა ან დალაპარაკებოდა ვინმეს მას შემდეგ, რაც ჯაბა გამოუტყდა, რომ ჯერ ისევ უყვარს ის.
ერთდროულად, ის იდუმალი ხმა ედგა ყურში, “თაიაო”, - რომ ეძახდა! კარგა ხანია, ერთი უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა: სულ ეგონა, რომ ვიღაცის უცხო სხეულში ზის... სჯეროდა, რომ, ოდესმე, მოვა დრო და უხილავი ძალა იპოვის და გახსნის მის ხერხემალში ჩატანებულ ელვა-შესაკრავს... და მისი სული ამ ტყვეობიდან გათავისუფლდება! მაგრამ ამ შეგრძნებას მომენტალურად ეცლებოდა-ხოლმე საფუძველი და თეონასაც თავზე ექცეოდა ოცნების კოშკები...
- მოვალ შენთან! სახლში მოვალ და ოფიციალურად ვთხოვ შენს ხელს... - და მეც ოფიციალურად გითხრა უარი? - რატომ უნდა მითხრა უარი? თუ არ გიყვარვარ, ხომ ვიცი, რომ მოგწონვარ მაინც?!... მე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ, ეს არ ითვლება! - გივი, გთხოვ!... ორი დღე მაინც აღარ დარეკო! თუ არ გინდა, რომ სამუდამოდ დამკარგო... – თეონამ ყურმილი დაკიდა.
გივიმაც დაკიდა ყურმილი. გიჟს ჰგავდა, ადგილს ვერ პოულობდა! რამდენჯერ წაიღო ხელი ტელეფონისკენ და... ყოველთვის გადაიფიქრა. იცოდა, თეონა აღარ დაელაპარაკებოდა ახლა და მის კიდევ უფრო გაღიზიანებას მოერიდა.
თეონა დივანზე მიწოლილიყო. თბილი ადიალა მიეფარებინა და ფიქრებს მისცემოდა. ცდილობდა, საკუთარი ცხოვრებისთვის სხვისი თვალით შეეხედა... იქნებ და მართლა დაუშვა შეცდომა? მაგრამ სად? ან როდის? თავისი სურვილით არასოდეს არავის გადაღობებია გზაზე... “მტაცებელი ქალის” როლი არასოდეს ხიბლავდა... პირიქით, ყოველთვის თეონა უთმობდა გზას მეტოქეს...
“- ნანა? ნანა დაგავიწყდა? – ნიშნისმოგებით ჩასძახა საკუთარმა ხმამ... - მე ვარ დამნაშავე ჯაბას ნანასთან დაცილებაში? ჯაბასთან მხოლოდ მოსანახულებლად მივედი და... ყოველდღე თავად მიბარებდნენ საავადმყოფოში! მე რა ვქნა, თუ ნანა ერთხელაც არ მისულა ჯაბასთან? ჩემი ბრალია?” - რა ვიცი, აბა? სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ ჯერ!” – უკან დაიხია მეორე მემ... - როგორ იპოვი, როცა არ არსებობს?!”
თეონა სამზარეულოში გავიდა, აფთიაქის ყუთიდან წნევის წამალი ამოიღო და ხელზე გადმოიყარა.... ლამაზ ვარდისფერ აბებს გაუღიმა უაზროდ...
ტელეფონმა დარეკა. თეონამ მეშვიდე თუ მერვე ზარზე აიღო ყურმილი. - თეეე, დათო ვარ... კარგია, რომ შენ აიღე ყურმილი... - გამარჯობა, დათო... რა ხდება? - 10 წუთის წინ დამირეკეს, განქორწინების საბუთი მზად არისო... გინდა გამოგივლი და ერთად მივიდეთ? - არა, დაათ, ჩემით მოვალ... - იმ ტიპთან ერთად? – გაღიზიანება შეეტყო ხმაში დათოს. - იმ “ტიპს” გივი ჰქვია! – ცოტა უკმეხად უპასუხა თეონამ. - თეე, რა გინდა იმხელა კაცთან? შვილად ერგები... - არაა იმხელა... 34 წლისაა მხოლოდ! - და შენ 20-ს ხარ! - თითქმის 21-ის... - ხო, შენ გახდები 22-ის, 23-ის, 24-ის... და ის სულ 34 წლისა იქნება, ვიდრე არ დაეწევი ასაკით, ხო? ხმა ამოიღე, თეონა! - გავგიჟდი!... რა შენი საქმეა, დათო? - ალბათ არის! - რატომ?... შენც ისევ გიყვარვარ, ხო, როგორც ჯაბას? და შენც ხვდები, ხო, რამხელა შეცდომა დაუშვი, მე რომ გამომიშვი? თუ იმას თვლი შეცდომად, რომ გამიცანი საერთოდ? – ხმას აუწია თეონამ - რა გჭირს, გამაგებინე! - მე რა მჭირს? არ დამანებებთ თავს?... რა გინდათ ჩემგან?.. ააააჰ... – თეონა უცებ გაჩუმდა. - თეეე, სად წახვედი? – ტელეფონის ყურმილში სიჩუმე გამეფებულიყო... – იყვირე, იჩხუბე, მხოლოდ ნუ ხარ ჩუმად!... თეონააა!.... არავინ ხართ მანდ? მიხედეთ თეონას! – მთელი ხმით ყვიროდა დათო, მაგრამ მას არავინ პასუხობდა. ცოტა ხანში რაღაცის დაცემის ხმაც გაიგო...
დათოს ყვირილზე ნონა შევიდა ოთახში. - რა მოხდა, დათო? - არ ვიცი... თეონას ველაპარაკებოდი განქორწინების საბუთის გამოტანაზე... მერე შუა წინადადებაზე გაწყვიტა საუბარი და... ხმას აღარ იღებს!... – დაბნეულმა და განერვიულებულმა თქვა დათომ. - ცუდად ხომ არ გახდა? ვაიმე, დათო, რა ვქნათ? - თეონასთან წავალ... მას რაღაც დაემართა და... – ფეხზე წამოხტა. - მეც წამოვალ, გთხოვ... – ნონას ცრემლები მოადგა თვალებზე. - წავედით!
დათოს მანქანა მალე გაჩერდა თეონას სახლის წინ. დათომ კიბეზე აირბინა და ზარი დარეკა. კარს არავინ აღებდა. - რა ვქნათ, ნონა? იქ რაღაც მოხდა.... - ტელეფონი არავისი იცი? - სამსახურის, ხო? ჭკვიანი გოგო ხარ... – დათომ იქვე მდგარ ტელეფონ-ავტომატთან მიირბინა და ყოფილ სიდედრთან დარეკა. - ქალბატონო თინა, დათო ვარ! - გისმენ დათო, - ხმის ტონი არ შეცვლია, ისე უპასუხა თინამ. - სასწრაფოდ ჩამოდით, რა, დაბლა? მანქანით დაგხვდებით... - რა მოხდა? – შეშფოთდა თინა. - თეონას ველაპარაკებოდი და... უცებ გაჩუმდა... ხმას აღარ იღებს....- ჩამოდით, რა? - მოვდივარ.. – თინამ ყურმილი დაკიდა. - ნონა, წავედით, მაღლივში უნდა ავიდეთ... - არა, დათო, მე აქ დავრჩები, კართან... იქნებ სხვა მოვიდეს ვინმე?
დათო სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მაღლივში ავიდა. თინა უკვე დაბლა დახვდა ჩამოსული. ამასობაში სახლში ნინუცა დაბრუნდა. ნონა კიბეზე იდგა და ნინუცას დანახვაზე მასთან მიიჭრა. - შენ თეონას და ხარ? - კი... რა მოხდა? - ჩქარა, კარი გააღე, იქ რაღაც მოხდა... თეონა დათოს ელაპარაკებოდა და უცებ შუა წინადადებაზე გაწყვიტა საუბარი... - რას ამბობ?! და შენ ვინ ხარ? – ნინუცა თან კარს ხსნიდა და თან ნონას აძლევდა შეკითხვებს. - მე დათოს ცოლი ვარ, ნონა... - მალადეც, დათოს... ჯერ განქორწინება არ აუღია და... კარგად უმუშავია! – თქვა ნინუცამ და თავი ნონას მუცლისკენ გაიქნია. ამასობაში კარიც გააღო. - თეონაა, სად ხარ, თეეე! – იყვირა ნინუცამ შესვლისთანავე. - თეონააა, ხმა გამეცი, ნონა ვარ! – ხმას არავინ იღებდა. და უცებ ნინუცამ სამზარეულოში გაშოტილ თეონას მოჰკრა თვალი. იქვე წამლის ფლაკონი ეგდო... - თეონა, ეს რა ქენი, თეეე... – ნინუცა თეონას მივარდა და შეეცადა ფეხზე წამოეყენებინა. ვერაფერი მოახერხა. მაშინ იატაკზე დაჯდა და თეონა მკერდზე მიიწვინა. - ვაიმე, რა მოუვიდა? – შეშინებულ ნონას ხან წყალი მოჰქონდა ნინუცასთან, ხან კარებისკენ გარბოდა... - ნონა, ამ ნომერზე დარეკე... გივი იკითხე და უთხარი, სასწრაფოდ მოვიდეს. ნონა ოთახში შევარდა და ტელეფონს ეცა. ყურმილის ხელში აღებამდე დაირეკა ზარი... - ალოო... - თეონა, გივი ვარ... - უი, ბატონო გივი...ახლა უნდა დამერეკა თქვენთან... თეონა უგონოდაა... მგონი რაღაც დალია, ახლავე წამოდით, რაა? - გაგიჟდი? მოვდივარ ახლავე! – არაადამიანური ხმით იყვირა გივიმ და ყურმილი დააგდო.
ამასობაში ოთახში თინა და დათო შემოვიდნენ. - თეონაა! – იყვირა დათომ და ნინუცას ეცა, - მიმიშვი! – დათომ თეონას ხელი დაავლო და სირბილით წავიდა ოთახისკენ, იქ ტახტზე დააწვინა და ბალიში და მუთაქა ფეხებქვეშ ამოუდო. - რა ჭირს, რა? – თინამ ფერი დაკარგა და ჩაიკეცა. - არ ვიცი, დედა... აი, ეს ეგდო აქ... – ნინუცამ ფლაკონი მიაწოდა თინას. ფლაკონი – ცარიელი იყო.
7 წუთიც არ იყო გასული, რომ გივი ითახში შემოვიდა. - რა დალია? ფლაკონი მაჩვენეთ! – გივის ფლაკონი მიაწოდეს. – წნევის დასაწევია... წნევა დაუვარდა... შეიძლება უარესიც მოხდეს. მომეხმარეთ!...
გივიმ ბუმბულივით დაავლო ხელი თეონას და სააბაზანოში გაიყვანა, იქ პირი ძალით დააღებინა და ორი თითი ჩაუყო. თეონას ერთი წამოაზიდა და გული აერია... ხველება აუტყდა. გივიმ ცივი წყლის ჭავლი მიუშვა სახეზე. - თეონა, მომხედე, თეონა... – თეონამ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა. - არ დაიძინო! – გივიმ სახეში შემოჰკრა ხელი. - თეეე, გაიღვიძე...
დათოს ერთი ძველი ფილმი, “ბინა” გაახსენდა, ჯეკ ლემონის მონაწილეობით, ქალი რომ თავს იწამლავს და ექიმი და ეს ტიპი რომ ატარებენ ოთახში ამ ქალს, გონზე მოყვანის შემდეგ რომ არ დაეძინოს... - ბატონო გივი, მოდით ოთახში ვატაროთ, რომ არ დაეძინოს?! - კარგი აზრია... თეონა, გაიღვიძე... თეეე!... ნინუცა, ყავა მოხარშე, ბევრი ყავა! და აფთიაქიდან კოფეინი ამოიტანეთ! - ნინუცა, ყავას მე მოვხარშავ... შენ წამალზე წადი... – შესთავაზა ნონამ და ჯეზვე ჩამოხსნა, - ყავა მომეცი ოღონდ... და შაქარიც...
გივი და დათო აქეთ-იქიდან ამოუდგნენ თეონას და ძალით ატარებდნენ ოთახში, თან კი სახეზე უტყაპუნებდნენ, რომ აღარ დაძინებოდა. - სასწრაფოს არ გამოვუძახოთ? – ნერვიულობდა თინა. - და რას გაუკეთებენ მეტს? ხომ არ გავიწყდებათ, რომ მეც ექიმი ვარ, ქალბატონო თინა? – წყენა შეეპარა ხმაში გივის. - არ გამიბრაზდეთ, ბატონო გივი, დაბნეული ვარ!... - ეს სისულელე რამ გააკეთებინა? - რამ მოაფიქრებინა?! ან რა სჭირს საამისო?! - მე მელაპარაკა, 1-2 დღე აღარ დამირეკოო... ეს ჰქონდა ჩაფიქრებული? – ამბობდა გაოგნებული გივი. - ბოლოს მე ველაპარაკე, - საუბარში ჩაერთო დათო, - განქორწინების საბუთების წამოსაღებად გაგიყვან-მეთქი... მერე თქვენზე ჩამოვარდა საუბარი, ბ-ნო გივი, და ბოლოს იყვირა, - “დამანებეთ ყველამ თავიო” და გაჩუმდა. იმის მერე – აი, ეს ხდება. - თქვენ ვინ ბრძანდებით? – ეჭვის თვალით გახედა გივიმ დათოს. - მე დათო ვარ...
ნინუცამ კოფეინი მოიტანა. ნონამ ყავა მოადუღა. თეონა ტახტზე დააწვინეს. გივიმ ყველა დაითხოვა ოთახიდან, თეონას კოფეინის ნემსი გაუკეთა და ცხელი ყავა დაალევინა მინერალური წყლის დასალევი ტუჩიანი ჭიქით. ცივი ტილო მოატანინა, თეონას ბლუზა გახადა და ამ ტილოთი დაუწყო ყელისა და გულმკერდის დაზელა.
“ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს ამ სხეულის ყოველი უჯრედი! თეონა, შენ რომ რამე დაგმართოდა, თავს არ ვიცოცხლებდი!... ხმა ამოიღე, რამე მაინც მითხარი...” - თეეე, როგორ ხარ? – გივიმ ტილო გადადო და შალის ადიალა გადააფარა. - კარგად, გივი, - ძლივს ამოთქვა თეონამ... ძილად იყო მივარდნილი. - რატომ, თეეე, რატომ? რატომ მიკეთებდი ამას? როგორ უნდა გადამეტანა, - არ გიფიქრია? – წნევა გაუსინჯა: სინდიყის სვეტი უკვე ნორმალურ ნიშნულთან პულსირებდა. - მე ყველაზე ვიფიქრე... ყველა უცებ დაისვენებდა... მეც... - შე პატარა ეგოისტო! ვინ დაისვენებდა?!... კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა, რომ დავრეკე და ეს მითხრეს!... შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ! – აპარატი მოხსნა ხელიდან. - მართლა?... – გაეღიმა თეონას. მისი მისუსტებული სახე გულს უწურავდა გივის. - მართლა... ჩემო პრინცესა, მოდი, შენი გადარჩენის აღსანიშნავად, რაღაცას გაჩუქებ... ახალ წელს ვაპირებდი ჩუქებას... უარის თქმა არ გაბედო! – გივიმ კისრიდან ჩამოიხსნა ოქროს ძეწკვი, ზედ დაკიდებული მედალიონით და უნდოდა, თეონასთვის შეება ყელზე. - გივი, ვერ მივიღებ ამ საჩუქარს... - რატომ? ის შენთვის არის... აი, გახსენი მედალიონი და დარწმუნდები...
თეონამ მედალიონი გამოართვა და გახსნა. შიგნით წვრილი ბრილიანტებით ლამაზად იყო გამოყვანილი “თ”, ხოლო ქვეშ გრავიურით ეწერა: “ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!”
- გმადლობ, გივი, - თეონა ტახტზე წამოჯდა და მის გვერდით მჯდარ გივის კისერზე მოხვია ხელები. - მიყვარხარ, თეონა! – გივიმ ბეჭებზე შემოხვია ხელები ძვირფას არსებას და თბილად ჩაიხუტა გულში.
(გაგრძელება ჯერ კიდევ იქნება!)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. და სუულ თავიდან,გია რომ იყო,ის რა იქნააა???..... და სუულ თავიდან,გია რომ იყო,ის რა იქნააა???.....
37. - რატომ, ჯაბა?!... რატომ მომექეცი ასე?!... რას მერჩოდი, რა გინდოდა ჩემგან?! ან რატომ გაგიცანი?... ან რატომ დაგკარგე?!... ან ახლა რატომ დგახარ ასე?! რატომ მიყვარხარ ასე სიგიჟემდე, რატომ?!... - მაპატიე, თეეე, მაპატიე თუ შეგიძლია! ასეთი სისულელე, რაც მე გავაკეთე, ცხოვრებაში არავის გაუკეთებია! სიგიჟემდე მიყვარდი და... სხვა მოვიყვანე! ახლაც ისევე მიყვარხარ, როგორც ადრე!... მეც შემიცოდე... როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, თეეე?... მმმმმმმმმმ..... – ამოიგმინა ჯაბამ და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა თეონა. ---------------------- - რატომ, თეეე, რატომ? რატომ მიკეთებდი ამას? როგორ უნდა გადამეტანა, - არ გიფიქრია? – წნევა გაუსინჯა: სინდიყის სვეტი უკვე ნორმალურ ნიშნულთან პულსირებდა. - მე ყველაზე ვიფიქრე... ყველა უცებ დაისვენებდა... მეც... - შე პატარა ეგოისტო! ვინ დაისვენებდა?!... კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა, რომ დავრეკე და ეს მითხრეს!... შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ! – აპარატი მოხსნა ხელიდან.
საოცარია პირდაპირ... თეონამ დაგიშავა რამე, თამრი? :(( :( - რატომ, ჯაბა?!... რატომ მომექეცი ასე?!... რას მერჩოდი, რა გინდოდა ჩემგან?! ან რატომ გაგიცანი?... ან რატომ დაგკარგე?!... ან ახლა რატომ დგახარ ასე?! რატომ მიყვარხარ ასე სიგიჟემდე, რატომ?!... - მაპატიე, თეეე, მაპატიე თუ შეგიძლია! ასეთი სისულელე, რაც მე გავაკეთე, ცხოვრებაში არავის გაუკეთებია! სიგიჟემდე მიყვარდი და... სხვა მოვიყვანე! ახლაც ისევე მიყვარხარ, როგორც ადრე!... მეც შემიცოდე... როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, თეეე?... მმმმმმმმმმ..... – ამოიგმინა ჯაბამ და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა თეონა. ---------------------- - რატომ, თეეე, რატომ? რატომ მიკეთებდი ამას? როგორ უნდა გადამეტანა, - არ გიფიქრია? – წნევა გაუსინჯა: სინდიყის სვეტი უკვე ნორმალურ ნიშნულთან პულსირებდა. - მე ყველაზე ვიფიქრე... ყველა უცებ დაისვენებდა... მეც... - შე პატარა ეგოისტო! ვინ დაისვენებდა?!... კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა, რომ დავრეკე და ეს მითხრეს!... შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ! – აპარატი მოხსნა ხელიდან.
საოცარია პირდაპირ... თეონამ დაგიშავა რამე, თამრი? :(( :(
36. ჯაბაზე იგივე აზრის ვრჩები გივის კი არაუშავს. ვნახოტ აბა დალშე. ჯაბაზე იგივე აზრის ვრჩები გივის კი არაუშავს. ვნახოტ აბა დალშე.
35. დიდი სიყვარულის ფიასკოს მიუხედავად, თეონა მაინც ყველაზე სასურველ და საყვარელ ქალად რჩება, რომლის გვერდით კვლავაც შეყვერებული კაცია...ასე,რომ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად არისსსს ;) დიდი სიყვარულის ფიასკოს მიუხედავად, თეონა მაინც ყველაზე სასურველ და საყვარელ ქალად რჩება, რომლის გვერდით კვლავაც შეყვერებული კაცია...ასე,რომ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად არისსსს ;)
34. მაინც არ მომწონს გივი, მიუხედავად ბრილიანტებისა. მაინც არ მომწონს გივი, მიუხედავად ბრილიანტებისა.
33. თეონამ მედალიონი გამოართვა და გახსნა. შიგნით წვრილი ბრილიანტებით ლამაზად იყო გამოყვანილი “თ”, ხოლო ქვეშ გრავიურით ეწერა: “ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!”
კარგია, თამრი... ძალიან დახვეწილად წერ! 5 თეონამ მედალიონი გამოართვა და გახსნა. შიგნით წვრილი ბრილიანტებით ლამაზად იყო გამოყვანილი “თ”, ხოლო ქვეშ გრავიურით ეწერა: “ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!”
კარგია, თამრი... ძალიან დახვეწილად წერ! 5
32. ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორიააა ეს გივის ამბავი :)
“ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!” :)
მეც გამიხარდებოდა...მაგრამ არ მივიღებდი...:(
ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორიააა ეს გივის ამბავი :)
“ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!” :)
მეც გამიხარდებოდა...მაგრამ არ მივიღებდი...:(
31. არ გაბედო მამის სიტყვიდან გადახვევააააააააა! გიყვარდეს სულით და არა სხეულიიიიიიიით!....” რაღაც ისეთი ეჭვი მაქვს, რომ თაიასა და თეონას ხელმეორე გაცვლამდე ჩვენც სულიერი სიყვარულით დაკმაყოფილება მოგვიწევს. სხვანაირად დაარღვევს თაია მამის ბრძანებას და ეს არის.(????) იქნებ თეონას სხვა სამყაროში ყოფნა გაუტკბეს და უკან დაბრუნება აღარისურვოს? ან იქნებ გაადამიანებულმა (ე.ი. 'დაცემულმა' :)) თაიამ აიღოს ანგელოზურ სრულყოფილებაზე ხელი?... არ ვიცი, არ ვიცი... მე მაინც მგონია, რომ ჯაბა არსად დაიკარგება. კიდევ ამოყოფს თეონას გვერდში სადმე თავს. ერთი სიტყვით, უაღრესად დამაინტრიგებელია და ათასგვარი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. თანაც ამ 25 წელიწადში სამყაროც უნდა გადაარჩინოს!!!!! მოუთმენლად ველი გაგრძელებას. :) არ გაბედო მამის სიტყვიდან გადახვევააააააააა! გიყვარდეს სულით და არა სხეულიიიიიიიით!....” რაღაც ისეთი ეჭვი მაქვს, რომ თაიასა და თეონას ხელმეორე გაცვლამდე ჩვენც სულიერი სიყვარულით დაკმაყოფილება მოგვიწევს. სხვანაირად დაარღვევს თაია მამის ბრძანებას და ეს არის.(????) იქნებ თეონას სხვა სამყაროში ყოფნა გაუტკბეს და უკან დაბრუნება აღარისურვოს? ან იქნებ გაადამიანებულმა (ე.ი. `დაცემულმა` :)) თაიამ აიღოს ანგელოზურ სრულყოფილებაზე ხელი?... არ ვიცი, არ ვიცი... მე მაინც მგონია, რომ ჯაბა არსად დაიკარგება. კიდევ ამოყოფს თეონას გვერდში სადმე თავს. ერთი სიტყვით, უაღრესად დამაინტრიგებელია და ათასგვარი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. თანაც ამ 25 წელიწადში სამყაროც უნდა გადაარჩინოს!!!!! მოუთმენლად ველი გაგრძელებას. :)
30. თამარ,წავიკითხე ბოლო თავები და გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად ;;) თეო ალბათ გივის გაყვება არა? ყველა კაცი ერთნაირია,საერთოდ არ გაათხოვო :D თან გერს არ მოსწონს და გაუშრობს საწყალ გოგოს სისხლს :D თამარ,წავიკითხე ბოლო თავები და გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად ;;) თეო ალბათ გივის გაყვება არა? ყველა კაცი ერთნაირია,საერთოდ არ გაათხოვო :D თან გერს არ მოსწონს და გაუშრობს საწყალ გოგოს სისხლს :D
29. ნამდვილი ამბებიც ურევია, ლიკა, გუდაუთის ისტორია, სტუდენტობა და გამოცდები... 14 აპრილის მოვლენები ხომ - დოკუმენტურ მასალებზეა აგებული... აი "სიყვარულები" კი - მწერლური ფანტაზიებია მხოლოდ... :)))))))))))) ნამდვილი ამბებიც ურევია, ლიკა, გუდაუთის ისტორია, სტუდენტობა და გამოცდები... 14 აპრილის მოვლენები ხომ - დოკუმენტურ მასალებზეა აგებული... აი "სიყვარულები" კი - მწერლური ფანტაზიებია მხოლოდ... :))))))))))))
28. გარედან მქონდა წაკითხული.ახლა წერ? მე კი მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა .... ნამდვილი ამბავი მეგონა.... გარედან მქონდა წაკითხული.ახლა წერ? მე კი მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა .... ნამდვილი ამბავი მეგონა....
27. აქ კი ჩემი შეფასება, ყველა წაუკითხავად დარჩენილი თავების შემდეგ. წავიკითხე. :))))))) გაიხარე თამარ. არაჩვეულებრივი ხარ!!! ყოჩაღ!!! აქ კი ჩემი შეფასება, ყველა წაუკითხავად დარჩენილი თავების შემდეგ. წავიკითხე. :))))))) გაიხარე თამარ. არაჩვეულებრივი ხარ!!! ყოჩაღ!!!
26. თათ, ნუ გეშინია, აუცილებლად დავასრულებ! მთავარია, სად დავასრულო, - ზღაპარივით, - ქორწილით თუ თეონას შემდგომი ცხოვრებაც გავაგრძელო... ისე, აქვე გეტყვით, რომ ამ რომანის I ნაწილი (ქორწილით) - მალე დასრულდება... 4-5 თავიღა დამრჩა... ან ოდნავ მეტი, ვნახოთ!...
და შემდეგ დაიწყება II ნაწილი - " თ ე ო ", ანუ რეალური თეონას (და არა თაიას!) მოგზაურობები ირეალურ სამყაროსა და კოსმოსში, სხვა ცოცხალ პლანეტებზე.... ის სამყარო - ბევრს მოეჩვენება ზღაპრად... მაგრამ, დამიჯერეთ, არანაკლებ საინტერესო ინება...
თათ, ნუ გეშინია, აუცილებლად დავასრულებ! მთავარია, სად დავასრულო, - ზღაპარივით, - ქორწილით თუ თეონას შემდგომი ცხოვრებაც გავაგრძელო... ისე, აქვე გეტყვით, რომ ამ რომანის I ნაწილი (ქორწილით) - მალე დასრულდება... 4-5 თავიღა დამრჩა... ან ოდნავ მეტი, ვნახოთ!...
