 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2009 |
''სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის.. ...ტფილისი გატენილია ამბებით... ...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით'' /ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/
სხვაფრივ?! ეს ტფილისი ისევ ისეთია, ვერსად გაგიძღვება, ვერსად გაუძღვები... კვლავაც კმაყოფილი კვლავაც დაყოფილი, კვლავაც დაცოფილი, კვლავ ჭირით, კვლავ ჭერით, კვლავ ჭორით უძღები.
კაცს გვერდით მიჰყვები? - საყვარელს იტყვიან. ეგ არაფერია! დღეს ,აბა, ვინაა მაგ მოძველებული სიტყვით დათოფილი.
მარტო მიმავალმა მზერა მოატარე? - ვიცით,რას დაეძებ. თუ დგახარ დაქალთან ჩუმად მუსაიფობ , თან ხელით ეხები, ეკვრი, იკოცნები... - რად უნდა ლესბოსელს დიდი ამოცნობა!
თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია.
ბავშვებს გაუწოდე ფილა- შოკოლადი, იქნებ მარმელადი? - -გჭირს პედოფილია, ყველასთვის ცხადია, როგორ დამალავდი!
შემოგხვდა ყმაწვილი. თბილად გაუღიმე. - ჭორს ვინ გამყოფინებს? იტყვიან: უფალო, გაუქრე სინსილა ამ იუნგოფილებს!
თუ დილაადრიან ძაღლს დაასეირნებ, თანაც მოეფერე? - არ უნდა ბაასი, და ფილოსოფია, შენ ხარ ზოოფილი.
მოხუცს ეგებები? - იტყვიან ფლიდები, რაღაც,ამ ბოლო დროს გერონტოფილდები.
ღმერთმა დაგიფაროს, ზედიზედ გამოჩნდე ახალ მიწაყრილთან, იქ, სასაფლაოზე! გინდ სანთელს ანთებდე, აწყობდე მიხაკებს, ანუ ყარამფილებს ვინმე დაგინახავს, არც კი დაფიქრდება, გაგანეკროფილებს.
ვაი,მას,ვინც გარეთ სულაც არ გამოდის, ფანჯრიდან ხედავენ, ხალათი აცვია. კარს უცნობს არ უღებს, არავის აწუხებს, იტყვიან: რა შველის?! რა და ვიბრაცია.
ასფალტმა დაფარა ძველი ფილაქანი. ეს არის ტფილისი, გულხელდაკრეფილი. ეს არის ტფილისი, ქალაქი ყოფილი. ქალაქი ყოფილი ისევ ისეთია. ჭორ-მართალს დაეძებს, მერე ისე არევს.. გულზე დაგიტოვებს მწარე ნაიარევს...
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. "თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია."
ვახთ, არადა ამ ქალაქში მიტინგები მეფობს და ეგ რაღაა ნეტა? და საერთოდაც კარგი პოეტის გარდა, კარგი ტაქტიკოსიც ხართ, მშვენივრად შერჩეულ წერტილებში ურტყავთ და კარგია ეს. მოკლედ ჩემი მაქსიმუმი "თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია."
ვახთ, არადა ამ ქალაქში მიტინგები მეფობს და ეგ რაღაა ნეტა? და საერთოდაც კარგი პოეტის გარდა, კარგი ტაქტიკოსიც ხართ, მშვენივრად შერჩეულ წერტილებში ურტყავთ და კარგია ეს. მოკლედ ჩემი მაქსიმუმი
26. 5 მინდოდა და 4-ს დავადე შემთხვევით ხელი. 5 მინდოდა და 4-ს დავადე შემთხვევით ხელი.
25. მართალია, ისე სხვა გასაჭირი უფრო მრავლად აქვს ქალაქს. მართალია, ისე სხვა გასაჭირი უფრო მრავლად აქვს ქალაქს.
24. ვაი,მას,ვინც გარეთ სულაც არ გამოდის, ფანჯრიდან ხედავენ, ხალათი აცვია. კარს უცნობს არ უღებს, არავის აწუხებს, :))) ეგ ლექსოფილი იქნება. 5
ვაი,მას,ვინც გარეთ სულაც არ გამოდის, ფანჯრიდან ხედავენ, ხალათი აცვია. კარს უცნობს არ უღებს, არავის აწუხებს, :))) ეგ ლექსოფილი იქნება. 5
23. ჰადეს ძვირფასო! ხომ ვერ მიმითითებდით,კერძოდ,რომელ ადგილებს მივაქციო ყურადღება. ჰადეს ძვირფასო! ხომ ვერ მიმითითებდით,კერძოდ,რომელ ადგილებს მივაქციო ყურადღება.
22. ნორმალური ლექსია არის ადგილები სადაც მოიკოჭლებს რითმიც და რიტმიც 4 ნორმალური ლექსია არის ადგილები სადაც მოიკოჭლებს რითმიც და რიტმიც 4
21. ნამდვილად ვისიამოვნე ნამდვილად ვისიამოვნე
20. ხანდახან მგონია რომ მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ.
ლექსი მომეწონა ხანდახან მგონია რომ მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ.
ლექსი მომეწონა
19. ასეთი ლექსები უნდა ჰქონდეს პოეტს, რადგან "არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამოგზანა ქვეყნად ცამა"-მოქალაქეობრივი ტკივილი და მახვილი თვალი, სარკე-სადაც თავის ნაკლს დაინახავს მკითხველი.
კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ოოდნავ გაზვიადებული ;;) ასეთი ლექსები უნდა ჰქონდეს პოეტს, რადგან "არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამოგზანა ქვეყნად ცამა"-მოქალაქეობრივი ტკივილი და მახვილი თვალი, სარკე-სადაც თავის ნაკლს დაინახავს მკითხველი.
კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ოოდნავ გაზვიადებული ;;)
18. უკაცრავად, თქვენ ხომ არ გჭირთ პარანოია? :D:D:D:D:D:D:D:D ეს ხუმრობით...
ამაზეც ბევრი ვიცინე: "თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია" :D:D:D:D:D:D:D
კარგი იყო... ჩემი მაქსიმუმი თქვენ! უკაცრავად, თქვენ ხომ არ გჭირთ პარანოია? :D:D:D:D:D:D:D:D ეს ხუმრობით...
ამაზეც ბევრი ვიცინე: "თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია" :D:D:D:D:D:D:D
კარგი იყო... ჩემი მაქსიმუმი თქვენ!
17. მართლა კარგია, მიყვარს სიმართლე თუ რა დავარქვა ამ ლექსს არ ვიცი.
ბათუმში თქვენ თბილისლები როცა ჩამოდიხართ მიდიხართ ისე რომ ბათუმს ვერ ნახულობთ ფაქტიურად, პოეტებს ვგულისხმობ და არ მრცხვენია ამ სიტყვების :) :) :) მართლა კარგია, მიყვარს სიმართლე თუ რა დავარქვა ამ ლექსს არ ვიცი.
ბათუმში თქვენ თბილისლები როცა ჩამოდიხართ მიდიხართ ისე რომ ბათუმს ვერ ნახულობთ ფაქტიურად, პოეტებს ვგულისხმობ და არ მრცხვენია ამ სიტყვების :) :) :)
15. ჰარი, გასეირნებით - გაასეირნე ძაღლი, მაგრამ მოფერებას ნუ დაუწყებ! მაგაშია საქმე! :)))))))
ნინო, ეს ლექსი წაკითხული მქონდა... ლიტ.გეზე? თუ აქ იდო?
ფაქტია, - ვიცოდი! ბრავო! 5 ჰარი, გასეირნებით - გაასეირნე ძაღლი, მაგრამ მოფერებას ნუ დაუწყებ! მაგაშია საქმე! :)))))))
ნინო, ეს ლექსი წაკითხული მქონდა... ლიტ.გეზე? თუ აქ იდო?
ფაქტია, - ვიცოდი! ბრავო! 5
14. მე პირველად წავიკითხე და მომეწონა , კაია ლექსად, მაგრამ ხვალ ალბათ ძაღლს აღარ გავასეირნებ :) მე პირველად წავიკითხე და მომეწონა , კაია ლექსად, მაგრამ ხვალ ალბათ ძაღლს აღარ გავასეირნებ :)
13. ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
მახსოვს ეს ლექსი....
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
მახსოვს ეს ლექსი....
11. ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
ეს ლექსი მახსოვს.... ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
ეს ლექსი მახსოვს....
10. ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
9. აი,ჩვენი რეალობა! აი,ჩვენი რეალობა!
8. საყვარელი პოეტის საოცარი ლექსი! 5555555555555555! :) საყვარელი პოეტის საოცარი ლექსი! 5555555555555555! :)
7. =)) გაიხარე ნინოოო!!!! მაგრად ვიხალისე... ხოდა ვიქნები ასე:
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
555555555555555 =)) გაიხარე ნინოოო!!!! მაგრად ვიხალისე... ხოდა ვიქნები ასე:
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
555555555555555
6. მადლობა ძვირფასებო! როი, გამიხარდა შენი გამოჩენა. ორიოდე დღეა,ჩამოვედი ბობოყვათიდან, იქ თეატრის მოღვ.კავშ. კოტეჯებში ვიყავი.ბათუმშიც ჩამოვედი და დავრჩი ერთი მთელი დღე,მაგრამ მასპინძელს კომპი არ ჰქონდა,რომ ხმა მომეწვდინა.არა უშავს!უკეთესი დროც გამოჩნდება. მადლობა ძვირფასებო! როი, გამიხარდა შენი გამოჩენა. ორიოდე დღეა,ჩამოვედი ბობოყვათიდან, იქ თეატრის მოღვ.კავშ. კოტეჯებში ვიყავი.ბათუმშიც ჩამოვედი და დავრჩი ერთი მთელი დღე,მაგრამ მასპინძელს კომპი არ ჰქონდა,რომ ხმა მომეწვდინა.არა უშავს!უკეთესი დროც გამოჩნდება.
5. ვაჰ..კარგია :) 5 ვაჰ..კარგია :) 5
4. გაიხარე,მომეწონა,მწარე სიმართლე... გაიხარე,მომეწონა,მწარე სიმართლე...
3. მომწონს............ მომწონს............
2. ერთი სივრცე და სამი დრო. იყო, არის, იქნება-გაერთებული სახე ტფილისისა-"საქართველოს მოშლილი კუჭისა". ბარაქალა თქვენს ხედვასა და კალამს, ქალბატონო ნინო! ერთი სივრცე და სამი დრო. იყო, არის, იქნება-გაერთებული სახე ტფილისისა-"საქართველოს მოშლილი კუჭისა". ბარაქალა თქვენს ხედვასა და კალამს, ქალბატონო ნინო!
1. როგორ ხარ ქალბატონო ნინო? როგორ ხარ ქალბატონო ნინო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|