ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


ვირტუალური ბლუზი

უკრავდა ბლუზი, მარტოობა სვამდა მარტინის,
წინათგრძნობები ბოლთას სცემდნენ გულის წინკართან.
ვიღაცა უნდა მოსულიყო ისე მარტივად,
რა განწყობითაც მუსიკოსი ახლა უკრავდა.
ისე უეცრად  აუჩქარდა პულსი შემთხვევას,
ვერც ინატრებდა წინათგრძნობა უფრო ლამაზ ფონს.
კმაყოფილებას ვერ მალავდა ბლუზი შეხვედრით
და ჟრუანტელი დასდიოდა ტუჩზე საქსაფონს...
კაცის მზერაში: -ახლა მინდა შენთან მოვიდე-
-მგონი, გიპოვე- გაიფიქრა ქალის ნაფაზმა.
ბლუზი კი ერთად აცეკვებდა უკვე ორივეს,
ვირტუალურად და ნამდვილზე უფრო ლამაზად...     
                        2.09.09
                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები