საღამოს 6 საათზე თეონასთან იყო გოგა. თან მისი მეგობრები, - ლევანი და გური მიიყვანა. თინას ძალიან გაუხარდა გოგას ნახვა. გაიხსენეს ამ მთისა და იმ ბარისა... - დედა როგორ არის, გოგა? – ჰკითხა თინამ. - გმადლობთ, ქალბატონო თინა... უკეთესად... ყოველ შემთხვევაში – აღარ წევს. - გოგაა, გახსოვს ტელევიზორის ყუთით რომ მოიტანე შენი ეზოს თხილი? – ჩაერთო ნინუცა. - კი, როგორ არ მახსოვს... ის ყველაფერი დედამ, მაშინ, თეონას გამოუგზავნა. - აბა, კაცო? მეგონა მხოლოდ თხილია-მეთქი... ხომ შეიძლებოდა, არც ამომეყარა იმ ყუთიდან? – გაეცინა თინას, - ქათმები, გოჭი, ყველი, არაყი... ჩურჩხელები თუ ტკბილი კვერი... რა აღარ იყო იმ თხილში ჩამალული... თეონა, ყავა მაინც დაალევინე სტუმრებს... - ყავა კი არა, დედა, ძველ გაგრაში მივდივართ... გოგამ მანქანით გამოგვიარა... - მარტო შენ მიდიხარ? - ოოფ, აბა კი, მეც მივდივარ, - ნინუცა პირველი წამოხტა ფეხზე, - უჩვენოდ დაისვენეთ დღეს... ბეე, შორს არ გაცურო! - ქალბატონო თინა, გპირდებით, ძალიან არ დავაგვიანებთ! – გოგაც წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.
გარეთ გამოვიდნენ. ვიდრე მანქანაში ჩასხდებოდნენ, გამვლელები, ლამის, ჩერდებოდნენ ამ ხუთეულის სანახავად: ზღვისფერი ჟორსეს გულამოღებულ კაბაში გამოწყობილი ზღვისფერთვალება და ოქროსთმიანი თეონა, მწვანე აბრეშუმის სარაფანჩაცმული მწვანეთვალება და წაბლისფერთმიანი, ტანკენარი ნინუცა და ჯინსებსა და სხვადასხვა ფერის მაისურებში ჩაცმული სამი მშვენიერი ჭაბუკი... ისეთები, არჩევანს რომ ვერ გააკეთებდი, რომელი მათგანი ჯობდა.
გოგა – საჭეს მიუჯდა, გვერდით – თეონა მოისვა და ნინუცას ჰკითხა, რომელ მხარეს ერჩივნა დაჯდომა. - მოდით, მე შუაში ჩავჯდები, - თქვა გურიმ, რომელიც აშკარა სიმპათიით განეწყო ნინუცას მიმართ. - კაი, ბატონო... მაგაზე როგორ გეტყვით უარს? – თქვა ლევანმა და გოგას უკან მოთავსდა.
ნინუცამ თეონას უკან დაიკავა ადგილი და მანქანა ძველი გაგრის მიმართულებით დაიძრა. მალე მივიდნენ. პარკში გაისეირნეს... კაფეში შესვლა – ადრეა ჯერო და ამიტომ სანაპიროზე სკამზე ჩამოსხდნენ. - გინდათ რიცაზე ავიდეთ? - იკითხა გოგამ. - როდის ახლა? – გაოცება აღებეჭდა სახეზე ოთხივეს... - არა, რა თქმა უნდა!... დილიდანვე წავიდეთ... ხვალ თუ არა, -ზეგ... - მოსულა!... - შეხედეთ, სასეირნო კატერი მოადგა ნაპირს... ხომ არ ჩავსხდეთ? – თქვა თეონამ და გოგას გახედა. - წავიდეთ, რააა?! –ფეხზე წამოხტა ნინუცა და ლევანს ჩაებღაუჭა. - წამო, ნინუცა, ესენი თუ არ წამოვლენ, მე და შენ გავისეირნოთ, - მაშინვე შესთავაზა გურიმ და ნინუცას ხელზე დააფიქსირა მზერა, ლევანის ხელს რომ ეჭიდებოდა... - მეც კი წამოვალ, - წამოდგა ლევანი და ნინუცას ხელკავი გამოსდო...
გოგამ გურის სახის გამომეტყველება დაიჭირა. - აუფ, მანდ ცუდადაა საქმე, - ჩუმად ჩაიცინა და რომ მიხვდა, თეონამ გაიგონაო, გადაუჩურჩულა, - ჩემს ბიჭებს ორივეს მოეწონათ ნინუცა და... ის კი აშკარად ლევანის მხარეს იხრება. - საწყალი გური... ამ დროს მე გური უფრო მომეწონა... - აბა, აბა... ეგეთები არ იყოს... რას ქვია გური მოგეწონა?! მერე და მე? - რას იზამ, ჩემო გოგა... ყველა ომი ქალის გამოა დაწყებული და... – გაეცინა თეონას. - და ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... – გაეცინა გოგასაც და თეონას ხელი მოხვია ბეჭებზე. - რას იტყვი, გავუშვათ ესენი უჩვენოდ? - და ჩვენ სად წავიდეთ? - ჩვენ – უმაგათოდ გავისეირნოთ!
წინ მიმავლებს გახედეს: ნინუცა შუაში ჩაეყენებინათ ბიჭებს და გაცხოველებით უმტკიცებდნენ რაღაცას. თეონა მოემზადა, რომ ნინუცასთვის დაეძახა, - “ჩვენ არ მოვდივართო”, რომ გოგამ ანიშნა, - “თავი დაანებეო”... - მათი სახის გამომეტყველება მაინტერესებს, როცა დაინახავენ, რომ ჩვენ იქ არ ვართ... - და ჩვენ სად წავიდეთ, გოგა? - ისე გავისეირნოთ, მოწმეების გარეშე. - არა... არსად წამოვალ. თუ გინდა, სანაყინეში შევიდეთ... - კაი, ბატონო, შევიდეთ... – დაეთანხმა გოგა, - მაგრამ ხვალ მე და შენ წამოვიდეთ აქეთ... ეს სამეული – პლაჟზე დავტოვოთ. - ხვალ რაღა გვინდა აქ? - ხვალ მე და შენ გავისეირნოთ კატერით!... - თანახმა ვარ... – შესცინა თეონამ.
გოგა დაიხარა და ლოყაზე აკოცა. - შენ არ იცი, მე შენ როგორ მიყვარხარ! - უკვე ვიცი, გოგა... მთელი დღეა ჩვენი ნაცნობობის, ლამის, ყოველ დღეს ვიხსენებ... ასეთი ბრმა და ყრუ როგორ ვიყავი, რომ ვერაფერს მიგიხვდი?! მაგრამ, იმ ვაჟბატონის სიყვარულით ვიყავი დაბრმავებული. - თეე, სულ მაინტერესებდა და... შენ რომ არ გეხსენებინა, მე ასი წელი არაფერს გკითხავდი მასზე... მაგრამ, მაინც, რა მოხდა თქვენს შორის? რატომ დაცილდით? ასე გიყვარდათ ერთმანეთი და... ერთ თვეზე მეტი ვერ გაძელით ერთად... - ვიზე მეკითხები, გოგა? – გაოცებულმა ახედა თეონამ. - ჯაბაზე... – მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგამ. - რას ამბობ?!... მე და ჯაბა ვიყავით ერთად? – გადაიკისკისა თეონამ, - საიდან მოიტანე ეს სისულელე? - მოიცა, მოიცა... – ახლა გოგას გაუხდა კვადრატული თვალები, - შენ, რა, არ გათხოვდი? - ეეეჰ, გოგაააა, შენ თურმე არაფერი გცოდნია... - რა უნდა მცოდნოდა, თეეე? ადამიანი არ ხარ? გამაგებინე, რა ხდება... - გოგა, არ გვინდა სანაყინე... აქვე ვისხდეთ, ბაღში და მე შენ ყველაფერს მოგიყვები... ყველაფერს, რაოდენ მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს შენთვის და უმძიმესი მოსაყოლი – ჩემთვის. - გისმენ, თეეეე...
ყვებოდა თეონა, ბანკეტზე როგორ “გაიბუტა” ჯაბა, მერე როგორ შერიგდნენ... როგორ მოიტაცა დათომ და როგორ დააბრუნებინა თავი თეონამ... მერე, ჰიპნოზით რომ გათიშეს, როგორ აღმოჩნდა დათოს საწოლში... როგორ გაჰყვა მას ცოლად... “სხვათა შორის, დათო ზუგდიდელი იყოო”, - უთხრა.... მერე როგორ წამოვიდა იმ ოჯახიდან... შემდეგ ჯაბას დაქორწინების ამბავი გაიგო და როგორ მოხვდა საავადმყოფოში... როგორ მოეწონა მის მკურნალ ექიმს... როგორ გადაწყვიტა, დათანხმებოდა მის წინადადებას, “ცოლად გამომყევიო”, მაგრამ... ვიდრე თეონა თანხმობას ეტყოდა, როგორ დაიღუპა გივი... მერე როგორ ჩააბარა ასპირანტურაში, როგორ წავიდა მოსკოვში და როგორ გაიცნო ანდრო... რომ ანდრომაც სთხოვა ცოლობა... და რომ ანდრო დღესაც ელოდება პასუხს, რადგან თეონას არაფერი უპასუხია, არც “ხო” და არც “არა”!...
ორ საათზე მეტი ლაპარაკობდა თეონა და ხმა არ ამოუღია გოგას. თეონა გაჩუმდა, თავი დაღუნა... მის თავში ათასი ფიქრი ირეოდა...
“გამამტყუნებს გოგა? თუ გამამართლებს? თუ ესეც ჯაბასავით მოიქცევა და სასწრაფოდ ცოლს მოიყვანს, რომ შემთხვევით მე არ მთხოვოს ცოლობა?!... ყველაფერზე თანახმა ვარ, მხოლოდ გივისავით ნუ მიმატოვებს! მხოლოდ ცოცხალი იყოს!”
- თეეე, შეიძლება რაღაც გკითხო? ოღონდ არ გამიბრაზდე, კარგი? - ვეცდები, გოგა... - შენ მე დილას ზღვაში რაღაც მკითხე... - ??? - აი... როგორ გითხრა... “რა გებერებაო”... – ძლივს ამბობდა სიტყვებს გოგა. - ხო, მერე? – გაწითლდა თეონა. - რატომ მკითხე? - იმიტომ, რომ... – თეონას ცრემლები წამოუვიდა... – არ დამცინებ, რომ გითხრა? - არა... - იმიტომ, რომ დათოს იქ არაფერი ებერებოდა-ხოლმე... - ეს შეუძლებელია, თეეე... სხვა შემთხვევაში შენ ვერ.... როგორ გითხრა, აბა? შენ ვერ გახდებოდი მისი ცოლი... - რატო, ხელის მოწერას რად უნდა “იქაური” გაბერვები? - თეე, ნუ მაგიჟებ! გათხოვება მხოლოდ ხელის მოწერაა? - არა, რატომ? კიდევ კოცნა... - და... და მეტი არაფერი, თეე? – გოგა ფეხზე წამოხტა და ბოლთის ცემას მოყვა სკამის გასწვრივ... - კი, როგორ არა... ერთხელ იქ... დაბლაც მაკოცა... – ჩურჩულზე გადავიდა თეონა... - თეეეე! ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? სხვა არასოდეს არაფერი ყოფილა თქვენს შორის? - გოგა, შენ ნუ მაგიჟებ ახლა... სხვა, კიდევ, რა უნდა ყოფილიყო?! შიშველი ვეწექი ლოგინში და სად აღარ მკოცნიდა!... ეს ცოტაა შენთვის?... - ექიმთან ყოფილხარ? - კი, გივისთან ვიყავი, თვალებში რომ სისხლი ჩამექცა. - გინეკოლოგთან? - არა... არასოდეს... გივიმ მითხრა, “ქალები დადიან გინეკოლოგებთან და მათი არ რცხვენიათ და შენ ჩემი რატომ გრცხვენიაო”? - შენ... შენ ქალიშ..... არა, შეუძლებელია! – ლამის ყვიროდა გოგა! - რა არის შეუძლებელი, ქალიშვილობა? იმ ოჯახიდან რომ მოვდიოდი, დათომ მითხრა, “შენ ჯერ კიდევ ქალიშვილი ხარო”... მაგრამ რომ მკოცნიდა, გოგა? - ააააააა! – არანორმალურად იყვირა გოგამ და თეონას გვერდით სკამზე დაეცა, კი არ დაჯდა! - რა მოგივიდა, გოგა? – ფერი დაკარგა თეონამ. - რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!
* * *
მამა ღმერთის სამყოფელი
- მეუფეო, გიორგი გეახლათ... - სთხოვეთ... მოვიდეს!
ტახტთან ოქროსფერმუზარადიანი და ჯაჭვისპერანგიანი ახალგაზრდა კაცი მივიდა. - მეუფეო... თაიაზე და თეონაზე მინდა გკითხოთ... - გისმენ გიორგი... - რა დააშავა, განა, თაიამ, ამდენი დარტყმა რომ მიიღო? - არ შეიძლებოდა მისთვის ადამიანად განსხეულება! სიყვარული – უმტკიცესი ჯაჭვია და... შესძლებს ამ ჯაჭვის გაწყვეტას მისი დაბრუნების მომენტისთვის? ან ენდომება კია ამ ჯაჭვის გაწყვეტა? - და ამიტომ... - და ამიტომ, მას ვერავინ მიაბამს გეაზე სიყვარულის ჯაჭვით... არც ეყვარება ვინმე, არც ეყვარება ვინმეს... - და თეონა? - თეონას სრული უფლება ექნება სიყვარულისა! - მაპატიეთ, მაგრამ... თეონა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება აქ... და აქედან მისი წასვლის დროისთვის ის 40 წლისა იქნება უკვე! გვაქვს კი იმის უფლება, რომ თეონამ, ამ უნიჭიერესმა და ულამაზესმა გოგონამ ასე უსიყვარულოდ გალიოს თავისი დღენი? არ გვაპატიებს ამას... არასოდეს! საჭიროა, რომ თეონას ქმარიც ჰყავდეს და შვილიც... - შეყვარებული თაია დასაღუპადაა განწირული! ამასაც ვერ დავუშვებ! - მე წავალ მასთან! - რამდენი ხნით? - რამდენიც საჭირო იქნება! გვერდით დავუდგები და მისი შემწე და მფარველი ვიქნები... ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით... - შენც ადამიანად გინდა წასვლა? - არა... მფარველ ძალად! - კარგი... სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ... - თეონას არაფერი გაუჭირდება... – გაუხარდა გიორგის. - შენ – თეონაზე ფიქრობ, მე კი თაია მადარდებს! ერთს გთხოვ, ისეთს ნურავის შეურჩევ თაიას, რომ მერე მისი მიტოვება გაუჭირდეს!...
* * *
ორსაათიანი “კრუიზი” დამთავრდა. ნინუცა, გური და ლევანი ნაპირზე დაბრუნდნენ. კიბეებზე ამოვიდნენ და... ნინუცამ სკამზე მსხდარი თეონა და გოგა დალანდა. - ბიჭებო, ამათ როდის გადმოგვასწრეს? - რა ვიცი, აბა? კართან ვიდექი და ტრაპზე, ლამის პირველები გადმოვედით. საოცარია. – თქვა გურიმ. - იქნებ სულ არ ამოსულან კატერზე? – დაეჭვდა ლევანი. - რას ამბობ, აბა? თეონა დამიძახებდა, დარჩენა რომ დაეპირებინათ! იქ იყვნენ და ჩვენ ლაპარაკში ვეღარ შევნიშნეთ! - ხო, ალბათ.. - - სად იყავით? აქ როგორ დაგვხვდით? ჩვენზე ადრე გადმოხვედით? – მიაყარა ნინუცამ კითხვები, როგორც კი თეონას და გოგას მიუახლოვდნენ. - არა, თქვენს უკან ვიდექით კატერზე... მაგრამ მერე სირბილით წამოვედით და... სიურპრიზი მოგიწყვეთ, - გაეცინა გოგას. - აი, ხომ გითხარით, არა? – მიუბრუნდა ნინუცა ბიჭებს, მათ კი მხოლოდ მხრები აიჩეჩეს.
კაფეში შევიდნენ. საკმაოდ მოშიებულნი იყვნენ ხუთივენი. ცოტა - დანაყრდნენ, ცოტა – დალიეს... ამასობაში ცეკვები დაიწყო... გოგამ ხელი დაავლო თეონას და საცეკვაოდ გაიყვანა. ნინუცას გაწვევა კი – დასწრებაზე იყო. გურიმ აჯობა და ნინუცა საცეკვაო მოედნისკენ გააფრიალა.
ორი ცეკვა იცეკვეს ზედიზედ. გოგამ იმდენი სასიყვარულო სიტყვა უთხრა ყურში, რომ თეონას თავბრუ დაეხვა. - გოგა, მოგკლავ! ასე თუ გიყვარდი, რატომ იყავი ჩუმად? - რა მექნა? შენ არ გიყვარდი და... - ვინ გითხრა, რომ არ მიყვარდი? რაც მე შენ გეხვეწე, “იმ გოგოს უთხარი, თუ გიყვარს-მეთქი...” არაფერი მითხარი!... - ხო, იყო ასე... - “არ ვუყვარვარო”, რომ მითხარი, ხომ გკითხე, “ჩემნაირად მაინც თუ უყვარხარ-მეთქი”? - კი... – გაეცინა გოგას. - ხომ გითხარი, “აუცილებლად გამოგყვება-მეთქი”? - მითხარი... - ჰოდა, ახლა მე სახლში, ჩემი ნებით, ვერ დაგიჯდებოდი... – ახლა თეონას აუტყდა სიცილი. – დედააა, ამიხსნია სიყვარული შენთვის და... ახლა დავაფიქსირე მე თავადაც... - ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ! – გოგამ გულში ჩაიკრა მისი საოცნებო ქალი და ასე ჩახუტებულს ეცეკვა ბოლომდე. - თბილისში რომ ჩავალ, ისევ მოსკოვში უნდა წავიდე, იცი? - მალევე? - ხო, რა იყო? - სახლში ჩასვლას და დაბრუნებას ვერ მოვასწრებ? - რისთვის? - ფულს წამოვიღებ და ერთად წავიდეთ მოსკოვში... თუ გინდა, საქორწინო მოგზაურობადაც ჩავთვალოთ... - სულ გაგიჟდი? მეორედაც ზუგდიდელზე როგორ გავთხოვდე? – თვალები მოწკურა თეონამ. - მე თბილისშიც მაქვს ბინა. იქ ვიცხოვრებთ! - და თქვენები რას იტყვიან? - დედაჩემს – გაუხარდება, მამაჩემისთვის – სულერთია, მე ვის მოვიყვან... ჩემი და – გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს... ასე რომ... რამდენი დღე მექნება წასვლა-ჩამოსვლისთვის? - ნუუ, სულ მცირე, ერთი კვირა მაინც. - თუ ვერ მოვასწარი, მოსკოვში ჩამოგაკითხავ... მისამართს ჩავიწერ... - კარგი...
მუსიკა დამთავრდა და მოცეკვავენი მაგიდასთან დაბრუნდნენ. - სად ხართ? გაშრა ყელი... ეს თეონას და ნინუცას გაუმარჯოს... მაგარი გოგონები ხართ! – სადღეგრძელო თქვა ლევანმა და სასმისი დაცალა. - შენც თამადა ხარ, რა... ეს სადღეგრძელო სხვა შემადგენლობით უნდა დაგელია.... და თანაც ორ ჯერზე... - როცა დრო მოვა, მასეც დავლევ... ახლა კი, “მე თამადა ვარ თუ თამარა”?!
ცოტა ხანში ისევ დაუკრეს ნელი საცეკვაო... ის იყო, გოგა ასადგომად მოემზადა, რომ მაგიდას ვიღაც მაღალი, ძალიან (ზედმეტად) სიმპათიური კაცი მიუახლოვდა და მოწიწებით იკითხა: - შეიძლება თეონას ვეცეკვო? - ანდრო? – გაუკვირდა თეონას, - შენ აქ საიდან გაჩნდი? - მოგაგენი... მთავარი მონდომებაა... შეიძლება? – ისევ გოგას მიუბრუნდა ანდრო. - ქალის სურვილის შესაბამისად... – იყო გოგას პასუხი... და გულში რაღაც ჩაწყდა გოგას, როცა თეონა საცეკვაოდ წამოდგა ფეხზე. - ნინუცა, ვიცეკვოთ? – ჰკითხა ლევანმა, მაგრამ ნინუცა ყბაჩამოვარდნილი, თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ანდროს და თეონას და თავისთვის ბუტბუტებდა: - მდააა... ეს კაცი ნაღდად ამ პლანეტაზე ცხოვრობს ნეტა? ეგეთი კაი ტიპი ჯერ არსად მინახავს! თეონამ მოსკოვიდან გიჟივით რომ დარეკა, “გავიცანიო”, დარეკავდა, აბა რააა? - ვინ გავიცანიო, ნინ? - ანდრო... ეს ანდრო!
(გაგრძელება იქნება, თუ თავი არ მოგაბეზრათ...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ჩხუბის სუნი მცემს:) ჩხუბის სუნი მცემს:)
42. - რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!
- რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!
41. ნეტავ რას უპირებ ამ საწყალ გოგას და ანდროს:)))))) ნეტავ რას უპირებ ამ საწყალ გოგას და ანდროს:))))))
40. რა ჩაიხლართა ტეონას ბედი თუ უბედობა, ჩემი მოსახელეც გამოჩნდა და გაქრა, გაქრა რო? ვნახოთ. რა ჩაიხლართა ტეონას ბედი თუ უბედობა, ჩემი მოსახელეც გამოჩნდა და გაქრა, გაქრა რო? ვნახოთ.
39. :) :) კარგია! :) :) კარგია!
38. შემიფასებია და კომენტარი აღარ დევს...
"მდააა... ეს კაცი ნაღდად ამ პლანეტაზე ცხოვრობს ნეტა? ეგეთი კაი ტიპი ჯერ არსად მინახავს! თეონამ მოსკოვიდან გიჟივით რომ დარეკა, “გავიცანიო”, დარეკავდა, აბა რააა? - ვინ გავიცანიო, ნინ? - ანდრო... ეს ანდრო!"
არ მოკლა ეს ანდროც, თორემ მე მოგკლავ, იცოდე! 5 შემიფასებია და კომენტარი აღარ დევს...
"მდააა... ეს კაცი ნაღდად ამ პლანეტაზე ცხოვრობს ნეტა? ეგეთი კაი ტიპი ჯერ არსად მინახავს! თეონამ მოსკოვიდან გიჟივით რომ დარეკა, “გავიცანიო”, დარეკავდა, აბა რააა? - ვინ გავიცანიო, ნინ? - ანდრო... ეს ანდრო!"
არ მოკლა ეს ანდროც, თორემ მე მოგკლავ, იცოდე! 5
37. მეცოდებიან ეს კაცები..... მეცოდებიან ეს კაცები.....
36. კიდევ ანდრო კაცო? კიდევ ანდრო კაცო?
35. გავგიჟდები! დავწერ კომენტარს, აღარ არის... 5 თამარ! გავგიჟდები! დავწერ კომენტარს, აღარ არის... 5 თამარ!
