1. გივი ჭიჭინაძე და ელდარ კერძევაძე ბევრი მაქვს ორივეზე მოსაგონარი და დასაწერი... ეს ერთი მცირე ამონარიდია იმ მოგომებათა დიდი წიგნიდან, რომლის საურაკე ვარიანტის გამოქვეყნებას დღეიდან ვიწყებ. გასული საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისია. მწერალთა კავშირში მორიგი ლიტერატურული საღამოა, არ მახსოვს, ვისი... დარბაზში ტევა არ არის. ვესტიბიულსა და უკანა აივანზეც მრავლად არიან ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი ყველა ჟანრის კალმოსანნი სრულიად საქართველოისა... ძირითადად პროფესიონალი მწეველები. მიკროფონი და დინამიკები ჩართულია და გარეთაც კარგად გვესმის გამომსვლელთა ნაუბარი. მე და რამდენიმე მეგობარი პოეტი გივისთან ვდგავართ, ვეწევით და ვსაუბრობთ ჩვენთვის. ელდარი მეორე ასეთივე ჯგუფს რაღაც სასაცილოს უყვება ლომის ფიტულთან ახლოს. ხანდახან ჩვენსკენ ეშმაკურად გადმოიხედავს. ვხვდები, რომ რომელიღაც ჩვენგანია მისი ზეპირი მოთხრობის გმირი. მერე კი, როგორც ვატყობ, ჩვენთან შემოერთებას აპირებს. ასეც მოიქცა. მორჩა მალე ერთ სიუჟეტს, როგორც მივხვდი მისი მსმენელების გულიან სიცილზე და საგანგებოდ დადინჯებული ნაბიჯებით ჩვენსკენ გამოემართა. - გივი, მომაწევინე ერთი შენი საბავშვო სიგარეტი! - ეს იყო მისი პირველივე სიტყვები მოახლოებისთანავე, რასაც, ცხადია ადექვატური მხიარულება მოჰყვა სხვა ახლოს მდგომთაგანაც... მხოლოდ გივი დარჩა რამდენიმე წამს გაოცებულ-თვალებგაფართოებული... ერთხანს ასე უყურა ღვიღვას და მერე მოულოდნელად ლამის ისტერიული სიცილი აუტყდა... ამ ყველაფრის მიზეზი კი, ვითომ-და არაფერიო, განგებ კიდევ უფრო დასერიოზულებული, მიამიტი ბავშვის გულუბრყვილო გამომეტყველებით იდგა და სიგარეტის მიწოდებას ელოდა, რასაც გივი არც ჩქარობდა და ისე ჩანდა - არც აპირებდა... როგორც იქნა დაწყნარდა ყველა. ახლა გივის ,,საპასუხო სვლას’’ ველოდით ყველანი. - იცი, ახლა რა გეკუთვნის?!. იცი, რას გიზამ?!. - ამის თქმა და ჯიქურ მივიდა ელდართან, მარჯვენა მკლავი გამოსდო მკლავში და გასასვლელისკენ წაიყვანა. ელდარიც დატუქსული და მორჩილი ბავშვივით გაჰყვა. კიბესთან შეაჩერა გივიმ ელდარი, ჩვენსკენ გამოიხედა და მე მომმართა: - იმედ! წამოდი შენც, ამ გიჟს მე მარტო ვერ მოვუვლი! მივხვდი, რაღაც ჰქონდა სახელდახელოდ მოფიქრებული, მაგრამ მაინც სიტყვა ვითომ ბანზე ავუგდე: - მე რომელი გიჟების მომთვინიერებელი მნახე?!. - წამოდი, უფროსი რომ გეუბნება, ვალდებული ხარ დაემორჩილო!.. - ვითომ გაბრაზებულის ტონით ,,მიბრძანა’’... რამდენიმე წუთში უახლოეს იაფ რესტორანში ამოვყავით თავი... გივიმ ,,თავი მოიქაჩლა’’ და ბოლო ჰონორარი თუ ხელფასი ლამის ბოლომდე დახარჯა იქ... სუფრამ მხიარულ ტალღაზე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დაიმახსოვრებ და გაიხსენებ ადამიანი... ერთ სუფრას კი როგორც წესი. იშვიათად ვჯერდებოდით ხოლმე. თანაც სოფლიდან ახალჩამოსული ვიყავი და ორი ოცდაორლიტრიანი ხელუხლებლად მედგა ჩემს ბოლო ნაქირავებ ბინაში... ჩემი თინიკო და ალეკო პირველ და მესამე კლასში იყვნენ ამ დროს. ჩემი მეგობრების სტუმრობა მათთვის მუდამ ზეიმი იყო. ელდარი ხშირი სტუმარი იყო და უსაჩუქროდ არასოდეს ტოვებდა არცერთს. გივის კი ალეკო უნდა მოენათლა, რადგან სამიოდე წლისამ უკვე გივის ასობით ლექსი იცოდა ზეპირად საოცარი მეხსიერების წყალობით და ეს რომ გაიგო გივიმ, მაშინვე მითხრა, ეს ბავშვი აუცილებლად უნდა მომანათვლინოვო... ბავშვების მისალმება-მიფერებისა და წითელთუმნიანების ჩუქების შემდეგ სახელდახელო სუფრაც სწრაფად გაიშალა და თავპატიჟიც არცერთს არ გვიყვარდა... - რა ბედი აქვს ზოგს, მაინც!.. - ბავშვებს შეხედა და ისე დაიწყო ღვიღვამ ახალი ,,მონოლოგი’’... - არტისტი შენ ხარ, პოეტი შენ ხარ, საბალღო პოეტი შენ ხარ, ამისთანა გენიოსი ბავშვების ნათლია შენ ხარ... მოკლედ, შენთვის გოუსვრია ,,ავრორას’’ და ეგ არის!.. ისე, გივიკო, ეს კომბოსტო, სტაფილო და კურდღელი რომ არ გეეჩინა ღმერთს, ხომ მოკვდებოდი შიმშილით?!. ამაზე კი კინაღამ სკამიდან გადავარდა გივი... - მოვკლავ ამას და მოვისვენებ!.. ვინ არის ეს კაცი?!. გაიტანეთ, ახლავე!.. - ვითომ ჭიქით ღვინის შესხმა დაუპირაო, ისე სტაცა ჭიქას ხელი და ელდარიც ,,შეშინებული’’ წამოხტა სუფრიდან... - ბავშვებო მიშველეთ!.. - ბავშვები აიფარა და ძალიან სასაცილოდ იყურებოდა გივისკენ. დიდხანს იცინოდნენ ბავშვებიც და ასევე მხიარულებაში ჩაიარა ამ მეორე სუფრამაც, ბავშვების დაძინებიდან კიდევ რამდენიმე საათს რომ გაგრძელდა. მეორე დღეს კი ლამის მთელმა მწერალთა კავშირმა იცოდა ეს ამბები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რამდენადაც ვიცი პოეტი ბრძანდებით, კარგად წერთ პროზასაც. იდღეგრძელეთ! რამდენადაც ვიცი პოეტი ბრძანდებით, კარგად წერთ პროზასაც. იდღეგრძელეთ!
8. რამდენადაც ვიცი პოეტი ბრძანდებით, კარგად წერთ პროზასაც. იდღეგრძელეთ! რამდენადაც ვიცი პოეტი ბრძანდებით, კარგად წერთ პროზასაც. იდღეგრძელეთ!
7. მე რომელი გიჟების მომთვინიერებელი მნახე?!.
გამეღიმა.... :) მიყვარს ასეთი რამეების მოსმენა...
მოგიკითხეთ ძია იმო... ჩავიბარე წიგნები...უღრმესი მადლობა... ურაკპარაკის წიგნს ჩამოგიტანთ,ან გამოგიგზავნით...დღეს მთელი საღამო ვათვალიერებდი.... წიგნში სულ სხვანაირად იკითხება ყველაფერი....გამახარეთ ძალიან.... მე რომელი გიჟების მომთვინიერებელი მნახე?!.
გამეღიმა.... :) მიყვარს ასეთი რამეების მოსმენა...
მოგიკითხეთ ძია იმო... ჩავიბარე წიგნები...უღრმესი მადლობა... ურაკპარაკის წიგნს ჩამოგიტანთ,ან გამოგიგზავნით...დღეს მთელი საღამო ვათვალიერებდი.... წიგნში სულ სხვანაირად იკითხება ყველაფერი....გამახარეთ ძალიან....
6. "მოკლედ, შენთვის გოუსვრია ,,ავრორას’’ და ეგ არის!.. ისე, გივიკო, ეს კომბოსტო, სტაფილო და კურდღელი რომ არ გეეჩინა ღმერთს, ხომ მოკვდებოდი შიმშილით?!."
კარგია, იმედა! 5
"მოკლედ, შენთვის გოუსვრია ,,ავრორას’’ და ეგ არის!.. ისე, გივიკო, ეს კომბოსტო, სტაფილო და კურდღელი რომ არ გეეჩინა ღმერთს, ხომ მოკვდებოდი შიმშილით?!."
კარგია, იმედა! 5
4. კარგია ჩემო იმო. კარგი საქმე წამოიწყე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. დაწყებაა მთავარი, მერე მაგის რიკინ-რიკინით გაშვება არ გაგიჭირდება შენ. თუ დაგჭირდა მეც მოგიყვებ-შეგახსენებ ერთ-ორ თავშესაქცევ ამბავს. გაიხარე! კარგია ჩემო იმო. კარგი საქმე წამოიწყე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. დაწყებაა მთავარი, მერე მაგის რიკინ-რიკინით გაშვება არ გაგიჭირდება შენ. თუ დაგჭირდა მეც მოგიყვებ-შეგახსენებ ერთ-ორ თავშესაქცევ ამბავს. გაიხარე!
3. რა კარგია ასე მცირე მოცულობისისას რომ დებთ:D
რა კარგია ასე მცირე მოცულობისისას რომ დებთ:D
2. კარგი და სასარგებლო წამოწყება!!! მოგესალმები ძია იმო!!! კარგი და სასარგებლო წამოწყება!!! მოგესალმები ძია იმო!!!
1. კარგი , რამ დაიწყეთ იმო ბატონო და იმედია ბოლომდე მიიყვანტ მაგ მოგონებების გამოქვეყნებას , გაიხარე კარგი , რამ დაიწყეთ იმო ბატონო და იმედია ბოლომდე მიიყვანტ მაგ მოგონებების გამოქვეყნებას , გაიხარე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|