ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: pape
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2009


***

ფიქრში გართული სიონთან ახლოს
ვზივარ და ვხედავ მშვენიერ ნიმფას,
საამური ხმით რაღაცას ამბობს
თავი უჭირავს საოცრად მშვიდად.
ჩემი გრძნობები მე მიწყობს ამბოხს
დარდებით ვეტრფი ოცნებებს მარტო,
შენი თვალები ამაოდ მათბობს
სიტყვით ვერ აღვწერ ამ გრძნობას კარგო.
შენ კი წახვედი, დამტოვე ჩუმად
სევდიან თვალებს ცრემლები აკრთობს,
ხელის ცეცებით მე ვეძებ ამბორს
ამბორს, რომელიც ვიცი სხვას ათბობს.
მიუხედავად ყველაფერ ამის
ჩემთვის ნათელი ერთი რამ არის,
მიყვარხარ, ღმერთო როგორ მიყვარხარ
შენი სადარი არსად მინახავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები