ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2009


შ ა ტ ა ლ ო(I ნაწილი)

      ბავშვობაში კარგი მოსწავლე ვიყავი,თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამ იოლად მისაღწევი მეგონა და ცოტა უდარდელიც გახლდით. კლასელები "შკოლნიკს" მეძახდნენ; ეს ცნობილი ფრაზა იყო იმის მიმართ, ვინც თავს სწავლასა და სკოლას აკლავდა. არ მიყვარდა გაკვეთილების გაცდენა,ასეთი ხასიათი მქონდა და რა მექნა,მაგრამ ერთხელაც გამონაკლისი დავუშვი,ცდუნებამაც წამძლია და კლასელებს დავთანხმდი შატალოზე წასვლაზე,თან იმ დღეს პირვლი და მეორე გაკვეთილი სამართალი და ისტორია გვქონდა,რომლებიც არ მიყვარდა,მიუხედავად იმისა,რომ ახლა ჩემი პროფესია ამ საგნების ცოდნას მოითხოვს..ბავშვებმა წინა დღეს მოილაპარაკეს და ყველა დაითანხმეს; ქალაქში გასეირნებას ვაპირებდით.
      ისე, სკოლაში რომ მივდიოდი ხოლმე, მიწისქვეშა გადასასვლელის გავლა მიხდებოდა და ყოველთვის ვხედავდი იქ მჯდომ არც თუ ისე ხნიერ კაცს, რომელიც ალბათ ნაადრევად დაებერებინა ცხოვრებას... იგი მათხოვრობდა და ზოგჯერ ამოიოხრებდა: "ბედმა ისედაც გამაპამპულა და თქვენ მაინც დამეხმარეთ,მადლი ჰქენით, აბუჩად ნუ ამიგდებთო". მე როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი,ხურდებით და ყოველთვის მცნობდა,მლოცავდა ხოლმე.
      ის დღე გუშინდელივით მახსოვს; რატომღაც მაშინაც იმ გზით წავედით და კლასელები წინ გარბოდნენ. მე ცოტა ჩამოვრჩი,მათხოვარს მივჩერებოდი,რომელიც კვნესოდა და პირქვე იყო დამხობილი. მიკვირდა,რატომ არ მეძახიან მეგობრები-მეთქი. თურმე დირექტორი შეხვედრია დანარჩენებს,მე კი,ასე რომ ვთქვათ, გადავრჩი. გარეთ რომ გავედი,დავინახე, კლასელები კუდამოძუებულები მიჰყვებოდნენ დირექტორს... გადავწყვიტე, ციტა ხნით მოფარებულში დავრჩენილიყავი. უცებ ვიღაცამ  დამიძახა. უკან მოვიხედე და ის მათხოვარი დავინახე. "შვილო, ასეთ დროს სკოლაში რატომ არ ხარ,რა მოხდაო"- მკითხა. მე ცოტა არ იყოს შემრცხვა,თან გამიკვირდა რომ გამომელაპარაკა. "მოდი,ჩამოჯექი სკამზეო"- დამპატიჟა. მეც რობოტივით ვემორჩილებოდი. "არ მეტყვი,აქ რა გინდაო?"- გამიმეორა კითხვა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,ვუთხარი,როგორ ჩამოვრჩი კლასელებს. მთელი გულისყურით მისმენდა,ერთი კითხვაც არ დაუსვამს. ლაპარაკს როცა მოვრჩი,მწარედ ამოიოხრა და მითხრა, ბედი გქონია დირექტორის ხელში რომ არ ჩავარდიო.
დუმილი ჩამოვარდა.. ის რაღაცას მისჩერებოდა,ფიქრობდა, თითქოს ეძებს სათქმელს და რითი დაიწყოს არ იცისო. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და თქვა: "ხომ არ გეჩქარება სადმეო", არა-მეთქი - დაუფიქრებლად ვუპასუხე,ან სად უნდა წავსულიყავი,სახლში სამ საათზე ვბრუნდებოდი ხოლმე სკოლიდან და თითქმის ხუთი საათი მქონდა დრო. "ძალიან კარგიო"- გაუხარდა -"ახლა რასაც მოგიყვები,კარგად დაიმახსოვრე,შენთვის ახალი გაკვეთილი იქნება,უკვე დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრებაშიც გამოგადგებაო." ძლიერ დავინტერესდი და ისე გავჩუმდი,თითქოს დამნაშავე ვიყავი და მასამართლებდნენ.
      "მე რომ მიყურებ, არ მეტყობა,მაგრამ ოცდაათი წლის ვარ, ხომ ხედავ, რას ვგავარ და როგორ ვმათხოვრობ,აქამდე კი სულ სხვანაირად მოვედიო". ერთი კი გავიფიქრე,მათხოვრობამდე მისვლას რა უნდა-მეთქი,მაგრამ.. "ჭრელია,შვილო ცხოვრება,ჭრელი"- განაგრძო მან -"ხომ გაგიგია,სადაურსა სად წაიყვან, სად აღუფხვრი საით ძირსაო,- ეს ჩემნაირებზეა ნათქვამი. თავის დროზე მიყვარდა სწავლა,შრომა,სკოლის გაცდენა ჩემთვის ტანჯვას უდრიდა,ბევრი რამ მაინტერესებდა,მაგრამ რად გინდა,ერთმა დღემ,ერთადაერთმა დღემ დაუსვა წერტილი ჩემს ნორმალურ ცხოვრებას! არადა,რას წარმოვიდგენდი,ოდესმე ასეთ მდგომარეობაში თუ ჩავვარდებოდი,ეჰ!"- ამოიოხრა მან. მაინც რა ჩაიდინეთ,ან ასეთი რა მოხდა-მეთქი- ვკითხე უმალ. "არა,შვილო,არავის უნდა მიენდო ცხოვრებაში მშობლების გარდა,არავის ჭკუაზე უნდა გაიარო არასოდეს! საკუთარი თავის წინაშე უნდა იყო მართალი  ყოველთვის",- თქვა ხმამაღლა კაცმა, - "დღესაც ვერ ვხვდები, რატომ დავთანხმდი შატალოზე წასვლაზე კლასელებს,რატომ,რა მრჯიდა?! მაგრამ მერე ხომ ყველას თვალში მოღალატედ წარმოჩნდები,იფიქრებენ,ერთხელ მაინც დაგვდგომოდა მხარში,ეს რა მეგობრობააო.. მეც ასე ვფიქრობდი,მერე რა,ერთი დღე რას შემიშლის,ეწყინებათ ჩემს კლასელებს-მეთქი,არადა ამ ერთმა დღემ დამინგრია ცხოვრება" - თავში იტაცა ხელები კაცმა. მე შევცბი,შევშინდი,ნეტა ასეთი რა მოუვიდა-მეთქი. შემომხედა და გააგრძელა: "იმ დღეს კი კარგად ვიქეიფეთ ბავშვებმა, მაგრამ სახლში რომ მივედი სინდისის ქენჯნა დამეწყო,ვფიქრობდი,აწი რა პირით წარვსდგე მასწავლებლების წინაშე,რას მეტყვიან, შევრცხვები და ავტორიტეტს ყველას თვალში დავკარგავ-მეთქი; თან ავადმყოფი დედა მყავდა,ყველაფერი დავუმალე,რასაკვირველია და ორი დღე იმაზე ვფიქრობდი,წავსულიყავი თუ არა ორშაბათს სკოლაში. სამწუხაროდ არ წავედი.. ერთ დღეს მეორე დაემატა,მეორეს მესამე და ჩემდა უნებურად მთელი კვირა ისე გავიდა, იქ არც კი გამოვცხადებულვარ. სახლიდან გავდიოდი და ხეტიალში ვატარებდი დროს.დედას ვატყუებდი,მამაჩემი კი მუშაობდა და საღამოს ბრუნდებოდა შინ. რას ჩავდიოდი თავადაც ვერ ვხვდებოდი...
        ერთხელ თანაკლასელი შემხვდა შემთხვევით და მიამბო,რომ თურმე შატალოს მთავარ ინიციატორად მე დამასახელეს! ამას თავიდან არ იჯერებდნენ მასწავლებლები,მაგრამ ჩემი საქციელიდან გამომდინარე,ირწმუნეს ყოველივე და ყველა ჩემს გამოჩენას ელოდა. ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო; არ ვიცოდი,რა მექნა. ძლიერ ვიყავი გამწარებული,მაგრამ დროს უკან ხომ ვერ დავაბრუნებდი... მივხვდი,რომ რაც უფრო ადრე მივიდოდი სკოლაში,მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. დაიწყევლოს ის დღე! ვერ აგიწერ,რას ვგრძნობდი ან როგორ ვიყავი მაშინ... ძლივს შევაბიჯე საკლასო ოთახში,ვერავის ვუსწორებდი
თვალებს, ბოლოს კი მასწავლებელიც შემოვიდა და მითხრა, უკან გავყოლოდი... არც ერთი სიტყვა,კითხვა,საყვედური... პირდაპირ დირექტორთან შემიყვანა!გავშრი,გავწითლდი. ის ფეხზე არც კი წამომდგარა ისე გამომიცხადა,სამწუხაროდ სკოლიდან უნდა გაგრიცხოთო. სხვა გზა არ დაგვიტოვე,ასეთი კანონები გავქვს, რომ გაპატიოთ,სხვებიც შენსავით მოიქცევიან,ამიტომ ეს იქნება ყველასათვის თვალსაჩინო მაგალითიო;ძალიან ვწუხვარ,მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შეგიძლია,ხვალვე წაიღო საბუთები აქედანო!  ახლაც არ ვიცი,რა უნდა მექნა ნაშინ.. ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული. ყველაფერი წარმოვიდგინე, რაც კი შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ამბავს და გული შემიწუხდა,იქვე დავკარგე გონება... ცოტა ხანში მომასულიერეს და სახლში გამიშვეს. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა..." 
                         
                                                             
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        გაგრძელება იქნება... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები