 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2009 |
მ.რ.-სა და ე.ბ.-ს
როგორ გაზრდილა ! ქალია უკვე. ახლა ვინ იცის, ბეწვის ხიდზე როგორ გაივლის...
გუშინ არ იყო? მამა-შვილი ზამთრის საღამოს მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს. მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი, და თან გათოშილ ხელის მტევანს მუჭში ვუთბობდი.
მკითხა : - მამიკო, აქ ღმერთი ცხოვრობს? - სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
მამა და შვილი მუდამ ერთად როგორ ივლიან. თავაწეული ვდგავარ მარტო, შუაღამეა. სადღაც, ზემოთა სართულზეა მისი პალატა. აი ფანჯრებიც , (თუ გამოთვლამ არ მიღალატა). რა კვნესა ისმის, ხეა ქარით გადარწეული თუ უჭირს შვილს და უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ? (სანთებელათი მოვუკიდე ბოლო სიგარეტს). ვეძებ ფანჯრებში ფერმკრთალ სახეს, მაგრამ ფარდებიც ეფარება დაორთქლილ მინებს. გუბდება გული , მერე მძიმედ ამოიგმინებს და სიჩუმეა.
ნელა გადის დრო გულმოდგინე.
რა გითხრა,ღმერთო! მე არ ვიცი,როგორ ვილოცო. ღმერთო,მამაო , გთხოვ, მშვიდობით მოალოგინე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. - მამიკო, აქ ღმერთი ცხოვრობს? - სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
+++++++++++++++ - მამიკო, აქ ღმერთი ცხოვრობს? - სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
+++++++++++++++
18. ძალიან თბილი და სათუთია. წარმატებები ძალიან თბილი და სათუთია. წარმატებები
17. - აქ ღმერთი ცხოვრობს? მკითხა უეცრად, სამშობიაროს რომ ჩავუარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ... - აქ ღმერთი ცხოვრობს? მკითხა უეცრად, სამშობიაროს რომ ჩავუარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
16. ილტოსპირელო ძვირფასო! საქმე ის გახლავთ,რომ ამას წინათ ერთ პორტალზე დაიდო ერთი მცირე მოგონება იმის შესახებ, რომ რედაქციის თანამშრომელმა . მიხეილ რატიანმა ერთხელ გაასეირნა რუსთაველზე ჩვენი ეკა ბაქრაძე,როცა იგი შვიდიოდე წლისა იყო.ეკას დაუნახავს სამშობიაროსთან მდგარი კაცები და უფროსისთვის უკითხავს, აქ ღმერთი ცხოვრობსო?,უარყოფითი პასუხი რომ მიუღია,უთქვამს, მაშინ ამ კაცებს თავები რატომ აქვთ აწეული და ზემოთ რატომ იცქირებიანო. მერე ეს მოგონება წაიშალა იმ საიტიდან.მე დამენანა ,არ მინდოდა დაკარგულიყო და ლექსად გარდავთქვი. კომპოზიციაში ჩავსვი, და ასე შემდეგ. მარტო ეს ნაწილი რომ გამელექსა კონვენციურად,დიდს ვერაფერს მივიღებდი,ერთი მახვილგონივრული თბილი ლექსუკა გამოვიდოდა. მამა,მომლოდინე სამშობიაროსთან - ქართული პოეტური მამაშვილური ნარატივისთვის -საინტერესოდ ჩავთვალე.თემატურად ხომ თანამედროვე ლექსი ისედაც, დიდად მრავალფეროვანი ვერ არის. ფორმა შევურჩიე თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი,სპონტანური რითმით. ახლა ვფიქრობ, კლასიკურ სონეტად ხომ არ გადავაწყო. სხვა რა გითხრათ.ლექსებს,მოგეხსენებათ,მე კარგა ხანია ,აღარ ვწერ და ასე,დროდადრო თავს ვიქცევ რაღაცეებით. ილტოსპირელო ძვირფასო! საქმე ის გახლავთ,რომ ამას წინათ ერთ პორტალზე დაიდო ერთი მცირე მოგონება იმის შესახებ, რომ რედაქციის თანამშრომელმა . მიხეილ რატიანმა ერთხელ გაასეირნა რუსთაველზე ჩვენი ეკა ბაქრაძე,როცა იგი შვიდიოდე წლისა იყო.ეკას დაუნახავს სამშობიაროსთან მდგარი კაცები და უფროსისთვის უკითხავს, აქ ღმერთი ცხოვრობსო?,უარყოფითი პასუხი რომ მიუღია,უთქვამს, მაშინ ამ კაცებს თავები რატომ აქვთ აწეული და ზემოთ რატომ იცქირებიანო. მერე ეს მოგონება წაიშალა იმ საიტიდან.მე დამენანა ,არ მინდოდა დაკარგულიყო და ლექსად გარდავთქვი. კომპოზიციაში ჩავსვი, და ასე შემდეგ. მარტო ეს ნაწილი რომ გამელექსა კონვენციურად,დიდს ვერაფერს მივიღებდი,ერთი მახვილგონივრული თბილი ლექსუკა გამოვიდოდა. მამა,მომლოდინე სამშობიაროსთან - ქართული პოეტური მამაშვილური ნარატივისთვის -საინტერესოდ ჩავთვალე.თემატურად ხომ თანამედროვე ლექსი ისედაც, დიდად მრავალფეროვანი ვერ არის. ფორმა შევურჩიე თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი,სპონტანური რითმით. ახლა ვფიქრობ, კლასიკურ სონეტად ხომ არ გადავაწყო. სხვა რა გითხრათ.ლექსებს,მოგეხსენებათ,მე კარგა ხანია ,აღარ ვწერ და ასე,დროდადრო თავს ვიქცევ რაღაცეებით.
15. უბრალოდ, დაგიხვეწავთ, უფრო განგიტვირთავთ სიტყვებისაგან... შეიძლება ეს ვარიანტი კიდეც ჯობდეს წინას, მაგრამ... ეჰ, როგორ მღლის ლექსის ასე წამება, ჯიჯგნა... ეს პროცესი საოპერაციოს მაგონებს, სადაც მაგიდაზე ადამიანია დასვენებუული და მას ქირურგი ათასნაირ მანიპულაციებს უტარებს, ირგვლივ სისხლია, სისხლი და ხშირად გადარჩენის მცირედი შანსი... დაგეწერათ თავიდანვე ასეთი ფორმით... რატომ არ დაწერეთ, რამ შეგიშალათ ხელი?!. უბრალოდ, დაგიხვეწავთ, უფრო განგიტვირთავთ სიტყვებისაგან... შეიძლება ეს ვარიანტი კიდეც ჯობდეს წინას, მაგრამ... ეჰ, როგორ მღლის ლექსის ასე წამება, ჯიჯგნა... ეს პროცესი საოპერაციოს მაგონებს, სადაც მაგიდაზე ადამიანია დასვენებუული და მას ქირურგი ათასნაირ მანიპულაციებს უტარებს, ირგვლივ სისხლია, სისხლი და ხშირად გადარჩენის მცირედი შანსი... დაგეწერათ თავიდანვე ასეთი ფორმით... რატომ არ დაწერეთ, რამ შეგიშალათ ხელი?!.
14. ღმერთო, მამაო, მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
(მეც) ღმერთო, მამაო, მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
(მეც)
13. - აქ ღმერთი ცხოვრობს? მკითხა უეცრად, სამშობიაროს რომ ჩავუარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
გაიხარე, ნინო! 5 - აქ ღმერთი ცხოვრობს? მკითხა უეცრად, სამშობიაროს რომ ჩავუარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
გაიხარე, ნინო! 5
12. უცნაურზე უცნაური და უსაყვარლესი! უცნაურზე უცნაური და უსაყვარლესი!
11. რა თქმა უნდა გაუხარდება. რა უცნაური ბავშვი იყო, არა? რა თქმა უნდა გაუხარდება. რა უცნაური ბავშვი იყო, არა?
10. ეჰ,ილტოსპირელო ძვირფასო! როის მოწონებული პასაჟი დამუშავებას შეეწირა და სხვა სახე მიიღო. რენუარ საყვარელო! არ ვიცი,ეკა თუ არის თბილისში.მგონი გაუხარდება,არა? ეჰ,ილტოსპირელო ძვირფასო! როის მოწონებული პასაჟი დამუშავებას შეეწირა და სხვა სახე მიიღო. რენუარ საყვარელო! არ ვიცი,ეკა თუ არის თბილისში.მგონი გაუხარდება,არა?
9. ნინ, და \"ის ლექსი\" რომ წაშალა ავტორმა....და მიშას კომენტარიც მიყვა. კარგია, შენთან რომ დარჩა. 5 ნინ, და \"ის ლექსი\" რომ წაშალა ავტორმა....და მიშას კომენტარიც მიყვა. კარგია, შენთან რომ დარჩა. 5
8. როიმ სწორად დასვა აქცენტი! როიმ სწორად დასვა აქცენტი!
7. ძალიან კარგია,მომეწონა ძალიან კარგია,მომეწონა
6. კარგია ძაან :) 55555555555 კარგია ძაან :) 55555555555
5. თქვენს ნაწერებში ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობ და როგორ მიხარია ეს. თორე მონატრება,მთავრე,წვიმა. ტირილი , გოდება სადღა შემიძლია,ამოვიდა ყელში რა. ძალიან სათუთი ლექსია ძალიან.
თქვენს ნაწერებში ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობ და როგორ მიხარია ეს. თორე მონატრება,მთავრე,წვიმა. ტირილი , გოდება სადღა შემიძლია,ამოვიდა ყელში რა. ძალიან სათუთი ლექსია ძალიან.
4. ღმერთო, მამაო, მე არ ვიცი,როგორ ვილოცო...... მომეწონა თქვენი ლექსი სხვა დროსაც წავიკითხავ. 5 ღმერთო, მამაო, მე არ ვიცი,როგორ ვილოცო...... მომეწონა თქვენი ლექსი სხვა დროსაც წავიკითხავ. 5
3. - იქ ღმერთი ცხოვრობს? დაფიქრებით მკითხა უეცრად, სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - იქ ღმერთი?! არა! თუმცა ვინ იცის, რად მეკითხები? - აბა, იმ სახლთან რატომ დგანან კაცები მაღლა თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - როგორი?! თითქოს ლოცულობენ...
აი ეს არის ძალიან მაგარი.
5 - იქ ღმერთი ცხოვრობს? დაფიქრებით მკითხა უეცრად, სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - იქ ღმერთი?! არა! თუმცა ვინ იცის, რად მეკითხები? - აბა, იმ სახლთან რატომ დგანან კაცები მაღლა თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - როგორი?! თითქოს ლოცულობენ...
აი ეს არის ძალიან მაგარი.
5
2. კი, იქ ნამდვილად ღმერთი ცხოვრობს! მომეწონა.... კი, იქ ნამდვილად ღმერთი ცხოვრობს! მომეწონა....
1. როგრო თბილად არი ყველაფერი ნათქვამი, აი , უპრეტენზიოდ გაკეტებულ და დატოვებულ სიკეტესავით როგრო თბილად არი ყველაფერი ნათქვამი, აი , უპრეტენზიოდ გაკეტებულ და დატოვებულ სიკეტესავით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|