33. აჰა , აქაც იგივე , ხომ დავტოვე გუშინ კომენტარი თამარ ? არა რა სიტუაციის განსამუხტავად , ანდროს გავაყოლოთ ნინუცა , :) მახსოვს ეს დავწერე და გამქრალა ,ამიტომ აღვადგინე ჩემი ბრძნული გადაწყვეტილება და რჩევა. :) აჰა , აქაც იგივე , ხომ დავტოვე გუშინ კომენტარი თამარ ? არა რა სიტუაციის განსამუხტავად , ანდროს გავაყოლოთ ნინუცა , :) მახსოვს ეს დავწერე და გამქრალა ,ამიტომ აღვადგინე ჩემი ბრძნული გადაწყვეტილება და რჩევა. :)
32. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, როგორც კი თბილისში დავბრუნდი პირველი რაც გავაკეთე, აქ შემოვედი და ყველა ჩემთვის ახალი თავი წავიკითხე.... მე გოგასკენ ვიხრებიი და კიდევ ერთხელ ნუ დატოვებთ ამ ბიჭს ესე ჩალაგამოვლებულს :) :) p.s. ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც თქვენი ნიჭის თაყვანისმცემლად დავრჩები..
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, როგორც კი თბილისში დავბრუნდი პირველი რაც გავაკეთე, აქ შემოვედი და ყველა ჩემთვის ახალი თავი წავიკითხე.... მე გოგასკენ ვიხრებიი და კიდევ ერთხელ ნუ დატოვებთ ამ ბიჭს ესე ჩალაგამოვლებულს :) :) p.s. ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც თქვენი ნიჭის თაყვანისმცემლად დავრჩები..
31. თამარ...... ,,ადამიანად ყოფნის სევდის'' გადასარჩენად უფალმა თავისი შვილი გასწირა ჯვარზე...ასე რომ ;)........არც ისე ცხოველური უნდა იყოს ჩვენი ინსტიქტები, როგორც ზოგჯერ თავად წარმოვადგენთ ხოლმე....... გააჩნია რა უდევს საფუძვლად ამ ე.წ. ინსტიქტებს .......;) ;) ;) თამარ...... ,,ადამიანად ყოფნის სევდის`` გადასარჩენად უფალმა თავისი შვილი გასწირა ჯვარზე...ასე რომ ;)........არც ისე ცხოველური უნდა იყოს ჩვენი ინსტიქტები, როგორც ზოგჯერ თავად წარმოვადგენთ ხოლმე....... გააჩნია რა უდევს საფუძვლად ამ ე.წ. ინსტიქტებს .......;) ;) ;)
30. რამდენიც საჭირო იქნება! გვერდით დავუდგები და მისი შემწე და მფარველი ვიქნები... ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით... - შენც ადამიანად გინდა წასვლა?
თანაგრძნობით სავსეა! 555 რამდენიც საჭირო იქნება! გვერდით დავუდგები და მისი შემწე და მფარველი ვიქნები... ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით... - შენც ადამიანად გინდა წასვლა?
თანაგრძნობით სავსეა! 555
29. მოთმინება, ურაკის მოსახლეობავ! თქვენ ის გავიწყდებათ, რომ თეონას სულის შემცვლელი - თაია სულაც არაა დედამიწელი და იმ პლანეტაზე, საიდანაც ის ჩამოვიდა, სუუულ სხვა მეთოდი გამოიყენება გამრავლებისთვის!!! :)))))))))))))))))) თაიელები ჩვენს მამა-პაპურ მეთოდებს, ლამის, ცხოველურ ინსტინქტებად თვლიან და... მე რომ მკითხო, მართლებიც არიან! ადამიანი, ახლა, ძაღლისგან თუ ნიანგისგან არ უნდა განსხვავდებოდეს? :)) :)) :)) მოთმინება, ურაკის მოსახლეობავ! თქვენ ის გავიწყდებათ, რომ თეონას სულის შემცვლელი - თაია სულაც არაა დედამიწელი და იმ პლანეტაზე, საიდანაც ის ჩამოვიდა, სუუულ სხვა მეთოდი გამოიყენება გამრავლებისთვის!!! :)))))))))))))))))) თაიელები ჩვენს მამა-პაპურ მეთოდებს, ლამის, ცხოველურ ინსტინქტებად თვლიან და... მე რომ მკითხო, მართლებიც არიან! ადამიანი, ახლა, ძაღლისგან თუ ნიანგისგან არ უნდა განსხვავდებოდეს? :)) :)) :))
28. მოთმინება, ურაკის მოსახლეობავ! თქვენ ის გავიწყდებათ, რომ თეონას სულის შემცვლელი - თაია სულაც არაა დედამიწელი და იმ პლანეტაზე, საიდანაც ის ჩამოვიდა, სუუულ სხვა მეთოდი გამოიყენება გამრავლებისთვის!!! :)))))))))))))))))) თაიელები ჩვენს მამა-პაპურ მეთოდებს, ლამის, ცხოველურ ინსტინქტებად თვლიან და... მე რომ მკითხო, მართლებიც არიან! ადამიანი, ახლა, ძაღლისგან თუ ნიანგისგან არ უნდა განსხვავდებოდეს? :)) :)) :)) მოთმინება, ურაკის მოსახლეობავ! თქვენ ის გავიწყდებათ, რომ თეონას სულის შემცვლელი - თაია სულაც არაა დედამიწელი და იმ პლანეტაზე, საიდანაც ის ჩამოვიდა, სუუულ სხვა მეთოდი გამოიყენება გამრავლებისთვის!!! :)))))))))))))))))) თაიელები ჩვენს მამა-პაპურ მეთოდებს, ლამის, ცხოველურ ინსტინქტებად თვლიან და... მე რომ მკითხო, მართლებიც არიან! ადამიანი, ახლა, ძაღლისგან თუ ნიანგისგან არ უნდა განსხვავდებოდეს? :)) :)) :))
27. გუშინვე წავიკითხე და.... სასიამოვნო როგორც ყოველთვის,ამ ფორიაქა ცხოვრებაში.... ვისვენებ ხოლმე.... :) ისე,იმის კვალობაზე,რომ თეონა სხვის აზრებსაც კითხულობდა დროდადრო,ცოტა მიამიტურად მეჩვენება მისი ანატომიური შეკითხვები,თორემ სხვამხრივ გულახდილობაში ცუდი არაფერია... :) და კიდევ,მინდა გოგას პიროვნებაში მეტი დაჯერებული ხასიათი გამოიკვეთოს რაიმე დეტალებით....
ია-ია, გოგა რათქმა უნდა, სულ გადასარევ უკრაინელს,ცოტა ნაკლები ქართველი ჯობს მაინც... :)
გუშინვე წავიკითხე და.... სასიამოვნო როგორც ყოველთვის,ამ ფორიაქა ცხოვრებაში.... ვისვენებ ხოლმე.... :) ისე,იმის კვალობაზე,რომ თეონა სხვის აზრებსაც კითხულობდა დროდადრო,ცოტა მიამიტურად მეჩვენება მისი ანატომიური შეკითხვები,თორემ სხვამხრივ გულახდილობაში ცუდი არაფერია... :) და კიდევ,მინდა გოგას პიროვნებაში მეტი დაჯერებული ხასიათი გამოიკვეთოს რაიმე დეტალებით....
ია-ია, გოგა რათქმა უნდა, სულ გადასარევ უკრაინელს,ცოტა ნაკლები ქართველი ჯობს მაინც... :)
26. ...(გაგრძელება იქნება, თუ თავი არ მოგაბეზრათ...) _ განმიმარტეთ თუ შეიძლება ფრაზის მეორე ნაწილი :) მე კი შორიდან უნდა მოვყვე... ბევრი რამ მოხდებოდა აქ ჩემს არყოფნაში :)
...(გაგრძელება იქნება, თუ თავი არ მოგაბეზრათ...) _ განმიმარტეთ თუ შეიძლება ფრაზის მეორე ნაწილი :) მე კი შორიდან უნდა მოვყვე... ბევრი რამ მოხდებოდა აქ ჩემს არყოფნაში :)
25. ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... :-* გენაცვალე შეენ :-*
ერთი რამე მაინტერესებს, ეს ჩვენი თეონა ამასობაში რამდენი წლისაა? ;;) ცოტა რაღაც "გაბერვა-გამობერვის" უცოდნელობა და კოცნით ქალიშვილობის დაკარგვის შესაძლებლობის ამბავი ცოტა ზედმეტად მიამიტურად მეჩვენება უკვე მაგ ასაკის გოგონასათვის, თორემ ისე, დანარჩენი მშვენიერია :)
მოკლედ ვერ გადამიწყვეტია_ ანდრო...თუ გოგა... ;;) აბა შენ იცი, თუ რომელიმე მათგანს ეხლა მაგ საცეკვაო მოედანზე არ გააგორეებ :) :P ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... :-* გენაცვალე შეენ :-*
ერთი რამე მაინტერესებს, ეს ჩვენი თეონა ამასობაში რამდენი წლისაა? ;;) ცოტა რაღაც "გაბერვა-გამობერვის" უცოდნელობა და კოცნით ქალიშვილობის დაკარგვის შესაძლებლობის ამბავი ცოტა ზედმეტად მიამიტურად მეჩვენება უკვე მაგ ასაკის გოგონასათვის, თორემ ისე, დანარჩენი მშვენიერია :)
მოკლედ ვერ გადამიწყვეტია_ ანდრო...თუ გოგა... ;;) აბა შენ იცი, თუ რომელიმე მათგანს ეხლა მაგ საცეკვაო მოედანზე არ გააგორეებ :) :P
24. მერაბიკოს ვეთანხმები... პირველი "გაცვლას" ვეძებ... ნურავინ ნუ მიწყენს მარა თამარი უძლიერესიააააააააა :) :) :)
მიყვარხააააააააართ ქალბატონო თამარ და ველი გაგრძელებას... მოგიკითხეთ და გაკოცეთ ბევრიიიიიიი.... მერაბიკოს ვეთანხმები... პირველი "გაცვლას" ვეძებ... ნურავინ ნუ მიწყენს მარა თამარი უძლიერესიააააააააა :) :) :)
მიყვარხააააააააართ ქალბატონო თამარ და ველი გაგრძელებას... მოგიკითხეთ და გაკოცეთ ბევრიიიიიიი....
23. საინტერესოდ მიდის საქმენი...... მერე...მერე?.... აი, მერე რა იქნება? ეს ანდროც რა უცებ გაჩნდა...... მე გოგასკენა ვარ.....;) ;) ;) საინტერესოდ მიდის საქმენი...... მერე...მერე?.... აი, მერე რა იქნება? ეს ანდროც რა უცებ გაჩნდა...... მე გოგასკენა ვარ.....;) ;) ;)
22. - რას იზამ, ჩემო გოგა... ყველა ომი ქალის გამოა დაწყებული და... – გაეცინა თეონას. - და ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... – გაეცინა გოგასაც და თეონას ხელი მოხვია ბეჭებზე.
რას იზამ? რაც მართალია, - მართალია! 5 - რას იზამ, ჩემო გოგა... ყველა ომი ქალის გამოა დაწყებული და... – გაეცინა თეონას. - და ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... – გაეცინა გოგასაც და თეონას ხელი მოხვია ბეჭებზე.
რას იზამ? რაც მართალია, - მართალია! 5
21. რას ამბობთ ქალბატონო თამარ რის მობეზრება...ამ საიტზე შემოვალ თუ არა სიტყვა "გაცვლას" დავეძებ ნაწარმოებებში...მომწონს ძალიან და მაინტერესებს აგრეთვე... ეს თავიც ძალიან მომეწონა...ანდროს გამოჩენამ გამაკვირვა...რაღაც ჩხუბის სუნი მცემს...მე მგონი თეონას გამო რაღაც მოხდება ანდროსა და გოგას შორის :) რას ამბობთ ქალბატონო თამარ რის მობეზრება...ამ საიტზე შემოვალ თუ არა სიტყვა "გაცვლას" დავეძებ ნაწარმოებებში...მომწონს ძალიან და მაინტერესებს აგრეთვე... ეს თავიც ძალიან მომეწონა...ანდროს გამოჩენამ გამაკვირვა...რაღაც ჩხუბის სუნი მცემს...მე მგონი თეონას გამო რაღაც მოხდება ანდროსა და გოგას შორის :)
20. მომეწონა:):) მომეწონა:):)
19. :))))))))))))))))))))))))) :)))))))))))))))))))))))))
18. არა, შენ უნდა დაწერო და ისე როგორც ჩვენ გვინდააააააააა... ვაააააააააააააააააააა... შენ არ ამბობ მომეხმარეთოო!!!!! არა, შენ უნდა დაწერო და ისე როგორც ჩვენ გვინდააააააააა... ვაააააააააააააააააააა... შენ არ ამბობ მომეხმარეთოო!!!!!
17. რატო, ჭაო? გოგამ სად მოუწყო დაკითხვები? თეონა არის ქალი, რომლის შესახებაც უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს! და იმ უცნაური არსარების შემდეგ - ეს კითხვები სრულიად ბუნებრივია! თუ არა და, სხვანაირად თქვენ დაწერეთ, ვააა! :)))))))))))))))))))))) რატო, ჭაო? გოგამ სად მოუწყო დაკითხვები? თეონა არის ქალი, რომლის შესახებაც უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს! და იმ უცნაური არსარების შემდეგ - ეს კითხვები სრულიად ბუნებრივია! თუ არა და, სხვანაირად თქვენ დაწერეთ, ვააა! :))))))))))))))))))))))
16. თამრო, რას ერჩოდი გოგას...? მაგრად გააბანძე...აღარ მომწონს...რა დაკითხვები მოუწყო და საერთოდ იმ საუბრის მერე რა უხაროდა...? გააგრძელე... თამრო, რას ერჩოდი გოგას...? მაგრად გააბანძე...აღარ მომწონს...რა დაკითხვები მოუწყო და საერთოდ იმ საუბრის მერე რა უხაროდა...? გააგრძელე...
15. აუცილებლად... აბა რას ვიზამ?! აუცილებლად... აბა რას ვიზამ?!
14. საინტერესოა გააგრძელე წერა საინტერესოა გააგრძელე წერა
13. არაფერია... ცოტა სიცილიც არაა ცუდი! :))))))))))))))))))))) არაფერია... ცოტა სიცილიც არაა ცუდი! :)))))))))))))))))))))
12. თამრი, იქ მოგწერე პიემში და თუ გაითვალისწინებ კაი იქნება....დანარჩენზე პრეტენზია მე პირადად არ მაქვს ;;) :P 5 თამრი, იქ მოგწერე პიემში და თუ გაითვალისწინებ კაი იქნება....დანარჩენზე პრეტენზია მე პირადად არ მაქვს ;;) :P 5
11. - რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!
მიდი, გოგა! მე შენსკენ ვარ! 5 - რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!
მიდი, გოგა! მე შენსკენ ვარ! 5
10. თამარ, არააა, ფიზიკურად საკმაოდ შორს ვარ და გვრიტებზე ხელი არ მიმიწვდება, ამიტომ არწივი ფაქტორი გამოირიცხა მაგ საქმეში :))
მოკლედ, კარგია რომ დღე იუმორით იწყება :) :) :)
წარმატებები :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
თამარ, არააა, ფიზიკურად საკმაოდ შორს ვარ და გვრიტებზე ხელი არ მიმიწვდება, ამიტომ არწივი ფაქტორი გამოირიცხა მაგ საქმეში :))
მოკლედ, კარგია რომ დღე იუმორით იწყება :) :) :)
წარმატებები :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
9. ბიჭო, სიცოცხლეში ქათამი არ დამიკლავს და ახლა მაინცა და მაინც შენ, არწივს წაგჭრა იმ ხმლით თავი? და თანაც ამ გაგანია მარხვაში... ისე, არწივო, ჩემს გვრიტთან შენ ხომ არ გიეშმაკია რამე? გვრიტმა ფანჯრის რაფაზე ბარტყები გამომიჩეკა, - არწივის მართვეებსა ჰგვანან... თან მამისთვისაც არასოდეს მომიკრავს თვალი... ალბათ შორსაა გადახვეწილი-მეთქი და... მაშინვე შენზე ვიეჭვე... :)) :)))))) ბიჭო, სიცოცხლეში ქათამი არ დამიკლავს და ახლა მაინცა და მაინც შენ, არწივს წაგჭრა იმ ხმლით თავი? და თანაც ამ გაგანია მარხვაში... ისე, არწივო, ჩემს გვრიტთან შენ ხომ არ გიეშმაკია რამე? გვრიტმა ფანჯრის რაფაზე ბარტყები გამომიჩეკა, - არწივის მართვეებსა ჰგვანან... თან მამისთვისაც არასოდეს მომიკრავს თვალი... ალბათ შორსაა გადახვეწილი-მეთქი და... მაშინვე შენზე ვიეჭვე... :)) :))))))
8. თამარ, მართალი ხარ და ძალააა?? :D ჩემი კისერი და შენი ხმალი :) :) :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
თამარ, მართალი ხარ და ძალააა?? :D ჩემი კისერი და შენი ხმალი :) :) :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. 1. ეგღა აკლდა ამ უბედურ თეონას, ახლა დასთან დასჭირდეს მეტოქეობა ნეკერა. 2009-08-23 01:43:20
ნუ გეშინია, ნინ... ამას არ დავუშვებ!...
3. ანდროს ფოტო დაიდოს, ისე არ დავიჯერებთ ვახ, მაინც საიდან გაჩნდა ეს ანდრო ასე უცებ? ქეთ. 2009-08-23 02:04:29
ქეთ, "ვინც მიყვარს, ჩემი ლამაზიც ის არისო"... ამიტომ, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ, ის წარმოიდგინეთ ანდროს სახით...
5. აბა, რას ბრძანებთ, ქალბატონო თამარ? თავი მოგვაბეზრეთ კი არა, გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდები. თქვენი ბედი, რომ ამ საიტზე ტექსტის დადება მხოლოდ დღე-გამოშვებით შეიძლება, თორემ ახალ-ახალ თავებს ყოველდღე მოგთხოვდით. ცირა. 2009-08-23 05:47:27
კიდევ კარგი, ლიტ.გე-ზე არ ვართ, - იქ 10 დღეში ერთი ნაწარმოების დადების უფლება აქვთ... :))))))))))))))
6. თამარ, სამწუხაროდ პროზას ვერ ვკითხულობ და ვერ ვკითხულობ და მოგესალმები მაინც მშვიდობიანი დღის სურვილით პატივისცემით, განდი. არწივი. მაჰათმა განდი. 2009-08-23 09:19:18
ვინც არ კითხულობს პროზას, მათაც მივესალმები! :) მაგრამ, განდი, მე "პოეზიასაც" ვდებ-ხოლმე, ხანდახან... და არც იმათ რომ კითხულობ? :))))))))))))
თათ... მედეა... დიდი მადლობა, ყველას!...
1. ეგღა აკლდა ამ უბედურ თეონას, ახლა დასთან დასჭირდეს მეტოქეობა ნეკერა. 2009-08-23 01:43:20
ნუ გეშინია, ნინ... ამას არ დავუშვებ!...
3. ანდროს ფოტო დაიდოს, ისე არ დავიჯერებთ ვახ, მაინც საიდან გაჩნდა ეს ანდრო ასე უცებ? ქეთ. 2009-08-23 02:04:29
ქეთ, "ვინც მიყვარს, ჩემი ლამაზიც ის არისო"... ამიტომ, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ, ის წარმოიდგინეთ ანდროს სახით...
5. აბა, რას ბრძანებთ, ქალბატონო თამარ? თავი მოგვაბეზრეთ კი არა, გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდები. თქვენი ბედი, რომ ამ საიტზე ტექსტის დადება მხოლოდ დღე-გამოშვებით შეიძლება, თორემ ახალ-ახალ თავებს ყოველდღე მოგთხოვდით. ცირა. 2009-08-23 05:47:27
კიდევ კარგი, ლიტ.გე-ზე არ ვართ, - იქ 10 დღეში ერთი ნაწარმოების დადების უფლება აქვთ... :))))))))))))))
6. თამარ, სამწუხაროდ პროზას ვერ ვკითხულობ და ვერ ვკითხულობ და მოგესალმები მაინც მშვიდობიანი დღის სურვილით პატივისცემით, განდი. არწივი. მაჰათმა განდი. 2009-08-23 09:19:18
ვინც არ კითხულობს პროზას, მათაც მივესალმები! :) მაგრამ, განდი, მე "პოეზიასაც" ვდებ-ხოლმე, ხანდახან... და არც იმათ რომ კითხულობ? :))))))))))))
თათ... მედეა... დიდი მადლობა, ყველას!...
6. თამარ, სამწუხაროდ პროზას ვერ ვკითხულობ და ვერ ვკითხულობ და მოგესალმები მაინც მშვიდობიანი დღის სურვილით :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
თამარ, სამწუხაროდ პროზას ვერ ვკითხულობ და ვერ ვკითხულობ და მოგესალმები მაინც მშვიდობიანი დღის სურვილით :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
5. აბა, რას ბრძანებთ, ქალბატონო თამარ? თავი მოგვაბეზრეთ კი არა, გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდები. თქვენი ბედი, რომ ამ საიტზე ტექსტის დადება მხოლოდ დღე-გამოშვებით შეიძლება, თორემ ახალ-ახალ თავებს ყოველდღე მოგთხოვდით. :) აბა, რას ბრძანებთ, ქალბატონო თამარ? თავი მოგვაბეზრეთ კი არა, გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდები. თქვენი ბედი, რომ ამ საიტზე ტექსტის დადება მხოლოდ დღე-გამოშვებით შეიძლება, თორემ ახალ-ახალ თავებს ყოველდღე მოგთხოვდით. :)
4. ტაფტოლოგია გამომივა, ამიტომ გეტყვით მხოლოდ: თათ-იმ დამასწრო სათქმელი,/რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში?-კ/ფ-შერეკილები. ტაფტოლოგია გამომივა, ამიტომ გეტყვით მხოლოდ: თათ-იმ დამასწრო სათქმელი,/რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში?-კ/ფ-შერეკილები.
3. ანდროს ფოტო დაიდოს, ისე არ დავიჯერებთ :)) ვახ, მაინც საიდან გაჩნდა ეს ანდრო ასე უცებ? :))
ან თეონა რას აცუნდრუკდა გოგაზე ასე მსწრაფლ? :))
უამრავი კითხვაა, პასუხი კი ალბათ შემდეგ თავშია :) ანდროს ფოტო დაიდოს, ისე არ დავიჯერებთ :)) ვახ, მაინც საიდან გაჩნდა ეს ანდრო ასე უცებ? :))
ან თეონა რას აცუნდრუკდა გოგაზე ასე მსწრაფლ? :))
უამრავი კითხვაა, პასუხი კი ალბათ შემდეგ თავშია :)
2. უFFFFFFFFFFF დამაწყდა ნერვები :D :D :D ველი გაგრძელებას სხვა რა გზაა :))) უFFFFFFFFFFF დამაწყდა ნერვები :D :D :D ველი გაგრძელებას სხვა რა გზაა :)))
1. ეგღა აკლდა ამ უბედურ თეონას, ახლა დასთან დასჭირდეს მეტოქეობა :D ეგღა აკლდა ამ უბედურ თეონას, ახლა დასთან დასჭირდეს მეტოქეობა :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|