 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2009 |
''ჩვენ ყველანი მართლები ვართ, მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე'' - - ეს სიტყვები მაშინ ჩავწერე.
იმ ზაფხულს ცემში ვისვენებდით, რამდენი ფიჩხი ეყარა ტყეში ან საღამოთი, მოედანზე, მაინც, რამხელა ცეცხლი დავანთეთ! რა მხიარულად იწვებოდა ხმელი წიწვები!
ტყით მონაზიდი ფიჩხის მთა იყო იქვე, ქვრივის სამიჯნაოზე, გროვებაში ჩვენც გვედო წილი და როს კოცონი მიგვინელდა, ცოტა მოვხელე, ახალი ძალით ავაბოლე, ავაბრიალე.
ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა.
შევცბით, გავყუჩდით, გავირინდეთ...
შენ აღარც გახსოვს ის საღამო. შენ ისე ღელავ, ჩემგან რაღაც პასუხს მოელი.
მე აქ არა ვარ, მე ბოლი ვარ, ცემს დავტრიალებ.
ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. აზრები ისევ და ისევ დამიჯერეტ კარგია აზრები ისევ და ისევ დამიჯერეტ კარგია
35. მრატომღაც აღგქმა მიჭირს ასეთი ლექსების, ეს ალბათ ჩემი პრობლემაა:) მრატომღაც აღგქმა მიჭირს ასეთი ლექსების, ეს ალბათ ჩემი პრობლემაა:)
34. ალბათ, რახან საიტზე, ჩვეულებრივი მოკვდავი მკითხველები ვართ, მეც მათ რიცხვში ვარ და წარმოუდგენლად მიმაჩნია ლექსის, როგორც გამოსათლელ-გამოთლილი მასალის განხილვა. ხშირად მიმითითებია ავტორისთვის იმ ასპექტებზე, რაც არ მომწონს, თუმცა ეს ყოველთვის ჩემი ინდივიდუალური გემოვნებიდან გამომდინარე. მართლა ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტი პოეტი, რატომ უნდა ეწვალებოდეს თითოეულ ფრაზას და თითოეულ სიტყვას, ლექსი ხომ მექანიზმი არ არის და ბოლო-ბოლო ლექსი მასიური მკითხველისთვის იწერება და არა ძალიან ვიწრო წრისათვის, რომელსაც რაღაც გარკვეული წარმოების შემდეგ მიღებული პროდუქტი იზიდავს და არა თვითონ ლექსი.
ლექსი ამ გადასახედიდან პროზად აღვიქვი არ ვიცი რატომ, თავიდანვე პროზასავით ჩავიკითხე.
ნუ ესეც ჩემი მოკრძალებული აზრია და არ ნიშნავს იმას, რომ ვერ მივხვდი თქვენ რა იგულისხმეთ თქვენ კომენტარებში. გულწრფელად დიდ პატივს გცემთ. დადუ. ალბათ, რახან საიტზე, ჩვეულებრივი მოკვდავი მკითხველები ვართ, მეც მათ რიცხვში ვარ და წარმოუდგენლად მიმაჩნია ლექსის, როგორც გამოსათლელ-გამოთლილი მასალის განხილვა. ხშირად მიმითითებია ავტორისთვის იმ ასპექტებზე, რაც არ მომწონს, თუმცა ეს ყოველთვის ჩემი ინდივიდუალური გემოვნებიდან გამომდინარე. მართლა ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტი პოეტი, რატომ უნდა ეწვალებოდეს თითოეულ ფრაზას და თითოეულ სიტყვას, ლექსი ხომ მექანიზმი არ არის და ბოლო-ბოლო ლექსი მასიური მკითხველისთვის იწერება და არა ძალიან ვიწრო წრისათვის, რომელსაც რაღაც გარკვეული წარმოების შემდეგ მიღებული პროდუქტი იზიდავს და არა თვითონ ლექსი.
ლექსი ამ გადასახედიდან პროზად აღვიქვი არ ვიცი რატომ, თავიდანვე პროზასავით ჩავიკითხე.
ნუ ესეც ჩემი მოკრძალებული აზრია და არ ნიშნავს იმას, რომ ვერ მივხვდი თქვენ რა იგულისხმეთ თქვენ კომენტარებში. გულწრფელად დიდ პატივს გცემთ. დადუ.
