 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2009 |
რად ხარ მდუმარე, რა ვუპასუხო, დედა მარიამ, ამ ქალს, რომელიც ჯიბის სარკიდან ცრემლმორეული ამომცქერის - - მღვრიე ორეულს? როდესაც იგი ბავშვი იყო, უცებ კიბეზე რომ დაეცა და ზედ ცემაც რომ დაუმატეს, რად არ დატოვე შენი ღვთიური სამზარეულო და რატომ ხელში არ აიტატე? “ვაიმე, დედა, მტკივა, დედა, დედა, მიშველე!” როგორ გიხმობდა, დაგეძებდა გულგამჭოლ ქარში, როგორ სჯეროდა, რომ სადღაც ჰყავდი, შენ - ყველას დედა, ნამდვილი დედა, ყოვლისშემძლე და ყოვლისგამგები! რად ვერ გაიგე მისი ზლუქუნი, მაშინ, როდესაც მამამისი ჩემოდნით ხელში კართან მივიდა, და უკან რატომ არ მოაბრუნე, და სამუდამოდ არ ჩაკეტე რკინის კარები? ან მაშინ როგორ არ დაიფარე, მისი არსების მყიფე ნაჭუჭში გამოშუშულმა სიყვარულმა ჯერ რომ გაბზარა, მერე შიგნიდან გამოტეხა და გულგრილად გადააბიჯა, რომ თბილ ქვეყნებში გადაკარგვამდე ფრენა ესწავლა? ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი? ან სასაგამშრალს, მომაკვდავი ძმის საწოლთან რად არ მიუხველ, სიტყვა როგორ არ შეაწიე, რომ სანაცვლოდ ის წაეყვანათ? ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში! ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები, მაგრამ მე ვიცი, გამოვაღწევ მზიან დარამდე. ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. აქ გულისა და გონების ჰარმონიაა, ჩემი აზრით, ამ ლექსში, ერთმანეთს ვერც აზრი გადაწონის და ვერც გრძნობა-ემოცია "ცრემლის ღელეში"... აქ გულისა და გონების ჰარმონიაა, ჩემი აზრით, ამ ლექსში, ერთმანეთს ვერც აზრი გადაწონის და ვერც გრძნობა-ემოცია "ცრემლის ღელეში"...
11. ramdenjerme gamajriala...... saocaria! ramdenjerme gamajriala...... saocaria!
10. "ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში!"
კარგად მოტანილი სათმელი.
მოგიკითხე ნინო
"ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში!"
კარგად მოტანილი სათმელი.
მოგიკითხე ნინო
9. ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე
8. ძალიან ნინო, ძალიააან! გენაცვალე, დღეს სულ ამას დავატარებდი ჩემში ქვეცნობიერად! ძალიან ნინო, ძალიააან! გენაცვალე, დღეს სულ ამას დავატარებდი ჩემში ქვეცნობიერად!
7. სიმარლე რომ გითხრათ არ მხიბლავს ვერლიბრი, მაგრამ ლექსში რაღაცრაღაცეები ძალიან მომეწონა. 5 წარმატებები სიმარლე რომ გითხრათ არ მხიბლავს ვერლიბრი, მაგრამ ლექსში რაღაცრაღაცეები ძალიან მომეწონა. 5 წარმატებები
6. ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში! ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები, მაგრამ მე ვიცი, გამოვაღწევ მზიან დარამდე.
ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!
ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში! ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები, მაგრამ მე ვიცი, გამოვაღწევ მზიან დარამდე.
ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!
5. მახსოვს ეს და მოწონს... მახსოვს ეს და მოწონს...
4. კარგია, კარგი და მეტი არც რა. კარგია, კარგი და მეტი არც რა.
3. გამოშუშულმა სიყვარულმა ჯერ რომ გაბზარა, მერე შიგნიდან გამოტეხა
ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი?
გამოშუშულმა სიყვარულმა ჯერ რომ გაბზარა, მერე შიგნიდან გამოტეხა
ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|