და შემდეგ დაიწყება II ნაწილი - " თ ე ო ", ანუ რეალური თეონას (და არა თაიას!) მოგზაურობები ირეალურ სამყაროსა და კოსმოსში, სხვა ცოცხალ პლანეტებზე.... ის სამყარო - ბევრს მოეჩვენება ზღაპრად... მაგრამ, დამიჯერეთ, არანაკლებ საინტერესო ინება...
25. და კიდევ ერთი , ეს რომანი ხომ ახლა იწერება? ხოდა მეშინია უკვე ფინალის. :) გაგრძელება ჩვენ არ დაგვიტოვოთ თამარ :) მინდა დასრულდეს და ისე დამთავრდეს თორე გადავყვები ამ ამბავსსსსსსსსს :) და კიდევ ერთი , ეს რომანი ხომ ახლა იწერება? ხოდა მეშინია უკვე ფინალის. :) გაგრძელება ჩვენ არ დაგვიტოვოთ თამარ :) მინდა დასრულდეს და ისე დამთავრდეს თორე გადავყვები ამ ამბავსსსსსსსსს :)
24. თეონაააააა!... თაიაააააა!... თაიაააააა! არ გაბედოოოოო! არ გაბედო მამის სიტყვიდან გადახვევააააააააა! გიყვარდეს სულით და არა სხეულიიიიიიიით!....” 555 თეონაააააა!... თაიაააააა!... თაიაააააა! არ გაბედოოოოო! არ გაბედო მამის სიტყვიდან გადახვევააააააააა! გიყვარდეს სულით და არა სხეულიიიიიიიით!....” 555
23. აღარ შემიძლია ეს რომანი მოსვენებას არ მაძლევს არც ისრაელში და არც ესპანეთში , ანუ როგორ დავნტერესდი? :) შეეჩვია გივის მისგან იგრძნო მზრუნველობა , და ქალს სხვა რა ჭირდება? ყურადღება რა თქმა უნდა და სიყვარული. აი შეჩვევას კი მოაქვს სიყვარული ნამდვილად :) აღარ შემიძლია ეს რომანი მოსვენებას არ მაძლევს არც ისრაელში და არც ესპანეთში , ანუ როგორ დავნტერესდი? :) შეეჩვია გივის მისგან იგრძნო მზრუნველობა , და ქალს სხვა რა ჭირდება? ყურადღება რა თქმა უნდა და სიყვარული. აი შეჩვევას კი მოაქვს სიყვარული ნამდვილად :)
22. 20 ... ახალი თავი როდის იქნება ქალბატონო თამარ? იმდენად შეგვაყვარეთ თქვენი გმირები, რომ მათთან ერთად განვიცდით და ვგრძნობთ... ფენ-იქსი. 2009-08-13 20:41:25
სულ მცირე, 2 დღე ხომ მაინც უნდა გავიდეს, არა? და თანაც მე ამას ახლა ვწერ... თქვენ უშუალო მონაწილენი ხართ ჩემი "შემოქმედებითი წვისა და აღმაფრენისა"! დავწერ თუ არა, მაშინვე დავდებ, ფენ-იქსო... შენ მაგაზე არ იდარდო! 20 ... ახალი თავი როდის იქნება ქალბატონო თამარ? იმდენად შეგვაყვარეთ თქვენი გმირები, რომ მათთან ერთად განვიცდით და ვგრძნობთ... ფენ-იქსი. 2009-08-13 20:41:25
სულ მცირე, 2 დღე ხომ მაინც უნდა გავიდეს, არა? და თანაც მე ამას ახლა ვწერ... თქვენ უშუალო მონაწილენი ხართ ჩემი "შემოქმედებითი წვისა და აღმაფრენისა"! დავწერ თუ არა, მაშინვე დავდებ, ფენ-იქსო... შენ მაგაზე არ იდარდო!
21. ძალიან დიდი მადლობა, ხალხნო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტიმულს მაძლევს თქვენი მხარდაჭერა! :))))))))))))))))) ძალიან დიდი მადლობა, ხალხნო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტიმულს მაძლევს თქვენი მხარდაჭერა! :)))))))))))))))))
20. უიიი... :( მართლა შეცვალეთ??? :( :( :( ყოფილიყო ისე... მე მაგრად მომწონს გივი... :) :) :) და იმედი მაქვს ერთად იქნებიან... და ალბათ გივისაც ამის იმედი აქვს :D :D :D
... ახალი თავი როდის იქნება ქალბატონო თამარ? :( :( იმდენად შეგვაყვარეთ თქვენი გმირები, რომ მათთან ერთად განვიცდით და ვგრძნობთ... :) :) :) :) :) უიიი... :( მართლა შეცვალეთ??? :( :( :( ყოფილიყო ისე... მე მაგრად მომწონს გივი... :) :) :) და იმედი მაქვს ერთად იქნებიან... და ალბათ გივისაც ამის იმედი აქვს :D :D :D
... ახალი თავი როდის იქნება ქალბატონო თამარ? :( :( იმდენად შეგვაყვარეთ თქვენი გმირები, რომ მათთან ერთად განვიცდით და ვგრძნობთ... :) :) :) :) :)
19. ეს ცვლილიება მომეწონააააა...აი, ახლა მართლა კარგია....:):) :) :) :) ეს ცვლილიება მომეწონააააა...აი, ახლა მართლა კარგია....:):) :) :) :)
18. ამ ტაბში ისეთი ალიაქოთი იყო, ლამის მეც რაღაც ფუნქცია შევასრულე მაგ გოგოს მოსასულიერებლად. თანამშრომელი მეუბნება რა იყო, რა სახე გაქვსო . . . . :) :) ამ ტაბში ისეთი ალიაქოთი იყო, ლამის მეც რაღაც ფუნქცია შევასრულე მაგ გოგოს მოსასულიერებლად. თანამშრომელი მეუბნება რა იყო, რა სახე გაქვსო . . . . :) :)
17. მომწონს.............. მომწონს..............
16. ყოჩაღ, ნეკერ... მომწონს, კარგად თქვი! კარგი შენიშვნა იყო! გიჯერებ და ვიზიარებ შენს აზრს, - არ უნდა ეთქვა თეონას "მიყვარხარო"... რომ დავაყენე ჩემი თავი ამ სიტუაციაში, - ვერც მე ვეტყოდი ამ სიტყვებს და მაშინ რატომ ვათქმევინე თეონას?
მოკლედ, არ უთქვამს თეონას "მიყვარხარო"!... ჩემი ნება არ არის? ფირი უკან დავატრიალე და ის კადრები ამოვჭერი! :)))))))) ახლა მოგწონს? :-?
არ უყვარს თეონას გივი... ნამდვილად არ უყვარს! მაგრამ ძალიან შეეჩვია. ბრილიანტებს კი არა? - გივის შეეჩვია! მეტს აღარ მოვყვები... :)))))))))))))
არა, მერაბიკო, არ ვარ ექიმი... რატომ? ვგავარ? :)))))))))))))))) ლექტორი ვარ... ტურიზმს ვასწავლი უნივერსიტეტში. ყოჩაღ, ნეკერ... მომწონს, კარგად თქვი! კარგი შენიშვნა იყო! გიჯერებ და ვიზიარებ შენს აზრს, - არ უნდა ეთქვა თეონას "მიყვარხარო"... რომ დავაყენე ჩემი თავი ამ სიტუაციაში, - ვერც მე ვეტყოდი ამ სიტყვებს და მაშინ რატომ ვათქმევინე თეონას?
მოკლედ, არ უთქვამს თეონას "მიყვარხარო"!... ჩემი ნება არ არის? ფირი უკან დავატრიალე და ის კადრები ამოვჭერი! :)))))))) ახლა მოგწონს? :-?
არ უყვარს თეონას გივი... ნამდვილად არ უყვარს! მაგრამ ძალიან შეეჩვია. ბრილიანტებს კი არა? - გივის შეეჩვია! მეტს აღარ მოვყვები... :)))))))))))))
არა, მერაბიკო, არ ვარ ექიმი... რატომ? ვგავარ? :)))))))))))))))) ლექტორი ვარ... ტურიზმს ვასწავლი უნივერსიტეტში.
15. ისე მიდის საქმე,მე მგონი ჯაბა და თეონა აღარ იქნებიან ერთად...თან ჯაბას ცოლი შვილს ელოდება რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას... ნუ თუ მართლა გივია თეონას ბედი?ვნახოთ..ვნახოთ... ქალბატონო თამარ თქვენ ექიმი ხომ არ ხართ შემთხვევით? :) ისე მიდის საქმე,მე მგონი ჯაბა და თეონა აღარ იქნებიან ერთად...თან ჯაბას ცოლი შვილს ელოდება რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას... ნუ თუ მართლა გივია თეონას ბედი?ვნახოთ..ვნახოთ... ქალბატონო თამარ თქვენ ექიმი ხომ არ ხართ შემთხვევით? :)
14. შეიძლება იმ მომენტში მიხვდა თეონა, რომ გივი უყვარდა? სიკვდილს რომ გამოგლიჯა ხელიდან მისი თავი :)
შეიძლება იმ მომენტში მიხვდა თეონა, რომ გივი უყვარდა? სიკვდილს რომ გამოგლიჯა ხელიდან მისი თავი :)
13. ეს გივი არ უყვარს თეონას...მეც ვიზიარებ ნეკერას აზრს და..... ისე მომეწონა ინტრიგა.... კარგად იძაბება სიტუაცია.... :) ;) :) ეს გივი არ უყვარს თეონას...მეც ვიზიარებ ნეკერას აზრს და..... ისე მომეწონა ინტრიგა.... კარგად იძაბება სიტუაცია.... :) ;) :)
12. არარეალური ფინალი აქვს ამ თავს :) თეონას რომ გივი ყვარებოდა, თავის მოკვლას არ ეცდებოდა, მისთვის სიცოცხლე მოუნდებოდა. და თუ გივი არ უყვარდა, არ უნდა ეთქვა მიყვარხარო. სიყვარული სამადლობელის ფასი არაა არც გადარჩენილი სიცოცხლისთვის და არც ბრილიანტებიანი მედალიონისათვის რომ ამიტომ მოატყუო კაცი, თუნდაც კეთილად :) მოკლედ, ამ თავს არ ვაფასებ :) არარეალური ფინალი აქვს ამ თავს :) თეონას რომ გივი ყვარებოდა, თავის მოკვლას არ ეცდებოდა, მისთვის სიცოცხლე მოუნდებოდა. და თუ გივი არ უყვარდა, არ უნდა ეთქვა მიყვარხარო. სიყვარული სამადლობელის ფასი არაა არც გადარჩენილი სიცოცხლისთვის და არც ბრილიანტებიანი მედალიონისათვის რომ ამიტომ მოატყუო კაცი, თუნდაც კეთილად :) მოკლედ, ამ თავს არ ვაფასებ :)
11. უუუფს.... რა მაგარი იყოოოოო.... :) :) :)
“ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!”
ეს მომეწონა ძალიან... :)
და თეონას ნეტა მართლა შეუყვარდა? თუ უბრალოდ გული გაუხარა გივის.... :) :) :) იმედია ის ჯაბა საერთოდ დაავიწყდება... აგერ კაცი გადაყოლილია მასზე... ჯაბამ კი ვერ შეიღირსია...
"ჯაბამ მთელი ძალით მიიხუტა თეონა გულზე, ცალი ხელით თავი გადაუწია და მის ბაგეებს დაეწაფა. " - ამ დროს მე კინაღამ ვიტირე :( :( ეეჰ... ჯაბა... რა ქალი დაკარგეეეეე...
ეხლა გივის ჯერია... ვნახოთ აბა რას იზამს...
მოუთმენლად ველი გაგრძელებას ქალბატონო თამარ. :) :)
უუუფს.... რა მაგარი იყოოოოო.... :) :) :)
“ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან!”
ეს მომეწონა ძალიან... :)
და თეონას ნეტა მართლა შეუყვარდა? თუ უბრალოდ გული გაუხარა გივის.... :) :) :) იმედია ის ჯაბა საერთოდ დაავიწყდება... აგერ კაცი გადაყოლილია მასზე... ჯაბამ კი ვერ შეიღირსია...
"ჯაბამ მთელი ძალით მიიხუტა თეონა გულზე, ცალი ხელით თავი გადაუწია და მის ბაგეებს დაეწაფა. " - ამ დროს მე კინაღამ ვიტირე :( :( ეეჰ... ჯაბა... რა ქალი დაკარგეეეეე...
ეხლა გივის ჯერია... ვნახოთ აბა რას იზამს...
მოუთმენლად ველი გაგრძელებას ქალბატონო თამარ. :) :)
10. რა სულზე მოუსწრეს. ეს გივი ნელ ნელა მომწონს! სენ კი მენატრები! :) რა სულზე მოუსწრეს. ეს გივი ნელ ნელა მომწონს! სენ კი მენატრები! :)
9. რატომ არ იქნება? :) რატომ არ იქნება? :)
8. მომეწონა ეს თავი ძალიან...წეღან შევაფასე და კომენტარი არ დამიტოვებია... მომეწონა ეს თავი ძალიან...წეღან შევაფასე და კომენტარი არ დამიტოვებია...
7. ეს თავი გამორჩეულად მომეწონა.... ეს თავი გამორჩეულად მომეწონა....
6. გივისთან და დათოსთან ერთად მეც დავრბოდი ამ შუაღამისას და ვაღვიძებდი მაგ შენ თეონას... გივისთან და დათოსთან ერთად მეც დავრბოდი ამ შუაღამისას და ვაღვიძებდი მაგ შენ თეონას...
5. გულმავიწყი ვარ თამარ, ხშირად ავტორიზაციის გარეშე ვკითხულობ გარედან და მერე რო შემოვდივარ მავიწყდება :) გულმავიწყი ვარ თამარ, ხშირად ავტორიზაციის გარეშე ვკითხულობ გარედან და მერე რო შემოვდივარ მავიწყდება :)
4. :( მმმმ... :(
___
გრეგორი პეკი, ჭკუა მეკეტება მის გარეგნობაზე. ნეტავ ჯაბა არ შეგედარებინათ მისთვის :( ძალიან დაბალ დონეზე დგას ჩემთვის ეგ ტიპი. :( მმმმ... :(
___
გრეგორი პეკი, ჭკუა მეკეტება მის გარეგნობაზე. ნეტავ ჯაბა არ შეგედარებინათ მისთვის :( ძალიან დაბალ დონეზე დგას ჩემთვის ეგ ტიპი.
3. ისე, მაგარი ტემპი მაქვს აღებული-მეთქი, შემიძლია გაოცებულმა ვთქვა!.... :)))))))))))))))))))))))) ისე, მაგარი ტემპი მაქვს აღებული-მეთქი, შემიძლია გაოცებულმა ვთქვა!.... :))))))))))))))))))))))))
2. მერე? თუ კითხულობ, წერტილი მაინც დასვი-ხოლმე, რომ გამიხარდეს, - წაიკითხა ჩემმა ყოფილმა კუწკუწამ-მეთქი? :)))))))))))))))))))))) მერე? თუ კითხულობ, წერტილი მაინც დასვი-ხოლმე, რომ გამიხარდეს, - წაიკითხა ჩემმა ყოფილმა კუწკუწამ-მეთქი? :))))))))))))))))))))))
1. ვკითხულობ ხოლმე და მგონი ჩემი პირველი კომენტარია ამ რომანზე :) ხოდა იმის თქმა მინდა რომ იმედია ახლა მაინც გაუმართლებს თეონას(ღრმა ამოსუნთქვით... :D ) ვკითხულობ ხოლმე და მგონი ჩემი პირველი კომენტარია ამ რომანზე :) ხოდა იმის თქმა მინდა რომ იმედია ახლა მაინც გაუმართლებს თეონას(ღრმა ამოსუნთქვით... :D )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|