33. არა, სოსო ძვირფასო! გამოქვეყნდა 2001 წელს, ''ჩვენ მწერლობაში'' არა, სოსო ძვირფასო! გამოქვეყნდა 2001 წელს, ``ჩვენ მწერლობაში``
32. neta axali leqsia?.... neta axali leqsia?....
31. კომენტარები ურფო მომეწონა :)........ კომენტარები ურფო მომეწონა :)........
30. (რაც შეეხება ვერლიბრს, რომელსაც ქართულ პოეზიაში საუკუნეზე ცოტა მეტი ტრადიცია აქვს, მასშიც ისეთივე კრიზისია,როგორც კონვენციურ ლექსში, განსხვავებას ის ქმნის,რომ თუკი კონვენციურმა ლექსმა,გალაკტიონის წყალობით, თითქმის ამოწურა ფორმობრივ- გამომსახველობითი შესაძლებლობანი. თავისუფალ ლექსს ამჟამად მეტი პერსპექტივა აქვს,მაგრამ ამ პერსპექტივის გააზრებას ცოდნა და ნიჭი სჭირდება..პოეზიის , ზოგადად ხელოვნების განვითარებას ახასიათებს პერიოდები,როდესაც რაიმე ფორმას,გამომსახველობით საშუალებას და ასე შემდეგ ''დასვენება'' სჭირდება, რათა მოგვიანებით,ახალი ძალით ამუშავდეს. ჩემი ფიქრით, რაღაც ამგვარი პერიოდი უდგას კონვენციურ ლექსს. ეს არაფრისდიდებით არ ნიშნავს იმას,რომ კონვენციური ლექსი არ უნდა იწერებოდეს. რაოდენობრივად ბევრიც შეიქმნება,მაგრამ მათში თვისობრივი სიახლე ამჟამად ნაკლებ მოსალოდნელია. (რაც შეეხება ვერლიბრს, რომელსაც ქართულ პოეზიაში საუკუნეზე ცოტა მეტი ტრადიცია აქვს, მასშიც ისეთივე კრიზისია,როგორც კონვენციურ ლექსში, განსხვავებას ის ქმნის,რომ თუკი კონვენციურმა ლექსმა,გალაკტიონის წყალობით, თითქმის ამოწურა ფორმობრივ- გამომსახველობითი შესაძლებლობანი. თავისუფალ ლექსს ამჟამად მეტი პერსპექტივა აქვს,მაგრამ ამ პერსპექტივის გააზრებას ცოდნა და ნიჭი სჭირდება..პოეზიის , ზოგადად ხელოვნების განვითარებას ახასიათებს პერიოდები,როდესაც რაიმე ფორმას,გამომსახველობით საშუალებას და ასე შემდეგ ``დასვენება`` სჭირდება, რათა მოგვიანებით,ახალი ძალით ამუშავდეს. ჩემი ფიქრით, რაღაც ამგვარი პერიოდი უდგას კონვენციურ ლექსს. ეს არაფრისდიდებით არ ნიშნავს იმას,რომ კონვენციური ლექსი არ უნდა იწერებოდეს. რაოდენობრივად ბევრიც შეიქმნება,მაგრამ მათში თვისობრივი სიახლე ამჟამად ნაკლებ მოსალოდნელია.
29. ქარდა მედეა,ფლეშ ძვირფასებო, მადლობა!
ფლეში ძვირფასო! სავსებით გეთანხმებით.ორივე საიტზე ქანქარის პრინციპი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს,რომ საპირისპირო მხარეებზე მდებარე ორივე ეს პოზიცია თითქმის ერთნაირად და ერთი ძალით არის დაშორებული ოპტიმალური წერტილიდან,(ცენტრი,ღერძი) მე სულ იმედი მაქვს,რომ გამოჩნდება ახალგაზრდა,ნიჭიერი შემოქმედი , რომელიც შესძლებს ტრადიციისა და ნოვაციის იმგვარ მორიგებას,როგორც ეს გალაკტიონმა შესძლო. ასეთ პოტენციას არაერთ ახალგაზრდაში ვხედავ. ვინაობას არ დავასახელებ, მრავალი მოსაზრების გამო. ქარდა მედეა,ფლეშ ძვირფასებო, მადლობა!
ფლეში ძვირფასო! სავსებით გეთანხმებით.ორივე საიტზე ქანქარის პრინციპი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს,რომ საპირისპირო მხარეებზე მდებარე ორივე ეს პოზიცია თითქმის ერთნაირად და ერთი ძალით არის დაშორებული ოპტიმალური წერტილიდან,(ცენტრი,ღერძი) მე სულ იმედი მაქვს,რომ გამოჩნდება ახალგაზრდა,ნიჭიერი შემოქმედი , რომელიც შესძლებს ტრადიციისა და ნოვაციის იმგვარ მორიგებას,როგორც ეს გალაკტიონმა შესძლო. ასეთ პოტენციას არაერთ ახალგაზრდაში ვხედავ. ვინაობას არ დავასახელებ, მრავალი მოსაზრების გამო.
28. ''ჩვენ ყველანი მართლები ვართ, მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე''
ფიქრიანი ლექსია, ემოცია რომ მოაქვს და გხვევს თითქოსდა საკრალურში. ``ჩვენ ყველანი მართლები ვართ, მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე``
ფიქრიანი ლექსია, ემოცია რომ მოაქვს და გხვევს თითქოსდა საკრალურში.
27. უჰ,კარგია, ....მგონი გავიგე.. უჰ,კარგია, ....მგონი გავიგე..
26. ქალბატონო, ნინო! უპირველესად, მადლობა მინდა გითხრათ იმ საფუძვლიანი და ჩემთვის ყურადსაღები შენიშვნებისათვის, ჩემი ლექსის- "აქ და იქ" მიმართ რომ გამოთქვით. დარდის ტრიადაში ნაგულისხმევი მქონდა ცა-მზისქვეშეთი-მიწისქვეშეთი. ეტყობა ვერ მოვახერხე აღნიშნული ტრიადის ლექსში ნათლად და გასაგებათ წარმოჩენა, ამიტომაც დარჩა მკითხველისათვის გაუგებარი და ბუნდოვანი, რაშიც სავსებით გეთანხმებით. ახლა ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ პრობლემაზე, რაც დღევანდელ ქართულ პოეზიას ჯერჯერობით აუხსნელ ბორკილად ადევს.ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ თაობათა ცვლის გარეშე არ ხდება ყოველგვარი საქმიანობის, და მათ შორის ლიტერატურის, ევოლუცია-განვითარება. დღეის გადასახედიდან, ჩემი აზრით, კი, იწერება ცალკეული, ყურადსაღები, საინტერესო ნაწარმოებები, მაგრამ არ ხდება, აზროვნების ევოლუცია და კონცეფციათა განვითარება. დღევანდელი ქართული პოეზია მეოცე საუკუნის ძველ ქვაბში იხარშება, ხდება არსებულის გამეორება. ისევ და ისევ, ჩემი აზრით, ახალი თაობა, წინამორბედისაგან განსხვავებით, ნოვაციას ფორმის სფეროში ეძებს. ამის მაგალითი ლიტერატურაგეზე წარმოდგენილი ლიტერატურული პროდუქციაა, სადაც გასავალი ვერლიბრის ფორმის ლექსებს უფრო აქვს, ვიდრე კონვენციურს. საპირისპირო მაგალითია ურაკპარაკი, აქ პირიქით ხდება. ვერლიბრი არაქართულ ლექსად აღიქმება. იქაც და აქაც, ჩემი აზრით, მცდარი შეხედულებაა დამკვიდრებული. კონვენციურსაც და ვერლიბრსაც ქართულ ლიტერატურაში საუკუნეებია უკვე დომინირებული ადგილი უჭირავთ. ერთი სიტყვით,ლექსის ვერსიფიკაციული ფორმის განვითარების თვალსაზრისით, ჩემ მიერ აღნიშნულ ორივე ლიტპორტალზე, ახალი არაფერი ხდება.ნურავინ ჩათვლის ვერლიბრს ახლის აღმოჩენად. ეტყობა ძალიან დიდ თემას შევეჭიდე. კარგი იქნება ამ პრობლემის ირგვლივ საფუძვლიანი კამათი თუ გაიმართება. მომიტევეთ, თქვენი გვერდის გამოყენებისათვის.ძალიან, ძალიან პატივისცემი....სანდრო ბერიძე ქალბატონო, ნინო! უპირველესად, მადლობა მინდა გითხრათ იმ საფუძვლიანი და ჩემთვის ყურადსაღები შენიშვნებისათვის, ჩემი ლექსის- "აქ და იქ" მიმართ რომ გამოთქვით. დარდის ტრიადაში ნაგულისხმევი მქონდა ცა-მზისქვეშეთი-მიწისქვეშეთი. ეტყობა ვერ მოვახერხე აღნიშნული ტრიადის ლექსში ნათლად და გასაგებათ წარმოჩენა, ამიტომაც დარჩა მკითხველისათვის გაუგებარი და ბუნდოვანი, რაშიც სავსებით გეთანხმებით. ახლა ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ პრობლემაზე, რაც დღევანდელ ქართულ პოეზიას ჯერჯერობით აუხსნელ ბორკილად ადევს.ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ თაობათა ცვლის გარეშე არ ხდება ყოველგვარი საქმიანობის, და მათ შორის ლიტერატურის, ევოლუცია-განვითარება. დღეის გადასახედიდან, ჩემი აზრით, კი, იწერება ცალკეული, ყურადსაღები, საინტერესო ნაწარმოებები, მაგრამ არ ხდება, აზროვნების ევოლუცია და კონცეფციათა განვითარება. დღევანდელი ქართული პოეზია მეოცე საუკუნის ძველ ქვაბში იხარშება, ხდება არსებულის გამეორება. ისევ და ისევ, ჩემი აზრით, ახალი თაობა, წინამორბედისაგან განსხვავებით, ნოვაციას ფორმის სფეროში ეძებს. ამის მაგალითი ლიტერატურაგეზე წარმოდგენილი ლიტერატურული პროდუქციაა, სადაც გასავალი ვერლიბრის ფორმის ლექსებს უფრო აქვს, ვიდრე კონვენციურს. საპირისპირო მაგალითია ურაკპარაკი, აქ პირიქით ხდება. ვერლიბრი არაქართულ ლექსად აღიქმება. იქაც და აქაც, ჩემი აზრით, მცდარი შეხედულებაა დამკვიდრებული. კონვენციურსაც და ვერლიბრსაც ქართულ ლიტერატურაში საუკუნეებია უკვე დომინირებული ადგილი უჭირავთ. ერთი სიტყვით,ლექსის ვერსიფიკაციული ფორმის განვითარების თვალსაზრისით, ჩემ მიერ აღნიშნულ ორივე ლიტპორტალზე, ახალი არაფერი ხდება.ნურავინ ჩათვლის ვერლიბრს ახლის აღმოჩენად. ეტყობა ძალიან დიდ თემას შევეჭიდე. კარგი იქნება ამ პრობლემის ირგვლივ საფუძვლიანი კამათი თუ გაიმართება. მომიტევეთ, თქვენი გვერდის გამოყენებისათვის.ძალიან, ძალიან პატივისცემი....სანდრო ბერიძე
25. გაიხარეთ, I like your problems and Cigarette ძვირფასო! გაიხარეთ, I like your problems and Cigarette ძვირფასო!
24. გაიხარეთ, I like your problems and Cigarette ძვირფასო! გაიხარეთ, I like your problems and Cigarette ძვირფასო!
23. აჰა, საინტერესო კომენტარი და მეტად გასაგებიც. ისევ და ისევ წარმატებები. აჰა, საინტერესო კომენტარი და მეტად გასაგებიც. ისევ და ისევ წარმატებები.
22. ცოტა დავაზუსტებ.არის განსხვავება ორ სიტყვას შორის: თითოეული და ყველა. მე არ ვწერ ყველასთვის,მე ვწერ თითოეული იმ მკითხველისათვის,ვინც პოეზიის მკითთხველია და არა გადამკითხველი , ანუ ვინც იმაზე მეტს მოელის ლექსისგან,ვიდრე პირველადი ემოციური რეაქციაა, ვინც დიდხანს რჩება ნაწარმოებთან და იზიდავს დიდი თუ მცირე საიდუმლოების აღმოჩენა, რომელსაც თითქმის ყველა ლექსში ვმალავ მისთვის. ასეთი მკითხველი მუდამ ცოტა იყო და ცოტაც იქნება.ამ გარემოებას ადრიდანვე შევეგუე. ცოტა დავაზუსტებ.არის განსხვავება ორ სიტყვას შორის: თითოეული და ყველა. მე არ ვწერ ყველასთვის,მე ვწერ თითოეული იმ მკითხველისათვის,ვინც პოეზიის მკითთხველია და არა გადამკითხველი , ანუ ვინც იმაზე მეტს მოელის ლექსისგან,ვიდრე პირველადი ემოციური რეაქციაა, ვინც დიდხანს რჩება ნაწარმოებთან და იზიდავს დიდი თუ მცირე საიდუმლოების აღმოჩენა, რომელსაც თითქმის ყველა ლექსში ვმალავ მისთვის. ასეთი მკითხველი მუდამ ცოტა იყო და ცოტაც იქნება.ამ გარემოებას ადრიდანვე შევეგუე.
21. მაშინ უნდა მივაწვდინოთ ხმა : ) მე პირადად არ მომწონს და არ მჯერა ასეთი ლექსების, რომლებსაც ემჩნევათ რომ რაღაც გაურკვეული ნაწილისთვის თუ კატეგორიისთვის თუ რაღაცისთვის დაიწერა და არა თითოეულისთვის. წარმატებები. მაშინ უნდა მივაწვდინოთ ხმა : ) მე პირადად არ მომწონს და არ მჯერა ასეთი ლექსების, რომლებსაც ემჩნევათ რომ რაღაც გაურკვეული ნაწილისთვის თუ კატეგორიისთვის თუ რაღაცისთვის დაიწერა და არა თითოეულისთვის. წარმატებები.
20. მართალი ხართ,I like your problems and Cigarette. ძვირფასო! მე თითქმის არასოდეს გამომიქვეყნებია ლექსი იმ სახით,როგორც პირველად დაიწერა. საკმაოდ დიდხანს და გულმოდგინედ ვამუშავებ ყოველ ასპექტს ლექსისა, ყოველ ნიუანსს, ვიდრე სასურველ კონდიციას არ მივაღწევ. მე ძირითადად იმ მკითხველებისთვის ვწერ,ვისაც პოეტური ხელოვნების მიმართ მაღალი პრეტენზიები აქვთ და ვცდილობ ,პოეტური ხმა მათ მივაწვდინო,თუმცა გულწრფელად მიხარია,თუ საქმეში ჩაუხედავი მკითხველები თუნდაც რაღაცას მოიწონებენ ჩემს ლექსში. მართალი ხართ,I like your problems and Cigarette. ძვირფასო! მე თითქმის არასოდეს გამომიქვეყნებია ლექსი იმ სახით,როგორც პირველად დაიწერა. საკმაოდ დიდხანს და გულმოდგინედ ვამუშავებ ყოველ ასპექტს ლექსისა, ყოველ ნიუანსს, ვიდრე სასურველ კონდიციას არ მივაღწევ. მე ძირითადად იმ მკითხველებისთვის ვწერ,ვისაც პოეტური ხელოვნების მიმართ მაღალი პრეტენზიები აქვთ და ვცდილობ ,პოეტური ხმა მათ მივაწვდინო,თუმცა გულწრფელად მიხარია,თუ საქმეში ჩაუხედავი მკითხველები თუნდაც რაღაცას მოიწონებენ ჩემს ლექსში.
19. ''ჩვენ ყველანი მართლები ვართ, მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე'' - - ეს სიტყვები მაშინ ჩავწერე.
``ჩვენ ყველანი მართლები ვართ, მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე`` - - ეს სიტყვები მაშინ ჩავწერე.
18. გაკეთებული ლექსის სუნი აქვს, ანუ ერთ ემოციაზე არაა დაწერილი, ეს იწერებოდა : ) გაკეთებული ლექსის სუნი აქვს, ანუ ერთ ემოციაზე არაა დაწერილი, ეს იწერებოდა : )
17. აუ ეს მართლა სასაცილო პასუხი იყო! მეტი ქულა აღარ მაქვს თქვენი გვერდისთვის გაიხარეთ ასე რომ მამხიარულებთ! აუ ეს მართლა სასაცილო პასუხი იყო! მეტი ქულა აღარ მაქვს თქვენი გვერდისთვის გაიხარეთ ასე რომ მამხიარულებთ!
15. მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მატა ჰარი ძვირფასო! რაკი თქვენი სახით ასეთი გულშემატკივარი შევიძინე ,მინდა გაგახაროთ,რომ სწორედ ახლა გამოიცა ყოველწლიური სამეცნიერო-კრიტიკული კრებული ''სჯანი'' 2009, რომლის 206-ე გვერდზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთი უპირველესი მეცნიერ-კრიტიკოსის გამოკვლევა, ვრცელი ინგლისური რეზიუმეთი,სწორედ ჩემი ერთი ''მოკრძალებული'' პოეტური ნოვაციის შესახებ, რომლის გამოჩენის გამოც , არც მეტი,არც ნაკლები, საჭირო გახდა ქართულ ლექსმცოდნეობით ტერმინოლოგიაში ცვლილების შეტანა. წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია''პარნასის'' ქსელში.ფასი:5 ლარი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მატა ჰარი ძვირფასო! რაკი თქვენი სახით ასეთი გულშემატკივარი შევიძინე ,მინდა გაგახაროთ,რომ სწორედ ახლა გამოიცა ყოველწლიური სამეცნიერო-კრიტიკული კრებული ``სჯანი`` 2009, რომლის 206-ე გვერდზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთი უპირველესი მეცნიერ-კრიტიკოსის გამოკვლევა, ვრცელი ინგლისური რეზიუმეთი,სწორედ ჩემი ერთი ``მოკრძალებული`` პოეტური ნოვაციის შესახებ, რომლის გამოჩენის გამოც , არც მეტი,არც ნაკლები, საჭირო გახდა ქართულ ლექსმცოდნეობით ტერმინოლოგიაში ცვლილების შეტანა. წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია``პარნასის`` ქსელში.ფასი:5 ლარი
14. მადლობა ნინო, ძალიან ყურადრებიანი ხარ :) ჩუ, ჩუ.... მადლობა ნინო, ძალიან ყურადრებიანი ხარ :) ჩუ, ჩუ....
13. ლელა ძვირფასო! ხდება ხოლმე,ცოტა ხანში ახლიდან უნდა სცადოთ.ეროვნული ბიბლიოთეკის ლინკია, სხვა საინტერესო მასალებთან ერთად სხვადასხვა ლექსიკონიც არის შეყვანილი.მათ შორის,''უცხო სიტყვათა...'' . წარწერიან გამოსახულებაზე დააწკაპუნებთ და გაიხსნება. მერე ფურცლის ზემოთ , ანბანთრიგში საჭირო ასოს მოძებნით,ამ ასოზე რომ გადაგიყვანთ,ძიების გასამარტივებლად , ფურცლის თავზე,იმავე ადგილას, შესაბამისი ასოთი დაწყებული სიტყვების წინა მარცვლების ცხრილი გამოჩნდება.აირჩევთ სასურველ მარცვალს და იპოვით. ახლა მე თვითონ ვცდი. ლელა ძვირფასო! ხდება ხოლმე,ცოტა ხანში ახლიდან უნდა სცადოთ.ეროვნული ბიბლიოთეკის ლინკია, სხვა საინტერესო მასალებთან ერთად სხვადასხვა ლექსიკონიც არის შეყვანილი.მათ შორის,``უცხო სიტყვათა...`` . წარწერიან გამოსახულებაზე დააწკაპუნებთ და გაიხსნება. მერე ფურცლის ზემოთ , ანბანთრიგში საჭირო ასოს მოძებნით,ამ ასოზე რომ გადაგიყვანთ,ძიების გასამარტივებლად , ფურცლის თავზე,იმავე ადგილას, შესაბამისი ასოთი დაწყებული სიტყვების წინა მარცვლების ცხრილი გამოჩნდება.აირჩევთ სასურველ მარცვალს და იპოვით. ახლა მე თვითონ ვცდი.
12. მე ისედაც ზედმეტად გავისარჯე მგონი, არც პოეტიკასა და ლიტერატურაში ვაპირებ გზის გაკვლევას, ასე რომ წარმატება თქვენ უფრო გამოგადგებათ,იქნებ როგორმე ამდენი კვლევის ,ექსპერიმენტების და ლექსიკონებში ჩიჩქნის მერე,დაწეროთ მკითხველისთვის მოსაწონი და საინტერესო ლექსი. აი ისეთი რომ წაიკითხავს და იტყვის რა კარგი რამეაო. მკითხველი ხომ მხოლოდ ამას ითხოვს მწერალისგან თუ პოეტისგან. წარმატებები! მე ისედაც ზედმეტად გავისარჯე მგონი, არც პოეტიკასა და ლიტერატურაში ვაპირებ გზის გაკვლევას, ასე რომ წარმატება თქვენ უფრო გამოგადგებათ,იქნებ როგორმე ამდენი კვლევის ,ექსპერიმენტების და ლექსიკონებში ჩიჩქნის მერე,დაწეროთ მკითხველისთვის მოსაწონი და საინტერესო ლექსი. აი ისეთი რომ წაიკითხავს და იტყვის რა კარგი რამეაო. მკითხველი ხომ მხოლოდ ამას ითხოვს მწერალისგან თუ პოეტისგან. წარმატებები!
11. შენ აღარც გახსოვს ის საღამო. შენ ისე ღელავ, ჩემგან რაღაც პასუხს მოელი.
კარგია, ნინო! 5 შენ აღარც გახსოვს ის საღამო. შენ ისე ღელავ, ჩემგან რაღაც პასუხს მოელი.
კარგია, ნინო! 5
10. არ გამიხსნა ეს ლინკი :( არ გამიხსნა ეს ლინკი :(
9. ასე როგორ შეიძლება! ცოტა თქვენც ხომ უნდა გაისარჯოთ,მატა ჰარი ძვირფასო! ლექსიკონებსა და სპეციალურ ლიტერატურას უნდა მიაჩვიოთ თვალი. ახლა ერთ კარგ ლინკს დაგიდებთ,თქვენც გამოგადგებათ და არაერთ ახალგაზრდა მკითხველსაც: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php როცა რაიმე უცხო სიტყვის გაგება კვლავ გაგიჭირდებათ, იქ უცებ მოძებნით,ორიოდე წამს წაგართმევთ. თუ მაინც ვერ გაიგებთ,ნუ მოგერიდებათ,ახლიდან შემეკითხეთ და შევეცდები,უფრო გასაგებად აგიხსნათ. ამასობაში თავადაც გაიკვალავთ გზას პოეტიკასა და ლიტერატურაში. გისურვებთ წარმატებებს. ასე როგორ შეიძლება! ცოტა თქვენც ხომ უნდა გაისარჯოთ,მატა ჰარი ძვირფასო! ლექსიკონებსა და სპეციალურ ლიტერატურას უნდა მიაჩვიოთ თვალი. ახლა ერთ კარგ ლინკს დაგიდებთ,თქვენც გამოგადგებათ და არაერთ ახალგაზრდა მკითხველსაც: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php როცა რაიმე უცხო სიტყვის გაგება კვლავ გაგიჭირდებათ, იქ უცებ მოძებნით,ორიოდე წამს წაგართმევთ. თუ მაინც ვერ გაიგებთ,ნუ მოგერიდებათ,ახლიდან შემეკითხეთ და შევეცდები,უფრო გასაგებად აგიხსნათ. ამასობაში თავადაც გაიკვალავთ გზას პოეტიკასა და ლიტერატურაში. გისურვებთ წარმატებებს.
8. თქვენ რომ არ გვყავდეთ რა გვეშველებოდა! და თქვენს გახარებას იქნებ ეს "უტრირებული ეფექტი" და "ერთაზროვანი და არაერთაზროვანი ლაპიდარიზმი" განგვიმარტოდ რას ნიშნავს,იქნებ როგორმე მივმართოდ ჩვენი ლექსებიც მანდამდე და (ღმერთმა დაგვიფაროს) მიუმართავი არ დაგვრჩეს. თქვენ რომ არ გვყავდეთ რა გვეშველებოდა! და თქვენს გახარებას იქნებ ეს "უტრირებული ეფექტი" და "ერთაზროვანი და არაერთაზროვანი ლაპიდარიზმი" განგვიმარტოდ რას ნიშნავს,იქნებ როგორმე მივმართოდ ჩვენი ლექსებიც მანდამდე და (ღმერთმა დაგვიფაროს) მიუმართავი არ დაგვრჩეს.
7. თქვენც მართალი ხართ,მატა ხარი! მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე''
მაგრამ მხოლოდ ყურს ნუ ენდობით ამ შემთხვევაშიგაგონილს ნანახი სჯობია,მაგალითად, ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის'' ერთტომეულის 339 გვერდზე, სადაც სწორედ ამ სიტყვას - ''საღამოთი'' იპოვით. თქვენც მართალი ხართ,მატა ხარი! მხოლოდ ის ტყუის, ვინც ამბობს, რომ ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე``
მაგრამ მხოლოდ ყურს ნუ ენდობით ამ შემთხვევაშიგაგონილს ნანახი სჯობია,მაგალითად, ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის`` ერთტომეულის 339 გვერდზე, სადაც სწორედ ამ სიტყვას - ``საღამოთი`` იპოვით.
6. "საღამოთი" თუ საღამოს ?! დილას ან დილით კი ბატონო " საღამოთი "არ გამიგია
არაფერი ლექსია,მაინც რა უნდა იგრძნოს ან გაიგოს მკითხველმა ამის წაკითხვისას?! "საღამოთი" თუ საღამოს ?! დილას ან დილით კი ბატონო " საღამოთი "არ გამიგია
არაფერი ლექსია,მაინც რა უნდა იგრძნოს ან გაიგოს მკითხველმა ამის წაკითხვისას?!
5. როი ძვირფასო1 ის სხვა ჟანრია,ეს სხვა.ამდენად სტილისტიკაც განსხვავებულია. გუშინდელი ლექსი უტრირებულ ეფექტებზეა გათვლილი, ევფონიასა და სიტყვათა თამაშებზე,თანაც აქტუალური და დამაინტრიგებელია. ერთაზროვანი ლაპიდარიზმი ახასიათებს. ცოტა წაუმაიაკოვსკებს. ეს უფრო ჩინურ-იაპონური პოეტური გამოცდილების გათვლისწინებით, - არაერთაზროვანი ლაპიდარიზმისკენ არის მიმართული. როი ძვირფასო1 ის სხვა ჟანრია,ეს სხვა.ამდენად სტილისტიკაც განსხვავებულია. გუშინდელი ლექსი უტრირებულ ეფექტებზეა გათვლილი, ევფონიასა და სიტყვათა თამაშებზე,თანაც აქტუალური და დამაინტრიგებელია. ერთაზროვანი ლაპიდარიზმი ახასიათებს. ცოტა წაუმაიაკოვსკებს. ეს უფრო ჩინურ-იაპონური პოეტური გამოცდილების გათვლისწინებით, - არაერთაზროვანი ლაპიდარიზმისკენ არის მიმართული.
4. მოკითხვა, კარგი ლექსია, გუშინდელი უფრო მომეწონა ოღონდ :) მოკითხვა, კარგი ლექსია, გუშინდელი უფრო მომეწონა ოღონდ :)
3. ჰარირამა ძვირფასო, რა უზუსტესად იგრძენით! ასეთი რაღაც მინდოდა გამომსვლოდა. მადლობა! ჰარირამა ძვირფასო, რა უზუსტესად იგრძენით! ასეთი რაღაც მინდოდა გამომსვლოდა. მადლობა!
2. კინოს რომ უყურებ და დამთავრდა კინო .ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა მორჩა კინო, რავი მე ეგეთი განწყობით მივიღე :) კინოს რომ უყურებ და დამთავრდა კინო .ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა მორჩა კინო, რავი მე ეგეთი განწყობით მივიღე :)
1. ტანკა ხოკური , განწყობა მომიტანა , აღტ ღერძზე აგებულ ფრაგმენტებივით მოვიდა და ბოლოს შეიკრა, კაია ტანკა ხოკური , განწყობა მომიტანა , აღტ ღერძზე აგებულ ფრაგმენტებივით მოვიდა და ბოლოს შეიკრა, კაია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|