ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2009


შური – სძიება

ფიქრების სიმკვეთრემ დაძაბა ჰაერი,
თვალები ვერაგულ ნაპერწკლებს აფრქვევდა,
მაშინ მე დავძიმდი, როგორაც კაენი
და თითქოს ოთახში საათიც გაჩერდა...

ტყვია კი გავარდა, ვით მეხი ავდარში,
მან გულის ფიცარი გატეხა, განგმირა,
მას მერე, დავდივარ ყოველდღე საყდარში,
მას მერე, ჩემსავით, არავინ დაცლილა...


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები